„ენფალ“ — ომის ნადავლი; 75 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. გეკითხებიან შენ ნადავლის თაობაზე, უპასუხე: „ნადავლი ალლაჰისა და შუამავალისაა.“ მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და გამოასწორეთ თქვენს შორის არსებული; ჰმორჩილებდეთ ალლაჰსა და შუამავალსა მისსა, თუკი ხართ მორწმუნენი.
-----
[„ნადავლი ალლაჰისაა“ – უბოძებს, ინებებს ვისაც. „და შუამავალისაა“ – გაანაწილებს ისე, როგორც ალლაჰმა დაუწესა.]
2. ჭეშმარიტად, მორწმუნენი არიან ისინი, რომელთაც გულები შიშით უთრთიან, როცა ხსენდება ალლაჰი, ხოლო როცა მისი აიათები ეკითხებათ, რწმენას ჰმატებს იგი და მიენდობიან თავიანთ ღმერთს,
3. ასევე რომელნიც ლოცვას აღავლენენ და ჩვენ რაც ვუბოძეთ, გაიღებენ.
4. აი, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა გამზადებული მაღალი ხარისხები თავიანთ ღმერთთან, შეწყალება და გამოულევი სარჩო (სამოთხეში).
5. ჭეშმარიტებისათვის გამოგიყვანა უფალმა შენმა სახლიდან, ხოლო მორწმუნეთა ერთ ნაწილს ეს არ მოსწონდა.
6. გეკამათებიან შენ ჭეშმარიტების თაობაზე მას მერე, რაც ის გაცხადდა, თითქოსდა სასიკვდილოდ მიერეკებოდნენ და ამას ხედავდნენ.
7. და აკი, თქვენ ალლაჰმა აღგითქვათ, რომ ორი რაზმიდან თქვენია ერთ-ერთი; და თქვენ გსურდათ, შეუიარაღებელი რაზმი ყოფილიყო თქვენი. ხოლო ალლაჰს ნებავს, რომ ჭეშმარიტება განაცხადოს თავისი სიტყვებით და ამოძირკვოს ურწმუნოთა ზურგი;
-----
[„ორი რაზმიდან“ — ყურეიშელების პირველი რაზმი, რომელიც შეიარაღებული იყო, დამასკოდან ქარავანით მოემართებოდა მუსლიმების წინააღმდეგ შესარკინებლად, და ასევე მეორე რაზმი მოემართებოდა – ბედირისკენ შეიარაღებული.]
8. რათა დაადგინოს ჭეშმარიტება და აღმოფხვრას სიცრუე, თუნდაც ცოდვილებს (წარმართებს) არ მოსწონდეთ.
9. აკი, სთხოვდით შეწევნას თქვენს ღმერთს და მაშინვე გიპასუხა თქვენ: „ჭეშმარიტად, შეგაწევთ მე ათას ანგელოზს, ერთმანეთის მიყოლებილთ.“
10. და არ დაუდგენია იგი (შეწევნა) ალლაჰს თუ არა ხარებად, რომ იჯეროთ მისით გულები. და არ იქნება შეწევნა, თუ არა ალლაჰისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
11. აკი, მან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ და მოგივლინათ ზეციდან წყალი, რომ თქვენ განეწმინდეთ მისით და მოგეცილებინათ ეშმაკისეული სიბილწე, რომ მიეჯაჭვა თქვენი გულები და გაგიმაგრა ამით ფეხნი თქვენი.
12. აკი, შთააგონა ღმერთმა შენმა ანგელოზებს: „ჭეშმარიტად, მე თქვენთან ერთად ვარ! მაშ, შეეწიეთ მათ, რომელთაც ირწმუნეს! ჩავუგდებ მათ გულებში ძრწოლას, ურწმუნონი არიან რომელნიც, და დაჰკარით ზემოდან კისრებზე და ყველა თითებზე დაჰკარით მათ!“
13. ეს იმისთვის, რომ ეურჩნენ ალლაჰს და მის შუამავალს და ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰის სასჯელი სასტიკია!
14. მაშ, ეს (სასჯელი) იგემეთ თქვენ! და ჭეშმარიტად, ურწმუნოთათვისაა ცეცხლის სასჯელი!
15. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მწყობრად მყოფ ურწმუნოებს შეხვდებით (ბრძოლის ველზე), ფრთხილად! არ აქციოთ ზურგნი მათ!
16. და ვინც იმ დღეს ზურგს შეაქცევს მათ, ალლაჰის რისხვა დაუბრუნდებათ, გარდა იმათი, ვინც ხელახლა შესაბრძოლებლად ან თანამებრძოლთა რაზმთან შესაერთებლად შეტრიალდება. და მისი სამყოფელი ჯოჯოხეთია. და რა საზიზღარი მისაქციელია!
17. თქვენ არ დაგიხოცავთ ეგენი, არამედ ალლაჰმა დახოცა. და როცა ისროლე, შენ არ გისვრია, არამედ ალლაჰმა ისროლა, რათა მორწმუნენი გამოსცადოს მის მიერ კეთილი განსაცდელით. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
-----
[„შენ არ გისვრია“ – ერთი მუჭა სილა მტრების თვალებში, ო, მუჰამმედ.]
18. აი, ამგვარად აქარვებს ალლაჰი ურწმუნოთა მზაკვრობას.
19. (წარმართნო) თუ თქვენ ითხოვდით გამარჯვებას და მსჯავრს, აჰა! მოვიდა მსჯავრი თქვენზე. თუ შეწყვეტთ შუღლს თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ განაახლებთ (შეტევას) ჩვენც განვაახლებთ და ვერაფერს გარგებთ თქვენი საბრძოლო რიგები მრავალრიცხოვანი. ჭეშმარიტად, ალლაჰი მორწმუნეებთანაა!
20. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს და ნუ აქცევთ ზურგს მას, როცა გესმით თქვენ (წმინდა ყურანი)!
21. და არ იყოთ, რომელთაც თქვეს: „შევისმინეთ ჩვენ!“ – მაგრამ არ ესმით მათ.
22. ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშე, სულიერთა შორის, ყველაზე უარესნი არიან ყრუნი და მუნჯნი, რომელნიც არ მოეგებიან გონს.
23. და მცირედი სიკეთეც რომ ეცნო მათში ალლაჰს, უსათუოდ მოჰგვრიდა მათ სმენას. და რომც შეესმინა, ეგენი მაინც პირს იბრუნებდნენ, და უარმყოფელნი არიან ეგენი!
24. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შეისმინეთ ალლაჰისა და მისი შუამავლისა, როცა მოგიწოდებენ იმისკენ, რაც სიცოცხლეს განიჭებთ. და იცოდეთ, რომ ალლაჰი აღწევს ადამიანსა და მის გულს შორის და ჭეშმარიტად, მასთან იქნებით შეკრებილნი!
25. მოკრძალებული იყავით გამოცდისადმი, რომელიც მხოლოდ მათ კი არ ეწევათ, რომელთაც ჩაიდინეს უსამართლობა. და იცოდეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰის სასჯელი მკაცრია!
26. გაიხსენეთ, აკი, თქვენ იყავით მცირერიცხოვანნი, სუსტნი და მოძულებული დედამიწაზე (მექაში). როცა გეშინოდათ, რომ ხელთ არ ეგდეთ კაცთ, მაშინ შეგიკედლათ თქვენ [თავშესაფარი მოგცათ მექაში] და თავისი შეწევნით გაგაძლიერათ [ბედირის ომში შეგაწიათ ანგელოზები] და მოგმადლათ სიკეთენი (ნადავლი), ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
27. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ უღალატოთ ალლაჰსა და მის შუამავალს, და არ უღალატოთ მინდობილს თქვენდა, და თქვენ ეს იცით! ...
28. და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა, და ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა დიდი საზღაური!
29. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ალლაჰის შიში გექნებათ, მოგაგებს თქვენ ჭეშმარიტებისა და ცდომილების გარჩევის უნარს; დაფარავს თქვენს სიავენს და მოგიტევებთ თქვენ. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა!
