მექური, 123 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები განმტკიცდა, მერე კი განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ.
2. რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა. ჭეშმარიტად, მე ვარ თქვენთვის მის მიერ (მოვლენილი) შემგონებელი და მახარობელი.
3. და რომ მიტევება შესთხოვოთ თქვენს ღმერთს და შემდეგ მოინანიოთ მის წინაშე (წარმართობა), რათა მან მოგმადლოთ კეთილი საზრდო დადგენილ ვადამდე და წყალობა მიანიჭოს ყველა კეთილშობილს. და თუ პირს იბრუნებთ, მე მეშინია, რომ თქვენ არ გეწიოთ უდიდესი დღის სასჯელი!
4. ალლაჰთანაა თქვენი მისაქციელი, და მას ყველაფერზე ძალა შესწევს.
5. არა! ერთი შეხედე, ისინი თავიანთ გულებს იგრაგნიან, რათა დამალონ მისგან (ალლაჰისგან). არა! ერთი შეხედეთ, მაშინაც კი, როცა იფარებენ თავიანთ სამოსელს, იგი უწყის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ. ჭეშმარიტად, მცოდნეა იგი გულთა ნადებისა!
6. და არ მოიძებნება დედამიწაზე სულიერი, ალლაჰს რომ არ მიეცა მისთვის სარჩო. ალლაჰი უწყის მათ ადგილსამყოფელს და განსასვენებელს. ყოველივე ეს ცხად წიგნშია (ლევჰი მაჰფუზში).
7. და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, რამეთუ მასზე წინ მისი ტახტი წყალსა ზედა ემართა. ეს იმისთვის, რომ გამოეცადეთ თქვენ, ვინ უფრო უკეთ მოიქცეოდა. და თუ შენ ეტყვი: „თქვენ აღდგენილი იქნებით სიკვდილის შემდგომო“, რა თქმა უნდა იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „ეს მხოლოდ აშკარა ჯადოქრობაა.“
-----
[„გააჩინა ექვს დღეში“ – დასაწყისი კვირა და დასასრული პარასკევი.
„წყალსა ზედა ემართა“ – ნიშნავს, რომ ცათა და დედამიწაზე ადრე ღმერთმა წყალი გააჩინა.]
8. და ვფიცავ, თუ ჩვენ მათგან სასჯელს შევაყოვნებთ განსაზღვრულ დრომდე, უსათიოდ იტყვიან: „მას რაღა აკავებს?!“ იცოდეთ, ერთ დღესაც, როცა ის მიეწევათ მათ, ვეღარავინ უკუაქცევს მას და გარს შემოერტყმება იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ!
9. და თუ ნამდვილად ჩვენ ვაგემებთ (ურწმუნო) კაცს წყალობას (სიმდიდრესა და ჯანმრთელობას), მერე კი ავაცლით, ჭეშმარიტად, იგი სასოწარკვეთას მიეცემა და უმადურობას მოუმატებს.
10. ხოლო თუ წყალობას მას შემდგომ ვაგემებთ, რაც უბედურება იწვნია, უსათუოდ იტყვის: „წავიდა ჩემგან უბედურებანი.“ და იგი მოხარული, ამაყი იქნება.
11. გარდა, რომელთაც მოითმინეს და თესეს სიკეთენი. სწორედ, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი.
12. იმის გამო, რომ ამბობენ: რა იქნებოდა გარდგმოვლენოდა განძი ან მოსულიყო მის ერთად ანგელოზიო, შენ შეიძლება გული შეგიწუხდეს და ხელი აიღო ზეშთაგონების იმ ნაწილზე, რაც გარდმოვლენილი იქნა შენზე. მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ. და ალლაჰია ყოველივეს მეთვალყურე!
13. ან კიდევ ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „მაშ, მოიტანეთ ათიოდე სურა ამის მსგავსი შეთხზული და მოუხმეთ ვისაც შეძლებთ, გარდა ალლაჰისა, თუ თქვენ მართალნი ხართ!“
14. მაშინ თუ არ გამოგეხმაურნენ თქვენ, იცოდეთ, რომ ის მხოლოდ ალლაჰის განგებითაა მოვლენილი და რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. ნუთუ კიდევ არ გახდებით მუსლიმები?
