„ბაყარა“ — ფური; მედინური, 286 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ელიფ, ლაამ, მიიმ. → ესენი არაბული ასობგერების სახელწოდებებია, რომელთა მნიშვნელობასაც მხოლოდ უზენაესი ალლაჰი უწყის.
2. აი წიგნი, რომელშიც არ არსებობს ეჭვი – ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის;
3. მათთვის, რომელთაც სწამთ უხილავის, ჭეშმარიტად აღავლენენ ლოცვას, და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ.
4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა შენზე, რაც გარდმოვლენილა შენზე უწინ და ზესთასოფლისა, სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ.
5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან თავიანთი უფლის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან.
6. ხოლო ურწმუნოთათვის სულერთია – გააფრთხილებ თუ არ გაფრთხილებ; არ ირწმუნებენ;
7. დაახშო ალლაჰმა მათი გულები და მათი სმენა, თვალებზე საბურველი გადაჰკვრიათ და სწორედ მათ – სასჯელი დიადი.
8. და არსებობენ ადამიანები, რომელნიც ამბობენ: „ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი“, მაგრამ არ არიან მორწმუნენი.
9. ცდილობენ, რომ ალლაჰი და მორწმუნენი მოატყუონ; თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ და არ აცნობიერებენ (შედეგს).
10. მათ სენი აქვთ გულებში. ამ სიცრუის სანაცვლოდ ალლაჰი მათ გაუმწვავებს სენს, რის გამოც უაღრესად მწარე სასჯელი მოელით.
11. როდესაც აფრთხილებენ: „ნუ თესავთ დედამიწაზე არეულობას!“ ისინი პასუხობენ: „ჩვენ, მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ.“
12. თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, მაგრამ არ აცნობიერებენ.
13. როდესაც ეტყვიან: „იწამეთ ისე, როგორც იწამა (მუსლიმმა) ხალხმა“, ისინი პასუხობენ: „ისე ვიწამოთ, როგორც ცნობამიხდილთა იწამეს?!“ სინამდვილეში თვითონვე არიან ცნობამიხდილნი, თუმცა არ იციან.
-----
[„მუსლიმი“ (مسلم - Muslim) — არაბულ ენაში სიტყვა მომდინარეობს სამასოიანი ფესვიდან „ს-ლ-მ“ (س-ل-م). ამ ფესვს სამი ძირითადი მნიშვნელობა აქვს: მშვიდობა, უსაფრთხოება და მორჩილება/მინდობა. (სწორედ ამ ფესვიდან მოდის სიტყვები „ისლამი“ და მისალმება „სალამი“).
გრამატიკულად, სიტყვა „მუსლიმი“ არის მოქმედებითი მიმღეობა და სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც: „ის, ვინც ნებაყოფლობით დაუმორჩილა თავი შემოქმედს“ ან „ის, ვინც მიენდო“.
მუსლიმი ეწოდება ნებისმიერ არსებას ან ადამიანს, რომელიც სრულად ემორჩილება ერთადერთი ღმერთის ნებას და კანონებს.]
14. როდესაც მორწმუნეებს შეხვდებიან, მათ (პირმოთნეობით) ეტყვიან: „ჩვენც ვიწამეთ!“ მაგრამ როდესაც თავიანთ სატანებთან მარტონი დარჩებიან, ეუბნებიან: „ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, მათ კი მხოლოდ დავცინით.“
15. (ჭეშმარიტად კი) ალლაჰი დასცინებს მათ და ვადას გაუგრძელებს თავიანთ აღვირახსნილობაში. ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებულნი.
16. აი ისინი, რომელთაც ჭეშმარიტების ფასად ცდომილება იყიდეს. მათი ესვაჭრობა კი სარფიანი არ გამოდგა, რადგან ვერ გაიგნეს გზა ჭეშმარიტი.
17. მათი მდგომარეობა იმ კაცის მდგომარეობას ჰგავს, რომელმაც სიბნელეში ცეცხლი დაანთო და როცა მის გარშემო განათდა ყველაფერი, ალლაჰმა თვალებში სინათლე წაართვა და სიბნელეში დატოვა. ისინი ვეღარაფერს დაინახავენ.
18. ისინი ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი არიან, ამიტომ ჭეშმარიტ გზას არ დაუბრუნდებიან.
19. ან (მათი მდგომარეობა) წყვდიადში ზეციდან საავდროდ გამზადებულ ღრუბელს ჰგავს, რომელსაც თან ახლავს ჭექა და ელვა. მეხის თავზარდამცემი ხმაურისგან შეშინებულნი თითებს ყურებში იცობენ სიკვდილის შიშით (გარემოცულნი). ალლაჰი მთლიანად გარემოიცავს ურწმუნოებს.
20. ელვა სადაცაა თვალის ჩინს წაართმევს მათ. როგორც კი განათდება, წინ მიდიან, ხოლო ელვა რომ გაივლის და წყვდიადი ჩამოწვება, გაშტერებული ჩერდებიან. ასე, რომ თუ ინება ალლაჰმა, სმენასაც წაართმევს და თვალისჩინსაც. უთუოდ, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
21. ჰეი, ადამიანებო! თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და თქვენ უწინარეს ვინც იყო! ამგვარად, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან.
22. რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა კამარად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. დაე, შეგნებულად არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი!
23. თუ რამ ეჭვი შეგეპარათ მასში, რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს (მუჰამმედს), მაშინ მოუხმეთ ყველას, ვისიც თქვენ გწამთ, გარდა ალლაჰისა, და თუკი თქვენ ხართ მართალნი, ერთი სურა მაინც მოიტანეთ მსგავსი მისი.
24. რომ ვერ შექმნათ და ვერც ვერასდროს შექმნით, მაშინ იმ ცეცხლისა გეშინოდეთ, რომელიც ურწმუნოთათვის არის გამზადებული და რომლის საწვავი ქვები და ადამიანებია.
25. რომელთაც ირწმუნეს და ჰქმეს სიკეთენი, ახარე მათ სამოთხენი, რომლის ძირს მოედინება მდინარეები და ყოველთვის, როცა იქ მათ რაიმე ნაყოფი საზრდოდ ებოძებათ, იტყვიან: „ეს ისაა, რაც წინათ დედამიწაზე მოგვეცა.“ თუმცა ის იგივე არ არის, მხოლოდ მსგავსი მიერთვა მათ. იქ მათ ელოდებათ უმწიკვლო მეუღლეები, და იქ ისინი სამუდამოდ დამკვიდრდებიან.
26. ალლაჰს არ ერიდება ჭეშმარიტების ახსნისათვის მაგალითად კოღო რომ მოიტანოს ან თუნდაც მასზე პატარა (მწერი). მორწმუნეებმა იციან, რომ ეს ჭეშმარიტება მათი ღმერთისგანაა. ხოლო ურწმუნონი იტყვიან: „რა ნებავდა ალლაჰს ამ იგავით?“ თუმცა ამით ალლაჰი საგონებელში ჩააგდებს ბევრს და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს ბევრს. მხოლოდ მეამბოხე ცოდვილებს უბნევს გზაკვალს.
27. რომლებიც არღვევენ ალლაჰის აღთქმას მისი დადების შემდგომ, და გაყოფენ იმას, რაზედაც ალლაჰმა ბრძანა – შეერთდესო, და ქვეყნად უკეთურებას ამრავლებენ, აი, სწორედ ისინი არიან წაგებულნი.
28. (ჰეი, ურწმუნოებო!) როგორ უარყობთ ალლაჰს? მკვდარნი იყავით (არარსებულნი) და მან გაგაცოცხლათ, მერე ისევ წაგართმევთ სიცოცხლეს და ისევ გაგაცოცხლებთ, და ბოლოს კვლავ მის წინაშე წარსდგებით!
-----
[• ფრაზა „მკვდარნი იყავით“ არ ნიშნავს, რომ ადამიანი ადრე ცოცხალი იყო და მოკვდა. არაბულ ენაში და ყურანის კონტექსტში აქ იგულისხმება არარსებობის მდგომარეობა. სანამ ადამიანი ჩაისახებოდა, ის იყო უბრალოდ მიწა, მტვერი, უსიცოცხლო მატერია. ადამიანს არანაირი წვლილი არ მიუძღვის საკუთარ გაჩენაში;
• „და მან გაგაცოცხლათ“ (პირველი სიცოცხლე) – ღმერთმა უსიცოცხლო მატერიას შთაბერა სული და აქცია მოაზროვნე, გონიერ არსებად. ყურანი სვამს ლოგიკურ კითხვას: თუკი უარყოფთ ღმერთს, მაშინ როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ არაფრისგან შეიქმენით და სიცოცხლე მოგეცათ?
• „მერე ისევ წაგართმევთ სიცოცხლეს და ისევ გაგაცოცხლებთ“ – ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა, და მას მოჰყვება აღდგომა (ყიამათის დღე). ლოგიკა აქ ასეთია: ვისაც შეეძლო არარსებულისგან შეექმნა სიცოცხლე (რაც გაცილებით რთულია ადამიანური გონებისთვის), მისთვის უკვე არსებული და დაშლილი მატერიის თავიდან შეკრება და გაცოცხლება ბევრად უფრო მარტივია;
• „ბოლოს კვლავ მის წინაშე წარსდგებით“ – სიცოცხლის ეს ციკლი არ არის უაზრო ან წრიული (როგორც, მაგალითად, რეინკარნაციის ფილოსოფიაში). მას აქვს დასაწყისი და აქვს მკაფიო მიზანი: საბოლოო დაბრუნება შემოქმედთან და პასუხისგება განვლილი ცხოვრებისთვის.]
29. იგია, რომელმაც ყოველივე თქვენთვის გააჩინა, რაცაა მიწაზე, შემდგომ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო და გამოსახა შვიდ ცად მყარი წყობილება. იგი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.
30. აკი, უთხრა უფალმა შენმა ანგელოზებს: „ხალიფა (ნაცვალი/მემკვიდრე) უნდა დავადგინო დედამიწაზეო.“ ანგელოზებმა უპასუხეს: „ვინც უკეთურობას დასთესს და სისხლს დაღვრის, ისეთი ქმნილება უნდა დაადგინო? როცა ჩვენ გამუდმებით გადიდებთ, თაყვანს გცემთ და სიწმინდეს ვაღიარებთ შენსას?!“ ბრძანა (ალლაჰმა): „მე ვიცი ის, რაც არ იცით თქვენ!“
-----
[„ხალიფა“ – სიტყვა მიუთითებს არსებაზე, რომელსაც ექნება თავისუფალი ნება და დედამიწის მართვის პასუხისმგებლობა. ანგელოზების კითხვა არ იყო გამოწვეული ურჩობით; მათ უბრალოდ ვერ გაიგეს, რა საჭირო იყო თავისუფალი ნების მქონე არსების შექმნა, თუკი ეს აუცილებლად გამოიწვევდა ბოროტებასა და სისხლისღვრას. ღვთის პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანის შექმნის მიზანი და მისი პოტენციალი (სიკეთისკენ სწრაფვა თავისუფალი არჩევანით) გადაწონის იმ ბოროტებას, რასაც ის ჩაიდენს.]
31. და შეასწავლა ადამს ყველა სახელი, შემდეგ წარუდგინა ანგელოზებს ისინი და უთხრა: „მამცნეთ ამათი სახელები, თუკი ხართ მართალნი.“
32. მიუგეს (ანგელოზებმა): „დიდება შენდა! რაც შენ გვასწავლე, სხვა რამ ცოდნა არა გვაქვს ჩვენ. ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისმცოდნე, ბრძენი!“
33. უთხრა (ალლაჰმა): „ჰეი, ადამ, ამცნე მათ ამათი სახელები!“ და როცა ამცნო ანგელოზებს იმათი სახელები, თქვა: „განა არ მითქვამს თქვენთვის, რომ ვუწყი დაფარულს ცითა და ქვეყნისას და ვუწყი რასაც ამჟღავნებთ და მალავთ?“
-----
[ეს არის ადამიანის ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირება. „სახელების სწავლება“ ისლამურ ფილოსოფიაში განიმარტება, როგორც კონცეპტუალური აზროვნების, ენისა და შემეცნების უნარი, რაც ანგელოზებს (რომლებიც მხოლოდ კონკრეტული დავალებებისთვის არიან პროგრამირებულნი) არ გააჩნიათ. ცოდნა არის ის, რამაც ადამიანი ანგელოზებზე მაღლა დააყენა.]
34. და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, რომელმაც უარი თქვა, გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.
-----
[სეჯდე — პირქვედამხობა, თაყვანისცემა; ანგელოზების დამხობა ადამის წინაშე არ იყო ღვთაებრივი თაყვანისცემა (რადგან თაყვანისცემა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის), ეს იყო პატივისცემისა და აღიარების ჟესტი. ამით ღმერთმა ანგელოზებს აჩვენა, რომ ადამიანს (ადამს) მიანიჭა განსაკუთრებული ცოდნა და სტატუსი;
იბლისი — მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება ანგელოზებს მიეცათ, ისლამური დოგმატიკის თანახმად, იბლისი (სატანა) არ ყოფილა ანგელოზი. ანგელოზები სინათლისგან არიან შექმნილნი და არ აქვთ ურჩობის უნარი. ყურანი სხვა სურაში (18:50) თავადვე აზუსტებს, რომ იბლისი იყო ჯინების მოდგმიდან (რომლებიც ცეცხლისგან შეიქმნენ და აქვთ თავისუფალი ნება). თავისი დიდი ხნის ღვთისმოსაობის გამო იგი ანგელოზთა რიგებში იყო ამაღლებული, თუმცა ამ გამოცდამ მისი რეალური ბუნება გამოავლინა. იბლისის დაცემის მთავარი მიზეზი არა უბრალოდ ბრძანების შეუსრულებლობა, არამედ მისი შინაგანი მდგომარეობა – ქედმაღლობა იყო. ის ფიქრობდა: „მე ცეცხლისგან ვარ შექმნილი, ის კი – თიხისგან/მიწისგან, შესაბამისად, მე მასზე უკეთესი ვარ“. ისლამში სწორედ ეს სიამაყე (კიბრ) მიიჩნევა პირველ და ყველაზე დამანგრეველ ცოდვად, რადგან ის ადამიანს (ან ჯინს) აფიქრებინებს, რომ ის ღვთის ბრძანებაზე მაღლა დგას.]
35. ჩვენ ვუთხარით: „ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური ნაყოფი მიირთვით რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ, მაგრამ ამ ხეს არ გაეკაროთ (არ მიირთვათ მისი ნაყოფი), რომ არ გახდეთ უსამართლონი.“
36. ეშმაკმა ფეხი დააცდენინა (ორივეს) და გამოდევნა იქიდან, სადაც იყვნენ. და ჩვენ ვუბრძანეთ: „დაეშვით (დედამიწაზე), მტრებად მოქცეულნი ერთმანეთისთვის! თქვენი ადგილი მიწაზეა, დროებითი საცხოვრებლით და სარჩო-საბადებელით.“
-----
[სამოთხეში ცხოვრება იყო არა მუდმივი სამყოფელი (რადგან 30-ე აიათშივე ითქვა, რომ ღმერთი დედამიწაზე ქმნიდა ხალიფას), არამედ ადამიანის პირველი სულიერი სკოლა და გამოცდა. მათ უნდა ესწავლათ, რა არის ცდუნება, შეცდომა და ეშმაკის მტრობა.]
37. შემდეგ შეისწავლა ადამმა თავისი ღმერთისგან სიტყვები [„ღმერთო ჩვენო! ჩვენ უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ თავს“], ხოლო მან (ალლაჰმა) მიუტევა, რამეთუ ის, სწორედ იგია შემნდობი, მწყალობელი.
-----
[აქ ვლინდება ისლამის ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება სხვა აბრაამული ტრადიციებისგან – ისლამი უარყოფს „პირველყოფილი ცოდვის“ (მემკვიდრეობითი ცოდვის) კონცეფციას. ადამმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ 37-ე აიათი ცალსახად ამბობს, რომ ღმერთმა მას სრულად აპატია. ადამიანი დედამიწაზე იბადება სუფთა, ცოდვის გარეშე. ადამის ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ რით განსხვავდება ადამიანი სატანისგან: სატანამ შეცდომა დაუშვა და სიამაყის გამო არ შეინანა, ხოლო ადამიანმა შეცდომა დაუშვა და გულწრფელად მოინანია;
• ადამიანის უპირატესობა – დაფუძნებულია ინტელექტზე, შემეცნების უნარსა და თავისუფალ არჩევანზე და არა უბრალო მორჩილებაზე.
• თავისუფალი ნება vs. ბოროტება – ბოროტების (სისხლისღვრის) არსებობის შესაძლებლობა არის ფასი, რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებას და პოტენციალს ახლავს თან.
• ცოდვა და პატიება – შეცდომის დაშვება ადამიანური ბუნებაა. მთავარია მისი აღიარება და მონანიება (როგორც ადამმა ქნა), და არა ჯიუტობა (როგორც იბლისმა).]
38. ჩვენ ვუთხარით: „აქედან (სამოთხიდან) ყველა ერთად (დაბლა) დაეშვით! უთუოდ მოგევლინებათ ჩემგან გზა ჭეშმარიტი. მაშ, ვინც გაჰყვეს ჩემს გზას ჭეშმარიტს, არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი.“
39. და რომელთაც უარყვეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები, ცეცხლის ბინადარნი არიან ისინი, იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი.
40. ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ ჩემი წყალობა, რომელიც თქვენზე გავიღე და შეასრულეთ ჩემი აღთქმა, მაშინ მეც შეგისრულებ თქვენს აღთქმას, და გეშინოდეთ მხოლოდ ჩემი.
