მექური, 34 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ელიფ. ლამ. მიმ.
2. სწორედ ესენია საოცრებებით აღსავსე წიგნის აიათები,
3. ჭეშმარიტ გზად და წყალობად კეთილისმქმნელთათვის!
4. რომელნიც ჭეშმარიტად აღავლენენ ლოცვას და გასცემენ სავალდებულო მოწყალებას, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ საიქიოსი!
5. ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე თავიანთი ღმერთის მეოხებით და სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!
6. და ხალხთაგან, ვინც ყიდულობს ფუჭსიტყვაობას, რათა აცდუნოს ალლაჰის გზიდან, ყოველგვარი ცოდნის გარეშე, თან დაიდგინონ სამასხარაოდ, სწორედ ასეთებისთვისაა გამზადებული სასჯელი დამამცირებელი!
7. და როცა მას ეკითხება ჩვენი აიათები, ზურგს აქცევს მედიდურად, თითქოს ყურებში სიყრუვე ჰქონდეს და ვერ გაეგონოს მისი. მაშ, ამცნე მას სასჯელი მწარე!
8. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა გამზადებული სამოთხენი ბედნიერებისა!
9. იქ დამკვიდრდებიან მარად, აღთქმა ალლაჰისა ჭეშმარიტებაა. და იგია ძლევამოსილი, ბრძენი!
10. გააჩინა ცანი, როგორც ხედავთ, საყრდენების გარეშე და დაადგინა მიწაზე უზარმაზარი მთები, რომ არ შერყეულიყავით. გაამრავლა და დაასახლა მასზე ყოველნაირი ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით ყველა სახეობის სასარგებლო მცენარეები!
11. აი, ესაა ალლაჰის გაჩენილი! მაშ, დამანახეთ რა გააჩინეს დანარჩენებმა?! არა, უსამართლონი ცხად გზააბნევაში არიან!
12. და ვფიცავ, ჩვენ მივეცით ლუყმანს სიბრძნე: რომ ალლაჰისთვის მადლობა აღევლინა! და ვინც მადლიერებას აღავლენს, მხოლოდ თავის სასიკეთოდ აკეთებს. და ვინც უმადური იქნება, იცოდეს, რომ უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
-----
[ლუყმანი — უმეტესი გადმოცემის თანახმად, იგი შუამავალი იყო. მაგრამ არის განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლის მიხედვით იგი მხოლოდ განსწავლული პიროვნება იყო. ალლაჰი უკეთ უწყის!]
13. და აკი, უთხრა ლუყმანმა თავის ძეს ანდერძად: „ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, კერპთაყვანისმცემლობა უდიდესი უსამართლობაა!“
14. და ვუანდერძეთ ადამიანს მისი მშობლები. ატარა დედამ თავისმა, გაჭირვება-გაჭირვებით და მისი ძუძუდან მოწყვეტა ორ წლამდე გრძელდება. მე შემწირე მადლობა და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა მოსაქციელი!
15. და თუ ისინი დაგაძალებენ, რომ თანაზიარი გამიხადო ის, რისი ცოდნაც შენ არ გაქვს, არ დაემორჩილო და სიკეთე გამოიჩინე ამქვეყნიურ ცხოვრებაში მათთვის! და მიჰყევი იმათ გზას, ვინც ჩემსკენ მოისწრაფვის. ბოლოს კი ჩემთანაა თქვენი მოსაქციელი. მაშინ გამცნობ თქვენ იმას, რასაც სჩადიოდით!
16. ჰეი, შვილო ჩემო! უეჭველად, იგი რომც იყოს მდოგვის მარცვლის ტოლა და კლდეში ან ცათა შინა, ან ქვეყანასა ზედა შეინახო, ალლაჰი მას ცხადყოფს. უეჭველად, ალლაჰი ყველაფრისმცოდნეა, ყოვლისმცოდნეა!
17. ჰეი, შვილო ჩემო! აღავლინე ლოცვა, უბრძანე აკეთონ კეთილი, აუკრძალე აუგი და მოითმინე ის, რაც თავს დაგატყდეს. უეჭველად, ეს კატეგორიულად გასაკეთებელი საქმეებია!