30. და (გაიხსენე, ო, მუჰამმედ) აკი, გეგმავდნენ ოინებს (მზაკვრობებს) შენდამი, რომელთაც უარყვეს (როცა შეიკრიბნენ ნედვეს სასახლეში შენს წინააღმდეგ), რათა შეეპყარი ან მოეკალი ან გაეძევებინე შენ (მექადან, თქვენი სახლებიდან). და ოინებს აწყობდნენ ეგენი და ალლაჰიც მოუწყობს ოინს [ალლაჰმა ამცნო მუჰამმედს, რასაც აწყობდნენ და ქალაქიდან გაიყვანა]; და ალლაჰი ოინის მომწყობთაგან ყველაზე უკეთესია.
31. და როცა ჩვენი აიათები ეკითხებათ მათ, ამბობენ: „გვსმენია უკვე ჩვენ. რომ მოვინდომოთ, დიახაც, რომ ჩვენც ვიტყვით ამისთანას. ეს (ყურანი) ხომ მხოლოდ ზღაპრებია უწინდელი.“
32. და აკი, თქვეს მათ: „ღმერთო ჩვენო! ეს ჭეშმარიტება თუ შენგანაა, მაშ, გააწვიმე ჩვენდა ქვები ზეციდან, ან გვაწიე ჩვენ მწარე სასჯელი!“
33. და არ იქნება, ალლაჰმა დასაჯოს ეგენი (იმის გამო, რაც ითხოვეს), როცა მათთან ხარ შენ; და სანამ შენდობას ითხოვენ, არ იქნება ალლაჰმა დასაჯოს ეგენი.
34. და რა აბადიათ მათ, რომ არ დასაჯოს ალლაჰმა? და ეგენი სდევნიან მესჯიდი ჰარამიდან [მასში შესვლასა და მოლოცვას უშლიდნენ მუჰამმედსა და მორწმუნეებს], ხოლო არ არიან ეგენი სამლოცველოს მცველები (როგორც ისინი ამბობენ), მხოლოდ ღვთისმოშიშნი არიან მცველები მისი, მაგრამ არ უწყიან უმეტესობამ მათგან (რომ მექას მემკვიდრეობა მუსლიმებისაა).
35. და სხვა რამ არ იყო მათი ლოცვა ღმერთის სახლთან (ქააბასთან), გარდა სტვენისა და ტაშისცემისა (თანაც სხვებსაც უბრძანებდნენ ამის კეთებას). მაშ, იგემეთ ტანჯვა [ბედირის ომში] იმისთვის, რასაც უარყოფდით!
36. უეჭველად, რომელთაც უარყვეს, ხარჯავენ ქონებას, რათა ალლაჰის გზა აღუკვეთონ. შემოეხარჯებათ იგი, შემდეგ შეიპყრობს მათ საშინელი მონანიება, მერე კი ძლეულნი იქნებიან. და ჯოჯოხეთში შეიკრიბებიან, რომელთაც უარყვეს.
37. რათა ალლაჰმა გამოარჩიოს ბილწი კარგისგან; და რათა ერთმანეთზე დააწყოს ბილწნი, ერთად შეკრას და ამრგვარად ჯოჯოხეთში განაწესოს ისინი. სწორედ, ეგენი არიან წაგებულნი!
38. უთხარი, რომელთაც უარყვეს: თუ ისინი შეწყვეტენ (წარმართობას და ომს შუამავლის წინააღმდეგ), მიეტევება მათ რაც წარსულში იყო. და თუ დაუბრუნდებიან (წარმართობას და ხელმეორედ ომის წამოწყებას), ჭეშმარიტად, წინათ მოქმედი კანონი ძალაში შევა.
39. და შეებრძოლეთ მაგათ იქამდე, სანამ არ გაქრება ჩაგვრა და ცდუნება (წარმართობა) და არ იქნება სარწმუნოება მთლიანად ალლაჰისა (ერთღმერთიანობისა). ხოლო თუ შეწყვეტენ ისინი, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან.
40. და თუ პირს იბრუნებენ, მაშინ იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი თქვენი მფარველია. რა მშვენიერი მფარველია იგი! და რა დიდებული შემწეა იგი!