41. და იწამეთ ის, რაც მოვავლინე (ყურანი) მე იმის დასტურად, რაცა გაქვთ (თორა) თქვენ. და პირველნი ნუ უარყოფთ მას, ჩემი აიათები მცირე რამ ფასეულობად არ გაყიდოთ და გეშინოდეთ მხოლოდ ჩემი.
-----
[თორა — მოსეს რჯულის კანონების წიგნი. (ძველი აღთქმა).]
-----
[თორა — მოსეს რჯულის კანონების წიგნი. (ძველი აღთქმა).]
42. და არ მოასხათ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსი, და არ დამალოთ ჭეშმარიტება, რამეთუ თქვენ უწყით.
43. და აღავლინეთ ლოცვა, გაეცით ზექათი (სავალდებულო მოწყალება) და მუხლი მოიყარეთ მლოცველებთან ერთად.
44. ნუთუ ხალხს სიკეთეს შეაგონებთ და თქვენი თავი გავიწყდებათ? განა არ მოუხმობთ გონებას, როცა თქვენ ხართ მკითხველნი ღვთიური წიგნის (თორასი)?
45. ლოცვითა და მოთმინებით ითხოვეთ შეწევნა. უთუოდ, მძიმეა იგი, თვინიერ მოკრძალებულნისა.
46. მათ, რომელთაც სწამთ წარსდგენა თავიანთი უფლის წინაშე და საბოლოოდ მასთან იქნებიან მიქცეულნი.
47. ჰეი, ისრაელის ძენო! გაიხსენეთ ჩემი წყალობა, რომელიც გიბოძეთ თქვენ, და ის, რომ (ერთ დროს) მე უპირატესგყავით თქვენ სამყაროებზე (სხვა ხალხებზე)!
-----
[„უპირატესგყავით სამყაროებზე“ (ფადდალთუქუმ ‘ალა-ლ-‘ალამინ) — კლასიკური ისლამური ეგზეგეტიკის (იბნ ქასირის, ატ-ტაბარის და სხვათა) მიხედვით, ეს ფრაზა არ ნიშნავს უპირობო და მარადიულ უპირატესობას კაცობრიობის ყველა ეპოქაზე. ის ნიშნავს, რომ ღმერთმა ისინი აირჩია და უპირატესჰყო მათი დროის (იმ ეპოქის) სამყაროებზე. იმ პერიოდში, როდესაც გარშემო ერები (ეგვიპტელები, ქანაანელები და ა.შ.) კერპთაყვანისმცემლობაში იყვნენ ჩაფლულნი, ღმერთმა ისრაელის ძეები აირჩია მონოთეიზმის (ერთღმერთიანობის) მატარებლებად და წინასწარმეტყველთა უმრავლესობა სწორედ მათი რიგებიდან გამოიყვანა;
ისლამური ხედვით, „რჩეული ერობა“ არ არის ეთნიკური პრივილეგია, რომლის გამოც ადამიანს ცოდვები ეპატიება. პირიქით, ეს არის უმძიმესი ტვირთი და პასუხისმგებლობა. როდესაც ღმერთი ერს ანიჭებს უდიდეს ცოდნასა და წყალობას, მათგან ითხოვს შესაბამის მორჩილებასა და მადლიერებას.]
48. და გეშინოდეთ იმ დღის, როცა ვერც ერთი სული, ვერც ერთ სულს (სხვის მაგივრად) ვერაფერს გადაუხდის. და არ იქნება მიღებული (ღვთის წინაშე) შუამდგომლობა (სხვისი), და არც არავისგან აიღება გამოსასყიდი. და არც იქნება შეწევნა მათი.
49. აკი, გიხსენით ფარაონის ხალხისგან, როდესაც გაწევდნენ თქვენ საშინელ სასჯელს, გიკლავდნენ ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს. მასში იყო თქვენთვის უდიდესი გამოცდა თქვენი უფლისგან!
-----
[„ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს“ — ვინაიდან ერთ-ერთმა მკითხავმა ურჩია ფარაონს, რომ ისრაელის შვილთაგან დაიბადებოდა ბავშვი, რომელიც ხელმწიფობას წაართმევდა, ამიტომაც ყველა ახალშობილ ბიჭს ახოცვინებდა.]
50. აკი, თქვენ გამო გავაპეთ ზღვა, და ასე გიხსენით თქვენ და ფარაონის ხალხი კი დავახრჩეთ. და თქვენ უცქერდით (ყოველივე ამას).
51. და როცა მუსას აღვუთქვით ორმოცი ღამე (რომ მოგვევლინა მასზე კანონი) სინას მთაზე, მერე კი თქვენ გაიღმერთეთ ხბო მის შემდგომ, ამიტომაც ხართ თქვენ ცოდვილნი.
52. ამის შემდეგ მაინც გაპატიეთ, ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
53. ოდესღაც ვუბოძეთ მუსას ღვთიური წიგნი და ფურყანი, რათა ეგებ ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ.
-----
[ფურყანი — ჭეშმარიტების უმეცრებისგან განმასხვავებელი, და სხვა საოცრებები, რაც მოსეს ებოძა ღვთისაგან, მაგალითად: კვერთხი და ა.შ.]
54. და (გაიხსენეთ) როდესაც მუსამ თავის ხალხს მიმართა: „ხალხო ჩემო! თქვენ ნამდვილად უსამართლოდ მოექეცით საკუთარ თავებს იმით, რომ ხბო გაიხადეთ (სათაყვანებლად). ამიტომ უმალვე მოინანიეთ თქვენი გამჩენის წინაშე და დახოცეთ ერთმანეთი (მორწმუნეებმა დახოცეთ ისინი, ვინც კერპს სცა თაყვანი). ეს უკეთესია თქვენთვის თქვენი გამჩენის წინაშე [ვიდრე სამუდამო ჯოჯოხეთი];“ [და მოკლულ იქნა ~70 ათასი კაცი] შემდეგ მან შეიწყნარა თქვენი მონანიება. სწორედ, რომ იგია შემნდობელი, მწყალობელი!
-----
['თაფსირი' და ისტორიული კონტექსტი:
ამ აიათის გასაგებად აუცილებელია გავიხსენოთ ისტორია, როდესაც მუსა (მოსე) სინას მთაზე 40 დღით წავიდა საღვთო წიგნის (თორას/თავრათის) მისაღებად. მისი არყოფნის დროს ხალხის ნაწილმა, ვინმე სამირის წინამძღოლობით, ოქროს ხბო ჩამოასხა და კერპთაყვანისმცემლობა (შირქი) დაიწყო;
• საკუთარი თავის მიმართ უსამართლობა (ზულმ) – ყურანში კერპთაყვანისმცემლობა ან ცოდვა ხშირად მოიხსენიება, როგორც „საკუთარი თავის დაჩაგვრა/უსამართლობა“. ისლამური თეოლოგიის თანახმად, ღმერთს ადამიანის ცოდვა არაფერს აკლებს, ადამიანი ამით მხოლოდ საკუთარ სულს აზიანებს და ღვთის სასჯელისთვის წირავს მას;
• სასტიკი სასჯელი და ბრძანება: „დახოცეთ ერთმანეთი“ (ფაყთულუ ანფუსაქუმ) – ეს ფრაზა კლასიკურ თაფსირებში (მაგ. იბნ ქასირთან) პირდაპირი მნიშვნელობით განიმარტება. იმის გამო, რომ ისრაელის ძეებმა უამრავი სასწაული იხილეს (ზღვის გაპობა, ფარაონისგან გადარჩენა) და მაინც ასე სწრაფად დაუბრუნდნენ კერპთაყვანისცემას, მათი დანაშაული უდიდესი იყო. სასჯელი მდგომარეობდა იმაში, რომ მათ, ვინც არ სცა ხბოს თაყვანი, უნდა დაესაჯათ სიკვდილით ისინი, ვინც ეს უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა; ეს იყო საზოგადოების განწმენდის რადიკალური ზომა მუსას კანონმდებლობაში, რათა ამოეძირკვათ კერპთაყვანისმცემლობა.]
55. და როცა უთხარით თქვენ: „ჰეი მუსა, ვერა და ვერ დაგიჯერებთ, სანამ არ ვნახავთ ალლაჰს ცხადად“, მაშინ ელვა გეკვეთათ თქვენ და (მას) უმზერდით.
56. მერე გაგაცოცხლეთ სიკვდილის შემდგომ, ეგებ მადლიერნი იქნებოდით!
57. და დაგფინეთ ზემოდან ღრუბლები და მოვავლინეთ თქვენდა ციური მანანა და მწყერი. ჭამეთ საუკეთესონი, რაც გიბოძეთ ჩვენ! ხოლო ისინი ჩვენ კი არ მოგვექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი თავი დაისაჯეს.
58. აკი, ჩვენ მათ ვუთხარით: „შედით ამ ქალაქში და სადაც ინებებთ, უხვად მიირთვით რაც გსურთ. შედით კარიბჭეში სეჯდეთი და შეევედრეთ: „შენდობა.“ ჩვენ შეგინდობთ თქვენს შეცდომებს და ვუმრავლებთ (სარჩოს) კეთილისმქმნელებს.“
59. რომელთაც ავი ჰქმნეს, რატომღაც შეცვალეს (ნაბრძანები სიტყვა) სხვა სიტყვით. და მოვუვლინეთ მათ, რომელთაც ავი ჰქმნეს, ციდან სასჯელი იმისათვის, რომ იყვნენ მეამბოხენი.
-----
[ღმერთმა ებრაელებს უბრძანა, რომ იერუსალიმის (ან იერიქონის) კარიბჭეში შესულიყვნენ ქედმოდრეკილნი (თავმდაბლობის ნიშნად) და ეთქვათ სიტყვა „ჰიტტათუნ“ (حِطَّةٌ), რაც ნიშნავს: „მოგვიტევე ჩვენი ცოდვები“ ან „შეგვიმსუბუქე ჩვენი ტვირთი“. ნაცვლად ამისა, ურჩმა და ამპარტავანმა ადამიანებმა ღვთის ბრძანება მასხარად აიგდეს. პატიების მთხოვნელი სიტყვის, „ჰიტტათუნ“-ის ნაცვლად, მათ რითმულად მსგავსი, მაგრამ დამცინავი ფრაზა - „ჰაბბათუნ ფი შა'ირა“ (მარცვალი ქერის თავთავში) თქვეს. ამასთანავე, კარიბჭეში თავმდაბლად შესვლის ნაცვლად, ზურგზე/საჯდომზე მცოცავნი შევიდნენ. ეს იყო ღვთიური ბრძანების შეგნებული დამახინჯება და აშკარა დაცინვა; ამიტომ აიათი ამ ხალხს მოიხსენიებს, როგორც „უსამართლოებს“ (ალ-ლაზინა ზალამუ – უსამართლოდ ექცევა საკუთარ სულს, არღვევს ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებს და ამით საკუთარ თავს სასჯელისთვის წირავს);
-----
[ღმერთმა ებრაელებს უბრძანა, რომ იერუსალიმის (ან იერიქონის) კარიბჭეში შესულიყვნენ ქედმოდრეკილნი (თავმდაბლობის ნიშნად) და ეთქვათ სიტყვა „ჰიტტათუნ“ (حِطَّةٌ), რაც ნიშნავს: „მოგვიტევე ჩვენი ცოდვები“ ან „შეგვიმსუბუქე ჩვენი ტვირთი“. ნაცვლად ამისა, ურჩმა და ამპარტავანმა ადამიანებმა ღვთის ბრძანება მასხარად აიგდეს. პატიების მთხოვნელი სიტყვის, „ჰიტტათუნ“-ის ნაცვლად, მათ რითმულად მსგავსი, მაგრამ დამცინავი ფრაზა - „ჰაბბათუნ ფი შა'ირა“ (მარცვალი ქერის თავთავში) თქვეს. ამასთანავე, კარიბჭეში თავმდაბლად შესვლის ნაცვლად, ზურგზე/საჯდომზე მცოცავნი შევიდნენ. ეს იყო ღვთიური ბრძანების შეგნებული დამახინჯება და აშკარა დაცინვა; ამიტომ აიათი ამ ხალხს მოიხსენიებს, როგორც „უსამართლოებს“ (ალ-ლაზინა ზალამუ – უსამართლოდ ექცევა საკუთარ სულს, არღვევს ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებს და ამით საკუთარ თავს სასჯელისთვის წირავს);
„ციდან მოვლენილი სასჯელი“ (რიჯზ - رِجْز) – ნიშნავს საშინელ სასჯელს, ტანჯვას ან ეპიდემიას.]
60. და როცა ითხოვა მუსამ სასმელი თავისი ხალხისთვის, ჩვენ ვუთხარით: „ამთხვიე შენი კვერთხი კლდეს!“ მაშინვე ამოიფრქვა იქიდან თორმეტი წყარო. ამგვარად, ყველამ გაიგნო გზა თავისი წყაროსკენ. „ჭამეთ და სვით ალლაჰისგან ნაბოძები, მაგრამ არ იყოთ ზღვარგადასულნი დედამიწაზე!“
61. და როცა თქვენ უთხარით: „ჰეი, მუსა! ერთი სახეობის საჭმელს ვეღარ ავიტანთ! შესთხოვე შენს ღმერთს მოგვცეს ის, რაც მიწას ამოჰყავს: ბოსტნეული, კიტრი, ნიორი, ოსპი და ხახვი.“ მიუგო (მოსემ): „ნუთუ ითხოვთ უარესით შეცვალოს ის, რაც უკეთესია? ჩადით ქალაქში, სწორედ იქ არის რაც ითხოვეთ.“ ხოლო (ქალაქში ჩასულთ) თავს დაატყდათ დამცირება და სიღარიბე. მოიწიეს მათ ალლაჰის რისხვა, რადგან არ იწამეს ალლაჰის აიათები და უსამართლოდ კლავდნენ შუამავლებს! ეს იმისთვის, რომ გაურჩნდნენ და ზღვარს გადავიდნენ.
62. ხოლო რომელთაც ირწმუნეს [უწინარეს მოვლენილი შუამავალნი], და რომელნიც იყვნენ იუდეველნი, ქრსტიანნი და საბიელნი, და ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი [მათი შუამავლის პერიოდში] და ჰქმნეს სიკეთე [მაშინ არსებული დოგმების მიხედვით] – მათი საზღაური თავიანთ უფალთანაა, მათ არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ.
-----
[საბიელნი — იუდეველებისგან და ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფი.]
63. (ჰეი, ისრაილის ძენო!) აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა (წიგნის კანონების მორჩილებისა) და მთა (ტურის, სინას მთა) აღვმართეთ თქვენ ზემოთ. გეჭიროთ მყარად რაც გიბოძეთ, და გახსოვდეთ, რაც მასშია. მაშინ ეგების გეშინოდეთ თქვენ!
64. მერე პირი იბრუნეთ [აღთქმა დაარღვიეთ] ხელმეორედ, და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და წყალობა მისი, უთუოდ იქნებოდით წაგებულთაგანი.
65. თქვენ კარგად იცით იმათ შესახებ, ვინც შაბათი გატეხა თქვენგან. მაშინ ვუთხარით მათ: „იქეცით საზიზღარ მაიმუნებად!“
-----
[ებრაელებს, თავიანთივე თხოვნით, დაუწესდათ შაბათი (საბათი), როგორც წმინდა დღე, როდესაც ეკრძალებოდათ ყოველგვარი მუშაობა და თევზაობა. ყურანის სხვა სურაში (7:163) დეტალურადაა აღწერილი ეს გამოცდა: სწორედ შაბათობით თევზი უხვად მოდიოდა ნაპირთან პირდაპირ ზედაპირზე, სხვა დღეებში კი ქრებოდა. ეს იყო მათი რწმენისა და მორჩილების ტესტი; ქალაქის მცხოვრებთა ნაწილმა გადაწყვიტა ეშმაკობით აევლო გვერდი ღვთიური აკრძალვისთვის. ისინი პარასკევს საღამოს ბადეებს, თხრილებსა და ხაფანგებს აგებდნენ. თევზი შაბათს ებმებოდა მახეში, კვირას კი მათ ამოჰქონდათ ნადავლი. ფორმალურად ისინი ამბობდნენ, რომ შაბათს ხელით არ თევზაობდნენ, თუმცა რეალურად შეგნებულად არღვევდნენ ღვთიური კანონის არსს.]
66. ჩვენ ვქმენით ეს თვალსაჩინოებად თანამედროვეთათვის (ვინც იმ დროში ცხოვრობდა) და მომავალი თაობებისთვის, და შეგონებად ღვთისმოშიშთათვის.
67. და (გაიხსენეთ) როდესაც მუსამ (მოსემ) უთხრა თავის ხალხს: „ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ძროხა (ფური) შესწიროთ!“ მათ უპასუხეს: „განა მასხრად გვიგდებ?“ მაშინ მუსამ მიუგო: „ღმერთს ვთხოვ მფარველობას, რომ არ აღმოვჩნდე უმეცართა (ჯაჰილთა) შორის!“
-----
['თაფსირის' (გადმოცემების) თანახმად, ისრაელის ძეთა შორის მოხდა იდუმალი მკვლელობა. მოკლეს მდიდარი კაცი და მკვლელის ვინაობა უცნობი იყო. თემში დაიწყო დიდი დავა და შუღლი, რადგან სხვადასხვა გვარები ერთმანეთს აბრალებდნენ დანაშაულს. საბოლოოდ, ისინი მივიდნენ მუსასთან (მოსესთან) და სთხოვეს, ღმერთისთვის ეკითხა, თუ ვინ იყო მკვლელი. ღვთის პასუხი იყო მოულოდნელი და, ერთი შეხედვით, მკვლელობასთან სრულიად დაუკავშირებელი – მათ უბრალოდ უნდა დაეკლათ ძროხა. ხალხმა, რომელსაც ლოგიკური კავშირის დანახვა გაუჭირდა, მუსას დასცინა და ჩათვალა, რომ ის ხუმრობდა. ეს იყო მათი მხრიდან წინასწარმეტყველისადმი უპატივცემულობისა და სუსტი რწმენის გამოვლინება, რადგან მათ ვერ გაიაზრეს, რომ ღმერთის მოქმედება ყოველთვის არ ექცევა ადამიანური ლოგიკის ჩარჩოებში. მუსას პასუხი ძალიან მკაცრია. სიტყვა „ჯაჰილი“ (უმეცარი) ისლამში არ ნიშნავს მხოლოდ გაუნათლებელს; ეს არის ადამიანი, რომელიც უგულებელყოფს ღვთის საზღვრებს. მუსა ეუბნება მათ: „როგორ შეიძლება ღვთის სახელით ვიხუმრო? რელიგიითა და საღვთო ბრძანებებით მანიპულირება ან ხუმრობა მხოლოდ სულიერად უმეცარი ადამიანის თვისებაა“.]
