„ნეჯმ“ — ვარსკვლავი; მექური, 62 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ვფიცავ, ვარსკვლავს, როცა მიეფარება!
2. არ გადაცდენილა თქვენი მოყვასი და არც წონასწორობიდან გამოსულა,
3. და არც მეტყველებს თავისი ნებით.
4. რამეთუ იგი მხოლოდ შთაგონებაა ზეშთაგონებული.
5. შეასწავლა მას მტკიცე ძალის მფლობელმა (ჯიბრილმა),
6. ბრწყინვალემ. ამგვარად უშუალოდ გამოუჩნდა
7. იგი უმაღლეს კაბადონზე.
8. მერე მოახლოვდა, შემდეგ კი დაეშვა.
9. ამრიგად იყო ორი ისრის მანძილზე, ან უფრო ახლოს.
10. მაშინ ზეშთააგონა (ჯიბრილმა) მის (ალლაჰის) მსახურს (მუჰამმედს), რაც ზეშთაეგონა (ალლაჰის მხრიდან).
11. არ უარყვია გულს, რაც იხილა.
12. განა თქვენ კამათობთ იმის შესახებ, რაც მან იხილა?
13. და ვფიცავ, დაინახა იგი სხვა ჩამოსვლისასაც,
14. სიდრეთი ალ-მუნთეჰას (ბოლო წერტილის) მახლობლად,
15. რომლის სიახლოვეს არის სამოთხის სავანე.
16. აკი, გადაეკვრა სიდრას იგი, რაც ეკვროდა.
17. არ შემკრთალა მზერა და არ გათავხედებულა.
18. ვფიცავ, დაინახა თავისი ღმერთის უდიდეს სასწაულთაგან ნაწილი.
19. განა გინახავთ თქვენ ალ-ლათი და ალ-‘უზზა? [რატომ ეთაყვანებით?]
20. ან სხვა, მესამე - მენათი?
21. განა თქვენთვისაა განკუთვნილი მამრი და მისთვის მდედრი?
22. მაშინ ეს განაწილებაა უსამართლო.
23. იგი მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და იმას, რაც ნებავს სულებს. და ვფიცავ, მათთან მივიდა თავიანთი ღმერთიდან ჭეშმარიტება.
24. ან იქნებ ადამიანისთვის გამზადებულია ის, რასაც თავად ინატრებს?
25. მაგრამ ალლაჰს ეკუთვნის სააქაოც და საიქიოც.
26. და რამდენი ანგელოზია ცათა შინა, რომელთა შეწევნაც ვერაფერში წაადგებათ მათ, ვიდრეღა არ იქნება ნება ალლაჰისა, ვისთვისაც ინებებს და ვისგანაც კმაყოფილია.
27. უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს საიქიოსი, არქმევენ ანგელოზებს ქალების სახელებს.
28. არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ. უეჭველად, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს შეჰმატებს.
29. განერიდე იმას, ვინც ზურგი იქცია ჩვენი შეხსენებიდან და ვისაც არაფერი სურს, გარდა სააქაო ცხოვრებისა.
30. სწორედ ესაა მათი საწიერი ცოდნისგან. უეჭველად, ღმერთმა შენმა უკეთ უწყის, მის გზას ვინ აცდა, და ყველაზე უკეთ უწყის, ვინ დაადგა ჭეშმარიტ გზას.
31. ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რათა მიუზღოს იმათ, რომელთაც სიავე ჰქმნეს იმით, რაც ჩაიდინეს და მიუზღოს იმათ, რომელთაც სიკეთე ჰქმნეს, საუკეთესოთი.
32. და რომელნიც გაურბიან მძიმე ცოდვებს და სიბილწეს, გარდა მცირედი ცოდვებისა, ჭეშმარიტად, ღმერთი შენი ყოვლად მიმტევებელია. იგი უკეთ გიცნობთ თქვენ. აკი, გაგაჩინათ მიწისგან და აკი, თქვენ იყავით ნაყოფნი მუცელში დედათა თქვენთა. მაშ, ნუ ჩათვლით საკუთარ თავს განწმენდილად, რამეთუ იგი უკეთ უწყის, ვინცაა ღვთისმოშიში.
33. განა არ გინახავს, რომელმაც ზურგი იქცია?
34. გასცა მცირედი და იძუნწა,
35. განა მის წიაღშია ცოდნა უხილავისა და ხედავს იგი?
36. ნუთუ არ სცნობებია ის, რაც იყო მუსას წერილებში?
37. და იბრაჰიმისა, რომელმაც სრულად აღასრულა აღთქმა.
38. ჭეშმარიტად, არ იტვირთავს მტვირთველი სხვათა ტვირთს.
39. და რომ არფერია ადამიანი, გარდა იღვწოდა რასაც.
40. და ჭეშმარიტად, რომ მისი გარჯა დანახულ იქნება.
41. მერე მიეგება მას საზღაური სრულად.
42. და რომ შენი ღმერთის წიაღშია აღსასრული.
43. და ჭეშმარიტად, იგია, რომელიც აცინებს და ატირებს!
44. და ჭეშმარიტად, იგია, რომელიც აკვდინებს და აცოცხლებს!
45. და ჭეშმარიტად, მან გააჩინა ორი წყვილი, მამრი და მდედრი
46. ერთი წვეთიდან, როცა იგი დაითხება.
47. და ჭეშმარიტად, მას ეკუთვნის აღდგენა შემდეგი!
48. და ჭეშმარიტად, იგია, რომელიც ამდიდრებს და უზრუნველყოფს!
49. და რომ იგია ღმერთი სირიუსისა.
-----
[სირიუსი — ვარსკვლავი, რომელსაც ეთაყვანებოდნენ უვიცობის ხანაში.]
50. და რომ მან გაანადგურა პირველი ადიელები,
51. და სემუდელები. ამგვარად უკან არავინ დატოვა,
52. და ხალხი ნუჰის ამაზე უწინ. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ ყველაზე უსამართლონი და ყველაზე ზღვარგადასულნი.
53. და გასანადგურებელი ქალაქი ჩამოაქცია,
54. დაე, დაფარა იგი, რაც გადაეკვრა.
55. მაშ, შენი ღმერთის რომელ სიკეთენში ხარ დაეჭვებული?
56. ეს (მუჰამმედი) არის ერთ-ერთი შემგონებელი წინარე შემგონებელთაგან.
57. მოახლოვდა მოსაახლოებელი (აღსასრული)
58. და მას ვერავინ ცხადყოფს, გარდა ალლაჰისა.
59. ნუთუ ეს სიტყვა გაიკვირვეთ?
60. და იცინით და არ ტირით?!
61. და თქვენ დაუდევრობაში იმყოფებით!
62. დაე, აღასრულეთ სეჯდე ალლაჰისთვის და ეთაყვანეთ!