41. და იცოდეთ, რომ თუ რამე ალაფს მოიპოვებთ, ჭეშმარიტად, ამის მეხუთედი ალლაჰისაა, მისი შუამავალის და ახლო ნათესავების, ობლებისა და უპოვრების და მგზავრების. თუკი თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, და რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს განსხვავების დღეს [ბედირის დღეს]; იმ დღეს, როცა ორი ლაშქარი შეხვდა ერთმანეთს. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
42. აკი [ბედირის დღეს], იმყოფებოდით თქვენ დაბლობის ახლო მხარეს, ისინი კი დაბლობის მოშორებულ მხარეს, ხოლო ქარავანი თქვენს ქვემოთ იყო [სამი მილით დაშორებული ბედირის ხეობიდან]. და რომ დაგეთქვათ (ბრძოლის ადგილი და დრო), ვერ შეთანხმდებოდით დროზე. ეს იმიტომ, რომ ალლაჰს სისრულეში უნდა მოეყვანა (მუსლიმთა შეწევნა და მტრების დამარცხება), რათა ცხადი მტკიცებულებით (მუსლიმთა გამარჯვებით) გაენადგურებინა გასანადგურებელი, და გადაერჩინა გადასარჩენი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
43. (მუჰამმედ) აკი, ალლაჰმა შენ მცირერიცხოვნად მოგაჩვენა ისინი ძილში. და რომ ეჩვენებინა მრავალრიცხოვნად, სულით დაეცემოდით და უთანხმოებას მიეცემოდით ამ საქმეში. მაგრამ ალლაჰმა გიხსნათ თქვენ. ჭეშმარიტად, იგი უწყის გულისნადებს!
44. (ჰეი, მორწმუნენო!) და აკი, მოგაჩვენათ მცირერიცხოვნად ისინი თქვენს თვალნში, ასევე მათ თვალებში თქვენ გაგხადა მცირერიცხოვანი, როცა ერთმანეთს გადაეყარეთ. ეს იმიტომ, რომ ალლაჰს სისრულეში უნდა მოეყვანა. და საქმენი ალლაჰთან მიიქცევიან.
-----
[„ასევე მათ თვალებში“ — რათა მტრები არ შეშინებულიყვნენ და უკან არ გაბრუნებულიყვნენ. მაგრამ როცა დაიწყო ომი, მათ იხილეს მუსლიმთა რაზმი ორჯერ მეტი, ვიდრე იყვნენ ისინი, როგორც არის მოცემული სურა „ალი იმრანის“ მე-13 აიათში: „მათ მოეჩვენათ ორჯერ მეტი“.]
45. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა ხვდებით რაზმს, სიმტკიცე გამოიჩინეთ და მრავალჯერ ახსენეთ ალლაჰი, ეგების გადარჩეთ.
46. და ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, ჭეშმარიტად, მომთმენთანაა ალლაჰი!
47. და ნუ იქნებით მსგავსი მათი, რომელნიც თავიანთი სახლებიდან ქადილითა და ხალხის დასანახად გამოვიდნენ, და ეღობებიან ალლაჰის გზაზე. ხოლო ალლაჰი გარემოიცავს, რასაც სჩადიან.
48. და აკი, ეშმაკმა შეულამაზა მათ საქმენი მათი და უთხრა: „არ იქნება კაცთაგან თქვენი მძლეველი ამ დღეს. და უეჭველად, მე მოკავშირე ვარ თქვენი.“ ხოლო ერთმანეთს როცა შეერკინა ორი რაზმი, შეტრიალდა და გაიქცა იგი, და თქვა: „უეჭველად, მე შორსა ვარ თქვენგან. მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ (ანგელოზებს). ნამდვილად, მე მეშინია ალლაჰის, რამეთუ ალლაჰის სასჯელი მკაცრია!
-----
[ეშმაკი ურწმუნოებს ეახლა სერაყეთი იბნ მალაქის სახით და უთხრა: მე თქვენ დაგეხმარებით. ასევე თქვენ ქენანეს ტომთან რომ გაქვთ უთანხმოება, მე მათი ლიდერი ვარ და ამ პრობლემასაც მოვაგვარებო.]