68. უთხრეს: „შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, განგვიმარტოს როგორი უნდა იყოს ის (ძროხა)“. მუსამ მიუგო: „ჭეშმარიტად, იგი (ალლაჰი) ბრძანებს: ის ძროხაა, არც ბებერი, და არც მოზვერი, ამათ შორის საშუალო. გააკეთეთ ის, რაც გებრძანათ!“
69. უთხრეს: „შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, აგვიხსნას რა ფერისაა ის.“ მუსამ მიუგო: „ჭეშმარიტად, იგი (ალლაჰი) ბრძანებს: იგია ძროხა ყვითელი, ხასხასა ფერის, თვალს უხარებს მნახველთ.“
70. უთხრეს: „შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ აგვიღწეროს როგორია ის. დიახაც, რომ ჩვენთვის ის ძროხა მგვანია სხვა დანარჩენის, და თუ ალლაჰი ინებებს, ჩვენ ვეზიარებით ჭეშმარიტებას.“
71. თქვა მუსამ: „ჭეშმარიტად, იგი (ალლაჰი) ბრძანებს: ის არის ძროხა უღელდაუდგმელი, არც მიწას ხნავს და არც ნათესსა რწყავს, უვნებლად შენახული, ზედ ერთი ნიშანიც კი არ აქვს.“ უთხრეს: „ახლა კი მოხვედი სიმართლითურთ.“ შემდეგ დაკლეს იგი, თუმცაღა (ამის) გაკეთება არ სურდათ.
-----
[უიშვიათესი ძროხის ძიება
რაც უფრო მეტ კითხვას სვამდნენ, მით უფრო ვიწროვდებოდა წრე:
• ჯერ ასაკი შეიზღუდა (არც ბებერი, არც ახალგაზრდა).
• მერე ფერი განისაზღვრა (ხასხასა ყვითელი, რაც ძროხებში საკმაოდ იშვიათია).
• ბოლოს დაემატა პირობა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ნამუშევარი, ნახნავი ან ლაქიანი.
გადმოცემების თანახმად, ასეთი ძროხა მთელ ისრაელში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. ის ეკუთვნოდა ერთ ობოლ ბიჭს (ან ქვრივ ქალს), რომელმაც ძროხის სანაცვლოდ მისი წონის ოქრო მოითხოვა. ებრაელებს მოუწიათ უზარმაზარი საფასურის გადახდა იმის გამო, რომ თავიდანვე მარტივად არ დაემორჩილნენ ბრძანებას;
ფრაზა „შესთხოვე შენს ღმერთს“ – ყურადღება მისაქცევია იმ ფაქტზე, თუ როგორ მიმართავენ ისინი მუსას: „შესთხოვე შენს ღმერთს“. ისინი არ ამბობენ „ჩვენს ღმერთს“. ეს მიუთითებს მათ შინაგან გაუცხოებასა და სულიერ დისტანციაზე.]
72. აკი, მოკალით თქვენ ერთი კაცი და მერე მას ერთმანეთს აბრალებდით. ალლაჰმა კი ცხადჰყო ის, რასაც თქვენ მალავდით.
73. ამიტომაც ვთქვით ჩვენ: „დაჰკარით მას ძროხის რაიმე ნაწილი!“ ასე გააცოცხლებს ალლაჰი მკვდრებს და გაჩვენებთ თქვენ აიათებს თავისას, ეგების მოუხმოთ გონებას!
74. (ამ საოცრების) მერე გული გაგისასტიკდათ – ქვასავით გაგიხდათ ან უფრო სასტიკი. თუმცა არის იმგვარი ქვებიც, რომლიდანაც ნაკადული ამოდის; არის იმგვარიც, რომ იპობიან და იქიდან წყალი გადმოდის – მათ შორის არის ისეთი, რომ ალლაჰის შიშით პირქვე ემხობა. ხოლო ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ.
75. ნუთუ გგონიათ, რომ ისინი დაგიჯერებენ თქვენ. უწინ იყო მათში ერთი ჯგუფი, რომელსაც ესმოდა ალლაჰის სიტყვა, – ჯერ გაითავისებდნენ და მერე შეგნებულად ამახინჯებდნენ.
76. და როცა ხვდებოდნენ იმათ, რომელთაც ირწმუნეს, ეუბნებოდნენ: „ჩვენ ვირწმუნეთ.“ ხოლო თავისიანებთან როცა განმარტოვდებოდნენ მაშინ ამბობდნენ: „ნუთუ მოუყვებით მათ, რაც ალლაჰმა გამცნოთ, რომ მერე თქვენი ნათქვამი მტკიცებულებად გამოიყენონ თქვენი უფლის წინაშე, განა არ უნდა მოუხმოთ გონებას?“
77. ნუთუ არ იციან მათ, რომ ალლაჰმა უწყის ის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ ისინი?
78. არიან მათში ისეთებიც, ვინც არც წერა იცის, არც კითხვა, რომელთაც ღვთიური წიგნის (თორასი) არა გაეგებათ რა, გარდა გაგონილისა და მხოლოდ ვარაუდობენ ისინი.
79. ვაი მათ, რომელნიც წიგნს, მცირე ფასად რომ გაყიდონ, თავისი ხელით წერენ, მერე კი ამბობენ: „ეს ალლაჰისგანააო!“ და ვაი იმათ იმისათვის, რაც წერეს მათმა ხელებმა! და ვაი (იმ სასჯელს), რასაც მათი ხელები მოიხვეჭენ ამისათვის!
80. და მათ თქვეს: „ჩვენ არ შეგვეხება ცეცხლი, თუ არა რამდენსამე დღეს.“ უთხარი: „თქვენ რა, აღთქმა აიღეთ ალლაჰისგან? თუკი ასეა, ალლაჰი არასდროს შეცვლის თავის აღთქმას. თუ იმას ამბობთ ალლაჰზე, რაც თქვენ არ იცით?“
81. სულაც არა! ვისაც ავი საქმე მოუხვეჭავთ და თავიანთი ცოდვა გარშემოურტყამთ, აი ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი, და იქ დარჩებიან სამუდამოდ.
82. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, აი ისინი არიან სამოთხის ბინადარნი, და იქ დარჩებიან სამუდამოდ.
83. აკი, აღთქმა ავიღეთ ისრაილის ძეთაგან: რომ არავისთვის ეცათ თაყვანი, ალლაჰის გარდა; და მშობლებს კეთილად მოპყრობოდნენ, ასევე ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს. და რომ ადამიანებისთვის ტკბილი სიტყვა ეთქვათ, აღევლინათ ლოცვა და გაეღოთ ზექათი. მაგრამ მერე აღთქმა დაარღვიეთ თქვენ, გარდა მცირედისა. და თქვენ პირი იბრუნეთ.
84. როცა ავიღეთ ჩვენ აღთქმა თქვენგან, რომ არ დაღვრიდით ერთმანეთის სისხლს და არ გამოაძევებდით ერთმანეთს საკუთარი სახლებიდან. მერე თქვენ დაადასტურეთ და მოწმენიც იყავით ამის,
85. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხართ ისინი, ვინც ერთმანეთს ხოცავდა. ნაწილს თქვენიანებისას საკუთარი სახლებიდან აძევებდით და მათ წინააღმდეგ ცოდვით და მტრობით ერთმანეთს მხარს უბამდით. და თუ ტყვეებად ჩაგივარდებოდნენ (განდევნილნი), გამოსასყიდს იღებდით მათგან, განდევნა მათი ისედაც გეკრძალებოდათ. ნუთუ წიგნის ერთ ნაწილს ირწმუნებთ, მეორე ნაწილს კი უარყოფთ? თქვენგან ვინც იქმს ამას, საზღაური ამისა არ იქნება სხვა, თუ არა დამცირება ამ ცხოვრებაში და აღდგომის დღეს მიეგებათ მწარე სასჯელი. ალლაჰი უგულისყურო არ არის, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!
86. აი ისინი, რომელთაც ამქვეყნიური ყოფა იმქვეყნიურის ფასად იყიდეს და არ შეუმსუბუქდებათ მათ სასჯელი, და არც იქნება შეწევნა მათი.
87. და ნამდვილად, ჩვენ ვუბოძეთ მუსას (მოსეს) წიგნი და მის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, მოვავლინეთ შუამავლები. და ვუბოძეთ ღ'ისას (იესოს), მარიამის ძეს, ცხადი მოწმობანი (სასწაულები) და განვამტკიცეთ იგი წმინდა სულით [მთავარანგელოზი გაბრიელით]. ნუთუ ყოველთვის, როცა თქვენთან მოდიოდა შუამავალი იმით, რაც არ სურდათ თქვენს სულებს, ქედმაღლობდით? ერთ ნაწილს ცრუდ რაცხავდით, ხოლო მეორე ნაწილს კლავდით!
-----
[ყურანი მიუთითებს, რომ მოსეს შემდეგ ღმერთმა არ მიატოვა ებრაელი ერი და მუდმივად უგზავნიდა მათ შუამავლებს (მაგალითად: დავითს, სოლომონს, ზაქარიას და სხვებს), რათა ისინი თორას (თავრათის) ჭეშმარიტ გზაზე შეენარჩუნებინა;
წმინდა სული (რუჰ ალ-კუდუს) – კლასიკურ ისლამურ ეგზეგეტიკაში (მაგ. იბნ ქასირის, ატ-ტაბარის განმარტებებით), „წმინდა სული“ არ არის სამების ნაწილი ან ღვთაებრივი პერსონა (როგორც ქრისტიანობაში), არამედ ეს არის მთავარანგელოზი ჯიბრილი (გაბრიელი). ალლაჰის ნებით სწორედ გაბრიელი ახლდა იესოს და აძლიერებდა მას მისი რთული მისიის განმავლობაში.]
88. და თქვეს: „გულები ჩვენი ბეჭედდასმულიაო!“ არა! ალლაჰმა შეაჩვენა ისინი მათი ურწმუნოების გამო და ამიტომაც ძალიან ცოტა სწამთ.
89. და როდესაც მოვიდა მათთან წიგნი (ყურანი) ალლაჰისგან, დასტურად იმისა, რაც მათთან იყო (თორაში), – და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ისინი გამარჯვებას შესთხოვდნენ (ღმერთს) ურწმუნოთა წინააღმდეგ – როდესაც მიუვიდათ ის, რაც იცნეს [მუჰამმედ შუამავლის თვისებები აღწერილი მათ წიგნში], უარყვეს იგი! დაე, ალლაჰის წყევლა ექმნეთ ურწმუნოთ!
-----
[ისლამის გამოჩენამდე მედინაში (მაშინდელ იასრიბში) ცხოვრობდნენ როგორც არაბული წარმართული ტომები (აუსი და ხაზრაჯი), ისე ებრაული ტომები (ბანუ კურაიზა, ბანუ ნადირი და ბანუ კაინუკა). წარმართებსა და ებრაელებს შორის ხშირად იყო კონფლიქტი. როდესაც ებრაელები მარცხდებოდნენ ან დაჩაგრულნი იყვნენ, ისინი არაბებს ეუბნებოდნენ: „მოახლოებულია დრო, როცა გამოჩნდება ახალი წინასწარმეტყველი, რომელიც ჩვენს წიგნებშია (თორაში) აღწერილი. ჩვენ მას გავყვებით და მისი წინამძღოლობით გაგანადგურებთ თქვენ“. ისინი ლოცულობდნენ („იასთაფთიჰუნ“) და ღმერთს შესთხოვდნენ ამ ახალი შუამავლის მალე მოვლენას, რათა მისი მეშვეობით წარმართებზე გაემარჯვათ;
აიათი ხაზს უსვამს ტრაგიკულ პარადოქსს: როდესაც მუჰამმედმა დაიწყო ქადაგება, მას ზუსტად ის ნიშნები ჰქონდა, რასაც იუდეველი სწავლულები ელოდნენ ძველი ტექსტებიდან. ყურანიც არ უარყოფდა მოსეს, პირიქით - ადასტურებდა წინა გამოცხადებების ჭეშმარიტებას. თაფსირის თანახმად, მათ ისევე კარგად იცნეს მისი წინასწარმეტყველური მისია, როგორც საკუთარ შვილებს ცნობდნენ;
უარყოფის რეალური მიზეზი: თუკი იცნეს და ელოდნენ, რატომ უარყვეს? – თეოლოგების (მაგ. იბნ ქასირის) განმარტებით, მთავარი მიზეზი იყო ეთნოცენტრიზმი და შური. ებრაელი სწავლულები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უკანასკნელი შუამავალიც ისააკის (ისჰაკის) და იაკობის (ისრაელის) შთამომავლებიდან გამოვიდოდა. მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ღმერთმა ეს მისია არაბს - ისმაელის (აბრაამის მეორე შვილის) შთამომავალს - დააკისრა, მათმა ეროვნულმა სიამაყემ დაძლია რელიგიური ჭეშმარიტების მიღების სურვილი;
მოგეხსენებათ, რომ აბრაამს შეეძინა ისააკი და ისმაელი, ისმაელს - კედარი (ერთ-ერთი პირმშო), ხოლო კედარის შთამომავალნი არიან არაბები; იხილეთ (სურა 4:54).]
90. რაოდენ ცუდია ის, რაზეც გაყიდეს საკუთარი სული იმის საფასურად, რათა არ ერწმუნათ იგი, რაც ალლაჰმა ზემოავლინა, იმის შურით, რომ ალლაჰი მოჰმადლის თავის სიკეთეს (გარდმოუვლენს წერილს) ხოლმე იმას, ვისაც თავად აირჩევს თავის მსახურთაგან! ამგვარად, ისინი რისხვას რისხვაზე იტეხენ და ურწმუნოებს – სასჯელი დამამცირებელი!
-----
[ეს უშუალოდ აგრძელებს წინა აიათის აზრს და უკვე ღიად ასახელებს იმ ფსიქოლოგიურ და სულიერ მიზეზს, რის გამოც მედინელმა სწავლულებმა უარყვეს ის ჭეშმარიტება, რომელსაც თავადვე ელოდნენ:
1. სულის გაყიდვა (ცუდი ვაჭრობა) – ყურანი ხშირად იყენებს ვაჭრობის მეტაფორას რწმენასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, მათ თავიანთი სულები (ანუ მარადიული ცხოვრება და ღვთის კეთილგანწყობა) „გაყიდეს“ წარმავალ ეროვნულ სიამაყეზე. ეს შეფასებულია, როგორც ყველაზე წამგებიანი და „საძაგელი“ გარიგება;
2. შური (ბაღიან - بَغْيًا) – სიტყვა „ბაღიან“ არაბულად ნიშნავს უსამართლობას, რომელიც გამოწვეულია შურით, მტრობითა და საზღვრების გადაკვეთით.
• ისლამური ეგზეგეტიკის (მაგ. ატ-ტაბარის) თანახმად, მათი პრობლემა ის კი არ იყო, რომ მუჰამმედის (ს.ა.ვ) გზავნილს არ ეთანხმებოდნენ, არამედ ის, რომ ღმერთმა „თავისი წყალობა“ (ანუ წინასწარმეტყველობა - „ფადლ“) სხვა ერს - არაბებს არგუნა.
• მათ სურდათ, რომ ღვთის ნება მათ ეროვნულ სურვილებზე ყოფილიყო დამოკიდებული, რაც თეოლოგიურად ღვთის ყოვლისშემძლეობის შეზღუდვის მცდელობაა;
3. „რისხვა რისხვაზე“ (ღადაბუნ 'ალა ღადაბ - غَضَبٍ عَلَىٰ غَضَبٍ) – რატომ ორმაგი რისხვა? თაფსირის სწავლულები ამას რამდენიმენაირად ხსნიან:
• პირველი რისხვა დაიმსახურეს წარსულში, როდესაც დაამახინჯეს თორა, მოკლეს თავიანთი შუამავლები (მაგ. ზაქარია, იაჰია) და უარყვეს ისა (იესო).
• მეორე რისხვა დაიმსახურეს ახლა, როდესაც იცნეს უკანასკნელი შუამავალი (მუჰამმედი) და მაინც, შეგნებულად უარყვეს იგი შურის გამო;
4. დამამცირებელი სასჯელი (მუჰინ - مُّهِينٌ) – ყურანში სასჯელის (ჯოჯოხეთის) აღსაწერად სხვადასხვა ეპითეტი გამოიყენება (მტკივნეული, დიადი და ა.შ.). აქ გამოყენებულია სიტყვა „დამამცირებელი“. რატომ? რადგან მათი ცოდვის ფესვი იყო ქედმაღლობა და სიამაყე. შესაბამისად, საღვთო სამართლიანობა ითვალისწინებს ისეთ სასჯელს, რომელიც მათ ამაყ ეგოს დაამცირებს.]
