„ყალემ“ — კალამი; მექური, 52 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ნუნ. ვფიცავ კალამს და იმას, რაცაა სტრიქონ-სტრიქონ დაწერილი.
2. არა ხარ შენ შენი ღმერთის წყალობით გიჟი,
3. და ჭეშმარიტად, შენთვის საზღაურია გამოულევი,
4. და ჭეშმარიტად, შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობას!
5. მაშ, მალე შენ იხილავ და ისინიც იხილავენ
6. თქვენ შორის ვინ არის შეშლილი.
7. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი უკეთ უწყის, თუ ვინ აცდა თავის გზას და უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფთ.
8. მაშ, არ დამორჩილდე ცრუდ შემრაცხველთ!
9. იმათ, რომელთაც სურთ, რომ ლმობიერად მოექცე, რათა თვითონაც მოგექცნენ ლმობიერად.
10. და არ მიჰყვე არც ერთ მაფიცარს, უღირსს,
11. ზურგს უკან მკილავს, საზიზღარი ჭორის გამავრცელებელს, ცილისმწამებელს,
12. სიკეთის აღმკვეთს, ზღვარგადასულს, ცოდვილს.
13. სასტიკს და შემდგომად ამისა, - უკაკნოდ შობილს
14. თუნდ იყოს ძეების და ქონების პატრონი.
15. და როცა ჩვენი აიათები ეკითხება, ამბობს: „ზღაპრებია პირველყოფილთა.“
16. სულ მალე დავასვამთ მას დაღს ცხვირზე!
17. ჭეშმარიტად, ჩვენ გამოვცადეთ ისინი, ისევე როგორც გამოვცადეთ ბაღის მკვიდრნი, რომელთაც დაიფიცეს: „ხვალ ალიონზე დავკრეფთ მოსავალს.“
18. და არც გამონაკლისი დაუყოლებიათ.
19. მაგრამ ზედ შემოეხვია მას გრიგალი შენი ღმერთისგან, როცა მათ ეძინათ.
20. ამრიგად, გარდაიქცა შავ მიწად.
21. ბოლოს, როცა გათენდა, ერთმანეთს გადასძახეს:
22. „დილიდანვე წამოდით თქვენ სამკალში, თუკი უნდა დაკრიფოთ!“
23. მაშინვე გაეშურნენ და ერთმანეთში ბურტყულებდნენ:
24. „არ შემოვუშვათ აქ დღეს არც ერთი ღატაკი.“
25. და დილაადრიანად წავიდნენ იმ განზრახვით, რომ მათ ძალუძდათ აღკვეთა.
26. ხოლო როცა დაინახეს, თქვეს: „ჭეშმარიტად, ჩვენ ავცდით!
27. არა, ჩვენ გავღატაკდით!“
28. და თქვა მათგან გონიერმა: „განა არ მითქვამს თქვენთვის, ეგების ქება-დიდება აღუვლინოთ (ღმერთს)!
29. თქვეს: „დიდება ჩვენს ღმერთს! ჭეშმარიტად, უსამართლოდ მოვიქეცით!“
30. და მოჰყვნენ ერთმანეთის გაკიცხვას.
31. თქვეს: „ვაი, ჩვენ! ჭეშმარიტად, ჩვენ ვიყავით უსამართლონი!
32. ეგების, ჩვენმა ღმერთმა, შეგვიცვალოს მასზე უკეთესით. ჭეშმარიტად, ჩვენი წადილი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ღმერთის კმაყოფილების მოპოვების სურვილია“...
33. სწორედ ესაა სასჯელი. და უთუოდ, სასჯელი საიქიოსი უდიდესია, ნეტავ სცოდნოდათ!...
34. ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშთათვისაა თავიანთი ღმრთის წინაშე ნეტარი სამოთხენი.
35. განა ჩვენ დავადგენთ მუსლიმებს ცოდვილთა დარად?
36. რა გემართებათ თქვენ, როგორღა ნსჯით?
37. ნუთუ გაქვთ წიგნი, რომელშიც კითხულობთ?
38. თუ თქვენთვის მასშია, რასაც ისურვებთ?
39. ან იქნებ ჩვენთან აღთქმა გაქვთ დადებული აღდგომის დღემდე, ჭეშმარიტად, თქვენია იგი, რასაც ნსჯით?
40. ჰკითხე მათ, რომელია მათგან ამის თავდები?
41. ან იქნებ ჰყავთ მოზიარენი? მაშ, მოიყვანონ მათი მოზიარენი, თუ არიან მართალნი!
42. იმ დღეს, როცა გაირკვევა სიმართლე, სეჯდის აღსრულებისკენ მოხმობილ იქნებიან, მაგრამ ვერ შეძლებენ.
43. შიშისგან თვალდახრილნი, შემოეკვრებათ მათ დამცირება, რამეთუ სეჯდის შესრულებისკენ ჯანმრთელობის დროს მოხმობილ იყვნენ.
44. დაე, დამიტოვე მე ვინც ცრუდ შერაცხა ეს სიტყვა (ყურანი), ნელ-ნელა მივიყვანთ დაღუპვამდე, ისე რომ ვერც კი გაიგებენ ამას!
45. და გადავუვადებ მაგათ. ჭეშმარიტად, ჩემი მახე მტკიცეა!
46. ნუთუ სთხოვ შენ მათ საზღაურს? ამიტომაც ისინი ვალით დამძიმებულნი არიან?
47. ან იქნებ უხილავი მათ წიაღშია და ისინი იწერენ?
48. მაშ, მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთის. და არ იყო მსგავსი თევზის მეგზურისა, აკი, მოუხმო მან (თავის ღმერთს), როცა დარდიანი იყო.
49. რომ არ სწეოდა მას წყალობა თავისი ღმერთისგან, უთუოდ, გადასროლილი იქნებოდა მოშიშვლებულ უდაბნოში გაკიცხული.
50. მაგრამ გამოარჩია იგი თავისმა ღმერთმა. ამრიგად, დაადგინა იგი მართალთა შორის.
51. ლამისაა, რომელთაც უარყვეს, დაგმარხონ შენ მზერით, როცა გაიგონეს შეხსენება და ამბობდნენ: „იგი ნამდვილად შეშლილია!“
52. თუმცაღა ის (ყურანი) მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.