49. აკი, ამბობდნენ (მორწმუნეთა მიმართ) ორპირნი და რომელთაც სენი უზით გულებში: „შეაცდინა ეგენი თავიანთმა რწმენამ.“ ხოლო ვინც სასოებს ალლაჰს, ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
50. და ნეტავ მაშინ განახა, როცა მიიბარებენ ანგელოზები მათ, რომელთაც უარყვეს. მათ სცემენ სახეში და ზურგში და აგემებენ მწველ სასჯელს!
51. ეს იმისთვის, რაც წაიმძღვარეს თქვენმა ხელებმა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი არ არის უსამართლო მსახურთა მიმართ!
52. ფარაონის ხალხის ამბისა არ იყოს და რომელნიც მათ უწინ იყვნენ: უარყვეს მათაც ალლაჰის აიათები, და დასაჯა ალლაჰმა ეგენი მათი ცოდვებისათვის, ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია და მკაცრ სასჯელიანია!
53. ეს იმიტომ, რომ ალლაჰი მანამ არ შეცვლის წყალობას, რომელიც ხალხს უწყალობა, სანამ ისინი არ გადააცდენენ საკუთარ თავს. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
54. ფარაონის ხალხის ამბისა არ იყოს და რომელნიც მათ უწინ იყვნენ: უარყვეს მაგათ თავიანთი ღმერთის აიათები, და ამგვარად ჩვენ გავანადგურეთ ისინი მათი ცოდვების გამო, დავახრჩეთ ფარაონის ხალხი. და ყველანი უსამართლონი იყვნენ ისინი.
55. ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშე ყველაზე უარესი, სულიერთა შორის, არიან ისინი, რომელთაც უარყვეს. ასე, რომ არ ირწმუნებენ ეგენი.
56. რომელთაგანაც პირობა მიიღე (რომ არ დაეხმარებოდნენ ურწმუნოებს), მერე ყოველთვის არღვევენ თავიანთ პირობას და ღვთისა არ ეშინიათ მაგათ.
57. მაგრამ თუკი შეიპყრობ ომში, მაშინ დასაჯე ისინი თავიანთ შემდგომთა სამაგალითოდ, ეგების შეიგონონ!
58. და თუ ნამდვილად შიშობ იმ ხალხისგან ღალატს, მაშინ მსგავსითვე დაარღვიე მათდამი აღთქმა სამართლიანად (რათა იყოთ თანაბარ პირობებში). ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატენი!
59. და არ იფიქრო (ო, მუჰამმედ), რომელთაც უარყვეს, დაუსხლტებიან მას (ალლაჰს). ჭეშმარიტად, ისინი გაქცევას ვერ შეძლებენ!
60. და განამზადეთ მათ წინააღმდეგ, რაც შეგეძლებათ, ძალა და საბრძოლო ცხენები, დააშინეთ ამით ალლაჰის მტრები, თქვენი მტრები და მათ გარდა სხვები [ორპირნი ან იუდეველნი], რომელნიც არ იცით თქვენ, ხოლო ალლაჰმა იცის. და რასაც გაიღებთ ალლაჰის გზაზე, სრულად მოგეგებათ თქვენ უკან და თქვენ არ დაიჩაგრებით!
61. მაგრამ თუ მშვიდობისკენ (დაზავებისკენ) გადაიხრებიან, მაშ, მისკენ გადაიხარე (დაუზავდი) შენც და მიენდე ალლაჰს. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
62. და თუ (ზავის დადებით) მოინდომეს, რომ მოგატყუონ შენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი კმარა შენთვის. იგია, რომელმაც გაგაძლიერა შენ თავისივე შემწეობით და მორწმუნენიც.
63. და შეაკავშირა მათი გულები. შენ რომ გაგეღო, რაც რამ მიწაზეა, ყველაფერი, მაინც ვერ შეაკავშირებდი მათ გულებს, მაგრამ ალლაჰმა შეაკავშირა ისინი. ჭეშმარიტად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
64. ჰეი, შუამავალო! ალლაჰი კმარა შენთვის და იმ მორწმუნეთათვის, ვინც გამოგყვა შენ!