15. ვისაც უნდა ამქვეყნიური ცხოვრება და მისი მშვენებანი, სრულად მივაგებთ მათი საქმეებისთვის ამქვეყანასვე და მათ იქ (დედამიწაზე) არაფერი მოაკლდებათ.
16. აი ისინი, რომელთა ნამოღვაწარიც ფუჭია იქ (დედამიწაზე). და მათ არაფერი მოეპოვებათ საიქიოში, გარდა ცეცხლისა. და (საიქიოსთვის) ამაოა, რასაც აკეთებდნენ.
17. განა ისინი მსგავსი არიან მათი, ვინც ადგას ცხად მოწმობას მისი ღმერთისგან, და მოსდევს მას მოწმე (ჯებრაილი) მისგანვე (ალლაჰისგან) და მის (ყურანის) წინ მუსას წიგნი (თორა) წინამძღოლად და წყალობად? სწორედ ეგენი ირწმუნებენ მას (ყურანს). ხოლო იმ ჯგუფებს შორის, ვინც უარყოფს, ცეცხლია ადგილსამყოფელად მათზე აღთქმული. ამის შემდეგ ნუ იქნები ეჭვში მის (ყურანის) მიმართ. რამეთუ ეს ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისგან. მაგრამ ხალხის უმეტესობა არ ირწმუნებს.
18. და ვინ იქნება იმაზე უსამრთლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს შეთხზავს? სწორედ ეგენი წარსდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე, და იტყვიან მოწმენი (ანგელოზები): „აი ისინი, რომელთაც იცრუეს თავიანთ ღმერთზე.“ დაე, ალლაჰის წყევლა უსამართლონზე,
19. რომელნიც წინ აღუდგებიან ალლაჰის გზას (ისლამს), და ცდილობენ მის გამრუდებას და სწორედ ისინი არიან საიქიოს უარმყოფელნი!
20. ისინი ვერ დააკნინებენ ალლაჰის განგებას დედამიწაზე და არ ეყოლებათ მეგობარი (რომელიც მათ დაიცავს სასჯელისაგან), ალლაჰის გარდა. მათი სასჯელი გაორმაგდება, რამეთუ უწინ ხომ არ შეეძლოთ მოსმენა და ვერ ხედავდნენ!
21. აი ესენი, რომელთაც წაიწყმიდეს თავიანთი სულნი. და გაქრა მათგან იგი (კერპები), რასაც თხზავდნენ.
22. უსათუოდ, საიქიოში ყველაზე მეტად წაგებულნი ეგენი არიან.
23. ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ჰმორჩილებდნენ თავიანთ ღმერთს, სწორედ ეგენი არიან სამოთხის მკვიდრნი, სადაც მარადიულად დარჩებიან!
24. ამ ორი ჯგუფის მდგომარეობა ბრმა-ყრუსი და მხედველ-გამგონის მდგომარეობას ჰგავს. განა თანაბარია მათი მდგომარეობა? ნუთუ არ დაფიქრდებით?
25. და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი (ნოე) თავის ხალხთან: „მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.
26. არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, მე მეშინია, რომ არ გეწიოთ თქვენ იმ მწარე დღის სასჯელი!“
27. მაშინ უთხრეს მისი ხალხის წინამძღოლებმა, რომელთაც უარყვეს: „ჩვენ ვერ გხედავთ შენ, თუ არა ადამიანს, ჩვენსა მსგავსს. და ვერ გხედავთ მოგყოლოდა შენ გარდა მათი, რომელნიც ჩვენში ჭკუასუსტი მდაბიონი არიან. და ვერ ვხედავთ თქვენს რაიმე უპირატესობას ჩვენზე. პირიქით, ჩვენ ცრუებად გთვლით თქვენ!“
28. უთხარა: „ხალხო ჩემო! ნუთუ ესაა თქვენი თვალთახედვა, იქნებ მე ვეყრდნობი ცხად მტკიცებებს ჩემი ღმერთისგან და მისგანვე მომმადლა წყალობა (შუამავლური მისია), რომელსაც თქვენ ვერ ჭვრეტთ. ნუთუ დაგაძალებთ იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ?
29. ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ მის სანაცვლოდ ქონებას, ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. და მე არა ვარ ზურგის შემქცევი, რომელთაც ირწმუნეს. ჭეშმარიტად, ეგენი თავიანთ ღმერთთან მიაღწევენ. მაგრამ მე გთვლი თქვენ უმეცარ ხალხად.