18. არ იბრუნო პირი ადამიანებისგან ქედმაღლობის გამო და არ იარო ქვეყანაზე მედიდიურად. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები!
19. იარე მოზომილი ნაბიჯით, ხმა დაიმდაბლე! უეჭველად, ყველაზე უსიამოვნო ხმა ვირის ხმაა.
20. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? და სრულჰყო თქვენდა თავისი მადლი ცხადიც და უხილავიც. მაგრამ ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც დაობენ ალლაჰის თაობაზე, ცოდნის, ჭეშმარიტი დამადგინებელისა და მანათობელი წიგნის გარეშე.
21. როცა მათ ეუბნებიან: „მიყევით იმას, რაც ზეგარდმოგივლინათ ალლაჰმა!“ - პასუხობენ: „არამც და არამც! ჩვენ მივჰყვებით იმას, რაზეც ვჰპოვეთ ჩვენი მამები.“ და თუ ეშმაკი მოუხმობს მათ ცეცხლის სასჯელისკენ?
22. ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს თავისი არსით და იგი კეთილის მქმნელია, ის ჩაეჭიდა საიმედო საყრდენს და ალლაჰთანაა ყოველი საქმის აღსასრული!
23. და თუ ვინმე უარყოფს, ნუ დაგამწუხრებს მისი ურწმუნოება, მათი მოსაქციელი ხომ ჩვენთანაა და ჩვენ ვამცნობთ მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რაც გულებშია!
24. ჩვენ ვაცდით ისარგებლონ მცირე ხნით, მაგრამ ბოლოს მკაცრ სასჯელში წავათრევთ!
25. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწაო?“ უთუოდ, გიპასუხებენ: „ალლაჰმაო“. უთხარი: „დიდება ალლაჰს!“ მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყის.
26. ალლაჰს ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
27. ქვეყანაზე ყოველი ხე კალმად რომ იქცეს, ხოლო ზღვა მელნად და მას რომ წაეხმაროს შვიდი ზღვა, მაინც არ ამოიწურება ალლაჰის სიტყვები. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
28. თქვენი გაჩენა და გაცოცხლება მხოლოდ ერთი ადამიანის გაჩენასა და გაცოცხლებას ჰგავს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმჭვრეტელია!
29. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰი ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე, და ჰმორჩილებენ მზე და მთვარე, ყველა დაცურავს დადგენილ დრომდე და რომ ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ?
30. ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ალლაჰია, და ყოველი, რასაც მოუწოდებენ, გარდა ალლაჰისა, სიცრუეა, და კიდევ იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესია, დიდებულია!
31. განა ვერ ხედავ, რომ ხომალდი დაცურავს ზღვაში ალლაჰის წყალობით, რათა გიჩვენოთ მისი სასწაულთაგანი? უეჭველად, ამაში სასწაულებია ყოველი იმათგანისთვის, ვინც მომთმენია, მადლიერია!
32. როცა ტალღა დაფარავს მათ, როგორც შავი ღრუბელი, მთელი გულით მხოლოდ ალლაჰს ევედრებიან. მაგრამ როცა იგი გადაარჩენს მათ და ნაპირზე გამოიყვანს, მათგან ზოგიერთი რწმენასა და ურწმუნოებას შორის აღმოჩნდება. და არ უარყოფენ ჩვენს აიათებს, თვინიერ უმადური მოღალატენისა!
33. ჰეი ხალხო! მოკრძალებულ იყავით თქვენი ღმერთის წინაშე და გეშინოდეთ იმ დღის, როცა მშობელი ვერ შეეწევა თავის შვილს, შვილი კი მშობელს. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ სააქაო ცხოვრებამ და დაე, მცდუნებელმა არ გაცდუნოთ ალლაჰის მიმართ!
34. ჭეშმარიტად, მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და უწყის რა არის საშვილოსნოში. არც ერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არც ერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!