65. ჰეი, შუამავალო! შეაგულიანე მორწმუნენი ბრძოლისათვის (მტრების წინააღმდეგ). ოცი მომთმენი თუ იქნა თქვენგან, ორასსა სძლევს, და ასი თუ იქნა თქვენგან, სძლევს ათასს, რომელთაც უარყვეს; რადგანაც ისინი უგუნური ხალხი არიან.
66. ახლა შვება მოგცათ ალლაჰმა. უწყის, რომ სუსტი ხართ თქვენ. და თუ ასი მომთმენი იქნა თქვენგან, ორასსა სძლევს, და თუ ათასი იქნა თქვენგან სძლევს ორიათასს, ალლაჰის ნებით, და ალლაჰი მომთმენლებთანაა!
67. და არ შეშვენის შუამავალს ტყვეთა აყვანა, სანამ ქვეყანაზე გამარჯვებას არ მოიპოვებს. თქვენ (მორწმუნენო) ამქვეყნიური სიკეთეები გსურთ, და ალლაჰს ნებავს იმქვეყნიური (თქვენთვის). და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
68. და რომ არ ყოფილიყო ალლაჰისგან დაწერილი (ლევჰი მაჰფუზში – წინასწარ განზრახული), მოგეწეოდათ მძიმე სასჯელი იმისთვის, რაც მოიხვეჭეთ!
69. მაშ, ალალად და კეთილად მირთვით რაც კი რამ ნადავლად ხელთ ჩაგივარდათ, და გეშინოდეთ ალლაჰის. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
70. ჰეი, შუამავალო! უთხარი ტყვეებს, ვინც თქვენ ხელთ გყავთ – თუ შეატყობს ალლაჰი თქვენს გულებში სიკეთეს, იმაზე უკეთესს გიბოძებთ, რაც წაგერთვათ, და მოგიტევებს თქვენ. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
71. და თუ მოინდომებენ ისინი შენს ღალატს, ასევე უღალატეს მათ ალლაჰს მანამდეც, მაშ, შესაძლებლობა მოგცა მათ წინაშე. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
72. ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ (წავიდნენ ჰიჯრაში) და იღვწოდნენ ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით; და რომელთაც თავშესაფარი მისცეს და დაეხმარნენ მათ – ესენი არიან მეგობრები ერთმანეთისა. ისინი კი, რომელთაც ირწმუნეს, მაგრამ ჰიჯრაში არ წასულან, მოვალენი არ ხართ დაიცვათ, ვიდრე ჰიჯრაში არ წამოვლენ. ხოლო, თუ სარწმუნოების გამო დახმარება გთხოვონ, ვალდებული ხართ დაეხმაროთ, გარდა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისთანაც შეთანხმება გაქვთ დადებული. რამეთუ ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიხართ თქვენ!
-----
[622 წელს მუჰამმედი ოჯახის წევრებთან და მის მიმდევრებთან ერთად იასრიბში გადავიდა – ამ მოვლენას ჰიჯრა ეწოდა, (არაბ. „ალ-ჰიჯრა“ – გადასახლება). 622 წელი – ჰიჯრის წელი – ხალიფა ომარმა 638 წელს ახალი, ჰიჰჯრის წელთაღრიცხვის პირველ წლად გამოაცხადა).
იასრიბს მოგვიანებით ეწოდა „მადინათ ან-ნაბი“ (მოციქულის ქალაქი – მადინა ანუ მედინა).]
73. რომელთაც არ ირწმუნეს, ერთმანეთის დამცველები არიან. და სანამ თქვენც იგივეს არ გააკეთებთ (არ დაიცავთ ერთმანეთს), ამ ქვეყანაზე დიდი არეულობა, ჩაგვრა და უწესობა იქნება.
74. და რომელთაც ირწმუნეს, ჰიჯრაში წავიდნენ და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, და რომელთაც შეიფარეს და დაეხმარნენ მათ, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა მიტევება და სარჩო გულუხვი!
75. და რომელთაც ირწმუნეს ამის შემდგომ და ჰიჯრაში წავიდნენ და იბრძოლეს თქვენთან ერთად, თქვენგანნი არიან ეგენი. ნათესავნი უფრო ახლონნი არიან ერთმანეთისა ალლჰის წიგნში. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!