30. ხალხო ჩემო! ვინ შემეწევა ალლაჰის წინაშე, თუ მე მათ (ვინც ირწმუნა) გავაგდებ? ნუთუ აღარ შეიგონებთ?
31. და არ გეუბნები თქვენ, რომ ჩემთანაა ალლაჰის ხაზინები. და არ ვუწყი უხილავს. და არც იმას ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ. არ ვეუბნები მათ, რომელნიც თქვენს თვალში დამცირებულნი არიან, რომ მათ ალლაჰი არასდროს მოჰმადლის სიკეთეს. ალლაჰი უკეთ უწყის იმას, რაც მათ სულებშია. რამეთუ მე უსამართლოთაგანი ვიქნებოდი.“
32. მიუგეს: „ჰეი, ნუჰ! შენ უკვე წინააღმდეგობა გაგვიწიე ჩვენ და გადაჭარბებულიც მოგივიდა. მაშ, გვაწიე იგი (სასჯელი), რაც აღგვითქვი ჩვენ, თუკი ხარ მართალთაგანი!“
33. უთხრა: „მხოლოდ ალლაჰი გაწევთ თქვენ მას, თუკი ინებებს, ხოლო თქვენ კი ვერა ხართ მძლეველნი მისი.
34. და ვერ გარგებთ თქვენ ჩემი დარიგება, რომც ვისურვო თქვენთვის კეთილი რჩევის მოცემა, თუკი ნებავს ალლაჰს გზას აგაცდინოთ. იგია ღმერთი თქვენი და მასთან იქნებით მიბრუნებულნი.“
35. ანდა ამბობენ (მექას ურწმუნონი): „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „თუ იგი შევთხზე მე, მაშინ ჩემი ცოდვა მე მეკუთვნის, და მე თქვენი ჩადენილი ცოდვებისგან შორსა ვარ.“
36. და ზეშთაეგონა ნუჰს, რომ არავინ ირწმუნებს მისი ხალხიდან, გარდა ვინც უკვე ირწმუნა. მაშ, ნუ იდარდებ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ!
37. და ააგე ხომალდი ჩვენ თვალწინ და ჩვენსავ შთაგონებისამებრ. და არ მომმართო მე იმათ გამო, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს. ისინი დაიხრჩობიან!
38. და აგებდა იგი ხომალდს და ყოველთვის, როცა მის გვერდით ჩაივლიდნენ მისივე ხალხიდან წინამძღოლები, დასცინოდნენ მას. უთხრა: „თუ ჩვენ დაგვცინით, ჩვენც დაგცინებთ ისევე, როგორც თქვენ დაგვცინით.“
39. სულ მალე შეიტყობენ, ვის ეწევა დამამცირებელი სასჯელი და ვის დაატყდება მარადიული ტანჯვა.
40. მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება და გახურდა თონე, ვუთხარით: „აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები სათითაოდ, ასევე ვინც ირწმუნა და ოჯახი შენი, იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ. და არ ირწმუნა მასთან ერთად მცირედის გარდა.
-----
[„გახურდა თონე“ – „თენნური“ – რომლის გახურების შედეგად დედამიწიდან წყლის ნაკადებმა ამოხეთქა ზედაპირზე.]
41. და უთხრა (ნუჰმა): „ჩასხედით მასში! ალლაჰის სახელითაა ცურვა მისი და გაჩერება მისი. ჭეშმარიტად, ღმერთი ჩემი შემნდობია, მწყალობელია!“
42. და იგი მათ გორასავით ტალღებში მიაქანებდა, და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს (ქენღამს), რომელიც იდგა განმარტოებით: „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“
-----
[ქენღამი — ქანაანი.]
43. მიუგო: „თავს შევაფარებ მთას, მიხსნის მე წყლისგან.“ უთხრა: ,,არ არს დამცავი ამ დღეს ალლაჰის ბრძანებისგან გარდა მათი, რომლებზეც წყალობა მოიღო!“ და მაშინ ტალღამ დააშორა ისინი და ასე დამხრჩვალთაგან აღმოჩნდა.
