„თაჰრიმ“ — აკრძალვა; მედინური, 12 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ჰეი, შუამავალო! რატომ იკრძალავ ცოლების კმაყოფილების მოპოვების სურვილით იმას, რაც ნება დართულ ჰყო ალლაჰმა შენთვის? ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!
2. უკვე სავალდებულო ჰყო ალლაჰმა გამოხსნა თქვენს ფიცთა, რამეთუ ალლაჰი მფარველია თქვენი და იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
3. და აკი, გაანდო შუამავალმა თავის ერთ-ერთ ცოლს საიდუმლო ამბავი, მაგრამ მოუყვა იგი სხვას, ალლაჰმა კი ამცნო მას (შუამავალს), ამცნო სანახევროდ და დაუმალა სანახევროდ. ხოლო როცა მოუყვა იგი მას (ცოლს, რომელმაც საიდუმლო გაამჟღავნა), უთხრა ცოლმა: „ვინ გამცნო შენ?“ მიუგო: „მამცნო ყოვლისმცოდნემ, ყოვლისშემცნობმა.“
4. ორივემ მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, რამეთუ თქვენი გულები გადაიხარა, და თუ მხარში ამოუდგებით ერთმანეთს მის (მუჰამმედის) წინააღმდეგ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხომ მისი მფარველია, ჯიბრილიც (მთავარანგელოზი გაბრიელი) და მართლმორწმუნენიც, ასევე ანგელოზნიც.
5. თუ გაგეყარათ თქვენ, ეგების მისმა ღმერთმა სანაცვლოდ უბოძოს ცოლებად უკეთესნი, რომელნიც იქნებიან მუსლიმები, მორწმუნენი, ღვთისმოშიშნი, მომნანიე, თაყვანისმცემელნი, მემარხულე, ქვრივნი და ქალწულნი.
6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია, ზემოდან ანგელოზნი ძლიერნი და შეუბრალებელნი. არ ეურჩებიან ალლაჰს იმაში, რაც უბრძანა მათ და აკეთებენ იმას, რაც ებრძანათ
7. ჰეი თქვენ, რომელთაც უარყვეთ! ნუ ბოდიშობთ დღეს! უეჭველად, ისჯებით იმისთვის, რასაც სჩადიოდით.
8. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება გულწრფელი მიტევებით. დაე, თქვენმა უფალმა დაფაროს თქვენი ცოდვები და შეგიყვანოთ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება; იმ დღეს არ დაამწუხრებს ალლაჰი შუამავალს და იმათ, რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად, მათი სინათლენი უსწრებს მათ წინიდან და მარჯვნიდან, იტყვიან: „ღმერთო ჩვენო! სრულჰქმენ სინათლე ჩვენი და შეგვინდე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ ყოვლისშემძლე!“
9. ჰეი, შუამავალო! შეებრძოლე ურწმუნოებსა და თვალთმაქცებს (ენითა და ცხადი მტკიცებულებებით), იყავი მკაცრი მათ მიმართ. თავშესაფარი მათი ჯოჯოხეთია. და (იგი) რა საზარელი განსასვენებელია!
10. მოუყვანა ალლაჰმა მაგალითად იმათ, რომელთაც უარყვეს, ცოლი ნუჰისა და ცოლი ლუტისა. ორივე ქალი ჩვენს ორ გულწრფელ მსახურთაგანზე იყო შეუღლებული, მაგრამ მაინც უღალატეს. ამიტომაც ვერ შეეწია ვერაფერი მათ ალლაჰის წინაშე და ებრძანა: „შედით ცეცხლში, შემსვლელებთან ერთად!“
11. მოუყვანა ალლაჰმა მაგალითად იმათ, რომელთაც ირწმუნეს, ცოლი ფარაონისა. აკი, შეევედრა: „ღმერთო ჩემო, აღმიშენე შენ წიაღ ერთი სახლი სამოთხეში და მიხსენი ფარაონისგან და მისი საქმისგან და დამიფარე უსამართლო ხალხისგან!“
12. და მარიამი, იმრანის ასული, რომელმაც შეინახა პატიოსნება, მაშინ ჩვენ ჩავბერეთ მასში ჩვენი სულისგან, მან დაამოწმა თავისი ღმერთის სიტყვები და წიგნები მისი და შეიქმნა მორჩილთაგანი.