91. და როცა ეტყვიან მათ: „ირწმუნეთ ის, რაც ალლაჰმა ზემოავლინა“, პასუხობენ: „ჩვენ გვწამს ის, რაც ზემოგვევლინა.“ და უარყოფენ, რაც ამას იქითაა, თუმცა ის ჭეშმარიტებაა, დასტურია იმის, რაც მათ აქვთ. უთხარი შენ: „თუკი ხართ მორწმუნენი, მაშინ, რატომ კლავდით მანამდე ალლაჰის შუამავლებს?“
92. სწორედ, რომ თქვენთან მოვიდა მუსა, ცხადი მტკიცებულებებით, მაგრამ თქვენ ხბო დაიდგინეთ კერპად მის შემდეგ [მოსეს არყოფნის დროს, სინას მთაზე წასვლის შემდეგ]. ამიტომ თქვენ ხართ ცოდვილნი.
93. (ჰეი, ისრაილის შვილნო!) აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა (წიგნის კანონების მორჩილებისა) და მთა (ტური) აღვმართეთ თქვენ ზემოთ. გეჭიროთ მყარად და შეისმინეთ! მათ თქვეს: შევისმინეთ და უარვყავით. რადგან თავიანთი ურწმუნოების გამო ხბოს სიყვარულით ჰქონდათ გულები გაჟღენთილი. უთხარი შენ: „თუკი ხართ მორწმუნენი, რაოდენ ცუდია რომ არ აღიარებთ, რასაც თქვენი რწმენა გკარნახობთ!“
94. უთხარი შენ: „თუ მომავალი სასუფეველი ალლაჰთან მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, სხვა დანარჩენი ხალხის გარეშე, და თუკი მართალნი ხართ, სიკვდილი ინატრეთ!“
95. და ვერ ინატრებენ ამას (სიკვდილს) ისინი იმის გამო, რაც უქმნიათ მათ ხელებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის ცოდვილთ!
96. დიახაც, შენ იხილავ, რომ ისინი ყველაზე მეტად არიან დახარბებულნი სიცოცხლეზე, სხვა ადამიანებთან შედარებით; წარმართებზე მეტადაც კი. თითოეულ მათგანს სურს იცოცხლოს ათას წელს; და თუნდაც იცოცხლოს, მაინც არ იქნება ის ტანჯვისაგან მისი მხსნელი. და ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან!
97. უთხარი შენ: ვინც მტრობს ჯებრაილს (გაბრიელს), მან ზემოუვლინა ის შენს გულს ალლაჰის ნებით. დამმოწმებელი იმისა, რაც იყო მანამდე, გზად ჭეშმარიტად და ხარებად მორწმუნეთათვის.
98. ვინც მტერია ხოლმე ალლაჰის, მისი ანგელოზების, შუამავლების, ჯებრაილისა და მიქაილის, ჭეშმარიტად, ალლაჰიც მტერია ურწმუნოთა!
-----
[ჯებრაილი — გაბრიელი, ოთხ მთავარანგელოზთაგან ერთ-ერთი, რომლის ვალდებულებაა ღმერთსა და მოციქულებს შორის ურთიერთობის დამყარება.
მიქაილი — ბუნებრივი მოვლენების მმართველი. ისრააფილი — სულის ჩამბერველი (საყვირში). აზრაილი — სიკვდილის ანგელოზი.]
99. და აი, ზეგარდმოგივლინეთ შენ ცხადი აიათები და არავინ იქნება ურწმუნო მათ მიმართ, უწმინდურთა გარდა.
98. ვინც მტერია ხოლმე ალლაჰის, მისი ანგელოზების, შუამავლების, ჯებრაილისა და მიქაილის, ჭეშმარიტად, ალლაჰიც მტერია ურწმუნოთა!
-----
[ჯებრაილი — გაბრიელი, ოთხ მთავარანგელოზთაგან ერთ-ერთი, რომლის ვალდებულებაა ღმერთსა და მოციქულებს შორის ურთიერთობის დამყარება.
მიქაილი — ბუნებრივი მოვლენების მმართველი. ისრააფილი — სულის ჩამბერველი (საყვირში). აზრაილი — სიკვდილის ანგელოზი.]
99. და აი, ზეგარდმოგივლინეთ შენ ცხადი აიათები და არავინ იქნება ურწმუნო მათ მიმართ, უწმინდურთა გარდა.
100. და როცა ყოველთვის აღთქმას დებდნენ, განა არ დაარღვია ის მათგან ერთმა ნაწილმა? დიახ, უმეტესი ნაწილი მათგან ურწმუნოა!
101. და როცა მოევლინა მათ ალლაჰისგან შუამავალი, დასტურად იმისა (თორასი), რაც მათთან იყო, ზოგიერთმა, რომელთაც ღვთიური წიგნი ჰქონდათ ნაბოძები, ზურგს უკან მოისროლა ალლაჰის წიგნი (თორა და ყურანი), ვითომდა არ უწყოდნენ მის შესახებ [ვითომც არ იცოდნენ თორაში მითითებული მუჰამმედ შუამავლის მოსვლა].
102. და გაჰყვნენ ისინი იმას, რასაც ეშმაკები ჩააგონებდნენ სულეიმანის (სოლომონის) სამეფოს წინააღმდეგ. სულეიმანი ურწმუნო არ ყოფილა, მაგრამ ეშმაკები იყვნენ ურჯულონი. ასწავლიდნენ ხალხს ჯადოსნობას და იმას, რაც ზემოევლინა ორივე ანგელოზს ბაბილონში, ჰარუთსა და მარუთს. მაგრამ ეს ორი ისე არ ასწავლიდა ხალხს, თუ არ ეტყოდნენ: ჩვენ ვართ ცდუნება (გამოცდა თქვენთვის), (ჯადოსნობის შესწავლით) არ იქმნათ ურწმუნონი! და სწავლობდნენ (ადამიანები) მათგან როგორ გაეყარათ ერთმანეთისგან ცოლ-ქმარი, მაგრამ ამით (ჯადოსნობით) ზიანს ვერავის მიაყენებდნენ, თუ არა ალლაჰის ნება. და სწავლობდნენ იმას, რაც ავნებდა და არ გამოადგებოდა მათ; იცოდნენ ისიც, რომ ვინც ამას ასწავლის, წილი არ ექნება სასუფეველში. და რა ცუდია ის, რაზეც თავიანთი სული გაყიდეს, ნეტავ სცოდნოდათ!...
103. და რომ ერწმუნათ და ღვთისმოშიშნი ყოფილიყვნენ, ალლაჰისგან ჯილდო უკეთესი ექნებოდათ, ნეტავ სცოდნოდათ!
104. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, არ თქვათ: „დაგვმწყემსე ჩვენ!“ არამედ თქვით: „მოგვხედე ჩვენ!“და შეისმინეთ, რომ ურწმუნოთათვისაა (გამზადებული) მწარე სასჯელი!
105. არ ისურვებდნენ, ისინი ვინც ურწმუნო იყო წიგნის მფლობელთაგან და არც წარმართნი (კერპთაყვანისმცემლები), რომ ზეგარდმოვიდეს თქვენზე ღმერთის სიკეთე. მაგრამ ალლაჰი ანიჭებს თავის წყალობას იმას, ინებებს ვისაც. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!
106. ჩვენ სანამ არ მოვიტანთ მასზე უკეთეს ან მსგავსს მისსას, არც ერთ აიათს არც ვაუქმებთ და არცა ვავიწყებთ, განა არ იცით, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეა?!
-----
[ამ აიათის გამოცხადების მიზეზი პირდაპირ კავშირშია იმ კრიტიკასთან, რომელსაც მედინელი ებრაელები და წარმართები მუჰამმედის (ს.ა.ვ) მიმართ გამოთქვამდნენ.
• კრიტიკა და ისტორიული კონტექსტი – მოწინააღმდეგეები ამბობდნენ: „შეხედეთ მუჰამმედს, დღეს თავის მიმდევრებს ერთ რამეს უბრძანებს, ხვალ კი აუქმებს მას და საწინააღმდეგოს ეუბნება“ (მაგალითად, ლოცვის მიმართულების - ყიბლას - შეცვლა იერუსალიმიდან მექისკენ). ისინი ამტკიცებდნენ, რომ თუკი ყურანი ღვთისგან იყო, მასში ცვლილებები არ უნდა მომხდარიყო.
• რა არის „ნასხი“ (النَّسْخ) – ყურანი ამ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ კანონების (შარიათის ნორმების) ეტაპობრივი ცვლილება არა წინააღმდეგობა ან შეცდომა, არამედ უმაღლესი საღვთო სიბრძნე და აღმზრდელობითი პროცესია.
ისლამური სწავლულები (მაგ. იბნ ქასირი) ამას ხშირად ექიმის მაგალითს ადარებენ: ექიმი პაციენტს ჯერ ერთ წამალს უნიშნავს, მაგრამ როცა პაციენტის მდგომარეობა იცვლება, ძველ წამალს აუქმებს და ახალს, უფრო ეფექტურს უწერს.
ახლად ჩამოყალიბებული მუსლიმური თემი (უმმა) ვითარდებოდა და მათ კანონების ეტაპობრივი დანერგვა სჭირდებოდათ (მაგალითად, ალკოჰოლი ისლამში ეტაპობრივად, სამი სხვადასხვა აიათის მეშვეობით აიკრძალა, რათა ხალხისთვის ეს მძიმე ტვირთი არ ყოფილიყო).
• „მასზე უკეთესი ან მსგავსი“ – ღმერთი განმარტავს, რომ ნებისმიერი გაუქმებული წესის სანაცვლოდ მოდის ახალი, რომელიც:
უკეთესია: ანუ მოაქვს მეტი სარგებელი საზოგადოებისთვის იმ კონკრეტულ მომენტში, ან უფრო მარტივი შესასრულებელია.
მსგავსია: სირთულით იგივეა, მაგრამ ემსახურება ადამიანის მორჩილების გამოცდას.]
107. განა არ იცით, რომ ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის მეუფება და არა გყავთ თქვენ არც მეოხი და არცა შემწე, ალლაჰის გარდა?
-----
[აბსოლუტური მეუფება (მულქ - مُلْك) – რატომ უკავშირდება ძალაუფლების (მეუფების) ხსენება კანონის გაუქმებას? თაფსირის სწავლულები განმარტავენ, რომ ღმერთი არის სამყაროს ერთადერთი მფლობელი. შესაბამისად, როგორც მფლობელს, მას აქვს აბსოლუტური უფლება, თავის სამფლობელოში დაადგინოს, შეცვალოს ან გააუქმოს ნებისმიერი წესი ისე, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ. ადამიანს (ქმნილებას) არ აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს შემოქმედის გადაწყვეტილებები, რადგან მისი გონება ვერ სწვდება საღვთო სიბრძნის მთლიან სურათს.]
108. ნუთუ ის გინდათ თქვენ, რომ დაკითხოთ თქვენი შუამავალი ისე, როგორც მუსა იქნა დაკითხული წინათ? და ვინც რწმენა ურწმუნოებაზე გაცვალოს, ყველაზე სწორ სავალზე დაუკარგავს გზა-კვალი მას.
109. იმ შურის გამო, სულში რომ ჩაუბუდდათ მას მერე, რაც ჭეშმარიტება განეცხადა, ბევრნი მოისურვებენ წიგნის მფლობელთაგან, ისევ გაქციონ ურწმუნოებად თქვენი რწმენის შემდგომ. ხოლო მიუტევეთ თქვენ და გაეცალეთ, ვიდრე ალლაჰი არ მოავლენს მათთვის ბრძანებას. ალლაჰი, ჭეშმარიტად, ყოვლისშემძლეა!
110. აღავლინეთ ლოცვა (ნამაზი) და გაეცით ზექათი (სავალდებულო მოწყალება) და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ!
-----
[ეს აიათი აერთიანებს ისლამის ორ უმთავრეს პრაქტიკულ ბურჯს და იძლევა უდიდეს სულიერ მოტივაციას.
• სულიერი და სოციალური ბალანსი (სალათი/ნამაზი და ზაქათი) – ყურანში ლოცვა (სალათი/ნამაზი) და ქონების გაცემა (ზაქათი) თითქმის ყოველთვის ერთად მოიხსენიება. 'თაფსირის' სწავლულები ამას ასე ხსნიან:
ლოცვა (ნამაზი): ასუფთავებს ადამიანის შინაგან სამყაროს და ამყარებს ვერტიკალურ კავშირს შემოქმედთან. ის კურნავს ადამიანს ამპარტავნებისგან.
ზაქათი: ასუფთავებს ადამიანის ქონებას და ამყარებს ჰორიზონტალურ კავშირს საზოგადოებასთან. ის კურნავს ადამიანს სიძუნწისა და ეგოიზმისგან.
ამ ორი ვალდებულების შესრულების გარეშე, საზოგადოება სულიერად და მატერიალურად ინგრევა;
• „წინასწარ გამზადებული სიკეთე“ (სულიერი ინვესტიცია) – ფრაზა „რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის“ ძალიან ღრმა მეტაფორაა. ისლამური ხედვით, ამქვეყნიური ცხოვრება არის მოსამზადებელი ეტაპი. ყველაფერი, რასაც ადამიანი აქ აკეთებს - იქნება ეს გაცემული ფული, ნათქვამი კეთილი სიტყვა თუ გადატანილი გასაჭირი - არსად იკარგება. ადამიანი ამ სიკეთეს თავის სიკვდილამდე „აგზავნის“ წინ, რათა მარადიულ ცხოვრებაში დახვდეს. ეს არის ერთგვარი დანაზოგი, რომელსაც ღმერთი უნახავს და უმრავლებს მას;
• ალლაჰი ყოვლისმხედველია (ალ-ბასირ - الْبَصِيرُ) – აიათი სრულდება ღვთის ერთ-ერთი მშვენიერი სახელის - „ალ-ბასირის“ (ყოვლისმხედველი) ხსენებით. ეს მორწმუნისთვის ორი რამის მანიშნებელია:
ნუგეში: არცერთი შენი ფარული სიკეთე, რომელსაც ხალხი ვერ ხედავს (მაგალითად, ღამის ლოცვა ან ფარული მოწყალება), არ დარჩება შეუმჩნეველი ღვთისგან.
გაფრთხილება: არცერთი შენი ცუდი განზრახვა ან თვალთმაქცობა არ დაიმალება მისგან.
ეს არის ღვთიური სამართლიანობის გარანტია – თითოეული ქმედება დაფიქსირებულია განკითხვის დღისთვის.]
111. და თქვეს: „ვერავინ და ვერასოდეს შევა სამოთხეში იუდეველთა და ქრისტიანთა გარდა.“ ეს მათი ოცნებებია. უთხარი: „მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება, თუ თქვენ მართალნი ხართ!“
112. სულაც არა! ვინც დაუმორჩილა თავისი სახე ალლაჰს და კეთილისმყოფელია, მაშინ მისთვისაა ჯილდო ღვთის წინაშე, და არცა შიში ჰქონდეთ და არცა მწუხარება.
113. და ამბობენ იუდეველნი: „არაფერზე დგანან ქრისტიანნი!“ [არ ადგანან ჭეშმარიტ რელიგიასო]; ქრისტიანები კი ამბობენ: „არაფერზე დგანან იუდეველნი!“ არადა წიგნს კითხულობენ. იგივეს იმეორებენ ისინი, რომელნიც (ჭეშმარიტებას) არ უწყიან. ალლაჰი განსჯის მათ შორის აღდგომის დღეს, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ.
114. და ვინაა იმაზე დესპოტი, ვინც აუკრძალა ალლაჰის სალოცავებში მისი სახელი იხსენებოდეს და მოიწადინა მათი (სალოცავების) განადგურება? სწორედ ასეთებს მართებთ იქ შიშით შესვლა. მათთვისაა დამცირება სააქაოს და მძიმე სასჯელი საიქიოს!
115. ალლაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიცა და დასავლეთიც და საითაც არ უნდა შეტრიალდეთ, ისაა მორჩილებისა და მსახურების მხარე ალლაჰისადმი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა.
116. და თქვეს: ალლაჰმა ძე აირჩიაო. დიდება მას! ჭეშმარიტად, მას ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა! ყოველივე მორჩილებს მას!
117. იგია ცათა და ქვეყნის გამჩენი და თუ რამ განიზრახა, საკმარისია უთხრას მას: „იქმენ!“ და უმალ იქმნება!
118. ამბობენ ისინი, რომელნიც არ უწყიან (ჭეშმარიტებას): „ნეტავ დაგვლაპარაკებოდა ალლაჰი ან რაიმე სასწაული მოგვსლოდაო.“ ასე ამბობდნენ, მსგავსად მათი სიტყვებისა, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. და რამდენად დაემგვანა მათი გულები ერთმანეთს?! ჩვენ უკვე ცხადვყავით სასწაულნი ხალხისთვის, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვოდა.
-----
["გარკვეული სასწაულები, რომლებსაც ითხოვდნენ (ყურეიშელები), პრინციპში მიცემულ იქნა, მაგრამ არა ზუსტად ისე, როგორც მათ თქვეს, და არა მათ მიერ, არამედ ღმერთის მიერ დათქმულ დროს. იყო ასევე მრავალი მცირე ნიშანი, რომლის მოწმენიც მხოლოდ მორწმუნენი გახდნენ. მაგრამ ასეთი სასწაულები არასოდეს იყო ცენტრში, რადგანაც თვით გამოცხადებული წიგნი (ყურანი) იყო ცენტრალური სასწაული ღვთიური განგებისა, რომელიც იმხანად ხდებოდა, ზუსტად ისევე, როგორც იესო იყო ცენტრალური სასწაული განგებისა... ამიტომაც, როდესაც ისინი ითხოვენ სასწაულებს, ყურანის მთავარი პასუხია, მათ მიეთითოთ ისეთ სასწაულებზე, რომლებიც მანამდე ყოველთვის თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ მათ სასწაულებრიობას ვერ აღიქვამდნენ, ვერ ხედავდნენ." (ამონარიდი წიგნიდან "ცხოვრება მუჰამმედისა" 2016წ. გვ. 109-110).]