44. და ებრძანა: „ჰეი მიწავ, შთანთქე წყალი შენი! და ჰეი ზეცავ, შესდექ!“ წყალმა იკლო, აღსრულდა ნება. ხომალდი შედგა ალ-ჯუდას მთაზე, და ითქვა: „დაე, დაიხრჩონ უსამართლონი!“
45. და შეჰღაღადა ნუჰმა თავის ღმერთს. თქვა: „ღმერთო ჩემო! ვაჟი ჩემი (ქანაანი) ჩემივე ოჯახის ნაწილია. და უთუოდ, ჭეშმარიტია აღთქმა შენი. და შენ საუკეთესო მსაჯული ხარ მსაჯულთა შორის!“
46. მიუგო (ალლაჰმა): „ჰეი, ნუჰ, იგი არ არის შენი ოჯახიდან! ეს საქმე არ არის ჭეშმარიტი. მაშ, ნუ მთხოვ იმას, რის შესახებაც ცოდნა არ მოგეპოვება. და მე შეგაგონებ შენ, რათა არ იყო, ვითარცა უმეცართაგანი!“
47. უთხრა: „ღმერთო ჩემო! მე შენ მოგეკედლები იმისგან, რომ გთხოვე ის, რაც მე არ გამეგება. და თუ არ შემინდობ და არ შემიწყალებ, წაწყმედილთა შორის აღმოვჩნდები.“
48. და ებრძანა: „ჰეი, ნუჰ! გადმოდი ჩვენმიერი მშვიდობითა და შენდამი სიკეთით და ის ხალხიც, შენთან ერთად რომ არიან. და სხვა ხალხიც (ურწმუნო ხალხი), რომლებსაც დროებით ვასაზრდოებთ (ამქვეყნად), მერე კი მიეწევათ მათ მწარე სასჯელი ჩვენგან (საიქიოში).“
49. ეს იმ დაფარულ ამბავთაგანია, რომელსაც შენ ზეშთაგაგონებთ (ო, მუჰამმედ). არც შენ და არც შენმა ხალხმა არ იცოდით აქამდე. მაშ, იყავი მომთმენი, ჭეშმარიტად, აღსასრული ღვთისმოშიშებისაა.
50. და (წარვგზავნეთ) ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! თქვენ კი მხოლოდ სიცრუეს თხზავთ.
51. ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ ამისათვის საზღაურს, ჩემი საზღაური მხოლოდ მას ეკუთვნის, რომელმაც გამაჩინა. განა არ მოუხმობთ გონებას?
52. ხალხო ჩემო! მიტევება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, მერე კი მოინანიეთ მის წინაშე. იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან უხვად წვიმას და თქვენს ძლიერებას ძალას შეჰმატებს. და არ იბრუნოთ პირი, როგორც ცოდვილნი!“
53. უთხრეს: „ჰეი, ჰუდ! შენ ჩვენთვის ცხადი სასწაულები არ მოგიტანია და შენი სიტყვის გამო არ მივატოვებთ ჩვენს ღმერთებს. და ჩვენ არ ვართ დამჯერნი შენი.
54. ჩვენ მხოლოდ გეტყვით, რომ ჩვენი ღმერთების ერთმა ნაწილმა სიავე გაწია.“ მიუგო: „ალლაჰს მოვუხმობ მოწმედ და დამიმოწმეთ თქვენ, რომ მე შორსა ვარ იმათგან, რასაც თქვენ თანაზიარად უდგენთ (ალლაჰს),
55. გარეშე მისა. აწ ხლართეთ ხრიკები ჩემ წინააღმდეგ ერთობლივად, მერე არ გადამივადოთ.
56. მე ვსასოებ ალლაჰს – უფალს ჩემსას და უფალს თქვენსას. არ არის ქვეყნად სულიერი, რომელიც მას ქოჩრით არ ჰყავდეს დაჭერილი. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთის გზა, გზათაგან ყველაზე ჭეშმარიტია!
-----
[„ქოჩრით დაჭერილი“ — ეს მეტაფორული წინადადებაა, რომელიც ნიშნავს, რომ თუ ადამიანს ქოჩრით დაიჭერ, იგი სრულიად პარალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ანუ ალლაჰს ძალუძს ყველას კონტროლი და არავის შეუძლია ვინმეზე ვნება ან სარგებლის მოტანა, თუ არა ნება მისი.]
