Страницы

სურა 86 „ტარიყ“

„ტარიყ“ — ღამეული მგზავრი;  მექური, 17 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1. ვფიცავ, ცას და ტარიყს!

2. რამ გამცნოს, რა არის ტარიყი?

3. ვარსკვლავი, კაშკაშით წყვდიადის მბურღავი.

4. ჭეშმარიტად, ყოველ სულს მეთვალყურე ჰყავს მიჩენილი!

5. დაე, დაფიქრდეს ადამიანი, რისგანაა გაჩენილი!

6. გაჩენილია წყლისგან, სპერმისეულისგან,

7. რომელიც გამოედინება ხერხემლისა და გულ-მკერდის ძვალს შორის.

8. ჭეშმარიტად, მას ძალუძს უკან დაბრუნება მისი!

9. იმ დღეს გამოაშკარავდება, რაც დაფარულია,

10. უკვე ძალა გამოეცლება მას (ადამიანს) და არცა შემწე ეყოლება!

11. ვფიცავ ცას, რომელიც უკუაქცევს,
-----
[ყურანის განმარტებაში გამოყენებული სიტყვა "უკუქცევა" უკან მიმაბრუნებელს ნიშნავს და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. როგორც ვიცით, ატმოსფერო სხვადასხვა შრეებისგან შედგება, ყველა შრეს სასიცოცხლო არსებობისათვის მნიშვნელოვანი დავალება აკისრია. ამ შრეებს მიახლოებული გამოსხივებები ან საგნები უკან ბრუნდება დედამიწაზე, ან ისევ კოსმოსში.
13-15 კმ-ზე ტროპოსფეროში აორთქლებული წყალი ნალექად გადაიქცევა და უკან დაბრუნდება ანუ "უკუიქცევა".
25 კმ. სიმაღლეზე ოზონოსფერო კოსმოსიდან მოსულ რადიაციას და ულტრაიისფერ სხივებს აირეკლავს და კოსმოსში "უკუაქცევს".
იონოსფეროს შრე დედამიწიდან მისულ გამოსხივებებს უკან "უკუაქცევს" – რადიოტალღების, ტელევიზიის, ინტერნეტის, მობილურისა და სხვა სიხშირეების სხვადასხვა ადგილებში მიღებას ხელს უწყობს.]

12. და მიწას, მსკდომსა დედამიწის ქერქიდან!

13. ჭეშმარიტად, ის სიტყვაა გამომრჩეველი (ჭეშმარიტების სიცრუიდან)

14. და არაა იგი ფუჭსიტყვაობა!

15. ჭეშმარიტად, ისინი ეშმაკურად მახეს აგებენ,

16. და მეც მოვუწყობ (ამაოდ ვიქმ მათ ხრიკებს)!

17. ამიტომაც შენ ურწმუნოებს ვადა მიეცი, ისინი თავიანთ მდგომარეობაში დატოვე ცოტა ხანს!