-----
["გარკვეული სასწაულები, რომლებსაც ითხოვდნენ (ყურეიშელები), პრინციპში მიცემულ იქნა, მაგრამ არა ზუსტად ისე, როგორც მათ თქვეს, და არა მათ მიერ, არამედ ღმერთის მიერ დათქმულ დროს. იყო ასევე მრავალი მცირე ნიშანი, რომლის მოწმენიც მხოლოდ მორწმუნენი გახდნენ. მაგრამ ასეთი სასწაულები არასოდეს იყო ცენტრში, რადგანაც თვით გამოცხადებული წიგნი (ყურანი) იყო ცენტრალური სასწაული ღვთიური განგებისა, რომელიც იმხანად ხდებოდა, ზუსტად ისევე, როგორც იესო იყო ცენტრალური სასწაული განგებისა... ამიტომაც, როდესაც ისინი ითხოვენ სასწაულებს, ყურანის მთავარი პასუხია, მათ მიეთითოთ ისეთ სასწაულებზე, რომლებიც მანამდე ყოველთვის თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ მათ სასწაულებრიობას ვერ აღიქვამდნენ, ვერ ხედავდნენ." (ამონარიდი წიგნიდან "ცხოვრება მუჰამმედისა" 2016წ. გვ. 109-110).]
119. ჩვენ წარგგზავნეთ შენ ჭეშმარიტებითურთ მახარობლად და შემგონებლად. და შენ არ მოგეკითხება ჯოჯოხეთის ბინადართაგან (მათი ცოდვების გამო).
120. და არ იქნებიან შენგან (ო, შუამავალო) კმაყოფილნი არც იუდეველნი და არც ქრისტიანნი, სანამ იმათ რწმენას არ გაჰყვები. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): „ჭეშმარიტად, ალლაჰის გზა (ისლამი) ესაა გზა ჭეშმარიტი.“ ხოლო თუ იმათ ვნებებს აჰყვები იმის შემდგომ, რაც ცოდნა (ყურანი) მოგევლინა, მაშინ ვერც მფარველს და ვერც შემწეს ვერ ნახავ ალლაჰისგან.
121. ისინი, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, კითხულობენ მას (ყურანს) შესაფერისი კითხვით. აი ისინი, ვისაც სწამთ მისი, ხოლო ვინც უარყოფს მას, წაგებულნი არიან.
122. ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ წყალობა ჩემი, რომელიც გავიღე თქვენდა და ის, რომ (ერთ დროს) გყავით რჩეულნი სამყაროსა ზედა.
123. და გეშინოდეთ იმ დღის, როცა ვერც ერთი სული, ვერც ერთ სულს (სხვის მაგივრად) ვერაფერს გადაუხდის [არავის არ შეეძლება არავისზე დახმარება, და არც არავინ დაისჯება სხვის გამო]. და არ მიიღება არავისგან გამოსასყიდი, და ვერც გამოადგება შუამდგომლობა (სხვისი). და არც იქნება შეწევნა მათი.
124. აკი, სიტყვებით გამოსცადა იბრაჰიმი (აბრაამი) მისმა ღმერთმა და მანაც აღასრულა ისინი. მაშინ (ალლაჰმა) ბრძანა: „მე დაგადგენ შენ ხალხის წინამძღვრად!“ ჰკითხა იბრაჰიმმა: „და ჩემს შთამომავლობასაც?“ მიუგო (ალლაჰმა): „ჩემი აღთქმა არ ვრცელდება ცოდვილებზე!“
125. და აკი, დავადგინეთ ჩვენ ეს სახლი (ქააბა) ხალხის შესაკრებად [მადლის შესაძენად] და უსაფრთხოდ მათთვის: „აიღეთ იბრაჰიმის სადგომი (ქააბა) სამლოცველოდ!“ და ჩვენ აღთქმა დავუდეთ იბრაჰიმსა და ისმაილს: „განწმინდეთ ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარშემომვლელია, ღვთისმოსავია, რუქუღისა და სეჯდეს შემსრულებელია.“
-----
[რუქუღი — წელში მოხრა (90 გრადუსზე).
სეჯდე — პირქვედამხობა, თაყვანისცემა; ძირს უნდა ეხებოდეს მუხლები, შუბლი, ცხვირი, ორივე ხელი და ფეხის ტერფები; ასევე, ლოცვის დროს აუცილებლად მკერდით უნდა იყოს მიმართული „ყიბლასკენ“ – ქააბასკენ; „ყიბლა“ ნიშნავს ლოცვის მხარეს; ისლამური თეოლოგიის მიხედვით, სეჯდე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის შუბლი (სიამაყისა და ინტელექტის სიმბოლო) მიწას ეხება. შუამავალ მუჰამმედის (ს.ა.ვ) ჰადისის თანახმად, „მსახური ყველაზე ახლოს თავის უფალთან სწორედ მიწაზე დამხობისას (სეჯდისას) არის“.
-----
[რუქუღი — წელში მოხრა (90 გრადუსზე).
სეჯდე — პირქვედამხობა, თაყვანისცემა; ძირს უნდა ეხებოდეს მუხლები, შუბლი, ცხვირი, ორივე ხელი და ფეხის ტერფები; ასევე, ლოცვის დროს აუცილებლად მკერდით უნდა იყოს მიმართული „ყიბლასკენ“ – ქააბასკენ; „ყიბლა“ ნიშნავს ლოცვის მხარეს; ისლამური თეოლოგიის მიხედვით, სეჯდე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის შუბლი (სიამაყისა და ინტელექტის სიმბოლო) მიწას ეხება. შუამავალ მუჰამმედის (ს.ა.ვ) ჰადისის თანახმად, „მსახური ყველაზე ახლოს თავის უფალთან სწორედ მიწაზე დამხობისას (სეჯდისას) არის“.
მექა და მისი შემოგარენი (ალ-ჰარამი) ისტორიულად და რელიგიურად უსაფრთხო ზონად გამოცხადდა. ისლამამდელ პერიოდშიც კი (ჯაჰილიაში), არაბული ტომები, რომლებიც ერთმანეთს სისხლს უღვრიდნენ, მექის ტერიტორიაზე შესვლისას იარაღს დებდნენ და იქ მკვლელობა აკრძალული იყო.]
126. და აკი, თქვა იბრაჰიმმა: „ღმერთო ჩემო! აქციე ეს ქალაქი უსაფრთხო სავანედ და მოჰმადლე მის მცხოვრებთ ნაყოფნი (სარჩო) – იმათ მათგან, ვინც იწამა ალლაჰი და დღე უკანასკნელი!“ მან (ალლაჰმა) ბრძანა: „ხოლო ვინც უარყოფს (არ იწამებს), მე მასაც ცოტა ხნით ვასარგებლებ (ამქვეყნიური კეთილდღეობით), შემდეგ კი ცეცხლის სასჯელისკენ გავრეკავ. და რაოდენ საძაგელი მისაქცეველია იგი!“
-----
[ეს არის იბრაჰიმის (აბრაამის) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ლოცვა-ვედრება (დუა), რომელიც მან მექის დაარსებისას წარმოთქვა და რომელშიც ძალიან კარგად ჩანს როგორც წინასწარმეტყველის ლოგიკა, ისე ღვთიური სამართლიანობის პრინციპი.
• ყურადღება მისაქცევია იბრაჰიმის ლოცვის თანმიმდევრობაზე: ის ჯერ ითხოვს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, და მხოლოდ ამის შემდეგ ითხოვს ეკონომიკურ კეთილდღეობას (ნაყოფებს). თაფსირის სწავლულები აღნიშნავენ, რომ თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და ფიზიკური უსაფრთხოება, იქ ვერანაირი ეკონომიკა და სარჩო ვერ მოიტანს ბედნიერებას. უსაფრთხოება საზოგადოების განვითარების ფუნდამენტია. (აღსანიშნავია, რომ მექა უდაბნოში მდებარეობდა, სადაც არანაირი ხილი არ ხარობდა, თუმცა იბრაჰიმის ლოცვის შედეგად, დღემდე მექა სავსეა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩატანილი პროდუქტით);
• რატომ ითხოვა იბრაჰიმმა სარჩო მხოლოდ მორწმუნეებისთვის? – წინა (124-ე) აიათში, როდესაც ღმერთმა იბრაჰიმს უთხრა, რომ მას ხალხის წინამძღოლად დაადგენდა, იბრაჰიმმა სთხოვა: „ჩემს შთამომავლობასაც?“, რაზეც ღმერთმა უპასუხა: „ჩემი აღთქმა არ ვრცელდება ცოდვილებზე“. იბრაჰიმმა აქედან გაკვეთილი ისწავლა და იფიქრა, რომ ღვთიური სიკეთე (მათ შორის, მიწიერი სარჩოც) მხოლოდ მორწმუნეებს ეკუთვნოდათ. ამიტომ, ამჯერად მან თავისი ლოცვა მხოლოდ მორწმუნეებით შემოფარგლა;
• ღვთიური პასუხი – ღმერთი ასწორებს იბრაჰიმის ამ ლოგიკას და ადგენს უმნიშვნელოვანეს თეოლოგიურ წესს: მიწიერი სარჩო (რიზყი) და ღვთის კმაყოფილება სხვადასხვა რამეა.
ღმერთი ეუბნება: ამქვეყნად მე ყველას გამოვკვებავ - მორწმუნესაც და ურწმუნოსაც. მზე, წვიმა და მოსავალი ყველასთვის ერთნაირია (ეს არის ღვთის აბსოლუტური მოწყალება - რუბუბია).
თუმცა, მიწიერი სიმდიდრე არ ნიშნავს ღვთის სიყვარულს. ურწმუნოთათვის ეს კეთილდღეობა მხოლოდ დროებითი, „ცოტა ხნით სარგებლობაა“, რის შემდეგაც მათ მარადიული და სამართლიანი პასუხისგება ელით.]
127. და როცა იბრაჰიმი ამაღლებდა სახლის საძირკველს ისმაილთან ერთად, (ევედრებოდნენ): „ღმერთო ჩვენო! მიიღე ჩვენგან, რამეთუ შენა ხარ ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!
128. ღმერთო ჩვენო! გვქმენი ჩვენ შენდა მორჩილებად და ჩვენი შთამომავლებიდან შენდამი მორჩილი თემი. გვასწავლე ჩვენი საღვთო წესები და მოგვიტევე, რამეთუ შენა ხარ მიმტევებელი, მწყალობელი!
129. ღმერთო ჩვენო! და მოავლინე მათში შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც წაუკითხავს მათ შენს აიათებს, ასწავლის მათ წიგნს და სიბრძნეს, განწმენდს მათ, რამეთუ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!“
130. და ვინ შეაქცევს (სახეს) იბრაჰიმის რჯულს, თუ არა სულწაწყმედილისა?! ვფიცავ, ჩვენ ავირჩიეთ იგი ამქვეყნად და საიქიოშიც მართალთა შორის იქნება იგი!
131. როცა უთხრა მას (იბრაჰიმს) ღმერთმა მისმა: „იქმენ მუსლიმი (მორჩილი)!“ მიუგო მან: „ვიქმენ მუსლიმი (მორჩილი) სამყაროთა ღმერთისა!“
132. და უანდერძა იბრაჰიმმა ის თავის შვილებს და იაღყუბმაც (იაკობი): „ჰეი, შვილნო ჩემო! ალლაჰმა აგირჩიათ თქვენ სარწმუნოება და ისე არ მოკვდეთ, არ აღესრულოთ მუსლიმად თქვენ!“
133. ნუთუ მომსწრენი იყავით იმისა, თუ როგორ ეახლა სიკვდილი იაღყუბს? მაშინ ჰკითხა მან თავის ძეთ: „ვის სცემთ თაყვანს ჩემ შემდგომ?“ მიუგეს: „შენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და ღმერთსა შენი წინაპრებისას: იბრაჰიმისას, ისმაილისას და ისჰაყისას, ერთადერთ ღვთაებას, და ჩვენ ვართ მუსლიმი (მორჩილნი) მისი.“
134. ესაა ხალხი აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს, და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ, და არ მოგეკითხებათ ის, რაც მათ უკეთებიათ.
135. და თქვეს: „იყავით იუდეველნი ან ქრისტიანნი, რომ ეწიოთ ჭეშმარიტებას.“ უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): „არა! იბრაჰიმის, ჰანიფის (ერთმორწმუნეობის, მონოთეიზმის) რწმენისა!“ და ის (იბრაჰიმი) არ ყოფილა წარმართთაგანი.
-----
[ჰანიფი (მართლმორწმუნე) — განიმარტება, როგორც ადამიანი, რომელიც ზურგს აქცევს სიცრუეს და მიისწრაფვის პირდაპირ ღვთისკენ. აბრაამი აქ წარმოჩენილია, როგორც „პირველადი მუსლიმი“ - არა იმ გაგებით, რომ ის მუჰამმედის (ს.ა.ვ) შარიათს მისდევდა, არამედ იმით, რომ მისი რწმენა იყო სუფთა მონოთეიზმი (თავჰიდი), ყოველგვარი შემდგომი დანამატებისა და კერპთაყვანისცემის გარეშე.]
136. თქვი, რომ: „ვიწამეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც მოგვევლინა ჩვენ, და რაც მოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შთამომავლებს; და რაც ებოძა მუსას, ღისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის, და ჩვენ მორჩილნი (მუსლიმი) ვართ მისი (ალლაჰისა).
-----
[ისმაილი — ისმაელი (აბრაამის ძე).
ისჰაყი — ისააკი (აბრაამის ძე). იაღყუბი — იაკობი, რომელსაც ღმერთმა უწოდა "ისრაელი" (ისააკის ძე);
[ისმაილი — ისმაელი (აბრაამის ძე).
ისჰაყი — ისააკი (აბრაამის ძე). იაღყუბი — იაკობი, რომელსაც ღმერთმა უწოდა "ისრაელი" (ისააკის ძე);
• „არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის“ – ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წინასწარმეტყველს ერთი და იგივე სტატუსი ან სასწაული ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ მათი გზავნილის წყარო ერთია. მუსლიმი არ ამბობს: „მე მჯერა მოსესი, მაგრამ არ მჯერა იესოსი“. ერთის უარყოფა ნიშნავს ყველას უარყოფას, რადგან ყველა მათგანი ერთი და იმავე ღმერთისგან იყო მოვლენილი.
• შთამომავლები (ალ-ასბატ) – აქ იგულისხმებიან იაკობის 12 შვილის შთამომავლები, რომელთა შორისაც მრავალი წინასწარმეტყველი აღმოცენდა. ამით ყურანი პატივს მიაგებს ისრაელის ძეთა სულიერ მემკვიდრეობას;
აღსანიშნავია, რომ მუსლიმი ლოცვისას ორიენტირებულია გამჩენელი ერთადერთი ცოცხალი ღმერთის წინაშე, რომლის ხელშიცაა მისი სული. (იხილეთ, სურა 2:21);
მუსლიმი არის ის, ვინც ნებაყოფლობით მიანდობს თავის ნებასა და ცხოვრებას ერთადერთ ღმერთს. ამიტომ, 'თაფსირის' მიხედვით, აბრაამი, მოსე და იესოც „მუსლიმები“ იყვნენ თავიანთი არსით, რადგან ისინიც ღვთის ნებას ასრულებდნენ. ყურანი ამით ამბობს, რომ ისლამი კი არ ეწინააღმდეგება წინა რელიგიებს, არამედ მათ „თავდაპირველ სისუფთავესთან“ (თავჰიდთან) აბრუნებს კაცობრიობას.]
137. და თუ ისინი ირწმუნებენ მსგავსად იმისა, როგორც თქვენ ირწმუნეთ, ჭეშმარიტ გზაზე დამდგარან, ხოლო თუ ზურგს შეაქცევენ, მაშინ ისინი მხოლოდ განხეთქილებაში იქნებიან. ალლაჰი შენ დაგიცავს მათგან, რამეთუ იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
-----
[ამ აიათში გამოიყენება სიტყვა „შიყაყ“ (شقاق), რაც ნიშნავს განხეთქილებას, დაპირისპირებას ან სიჯიუტეს. 'თაფსირის' მიხედვით, თუ ადამიანი უარყოფს იმ ყოვლისმომცველ ერთიანობას (რომელიც 136-ე აიათში არის აღწერილი), ის ამას აკეთებს არა ცოდნის ნაკლებობის, არამედ სიჯიუტის გამო. ასეთი ადამიანები საკუთარ თავს ჭეშმარიტების მიღმა აყენებენ და ირჩევენ დაპირისპირების გზას.
„დაგიცავს მათგან“ – ეს იყო დამამშვიდებელი გზავნილი შუამავლისთვის, ვინაიდან ის მტრულად განწყობილ გარემოში იმყოფებოდა.]
138. (და შენ უთხარი) ალლაჰის საღებავი (რწმენა)! და ვის აქვს ალლაჰზე უკეთესი საღებავი (რელიგია)? და ჩვენ მხოლოდ მას ვსცემთ თაყვანს.
-----
[„ალლაჰის საღებავი“ (სიბღათულ-ლაჰ) — ყველაზე ბუნებრივი, ლამაზი და წარუშლელი რწმენა.