57. მე უკვე გადმომიცია ის, რითიც წარმოვიგზავნე თქვენთან და თუ ზურგს შეაქცევთ, ჩაგანაცვლებთ თქვენ ჩემი ღმერთი სხვა ხალხით, და ვერას ავნებთ თქვენ მას. ჭეშმარიტად, ღმერთი ჩემი დამცველია ყოველსა ზედა!“
58. და როცა გაცხადდა ჩვენი განგება, ჩვენ ვიხსენით ჰუდი და რომელთაც ირწმუნეს მის ერთად, ჩვენივე წყალობით. და ჩვენ დავიხსენით ისინი სასტიკი სასჯელისგან.
59. აი, ასეთნი იყვნენ ადის ხალხი! მათ უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები, და მის შუამავლებს ეურჩნენ და ყოველი ამპარტავანი ურჩის ბრძანებას მიჰყვნენ.
60. და უკან მიედევნება მათ წყევლა ამქვეყნიერ ცხოვრებაში და აღდგომის დღეს. დიახ! ჭეშმარიტად, ადის ხალხმა უარყვეს თავიანთი ღმერთი. დიახ, გაწირა ადის ხალხი, ჰუდის ერი!
61. და (წარვგზავნეთ) სემუდის ხალხთან მათი ძმა სალიჰი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! მან გაგაჩინათ თქვენ მიწისგან და მასზევე დაგაბინავათ. პატიება შესთხოვეთ მას და მერე მოინანიეთ მის წინაშე. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი ახლოა, მიმღებია ვედრების!“
62. მიუგეს: „ჰეი სალიჰ! აქამდე შენ იმედი იყავი ჩვენში. ნუთუ გვიკრძალავ თაყვანი ვცეთ იმას, ვისაც ჩვენი მამები ეთაყვანებოდნენ? ჭეშმარიტად, ჩვენ ეჭვი გვაქვს იმისადმი, რისკენაც მოგვიწოდებ.“
63. უთხრა: „ხალხო ჩემო! მაშინ რას იტყვით, თუ ვარ ცხად მტკიცებულებაზე ჩემი ღმერთისგან და მებოძა მისგან წყალობა (შუამავლობა)? მაშ, ვინ დამეხმარება ალლაჰისგან, თუ ვეურჩე მას? მაშინ თქვენ ვერაფერს შემმატებთ, გარდა ზიანისა.
64. ჰეი, ხალხო ჩემო! ეს დედალი აქლემი სასწაულად თქვენთვის ალლაჰისაგან. მაშ, გაუშვით იგი, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და არ შეეხოთ მას ბოროტად, თორემ მწარე სასჯელი შეგიპყრობს თქვენ!“
65. მაგრამ დაკლეს. და სალიჰმა უთხრა: „დატკბით თქვენს სახლებში კიდევ სამი დღე. ეს აღთქმა შეუცვლელია.“
66. და როცა გაცხადდა ნება ჩვენი, ჩვენ ვიხსენით სალიჰი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს მის ერთად ჩვენსავე წყალობით, იმდღინდელი დამცირებისგან. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილი!
67. და ისინი, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, შეიპყრო საშინელმა ხმამ და იქმნენ თავიანთ სახლებში ჩაჩოქილი მუხლებზე.
68. თითქოს იქ არც ეცხოვრათ. დიახ! ჭეშმარიტად, სემუდეველებმა უარყვეს თავიანთი ღმერთი. დიახ, გაიწირნენ სემუდეველნი!
69. და ვფიცავ! ჩვენი ელჩები იბრაჰიმთან მივიდნენ სამახარობლოთი და უთხრეს: „სალამი!“ მიუგო: „სალამი თქვენდა!“ და უმალვე მათ შემწვარი ხბო მიართვა.
70. მაგრამ როცა დაინახა, მათი ხელები არ გაწვდილა მისკენ, დაეჭვდა და შიში იგრძნო მათ მიმართ (მიხვდა რომ ისინი ანგელოზები იყვნენ). უთხრეს: „ნუ გეშინია! ჩვენ წარმოგზავნილნი ვართ ლუტის ხალხთან!“
71. და მის ცოლს (სარას) გაეცინა ფეხზე მდგომს (იგი ემსახურებოდა სტუმრებს). მაშინ ვახარეთ მას ისჰაყი და ისჰაყის შემდგომ იაღყუბი.
72. თქვა (იბრაჰიმის ცოლმა): „ვაი, ჩემს მოსწრებას! ნუთუ მე უნდა შემეძინოს (შვილი), როცა მე მოხუცებული ვარ, და ქმარიც ჩემი მოხუცებულია? ჭეშმარიტად, ეს სასწაულია!“
-----
[სარა 99 წლის, აბრაამი 120 წლის.]
