Страницы

სურა 101 „ყარია“

„ყარია“ — გასაოცარი;  მექური, 11 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 წარღვნის დრო!

2 რა არის წარღვნის დრო?

3 რამ გამცნოს შენ, რა არის წარღვნის დრო?

4 იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით,

5 მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით.

6 და აი ის, ვისი სასწორიც (სიკეთე) დაძლევს,

7 მას ნეტარი ცხოვრება ელის!

8 ხოლო ვისი საქმიანობაც მსუბუქი იქნება,

9 მათი სამყოფელი ქვესკნელია (ჰავიეა)!

10 რამ უნდა გამცნოს რა არის იგი (ჰავიე)?

11 ის გავარვარებული ცეცხლია!