• პასუხი ქრისტიანულ ნათლობას: იმ პერიოდში ქრისტიანულ თემებში არსებობდა ტრადიცია (ნათლობის მსგავსი), სადაც ბავშვს ან ახალმოქცეულს სპეციალურ წყალში განბანდნენ, რათა მას „ქრისტიანული ფერი“ მიეღო. ყურანი ამბობს: ნამდვილი განწმენდა და „ფერიცვალება“ არა წყლით, არამედ რწმენით ხდება. ალლაჰის საღებავი - ეს არის ისლამი და ის სულიერი ბუნება (ფიტრა), რომლითაც ღმერთმა ადამიანი შექმნა;
• შინაგანი ტრანსფორმაცია: როგორც საღებავი ცვლის ნაჭრის ფერს ძირეულად, ისე რწმენა უნდა „შეიწოვოს“ ადამიანის სულმა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ხასიათი, ქცევა და ფასეულობები ღვთიური პრინციპებით იჟღინთება;
• ბუნებრივი მდგომარეობა: მთასა და ბუნებაში არსებული ფერები ღვთის მიერ არის ბოძებული და ისინი არ ხუნდება. ასევეა ჭეშმარიტი მონოთეიზმიც (თავჰიდი) - ის არის ადამიანის სულის ბუნებრივი ფერი, რომელიც არ იცვლება დროთა განმავლობაში;
ეს მონაკვეთი მუსლიმს ასწავლის, რომ მისი რელიგია არ არის რაღაც „ახალი მოვლენა“, არამედ კაცობრიობის დასაბამიდან არსებული იმ ერთიანი სულიერი ფერის დაბრუნებაა, რომელიც ადამიანებს შორის არსებულ ხელოვნურ ბარიერებს შლის.]
139. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ)! განა შეგვეკამათებით ღმერთის გამო, როცა ის ჩვენი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც? ჩვენი ნამოქმედარი ჩვენთვისაა და თქვენი ნამოქმედარი თქვენთვის, და ჩვენ ვართ მისდამი გულწრფელნი.
140. ან ამბობთ იმას, უთუოდ, იბრაჰიმი, ისმაილი, ისჰაყი და იაღყუბის შტოები იყვნენ იუდეველნი ან ქრისტიანიო? უთხარი შენ (ო მუჰამმედ): „თქვენ უკეთ იცით თუ ალლაჰმა?“ და ვინაა იმაზე უფრო ცოდვილი, ვინც დამალა მოწმეობა, რომელიც მასთანაა ალლაჰისაგან? და ალლაჰი უგულისყურო არ არის, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!
141. ესაა ხალხი აწგარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს, და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ, და არ მოგეკითხებათ ის, რაც მათ უკეთებიათ.
142. ხალხთა შორის ცნობამიხდილნი იტყვიან: „რამ აბრუნებინათ პირი თავიანთი ყიბლისგან, რომლისკენაც წინათ იდგნენ?“ უთხარი შენ (ო, მუჰამმედ): „ალლაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასვლეთიც, ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ინებებს ვისაც!“
-----
[ყიბლა (არაბ. قبلة) — მიმართულება ლოცვის (ნამაზის) დროს. თავდაპირველად, შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ვ) და მუსლიმები ლოცვისას პირს იბრუნებდნენ იერუსალიმისკენ (ალ-კუდსი). მექაში ჰიჯრამდე და მედინაში გადასახლებიდან დაახლოებით 16-17 თვის განმავლობაში ეს წესი ნარჩუნდებოდა;
-----
[ყიბლა (არაბ. قبلة) — მიმართულება ლოცვის (ნამაზის) დროს. თავდაპირველად, შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ვ) და მუსლიმები ლოცვისას პირს იბრუნებდნენ იერუსალიმისკენ (ალ-კუდსი). მექაში ჰიჯრამდე და მედინაში გადასახლებიდან დაახლოებით 16-17 თვის განმავლობაში ეს წესი ნარჩუნდებოდა;
ამ აიათში ალლაჰი წინასწარ აფრთხილებს მუსლიმებს, რომ ყიბლას შეცვლა გამოიწვევს კრიტიკას „უგუნური ადამიანებისგან“ (იგულისხმებოდნენ მედინელი თვალთმაქცები და ზოგიერთი სხვა ჯგუფები).
• არგუმენტი: ისინი იკითხავდნენ, რატომ მიატოვეს მუსლიმებმა ძველი მიმართულება (იერუსალიმი).
• პასუხი: „ალლაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასვლეთიც“. ეს ნიშნავს, რომ არცერთ წერტილს არ აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი სიწმინდე – სიწმინდე იქაა, სადაც ღმერთი მიუთითებს.]
143. და ამგვარად დაგადგინეთ თქვენ შუა (სამაგალითო) თემად, რათა მოწმენი იყოთ ადამიანთა მიმართ და შუამავალი მოწმე იყოს თქვენს მიმართ. და დავადგინეთ ყიბლე, რომლისკენაც იდექი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოგვეცნო (გამოგვემჟღავნებინა) ვინ მიჰყვება შუამავალს და ვინ გაბრუნდებოდა უკან ქუსლებზე შემდგარი. სწორედაც მძიმე იყო ეს, მაგრამ არა იმათთვის, რომელნიც სწორ გზას დააყენა ალლაჰმა. ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენსავე რწმენას. ჭეშმარიტად, ალლაჰი ლმობიერი და მწყალობელია ხალხის მიმართ.
----
[ეს აიათი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შინაარსისაა:
• „უმმა ვასატი“: მუსლიმები მოხსენიებულნი არიან როგორც „შუათანა თემი“ (ბალანსირებული, სამართლიანი), რომელიც უნდა იყოს მოწმე კაცობრიობისთვის.
• გამოცდა: ალლაჰი პირდაპირ ამბობს, რომ ყიბლას შეცვლის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ ვინ გაჰყვებოდა მოციქულს უპირობოდ და ვინ „შებრუნდებოდა ქუსლებზე“ (უარყოფდა რწმენას).]
144. (ო, მუჰამმედ) ჩვენ დაგინახეთ, უკვე რამდენჯერ აღაპყარი სახე ზეცისკენ (და იყავი ვაჰისას მოლოდინში). მოგაბრუნებთ შენ იმ ყიბლისაკენ, რომელიც გწადია. მაშ, მიაბრუნე სახე შენი მესჯიდი ჰარამისკენ და სადაც არ უნდა იყოთ (ლოცვის დროს), მიაბრუნეთ სახე თქვენი მის მხარეს. და იმათ, რომელთაც ებოძათ წიგნი, დიახაც უწყიან, რომ იგი ჭეშმარიტება მათი ღმერთისგანაა. და ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!
-----
[ვაჰისა — ეს არის შთაგონება ღმერთისგან, რომელიც შუამავლებს მოევლინებოდა; აქ ჩანს მუჰამმედის (ს.ა.ვ) ადამიანური მხარე. ის ხშირად უყურებდა ცას და ელოდა გამოცხადებას, რადგან გულით სურდა, ყიბლა ყოფილიყო ქააბა – იბრაჰიმის (აბრაამის) მემკვიდრეობა.
მესჯიდი ჰარამი (Masjid al-Haram) — სადაც მდებარეობს ქააბა, პირველი სალოცავი სახლი, რომელიც აბრაამმა ააგო თავის ვაჟთან, ისმაელთან ერთად.]
-----
[ვაჰისა — ეს არის შთაგონება ღმერთისგან, რომელიც შუამავლებს მოევლინებოდა; აქ ჩანს მუჰამმედის (ს.ა.ვ) ადამიანური მხარე. ის ხშირად უყურებდა ცას და ელოდა გამოცხადებას, რადგან გულით სურდა, ყიბლა ყოფილიყო ქააბა – იბრაჰიმის (აბრაამის) მემკვიდრეობა.
მესჯიდი ჰარამი (Masjid al-Haram) — სადაც მდებარეობს ქააბა, პირველი სალოცავი სახლი, რომელიც აბრაამმა ააგო თავის ვაჟთან, ისმაელთან ერთად.]
145. იმათ, რომელთაც წიგნი ებოძათ [იუდეველებს და ქრისტიანებს], ყველა სასწაული რომ აჩვენო, მაინც არ გაჰყვებიან შენ ყიბლეს და არც შენ გაჰყვები მათ ყიბლეს. არც ერთმანეთის ყიბლეს არ მიჰყვებიან ისინი. და თუ შენ აჰყევი მათ სურვილებს მას მერე, რაც მიიღე ცოდნა, მაშინ შენც უეჭველად იმ უსამართლოთაგანი იქნები.
146. რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, ისე იცნობენ მას [მუჰამმედის მოვლენის თვისებებს], როგორც საკუთარ შვილებს, და მათგან კი ერთი ნაწილი მალავს ჭეშმარიტებას, არადა ისინი უწყიან!
147. ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა და ნუ იქნები შენ მათ შორის, ვისაც ეჭვი ეპარება.
148. ყველა თქვენგანს ერთი მხარე (ყიბლე) აქვს, რომლისკენაც სახეს მიაპყრობს. მაშ, შეეჯიბრეთ ერთმანეთს სიკეთის ქმნაში. სადაც არ უნდა იყოთ, ალლაჰი შეგკრებთ ყველას ერთად. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
149. საიდანაც გამოხვიდე, სახე მიაბრუნე მესჯიდი ჰარამისკენ, ეს ჭეშმარიტებაა შენი უფლისგან. ხოლო ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!
150. და საიდანაც გამოხვიდე, სახე მიაბრუნე მესჯიდი ჰარამისკენ, და სადაც არ უნდა იყოთ, მიაპყარით სახეები იმ მხარეს, რომ არ ჰქონდეს ხალხს მტკიცებულება თქვენ წინააღმდეგ, გარდა მათი, რომელთაც ჰქმნეს უსამართლობა. ნუ გეშინიათ მათი და გეშინოდეთ ჩემი, რათა სრულვჰყო წყალობა ჩემი თქვენდამი, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ.
-----
[ყიბლა, როგორც ერთიანობის სიმბოლო:
• ყიბლას დადგენით მუსლიმურ თემს (უმმას) მიეცა საკუთარი იდენტობა. ეს არის უნივერსალური ერთიანობის ნიშანი.
• მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი მუსლიმი ერთი და იმავე წერტილისკენ იხედება.
• ეს სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ მიუხედავად ენობრივი თუ ეთნიკური სხვაობისა, მორწმუნეებს ერთი მიზანი და ერთი ღმერთი ჰყავთ;
ყიბლა ყურანში არ არის უბრალოდ „კომპასის წერტილი“. ეს არის:
• ალლაჰის ნებისადმი მორჩილების აქტი.
• წინასწარმეტყველ იბრაჰიმის მემკვიდრეობის გაგრძელება (ქააბა).
• მუსლიმური ერთობისა და იდენტობის საფუძველი;
„სრულვჰყო წყალობა ჩემი“ – ალლაჰი ამბობს, რომ ამით მან დაასრულა თავისი წყალობა (ნი'მა) მორწმუნეებზე, რათა ისინი სწორ გზაზე დარჩენილიყვნენ;
ეს აიათები გვასწავლის, რომ ისლამში რიტუალი (როგორიცაა ლოცვის მიმართულება) არ არის მხოლოდ ფორმალობა. ეს არის დისციპლინა, ერთობა და ღვთისადმი სრული ნდობა. ყიბლას შეცვლით მუსლიმურმა თემმა მიიღო საკუთარი სულიერი ცენტრი, რომელიც მას აკავშირებს მონოთეიზმის საწყისებთან (იბრაჰიმთან).]
151. ნამდვილად, ჩვენ მოგივლინეთ თქვენ შუამავალი თქვენივე წიაღიდან; ის თქვენ გიკითხავთ ჩვენს აიათებს, განგწმენდთ და გასწავლით წიგნსა და სიბრძნეს, და გასწავლით იმას, რაც ადრე არ იცოდით.
152. მაშ, გამიხსენეთ მე, რათა გაგიხსენოთ თქვენ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!
153. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ეძიეთ შველა მოთმინებასა და ლოცვაში, ჭეშმარიტად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა.
154. ვინც დაეცემა ალლაჰის გზაზე, არ თქვათ: „მკვდრები არიან!“ არამედ, ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ თქვენ ამას ვერ აღიქვამთ (ვერ შეიგრძნობთ).
155. და ჩვენ გცდით თქვენ ცოტა შიშითა და შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით. და შენ ახარე მომთმენთ,
156. რომელთაც ეწიათ რაიმე უბედურება, და თქვეს: „ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მისდა მივიქცევითო.“
157. აი ისინი, ვისზეც ლოცვაა მათი ღმერთისა და წყალობა, და ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან.
158. საფა და მარვა ალლაჰის დადგენილი ნიშანთაგანია; და ვინც ჰაჯობა აღასრულოს ამ სახლში, ან უმრა შეასრულოს, ცოდვად არ ჩაეთვლება თუ გარს შემოუვლის ორივეს; და ვინც თავისი სურვილით სიკეთეს იქმს, ალლაჰი, ჭეშმარიტად, მადლიერია, ყოვლისშემძლეა!
-----
[საფა, მარვა — მექაში არსებული გორები.
ჰაჯობა — ისლამის ხუთ პირობათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულება სავალდებულოა შეძლებული მუსლიმისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც. და იგი სრულდება მექაში; ჰაჯი სრულდება მთვარის (ჰიჯრის) კალენდრის უკანასკნელ, ზუ'ლ-ჰიჯას თვეს, იწყება ამ თვის 7 რიცხვში და სრულდება 12-ში. ჰაჯი, ძირითადად, გულისხმობს ქააბას გარშემო რიტუალურ, შვიდგზის მსვლელობას, ლოცვას, მემორიალური ადგილების მონახულებას, როგორიცაა საფასა და მარვას ბორცვები, სადაც, გადმოცემით, ისმაილის დედა ჰაჯარი (აგარი) დარბოდა შვილისთვის წყლის ძიებაში (მანძილს ამ ბორცვებს შორის პილიგრიმები სწრაფად გადიან), დგომას არაფატის მთასთან და ლოცვას, სირბილით მისვლას მუზდალიფის დაბლობში, შვიდი კენჭის სროლას მინის დაბლოზე ქვების სამი გროვისათვის, რომლებიც იბლისს განასახიერებენ, მსხვერპლის შეწირვას (პილიგრიმები თვითონ კლავენ წინასწარ ნაყიდსა და დანიშნულ ცხვარს, თხას ან აქლემს – ხორცს ღარიბებს ურიგებენ, ნაწილი ადგილზე რჩება). იწყება მსხვეპლშეწირვის დღესასწაული, ერთ-ერთი უდიდესი ისლამში, რომელიც მომდევნო სამი დღე გრძელდება. შემდეგ პილიგრიმები ბრუნდებიან მექაში, ისევ შვიდგზის შემოუვლიან ქააბას...
უმრა — პილიგრიმობა მექა-მედინაში; სრულდება წლის ნებისმიერ დროს, მსხვერპლის შეწირვის დღესასწაულის გარდა. უმრა, ჰაჯისგან განსხვავებით, სავალდებულო არ არის და პირადი ღვთისმოსაობის გამოხატულებად მიიჩნევა. უმრას დროს ნაკლები რიტუალები სრულდება, ვიდრე ჰაჯის დროს.]
-----
[საფა, მარვა — მექაში არსებული გორები.
ჰაჯობა — ისლამის ხუთ პირობათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულება სავალდებულოა შეძლებული მუსლიმისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც. და იგი სრულდება მექაში; ჰაჯი სრულდება მთვარის (ჰიჯრის) კალენდრის უკანასკნელ, ზუ'ლ-ჰიჯას თვეს, იწყება ამ თვის 7 რიცხვში და სრულდება 12-ში. ჰაჯი, ძირითადად, გულისხმობს ქააბას გარშემო რიტუალურ, შვიდგზის მსვლელობას, ლოცვას, მემორიალური ადგილების მონახულებას, როგორიცაა საფასა და მარვას ბორცვები, სადაც, გადმოცემით, ისმაილის დედა ჰაჯარი (აგარი) დარბოდა შვილისთვის წყლის ძიებაში (მანძილს ამ ბორცვებს შორის პილიგრიმები სწრაფად გადიან), დგომას არაფატის მთასთან და ლოცვას, სირბილით მისვლას მუზდალიფის დაბლობში, შვიდი კენჭის სროლას მინის დაბლოზე ქვების სამი გროვისათვის, რომლებიც იბლისს განასახიერებენ, მსხვერპლის შეწირვას (პილიგრიმები თვითონ კლავენ წინასწარ ნაყიდსა და დანიშნულ ცხვარს, თხას ან აქლემს – ხორცს ღარიბებს ურიგებენ, ნაწილი ადგილზე რჩება). იწყება მსხვეპლშეწირვის დღესასწაული, ერთ-ერთი უდიდესი ისლამში, რომელიც მომდევნო სამი დღე გრძელდება. შემდეგ პილიგრიმები ბრუნდებიან მექაში, ისევ შვიდგზის შემოუვლიან ქააბას...
უმრა — პილიგრიმობა მექა-მედინაში; სრულდება წლის ნებისმიერ დროს, მსხვერპლის შეწირვის დღესასწაულის გარდა. უმრა, ჰაჯისგან განსხვავებით, სავალდებულო არ არის და პირადი ღვთისმოსაობის გამოხატულებად მიიჩნევა. უმრას დროს ნაკლები რიტუალები სრულდება, ვიდრე ჰაჯის დროს.]
159. ისინი, რომელნიც მალავენ ჩვენს მიერ ზემოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და მოძღვრებებს, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგი ხალხთათვის წიგნში ნათელვყავით, ნამდვილად მათ წყევლის ალლაჰი და მაწყევარნიც!
160. გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოსწორდნენ და ნათელი მოჰფინეს ჭეშმარიტებას; მაშ, აი მათ მონანიებას მივიღებ, ვინაიდან, მე ვარ მიმტევებელი, მწყალობელი!
161. ხოლო რომელთაც უარყვეს და ისე მოკვდნენ, რომ ურწმუნოებად დარჩნენ, მათზეა წყევლა ალლაჰისა, ანგელოზებისა და ყველა ადამიანისა!
162. (ისინი) სამუდამოდ იქ დარჩებიან, არ შეუმსუბუქდებათ სასჯელი მათ და არ იქნებიან შეწყალებულნი (ვინმესგან).
