Страницы

სურა 110 „ნასრ“

 „ნასრ“ — შეწევნა;  მედინური, 3 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოვლენილი,

2. და როცა დაინახავ, როგორ უწყვეტ ნაკადად შედის ხალხი ალლაჰის სარწმუნოებაში,

3. შეაქე და განადიდე ღმერთი შენი და შენდობა შესთხოვე! ჭეშმარიტად, ის ყოვლისმიმტევებელია!