Страницы

სურა 114 „ნაას“

„ნაას“ — კაცობრიობა;  მედინური, 6 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. თქვი: მივეკედლები ადამიანთა ღმერთს,

2. ადამიანთა უფალს,

3. ადამიანთა ღვთაებას

4. მაცდურის (ეშმაკის) დაფარული სიავისაგან,

5. რომელიც ადამიანთა გულებს უბიძგებს ცუდისაკენ!

6. (ის ეშმაკი) გინდ ჯინთაგან და თუგინდ ადამიანთაგან (იყოს)!