73. უთხრეს: „ნუთუ გაკვირვებთ ალლაჰის ბრძანება? წყალობა ალლაჰისა და ხვავი-ბარაქა მისი თქვენზეა, სახლის ბინადარნო! ჭეშმარიტად, იგია ყოვლადქებული, დიდებული!“
74. როცა იბრაჰიმს შიშმა გადაუარა და მას სასიხარულო ამბავი მოუვიდა, კამათი დაგვიწყო ლუტის ხალხთან დაკავშირებით,
75. რადგანაც იბრაჰიმი თავმდაბალი, მგრძნობიარე და მომნანიებელი იყო.
76. ჰეი, იბრაჰიმ! თავი ანებე ამას, რამეთუ უკვე მოვიდა შენი ღმერთის ბრძანება და მათი სასჯელი გარდაუვალია!
77. და როცა ლუტთან მივიდნენ ჩვენი ელჩები, შეწუხდა მათ გამო, შევიწროვებულად იგრძნო თავი და თქვა: „ეს მძიმე დღეა!“
78. და მოვიდნენ მასთან სირბილით მისი ხალხი, ხოლო ისინი სიავენს სჩადიოდნენ მანამდე. უთხრა (ლუტმა): „ჰეი, ხალხო ჩემო! აი ჩემი ქალიშვილები – იქორწინეთ მათზე, ისინი უფრო სპეტაკნი არიან თქვენთვის. დაე, გეშინოდეთ ალლაჰის და ნუ შემარცხვენთ ჩემი სტუმრების წინაშე. ნუთუ თქვენ შორის არ მოიძებნება გონიერი კაცი?“
79. უთხრეს: „შენც მოგეხსენება, რომ არანაირი ვნება არა გვაქვს შენი ქალიშვილებისა. და ხომ იცი, რაც გვინდა.“
80. უთხრა: „ნეტავ, ძალა მომცა თქვენს დასაძლევად! ნეტავ, მქონდეს მტკიცე დასაყრდენი!“
81. უთხრეს (ანგელოზებმა): „ჰეი, ლუტ! ჩვენ ვართ ელჩები შენი ღმერთისა და ისინი შენ ვერ მოგწვდებიან. მაშ, გზას გაუყევი ღამე, შენი ოჯახით, და არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს, შენი ცოლი უკან დარჩება, მას იგივე ეწევა, რაც ხალხს. ჭეშმარიტად, მათთვის აღთქმული დრო დილითაა. განა შორსაა დილა?“
82. და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ამოვაბრუნეთ მათი დასახლება, და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები,
83. შენი ღმერთის წიღ ნიშანდადებული. და იგი უსამართლოთაგან შორს როდია...
84. და (წარვგზავნეთ) მედიენის ხალხთან მათი ძმა შუღეიბი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! საწყაოსა და სასწორს ნუ დააკლებთ. მე ვხედავ როგორ კეთილდღეობაში იმყოფებით, და მე მეშინია თქვენდამი ყოვლისმომცველი დღის სასჯელისა!
85. ჰეი, ხალხო ჩემო! გაზომეთ და აწონეთ სამართლიანად და ხალხის ქონებას არ მოაკლოთ და როგორც ბოროტმოქმედნი, არ ქმნათ ქვეყანაზე უკეთურობა!
86. თუ ხართ მორწმუნენი, ალლაჰის დანატოვარი თქვენთვის უფრო უკეთესია. და მე როდი ვარ თქვენი გუშაგი .“
87. უთხრეს (ირონუილად): „ჰეი, შუღეიბ! ნუთუ შენი ლოცვა გიბრძანებს, რომ უარი ვთქვათ იმაზე, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემენ, ან არ განვკარგოთ ჩვენი ქონება ისე, როგორც თავად გვსურს? შენ ხომ გონიერი და წინდახედული კაცი ხარ.“
88. უთხრა: „ხალხო ჩემო! მაშინ რას იტყვით თუ ვარ ცხად სამტკიცზე ჩემი ღმერთისგან და თუ მიბოძა მან საუკეთესო სარჩო-საბადებელი? არ მინდა გამოვირჩეოდე თქვენგან და ვქმნა ის, რისი გაკეთებაც თქვენ აგიკრძალე. მინდა მხოლოდ იმის გამოსწორება, რაც შემიძლია. ჩემი წარმატება მხოლოდ ალლაჰზეა (დამოკიდებული). მე მხოლოდ მას ვსასოებ და მისკენ მივიქცევი!