163. და თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია, არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, მოწყალისა, მწყალობელისა.
164. ცათა და დადამიწის გაჩენაში, დღე-ღამის ცვლაში, და გემებში, ზღვით რომ მიმოაქვთ რაც ადამიანებს სჭირდებათ; და წყალში, რომელიც ალლაჰმა ცით მოავლინა და გააცოცხლა მიწა მისით სიკვდილის მერე და ყველანაირი ცხოველი მიმოფანტა მასზე; ქარების მონაცვლეობაში და მორჩილ ღრუბლებში – ცასა და მიწას შორის – სასწაულებია იმ ხალხისთვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ.
165. ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ალლაჰის გარდა მის თანაზიარსა და თანასწორს აღიარებენ. მათ უყვართ ისინი, როგორც უნდა უყვარდეთ ალლაჰი. ხოლო რომელთაც იწამეს, უფრო ძლიერ შეყვარებულნი არიან ალლაჰისადმი. ნეტავ შეეძლოთ იმათ, ვინც ცოდვილია, დაინახონ სასჯელი და დარწმუნდნენ, რომ ალლაჰისაა ძალა ყოველი, და რომ ალლაჰი მკაცრი სასჯელის მომვლენია!
166. მაშ, რომელთაც მიყვებოდნენ, ისინი იხილავენ წამებას და განერიდებიან იმათ, რომელთაც მიყვებოდნენ. და მათ შორის კავშირი გაწყდება.
167. და თქვეს მათ, რომელნიც მიჰყვებოდნენ: „ნეტავ შეგვეძლოს უკან დაბრუნება, რომ განვუდგეთ მათ (კერპებს), ისევე როგორც ისინი განგვიდგნენ ჩვენ!“ ასე დაანახებს ალლაჰი მათ მათსავე დამღუპველ ნამოქმედარს, და ვერ დააღწევენ თავს ცეცხლსა ისინი.
168. ჰეი, ადამიანებო! ჭამეთ რაც არის ნებადართული და სუფთა ამ ქვეყანაზე და არ გაყვეთ ეშმაკის კვალთ, რადგან იგი აშკარა მტერია თქვენი.
169. იგი გიბრძანებთ მხოლოდ ავსა და საზიზღარს, და რომ თქვათ ალლაჰზე ის, რაც არ უწყით.
170. და როცა ეტყვიან მათ: „მისდიეთ იმას, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინათ!“ პასუხობენ: „არა, ჩვენ იმას მივდევთ, რაზეც ჩვენი მამები იდგნენ.“ და თუკი მათ მამებს არაფერი გაეგებოდათ და სწორი გზით არ მიდიოდნენ?!
171. ისინი, რომელთაც უარყვეს, ჰგვანან იმას, რომელიც უყვირის, ვისაც ყვირილისა და შეძახილის მეტი არაფერი ესმის: ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი არიან, ამიტომაც მათ განსჯის უნარი არ გააჩნიათ!
172. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭამეთ, რაც რამ კარგი საზრდო მოგმადლეთ და მადლობა შესწირეთ ალლაჰს, თუკი თქვენ მხოლოდ მას სცემთ თაყვანს.
173. მან ხომ მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალათ თქვენ და ის, რაც დაიკლა ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად. ხოლო ის, ვინც იძულებული იყოს, და არ დაარღვევს (სხვის) უფლებას, და ზღვარს არ გადავა [მიირთმევს მხოლოდ, რაც საარსებოდ ესაჭიროება], არ იქნება ცოდვად მათთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
174. ისინი, რომელნიც ალლაჰის გარდმოვლენილი წიგნიდან რამეს მალავენ, და მცირე რამ ფასეულობას იყიდიან ამით, აი ისინი, რომელნიც მხოლოდ ცეცხლით ამოივსებენ მუცლებს. და არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი აღდგომის დღეს, და არ განწმენდს მათ, და მათთვისაა მწარე სასჯელი.
175. აი ისინი, რომელთაც ჭეშმარიტების ფასად ცდომილება იყიდეს, სასჯელი – მოწყალების ფასად. და რა გამძლენი არიან ისინი ცეცხლისა!
176. ეს იმისთვის, რომ ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებითურთ და ისინი, რომელნიც ვერ თანხმდებიან წიგნის თაობაზე, ჭეშმარიტებისგან შორს, ღრმა განხეთქილებაში იმყოფებიან.
177. სიკეთე მარტოოდენ აღმოსავლეთის და დასავლეთის მხარეს სახის მოპყრობით არ შემოიფარგლება. არამედ სიკეთე ისაა, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ანგელოზები, წიგნი და შუამავლები; უყვარს ქონება, მაგრამ მაინც ურიგებს ახლობლებს, ობლებს, უპოვრებს, მოგზაურებს, მთხოვნელებსა და მონებს [გამოისყიდის მონებს]; ლოცვად დგება, ზექათს არიგებს, და ასრულებს პირობას, თუკი დებს მას; მოთმინებით იტანს უბედურებას, გასაჭირსა და განსაცდელს. სწორედ ისინი არიან ერთგულნი და (ალლაჰის სასჯელისგან) დაცულნიც სწორედ ისინი არიან.
178. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა სამაგიეროს გადახდა მოკლულთათვის [ყისასის გადახდა]. თავისუფალი თავისუფალის წილ, და მონა მონის წილ, და ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც ეპატიოს რამე თავის (მოკლულის) ძმისაგან (ახლობლებისგან), წესისამებრ უნდა მოიქცეს იგი და აუნაზღაუროს კეთილად [გადაიხადოს დიეტი]. ესაა შეღავათი თქვენი ღმერთისგან და წყალობა; და ვინც ზღვარს გადავიდეს [თუკი დაზარალებულის ოჯახი აპატიებს და დიეტის გადახდის მერე შურს მაინც იძიებს], ამის მერე მწარე სასჯელი მიეზღოს მას!
178. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა სამაგიეროს გადახდა მოკლულთათვის [ყისასის გადახდა]. თავისუფალი თავისუფალის წილ, და მონა მონის წილ, და ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც ეპატიოს რამე თავის (მოკლულის) ძმისაგან (ახლობლებისგან), წესისამებრ უნდა მოიქცეს იგი და აუნაზღაუროს კეთილად [გადაიხადოს დიეტი]. ესაა შეღავათი თქვენი ღმერთისგან და წყალობა; და ვინც ზღვარს გადავიდეს [თუკი დაზარალებულის ოჯახი აპატიებს და დიეტის გადახდის მერე შურს მაინც იძიებს], ამის მერე მწარე სასჯელი მიეზღოს მას!
-----
[ყისასის გადახდა — განზრახ მკვლელობის შემთხვევაში მკვლელიც იგივე სასჯელით უნდა დაისაჯოს.
დიეტი — მოკლულისა და დაჭრილის ნათესავებისთვის გადასახდელი სისხლის საფასური: 1. თუ შემთხვევით მოხდა მკვლელობა, მკვლელი უხდის მოკლულის ოჯახს; 2. თუ განზრახ მოხდა მკვლელობა და მოკლულის ნათესავებმა მიუტევეს, ამ შემთხვევაში მკვლელი იხდის დიეტს – სისხლის საფასურს.]
[ყისასის გადახდა — განზრახ მკვლელობის შემთხვევაში მკვლელიც იგივე სასჯელით უნდა დაისაჯოს.
დიეტი — მოკლულისა და დაჭრილის ნათესავებისთვის გადასახდელი სისხლის საფასური: 1. თუ შემთხვევით მოხდა მკვლელობა, მკვლელი უხდის მოკლულის ოჯახს; 2. თუ განზრახ მოხდა მკვლელობა და მოკლულის ნათესავებმა მიუტევეს, ამ შემთხვევაში მკვლელი იხდის დიეტს – სისხლის საფასურს.]
179. ჰეი, გონიერნო! სამაგიეროს გადახდაში სიცოცხლეა თქვენთვის. ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!
180. სავალდებულო გახდა თქვენდა: როცა სიკვდილი ეწევა რომელიმე თქვენგანს და თუ რაიმე სიკეთეს (ქონებას) ტოვებს, მაშინ მშობლებსა და ახლობლებზე ანდერძი, წესისამებრ, ერთგვარი ვალია ღვთისმოშიშებზე.
181. და ვინც შეცვლის ანდერძს მას მერე, რაც მოისმინა, მაშინ ცოდვა მისი მხოლოდ იმათზეა, ვინც სცვლის მას. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმომსმენია, ყოვლისმცოდნეა.
182. ხოლო ვინც შიშობდეს მოანდერძის უნებლიე შეცდომას ან განზრახ უსამართლობას, და ვითარება გამოასწოროს მათ შორის, ცოდვად არ ჩაეთვალოს მას. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია.
183. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან.
-----
[მარხვა წელიწადში ერთი თვეა, იგი იწყება მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეს, რამადანის მთვარეში; განთიადიდან დაღამებამდე – დღის მონაკვეთში ჭამა-სმა და მეუღლესთან თანაცხოვრება აღიკვეთება.]
-----
[მარხვა წელიწადში ერთი თვეა, იგი იწყება მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეს, რამადანის მთვარეში; განთიადიდან დაღამებამდე – დღის მონაკვეთში ჭამა-სმა და მეუღლესთან თანაცხოვრება აღიკვეთება.]
184. (მარხვა გევალებათ) განსაზღვრულ დღეებში. თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა ან გზაშია, იმარხულოს ამდენივე სხვა დღეებში. ხოლო იმათ, ვისაც შეუძლიათ (მაგრამ ვერ მარხულობენ უკურნებელი სენის ან სიბერის გამო) გამოისყიდონ უპოვრის გამოკვებით (დილის და საღამოს საკვებით). თუ ვინმე საკუთარი სურვილით იქმს სამადლოს (გამოსასყიდ თანხას დაკისრებულზე ზედმეტს ), ეს მისთვისვეა უკეთესი. და რომ იმარხულოთ, ეს თქვენთვისაა უკეთესი, თქვენ რომ იცოდეთ.
185. რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ!
186. და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, მე ახლოს ვიქნები, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის მომიხმობს. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!
187. ნებადართული იქმნა თქვენთვის მარხვის დროს ღამით ცოლებთან თანაცხოვრება, ისინი სამოსელია თქვენი და თქვენ ხართ სამოსელი მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ თავს იწვალებდით, ამიტომაც მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. ახლა შეგიძლიათ თანაეცხოვროთ მათ და ეძიოთ, რაც ალლაჰმა დაგიწესათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან. მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარი (იღთიქაფის დროს) არ ეთანაეცხოვროთ მათ (ცოლებს). ესაა საზღვრები ალლაჰისა და არ მიუახლოვდეთ მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, ეგების დაცული იქმნან ყოველივე ცუდისგან.
-----
[იღთიქაფი — რამადანის ბოლო ათი დღის მეჩეთში გატარება, განმარტოება ღვთისმსახურებისთვის.]
-----
[იღთიქაფი — რამადანის ბოლო ათი დღის მეჩეთში გატარება, განმარტოება ღვთისმსახურებისთვის.]
188. არაკანონიერად არ შეუჭამოთ ერთმანეთს ქონება და არ ჩაიდინოთ შეგნებულად ეს; ქრთამი არ მისცეთ მსაჯულთ, რათა ხალხს ქონების ერთი ნაწილი შეუჭამოთ უსამართლოდ.
189. გეკითხებიან შენ ახალმთვარეთა შესახებ, უპასუხე: „ის არის განსაზღვრული ვადები ხალხისთვის და ჰაჯისთვის.“ ღვთისმოსაობა არ არის ის, რომ სახლებში მათი უკანა მხრიდან შეხვიდეთ. ღვთისმოსაობაა, როცა ღვთისმოშიში ხარ. მაშ, შედით სახლებში მათი კარიდან და გეშინოდეთ ალლაჰის, ეგების გადარჩენილნი იქმნეთ!
190. და ებრძოლეთ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც თქვენ გებრძვიან, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.
191. მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდეთ მათ. და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ თვითონ თქვენ გამოგდევნეს. წნეხში ჩაგდება ხოცვა-ჟლეტაზე უარესია. და არ ეომოთ მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თვითონ არ გეომოთ იქ. ხოლო თუ თავს დაგესხმიან თქვენ, მაშინვე მოჰკალით. ასეთია ურწმუნოთა საზღაური.
192. და თუ მათ შეწყვიტეს (რასაც სჩადიოდნენ), ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია!
193. და ეომეთ, სანამ არ მოისპობა საცდური (გზასაცდენობა) და არ დამკვიდრდება (განმტკიცდება) სარწმუნოება ალლაჰისა. და თუ შეწყვეტენ (რასაც სჩადიოდნენ), მტრობაც დასრულდეს, თვინიერ დესპოტთა მიმართ.
194. აკრძალული თვე, აკრძალული თვის წინაშე და ნაკრძალები სამაგიეროა. ვინც გემტერებათ, თქვენც უმტრეთ, ისე უმტრეთ, როგორც ის გმტრობთ. და გეშინოდეთ ალლაჰისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებისკენაა.
195. გაიღეთ ალლაჰის გზაზე, და თავი არ ჩაიგდოთ საფრთხეში თქვენივე ხელით, და სიკეთე აკეთეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს კეთილისმყოფელები.
196. სრულად აღასრულეთ ჰაჯი და უმრა ალლაჰისთვის. თუ რამე გაბრკოლებთ, მაშინ შესაწირი პირუტყვი გაგზავნეთ, რაც გეადვილებათ. და არ გადაიპარსოთ თავი, სანამ შესაწირი თავის ადგილას არ ჩავა. თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა, ან რაიმე სენმა თავი გადააპარსვინა, გამოსასყიდია მარხვა, მოწყალების გაღება ან შესაწირი. მაგრამ როცა უსაფრთხოდ ხართ, მაშინ ვინც აღასრულებს უმრას ჰაჯთან ერთად, მან შეწიროს პირუტყვი, რაც ეადვილება; თუ ეს არ მოეპოვება, იმარხულოს სამი დღე ჰაჯობის დროს და შვიდი, როცა დაბრუნდება. ეს არის სრული ათი. ეს იმათთვის, ვისი ოჯახიც მესჯიდი ჰარამთან სიახლოვეს არ სახლობს. და გეშინოდეთ ალლაჰის, იცოდეთ, რომ ალლაჰის სასჯელი მკაცრია.
197. ჰაჯობა ცნობილ თვეებშია და ვინც ამ დროს აღასრულებს ჰაჯს, არ ეთანაცხოვროს (ქალს), არ იბილწოს, არ იჩხუბოს ჰაჯის დროს; და რასაც კარგს იქმთ, ამას უწყის ალლაჰი: გაიმზადეთ საგზალი, მაგრამ საუკეთესო საგზალი, ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშობაა. ჰეი გონიერნო, გეშინოდეთ ჩემი!
198. ცოდვა არ გექნებათ, თუ ეძიებთ სარგებელს თქვენი ღმერთისგან. და როცა დაიძვრებით არაფატიდან, ახსენეთ ალლაჰი მეშღერი ჰარამთან (ქუზაჰის მთასთან). და გაიხსენეთ იგი, როგორ დაგადგინა ჭეშმარიტ გზას, თუმცა კი ადრე გზასამცდარნი იყავით თქვენ.
-----
[არაფატი — მთა მექაში, სადაც ჰაჯობის წინა დღეს ამ მთაზე დგომა ჰაჯობის ერთ-ერთი და აუცილებელი პირობაა.]
-----
[არაფატი — მთა მექაში, სადაც ჰაჯობის წინა დღეს ამ მთაზე დგომა ჰაჯობის ერთ-ერთი და აუცილებელი პირობაა.]
199. შემდეგ დაიძარით იქით, საითაც ხალხი დაიძრა და ალლაჰს მიტევება შესთხოვეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყალეა, მწყალობელია!
200. როდესაც დაასრულებთ თქვენს ღვთისმსახურებანს (წესებს), გაიხსენეთ ალლაჰი ისე, როგორც თქვენს მამებს გაიხსენებდით ან უფრო მხურვალედ. და ადამიანთაგან ვინც იტყვის (შესთხოვს): „ღმერთო ჩვენო, მოგვეცი ჩვენ სიკეთე ამქვეყნიურ ცხოვრებაში“, – წილი არ ექნებათ იმქვეყნიურში.
201. და იმათგან, ვინც ამბობს: „ღმერთო ჩვენო! მოგვეცი ჩვენ სიკეთე ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც, დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან“, –
202. მათ წილად ერგებათ ის, რაც მოიხვეჭეს. და ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველია.
203. და ახსენეთ ალლაჰი განსაზღვრულ დღეებში. ვინც ორი დღით იჩქაროს, ცოდვად არ ჩაეთვლება; და ვინც დააგვიანოს, (ასევე მასაც) ცოდვად არ ჩაეთვლება. ეს მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. გეშინოდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი.
-----
[„ახსენეთ ალლაჰი განსაზღვრულ დღეებში“ — „თეშრიყ თექბირები“ — იწყება მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის წინა დღეს დილის ლოცვის შემდეგ და მთავრდება დღესასწაულის მეოთხე დღეს, სამხრობის ლოცვის შემდეგ; თექბირი წარმოთქმულ უნდა იქნას ეშმაკზე ქვების სროლის დროს.]
203. და ახსენეთ ალლაჰი განსაზღვრულ დღეებში. ვინც ორი დღით იჩქაროს, ცოდვად არ ჩაეთვლება; და ვინც დააგვიანოს, (ასევე მასაც) ცოდვად არ ჩაეთვლება. ეს მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. გეშინოდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი.
