„ბურუჯ“ — ზოდიაქოს თანავარსკვლავედნი; მექური, 22 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 ვფიცავ ზეცას, მფლობელს თანავარსკვლავედთა.
2 და აღთქმულ დღეს (წარღვნის დღეს)!
3 ვფიცავ მოწმეს და დამოწმებულს!
4 წყეული იქმნენ სანგარნის მკვიდრნი,
5 (მასში) საწვავით სავსე ცეცხლის (პატრონები)!
6 აკი, ისინი მის გარშემო ისხდნენ
7 და უცქერდნენ (სიამოვნებით), მორწმუნეებს რაც ემართებოდათ (როგორ იწვოდნენ ცეცხლში)!
8 მათ მხოლოდ იმისთვის აწამებდნენ, რომ სწამდათ ალლაჰისა, ძლევამოსილისა, დიდებულისა.
9 იგია, ვისიცაა ცათა და მიწის მეუფება; და ალლაჰი მხილველია ყოველივესი!
10 ჭეშმარიტად, რომელთაც აწამეს მორწმუნე კაცები და ქალები და შემდეგ არ მოინანიეს, მათთვისაა ტანჯვა ჯოჯოხეთისა ცეცხლოვანი!
11 ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, მათთვისაა სამოთხეები, სადაც ძირს მდინარეები რბიან, სწორედ ესაა უდიდესი ჯილდო (ნეტარება)!
12 ჭეშმარიტად, შენი ღმერთის რისხვა საშინელია!
13 ჭეშმარიტად, იგია, ვინც გააჩენს პირველად და (შემდეგ უკან) დააბრუნებს,
14 და იგია მიმტევებელი, მოყვარული,
15 (იგია) არშის ღირსეული მეუფე,
16 დამოუკიდებლად მოქმედი (შემოქმედი) იმისა, რაც ნებავს!
17 ნუთუ არ მოგვლენია ამბავი ლაშქრებისა
18 ფარაონისა და სამუდეველთა?
19 არა, ურწმუნონი გაბათილებით არიან დაკავებული.
20 მაგრამ მათ გარშემოერტყმება ალლაჰი შეუმჩნევლად!
21 ჭეშმარიტად, იგი (რისი გაბათილებაც სურთ) ყურანი დიდებულია,
22 დაცული ფიცარზე - „ლევჰი მაჰფუზზე“!
-----
[„ლევჰი მაჰფუზზე“ — ის არის ჰაერში შვიდი ცის ზემოთ, რომელიც თეთრი მარგალიტისგანაა დამზადებული. იქ არის დაწერილი ყველა ზეციური წიგნი. ყველა ორიგინალი იქ ინახება, არავის შეუძლია მისი შეცვლა. ეშმაკსაც არ შეუძლია მასთან მიახლოება. იქიდან გარდმოევლინებოდა ზეციური წიგნები ალლაჰის ნებით. რა თქმა უნდა, უზენაესმა ალლაჰმა უკეთ უწყის. ამიტომ, ღმერთო დიადო! შენ მოგვიტევე, თუკი რაიმე უნებლიეთ შევცოდეთ, შენ დაგვადგინე ჭეშმარიტ გზას და გაანათე გულები ჩვენი!]