89. ჰეი, ხალხო ჩემო! დაე, ჩემთან უთანხმოებამ თავს არ დაგატეხოთ ის, რაც უწინ ეწია ნუჰის ხალხს, ან ჰუდის ხალხს, ან სალიჰის ხალხს. და არც ლუტის ხალხი არიან თქვენგან შორს.
90. და პატიება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს და მერე მოინანიეთ მის წინაშე. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი მწყალობელია, მოყვარულია.“
91. უთხრეს: „ჰეი, შუღეიბ! ბევრი რამ შენი ნათქვამიდან გაუგებარია ჩვენთვის. და გთვლით ჩვენ შორის სუსტად. შენი მოდგმა რომ არა, ჩაგქოლავდით. და არაფრით ხარ ჩვენზე აღმატებული!“
92. უთხრა: „ხალხო ჩემო! ნუთუ თქვენთვის ჩემი მოდგმა უფრო ძვირფასია, ვიდრე ალლაჰი, რომ თქვენ მას (ალლაჰს) ზურგი აქციეთ? ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი გარემოიცავს იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!
93. ჰეი, ხალხო ჩემო! იმოქმედეთ როგორც თქვენ გინდათ, და მეც ვმოქმედებ. სულ მალე გაიგებთ, ვის ეწევა სასჯელი დამამცირებელი და ვინ არის ცრუ. დაელოდეთ და მეც თქვენთან ერთად დაველოდები!“
94. და როცა გაცხადდა ნება ჩვენი, ჩვენ ვიხსენით შუღეიბი და, რომელთაც ირწმუნეს მის ერთად, ჩვენსავე წყალობით. ხოლო რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, შეიპყრო საშინელმა ხმამ, და იქმნენ თავიანთ სახლებში მუხლებზე დაჩოქილნი.
95. თითქოს იქ არც ეცხოვრათ. დიახ! გაიწირნენ მედიენელნი, როგორც გაიწირნენ სემუდეველნი!
96. და ვფიცავ, რომ ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენივე აიათებით და ცხადი მტკიცებანით
97. ფარაონთან და მის ხალხთან. მაგრამ მისდიეს მათ ფარაონის ბრძანებას, თუმცა ფარაონის ბრძანება როდი იყო მართებული.
98. უწინამძღვრებს რა თავის ხალხს იგი აღდგომის დღეს, ამგვარად ცეცხლში შეიყვანს მათ. რაოდენ საძაგელი ადგილია შესასვლელად!
99. და წყევლა განუწესდათ აქ და აღდგომის დღეს. რა საძაგელი ძღვენია მიძღვნილი!
100. აი ეს, რომელსაც შენ გიყვებით (ო, მუჰამმედ), იმ სოფელთა ამბავთაგანია, რომლისგან მდგარნიც და მოცელილნიც არიან.
-----
[„მდგარნიც“ – მკვიდრი მისი განადგურდა, ხოლო სოფელი დგას.
„და მოცელილნიც“ – განადგურდა ხალხი და ასევე მოისპო სოფლებიც, არანაირი ნიშანი აღარ დარჩა მათგან.]
101. და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უასამრთლოდ, არამედ მათ საკუთარ სულებს მოექცნენ უსამართლოდ (წარმართობით). როცა მოვიდა ბრძანება შენი ღმერთისგან, არაფერში გამოადგათ მათ თავიანთი ღვთაებები, რომელთაც მოუხმობდნენ ალლაჰის მაგივრად. და არაფერი შეჰმატა მათ (კერპებზე თაყვანისცემამ), გარდა ზიანისა.
102. აი, ასეთია შენი ღმერთისგან შეპყრობა, როცა იგი იპყრობს სოფლებს და ისინი უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისგან შეპყრობა მწარეა, მრისხანეა!
103. ჭეშმარიტად, ამაში გაკვეთილია მათთვის, ვისაც ეშინია საიქიო ტანჯვისა. აი, ესაა ადამიანების შემკრები დღე. აი, ესაა მოწმეობის დღე!
