„ფათიჰა“ — გამხსნელი; მექური, 7 აიათი.
1. მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს,
3. მოწყალესა და მწყალობელს,
4. განსჯის (განკითხვის) დღის ერთადერთ განმკარგველს!
5. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და მხოლოდ შენგან ვითხოვთ შეწევნას!
6. გვატარე სწორი გზით!
7. იმათი გზით, ვისაც სიკეთე უბოძე შენ [წინასწარმეტყველთა, მართალთა და ღვთისმოსავთა], და არა იმათი გზით, ვისაც შენი რისხვა დაატყდა თავს [იუდეველნი – ჭეშმარიტების მცოდნენი, მაგრამ შეგნებულად უარმყოფელნი] და არც იმათის, რომელნიც მცდარ გზაზე დგანან! [გზააბნეულნი „ად-დაალინ“ – ადამიანები (ქრისტიანები), რომლებსაც აქვთ გულწრფელი სურვილი და მონდომება, მაგრამ არ აქვთ ცოდნა. ისინი ღმერთს ეთაყვანებიან სიბრმავით, საკუთარი გამოგონილი წესებით, რითაც კარგავენ სწორ გზას.]
-----
„ალლაჰ“ — ერთადერთი (აბსოლუტური) ღვთაება; ღმერთი, სამყაროს გამჩენი და მმართველი, ყოველგვარი დიდებისა და ღვთისმსახურების ღირსი. აუცილებელი არსების თვისების მქონე, ღვთაებრიობის ყოველგვარი თვისების მქონე, უზენაესის ყველაზე ვრცელი სახელი.
აიათი — ლექსი (მუხლი); არაბ. აიია, მრავლობ. აიიათ – "სასწაული", "ნიშანი".
სურა — თავი.
„მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით“ — „ბისმილლაჰი არ-რაჰმაანი არ-რაჰიიმ.“