104. და არ გადავავადებთ მას, გარდა განსაზღვრული ვადისა.
105. როცა ეს დღე დადგება, ვერც ერთი ადამიანი ვერ დაილაპარაკებს მისი ნების გარეშე. მათ შორის იქნებიან უბედურნიც და ბედნიერნიც.
106. მაგრამ რომელნიც უბედურნი არიან, ცეცხლში მოხვდებიან, სადაც ოხვრა და კვნესა აღმოხდებათ.
107. იქ დარჩებიან სამუდამოდ, სანამ იარსებებენ ცანი და მიწა, თუკი შენი ღმერთი არ ინებებს რამე სხვას. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი იქმს იმას, რასაც ინებებს!
108. ხოლო რომელნიც ბედნიერნი არიან, დამკვიდრდებიან სამოთხეში, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ, სანამ იარსებებენ ცანი და მიწა, თუკი შენი ღმერთი არ ინებებს რამე სხვას. ეს უშრეტი, ულევი სიკეთენია!
109. მაშ, ნუ იქნები ეჭვში იმათ მიმართ, რასაც ეთაყვანებიან ეგენი. ეგენი მხოლოდ თაყვანს სცემენ, როგორც თავიანთი მამები სცემდნენ წინათ თაყვანს. ჭეშმარიტად, ჩვენ მათ მივაგებთ თავიანთ ხვედრს უკლებლივ!
110. და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი, მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში. და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა (საზღაურის გადავადება), უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული, და უეჭველად, ისინი მის მიმართ (ყურანის მიმართ) ორჭოფობენ.
111. და თუ ისინი ყველანი ამგვარნი იქნებიან, უკლებლივ შენი ღმერთი სრულად მიაგებს თითოეულ მათგანს მათი საქმეებისთვის, რადგან მან იცის, რასაც სჩადიან ისინი.
112. მაშ, მტკიცედ იდექი, როგორც გებრძანა, და ვინც მოიქცა შენთან ერთად. და არ გადახვიდეთ ზღვარს. ჭეშმარიტად, იგი ხედავს, რასაც სჩადიხართ!
113. და არ გადაიხაროთ იმათკენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რომ არ შეგეხოთ ცეცხლი. და არა გყავთ თქვენ მფარველი, გარდა ალლაჰისა, მერე არავინ შეგეწევათ!
114. და დადექი ლოცვად დღის ორივე კიდეში და ღამის გარკვეულ საათებში. კეთილი საქმენი განდევნიან ბოროტებანს. ეს არის შეგონება გონიერთათვის.
115. მოითმინე, ვინაიდან, და ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილის მქნელებს!
116. მაგრამ რაოდენ ცუდია, რომ თქვენ წინა თაობებში, რომელნიც ჩვენ გადავარჩინეთ, არ იყვნენ ბრძენი კაცნი, მცირედის გამოკლებით, რომ წინ აღდგომოდნენ უკეთურობის თესვას დედამიწაზე. და მიჰყვნენ ისინი მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, ჩაიძირნენ ამქვეყნიურ სიტკბოებაში და შეიქმნენ ცოდვილებად.
117. და ღმერთი შენი როდია, რომ გაანადგუროს უსამართლოდ სოფელნი, რომლის მკვიდრნი მშვიდობის მთესველნი არიან?!
118. და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად დაადგენდა ხალხს. თუმცა ისინი უთანხმოებას აგრძელებენ,
119. გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: „უთუოდ ავავსებ ჯოჯოხეთს სრულიად ჯინებით და ადამიანებით!“
120. და რასაც ჩვენ გიყვებით, ყველა შუამავალთა ამბავთაგანია, რათა გული გაგიმტკიცოთ ამით. და შენ მოგევლინა ამით ჭეშმარიტება, შეგონება და შეხსენება მორწმუნეთათვის.
121. და უთხარი, რომელთაც არ ირწმუნეს: „იმოქმედეთ თქვენ შეძლებისამებრ! და ჩვენც ვიმოქმედებთ!
122. დაელოდეთ და ჩვენც დაველოდებით!“
123. და ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის იდუმალება და მასთან მიბრუნდება საქმენი. ამიტომ თაყვანი ეცით და მიენდეთ მას, და ღმერთი შენი როდია უგულისყურო იმისადმი, რასაც სჩადიხართ თქვენ!