-----
[„ახსენეთ ალლაჰი განსაზღვრულ დღეებში“ — „თეშრიყ თექბირები“ — იწყება მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის წინა დღეს დილის ლოცვის შემდეგ და მთავრდება დღესასწაულის მეოთხე დღეს, სამხრობის ლოცვის შემდეგ; თექბირი წარმოთქმულ უნდა იქნას ეშმაკზე ქვების სროლის დროს.]
204. და ადამიანთაგან, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაზე საუბრით გხიბლავს შენ და ალლაჰს იმოწმებს თავისი გულისნადების დასამტკიცებლად, სწორედ იგია ყველაზე დაუნდობელი მტერი.
205. და როცა გაგეცალა შენ, დაძრწის დედამიწაზე არეულობის (უზნეობის) გამოსაწვევად და (სურს) გაანადგუროს ნათესები და შთამომავლობა, ალლაჰს კი არ უყვარს არეულობა (უზნეობა)!
206. როცა მას ეტყვიან: „ალლაჰისა გეშინოდეს!“ მას ცოდვის წადილი იპყრობს. მისთვის ჯოჯოხეთიც კმარა! და რა საშინელი სარეცელია!
207. ადამიანთაგან არის ისეთიც, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილით საკუთარ სულსაც არ დაიშურებს. და ალლაჰი შემბრალეა მსახურთა მიმართ.
208. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულად მორჩილებაში (ისლამი) და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალს, რამეთუ იგი ცხადი მტერია თქვენი!
209. თუ მაინც წაბორძიკდით მას მერე, რაც ზემოგევლინათ ცხადი მოწმობანი, იცოდეთ, რომ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
210. ნუთუ ისინი მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ალლაჰი გამოეცხადებათ ღრუბლების საფარიდან ანგელოზებითურთ? საქმენი გადაწყდა (მათი განადგურების ბრძანება) და საქმენი დაბრუნდებიან ალლაჰთან.
211. ჰკითხე ისრაილის შვილთ: რამდენი ცხადი სასწაული მოვუვლინეთ მათ? და ვინც ალლაჰის მინიჭებულ წყალობას (აიათებს) შეცვლის მას მერე, რაც ებოძა, ჭეშმარიტად, ალლაჰი მკაცრსაზღაურიანია!
212. რომელნიც ურწმუნონი არიან, მოკაზმული ეჩვენათ მათ ამქვეყნიური ცხოვრება და დასცინიან იმათ, რომელთაც ირწმუნეს. და რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან, მათზე (ურწმუნონზე) აღმატებული იქნებიან აღდგომის დღეს და ალლაჰი უთვალავს უბოძებს, ინებებს ვისაც.
213. ადამიანები ერთ თემად იყვნენ და ალლაჰმა შუამავალნი წარმოგზავნა მახარობლებად და შემგონებლებად. და ღვთიური წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად ჭეშმარიტებითურთ, რათა ადამიანთა შორის ის გადაეწყვიტა, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. ხოლო ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთის შურით მხოლოდ ისინი, რომელთაც მათ შემდგომ ებოძათ ის, რაც ცხადი მოწმობანი მოუვიდათ; და რომელთაც ირწმუნეს, ისინი დაადგინა ალლაჰმა თავისი ნებით იმ ჭეშმარიტებისაკენ, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. და ალლაჰი სწორ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც.
214. ნუთუ გეგონათ, რომ სამოთხეში შეხვიდოდით მაშინ, როცა ჯერ არ მოგსვლიათ ის, რაც თქვენს უწინ გარდასულებს მოევლინათ? მათ უბედურება და გაჭირვება შეეხო და ისე შეირყნენ, რომ შუამავალი და ისინიც, რომელთაც მასთან ერთად ირწმუნეს, ამბობდნენ: „როდის შეგვეწევა ალლაჰი?“ უთუოდ, ალლაჰის შეწევნა ახლოსაა!
215. გეკითხებიან ისინი შენ: „რა გავცეთ?“ უპასუხე: „რასაც გასცემთ, სიკეთეს – მშობლებისთვის, ახლობლებისთვის, ობლებისთვის, უპოვრებისთვის, მოგზაურებისთვის. და რა სიკეთესაც იქმთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის მას!“
216. ომი, თქვენთვის საძულველიც რომ იყოს, მაინც სავალდებულო გახდა თქვენდა. იქნებ თქვენ გძულდეთ რამე, მაგრამ ის რამე კარგია თქვენთვის; და იქნებ თქვენ გიყვარდეთ რამე, მაგრამ ის ცუდია თქვენთვის. ჭეშმარიტად, (ამ ყველაფერს) უწყის ალლაჰი, თქვენ კი არ იცით!
217. გეკითხებიან ისინი აკრძალულ თვეში ომის შესახებ, უპასუხე: „ბრძოლა აკრძალულ თვეში დიდი ცოდვაა, ალლაჰის გზიდან გადახვევაა, ურწმუნოება მის მიმართ და მესჯიდი ჰარამის მიმართ, იქ მცხოვრებთა განდევნა კიდევ უფრო დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე, რამეთუ საცდური უარესია, ვიდრე კვლა! ხოლო ისინი არ შეწყვეტენ თქვენთან ბრძოლას, სანამ არ გადაგიყვანებენ თქვენი რწმენიდან, თუკი შეძლებენ ამას. და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთებს ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.
218. მათ კი, რომელთაც ირწმუნეს, სამშობლოდან ჰიჯრაში წავიდნენ და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, აი, ისინი ალლაჰის მოწყალებას იმედოვნებენ, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.“
219. ისინი გეკითხებიან შენ ალკოჰოლური სასმელისა და ყუმარის შესახებ. მიუგე: „ორივე დიდი ცოდვაა და სარგებელიც ხალხისთვის, მაგრამ ცოდვა უფრო ჭარბია, ვიდრე სარგებელი.“ და გეკითხებიან, რა გასცენ. უპასუხე: „საჭიროზე ზედმეტი.“ ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგებ დაფიქრდეთ
-----
[ყუმარი — ყველა აზარტული თამაში.]
-----
[ყუმარი — ყველა აზარტული თამაში.]
220. სააქაო და საიქიო ცხოვრებაზე! და გეკითხებიან ისინი ობლებზე. უპასუხე შენ: „მათზე ზრუნვა კარგია. ხოლო თუ საქმეში შეეზავებით ერთმანეთს, ისინი ძმები არიან თქვენი. ალლაჰი განარჩევს კეთილისმყოფელს ავისმყოფელისგან. და თუ ალლაჰი ინებებს, გასაჭირში ჩაგაგდებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“
221. არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მხევალი უკეთესია წარმართ ქალზე, თუნდაც გხიბლავდეთ ის. და არ მიათხოვოთ ქალი წარმართ კაცებს, სანამ არ ირწმუნებენ ისინი. მორწმუნე მონა ნამდვილად უმჯობესია, ვიდრე წარმართი კაცი, თუნდაც გხიბლავდეთ ის. ისინი ცეცხლისკენ გიხმობენ, ალლაჰი გიხმობთ თავისი ნებით სამოთხისკენ, მიტევებისკენ. და განუმარტავს ადამიანებს თავის აიათებს, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!
222. ისინი გეკითხებიან დედათა წესის [მენსტრუაცია] შესახებ. უპასუხე შენ: ეს სატკივარია. განერიდეთ ქალებს დედათა წესის დროს და არ გაეკაროთ მათ [არ ეთანაცხოვროთ მენსტრუაციის დროს], სანამ არ განიწმინდებიან. და როცა განიწმინდებიან, მიდით მათთან ისე, როგორც ეს ალლაჰმა დაგიწესათ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები!
223. თქვენი მეუღლეები ყანაა თქვენი (სადაც შეგიძლიათ დათესოთ და მოიმკათ). შედით თქვენს ყანაში, როგორც გენებოთ და საკუთარი თავისთვის წარიმძღვარეთ; და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, რომ თქვენ შეხვდებით მას და ახარეთ მორწმუნეთ!
223. თქვენი მეუღლეები ყანაა თქვენი (სადაც შეგიძლიათ დათესოთ და მოიმკათ). შედით თქვენს ყანაში, როგორც გენებოთ და საკუთარი თავისთვის წარიმძღვარეთ; და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, რომ თქვენ შეხვდებით მას და ახარეთ მორწმუნეთ!
224. სიკეთის გაკეთების, ცუდისგან განდგომის და ადამიანებს შორის ურთიერთობების გამოსწორებისათვის ზღუდედ არ ჰქმნათ ალლაჰი თქვენი ფიცისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
225. ალლაჰი არ დაგსჯის თქვენ ფიცისთვის, რომელიც განზრახ არ წარმოგითქვამთ, მაგრამ დაგსჯით იმისთვის, რაც თქვენმა გულებმა მოიხვეჭა. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია!
226. რომელნიც დაიფიცებენ არ გაკარებას თავიანთ ცოლებთან, თავშეკავებაა (ლოდინია) მათთვის ოთხი თვე, მაგრამ თუკი ამ ვადაში უკუმოიქცევიან [ფიცის გამო გამოსასყიდს გადაიხდიან და დაბრუნდებიან], ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
227. და თუ გაყრას გადაწყვეტენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
228. გაცილებული ქალები თავს იკავებენ (ხელმეორედ დასაქორწინებლად) სამ დედათა წესს. თუ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ნება არ აქვთ დამალონ, რაც ალლაჰმა გაუჩინა მათ საშვილოსნოებში. ხოლო მათი ქმრები უფრო ღირსეული არიან ამ დროს დაიბრუნონ ისინი, თუკი სურთ შერიგება. და ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში. ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
229. განქორწინება მხოლოდ ორჯერაა (შესაძლებელი). ამის შემდგომ თქვენ ან დაიტოვებთ ცოლებს წესისამებრ ან გაეყრებით კეთილგანწყობით. ნებადართული არ არის არანაირი თქვენს მიერ ნაჩუქარის უკან გამორთმევა, მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მხარეს ეშინია, რომ გადავა ალლაჰის დადგენილ ნორმებს. და თუ თქვენ გეშინიათ, რომ ის ორი ვერ დააკმაყოფილებენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს, მაშინ ცოდვა არაა არც ერთზე იმაში, რომ ქალი თავს გამოისყიდის. ასეთია ალლაჰის დადგენილი ნორმები და არ გადასცდეთ მას. და ვინც გადასცდება ალლაჰის დადგენილ ნორმებს, სწორედ, ისინი არიან ცოდვილნი!
230. თუ გაეყარა კაცი ქალს (მესამეჯერ), ამის შემდეგ აღარ არის ეს ქალი ნებადართული მისთვის, სანამ სხვა ქმარს არ მისთხოვდება: მერე ამანაც თუ გაუშვა, ცოდვა არ ექნეს არც ერთს იმის გამო, თუ დაუბრუნდებიან ერთმანეთს, თუკი იმედი აქვთ, რომ დაიცავენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს. აი, ესაა ალლაჰის დადგენილი ნორმები, რომელსაც განუმარტავს იმ ხალხს, რომელთაც სურთ, რომ შეიმეცნონ.
231. და თუ გაეყარეთ ცოლებს, რომელთაც დაასრულეს თავიანთი ვადა [სამი თვე, რომელსაც იცდის განქორწინებული ქალი], ან დაიტოვეთ ისინი წესისამებრ ან გაუშვით წესისამებრ; და არ დატოვოთ ძალით, არ დაჩაგროთ. ხოლო თუ ვინმე ასე მოიქცევა, ის საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ. ნუ ეხუმრებით ალლაჰის აიათებს, გახსოვდეთ ალლაჰის წყალობა თქვენდამი და ის, რაც მან მოგივლინათ წიგნიდან და სიბრძნიდან, რათა შეეგონებინეთ თქვენ მათი მეშვეობით; გეშინოდეთ ალლაჰისა, და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
232. და თუ გაეყარეთ ცოლებს და მათ დაასრულეს თავიანთი ვადა, წინ არ აღუდგეთ მათ გათხოვებას თავიანთ ქმრებზე, თუკი ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთში წესისამებრ. სწორედ ესაა შეგონება იმათთვის, თქვენგან ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. ესაა თქვენთვის ყველაზე ღირსეული და წმინდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, და არ იცით თქვენ!
233. დედა აწოვებს ძუძუს სრულ ორ წელს. ეს იმათთვის, ვისაც უნდა დაასრულოს შვილების ძუძუთი კვება. მათ კი (კაცებს), ვისაც შვილი შეეძინებათ, გამოკვებონ ქალები და ჩააცვან წესისამებრ. არ ეკისრება არავის იმაზე მეტი, რაც შეუძლიათ. არც დედას ევნოს და არც მამას, რომელსაც შვილი შეეძინა. მემკვიდრეებსაც იგივე მოპყრობა. და თუკი მოისურვებენ თავი დაანებებინონ ძუძუთი კვებას, შეთანხმდნენ და მოითათბირონ, ცოდვად არ ჩაეთვლებათ არც ერთს. თუ მოინდომებთ მეძუძურ ქალს გამოაკვებინოთ თქვენი შვილები, ცოდვად არ ჩაგეთვლებათ თუ მისცემთ იმას, რაც მისაცემია წესისამებრ. და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ!
234. და რომელნიც გარდაიცვლებიან თქვენგან და დატოვებენ ცოლებს, მათ უნდა მოიცადონ ოთხი თვე და ათი დღე. როცა ამ ვადას მიაღწევენ, ცოდვად არ გეთვლებათ ის, რაც მათ თავად ჩაიდინონ წესისამებრ. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
235. (ქალები, რომელნიც ელოდებიან ვადას) ცოდვად არ ითვლება, თუ ხელს სთხოვთ (ამ) ქალს ან გულში განიზრახავთ. ალლაჰმა იცის, რომ გაიხსენებთ მათ. და არ შეეთანხმოთ მათ ფარულად, მხოლოდ წესისამებრ დაელაპარაკეთ. და არ გაბედოთ საქორწინო კავშირი, ვიდრე სავალდებულოდ დაწესებული ვადა არ გავა. იცოდეთ, ალლაჰმა იცის თქვენი გულისნადები და უფრთხილდით მას. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია.
236. ცოდვად არ გეთვლებათ თუ გაეყრებით ქალს, რომელსაც ჯერ არ შეხებიხართ ან ჯერ არ გიკისრიათ რაიმე ვალდებულება [არ განგისაზღვრავთ ურვადი – მატერიალური ფასეულობა, რომელიც ეძლევა ქალს ქმრისგან და რომელიც გარანტიაა ქალისთვის]. მიეცით მათ წესისამებრ სარგებლობაში შეძლებულებმაც და ღარიბებმაც შეძლებისდაგვარად, რაც სავალდებულოა სიკეთისმქმნელთათვის.
237. და თუ გაეყრებით იქამდე, სანამ შეეხებოდეთ მათ, და უკვე ვალდებულება ნაკისრი გაქვთ [ურვადი განსაზღვრული გაქვთ], მაშინ (მიეცით) მათ ნახევარი იმისა, რაც დაგეკისრათ. გარდა იმ შემთხვევისა, თუკი დათმობთ [განსაზღვრული ურვადის ნახევარი, რაც კანონის თანახმად ეკუთვნის მას] თქვენ (ცოლები) ან ისინი (ქმრები), ვის ხელთაცაა საქორწინო ხელშეკრულება. და რომ დათმოთ (თქვენი წილი) თქვენ (ქმრებმა) ეს უფრო ახლოა ღვთისმოსავობასთან. და არ დაივიწყოთ ურთიერთპატივისცემა. ჭეშმარიტად, მხილველია ალლაჰი, რასაც აკეთებთ!
236. ცოდვად არ გეთვლებათ თუ გაეყრებით ქალს, რომელსაც ჯერ არ შეხებიხართ ან ჯერ არ გიკისრიათ რაიმე ვალდებულება [არ განგისაზღვრავთ ურვადი – მატერიალური ფასეულობა, რომელიც ეძლევა ქალს ქმრისგან და რომელიც გარანტიაა ქალისთვის]. მიეცით მათ წესისამებრ სარგებლობაში შეძლებულებმაც და ღარიბებმაც შეძლებისდაგვარად, რაც სავალდებულოა სიკეთისმქმნელთათვის.
237. და თუ გაეყრებით იქამდე, სანამ შეეხებოდეთ მათ, და უკვე ვალდებულება ნაკისრი გაქვთ [ურვადი განსაზღვრული გაქვთ], მაშინ (მიეცით) მათ ნახევარი იმისა, რაც დაგეკისრათ. გარდა იმ შემთხვევისა, თუკი დათმობთ [განსაზღვრული ურვადის ნახევარი, რაც კანონის თანახმად ეკუთვნის მას] თქვენ (ცოლები) ან ისინი (ქმრები), ვის ხელთაცაა საქორწინო ხელშეკრულება. და რომ დათმოთ (თქვენი წილი) თქვენ (ქმრებმა) ეს უფრო ახლოა ღვთისმოსავობასთან. და არ დაივიწყოთ ურთიერთპატივისცემა. ჭეშმარიტად, მხილველია ალლაჰი, რასაც აკეთებთ!
238. დაიცავით ლოცვები და შუა ლოცვა, და მოკრძალებით დადექით ალლაჰის წინაშე.
239. თუკი საფრთხეში ხართ (შეგეშინდათ, რომ საფრთხე მოგელით), მოსიარულემ ან ამხედრებულმა (ილოცეთ); და თუ საფრთხე აღარ გემუქრებათ, გაიხსენეთ ალლაჰი, როგორ შეგასწავლათ მან, რასაც უწინ არ უწყოდით.
240. და რომელნიც გარდაიცვლებიან თქვენგან და დარჩებათ მეუღლეები, ანდერძი თავიანთი მეუღლეთათვის არის ერთი წლით სამკვიდრო სახლიდან გაუძევებლად. და თუ გავლენ, თქვენ ცოდვად არ ჩაგეთვლებათ ის, რაც მათ თავად ჩაიდინონ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
241. გაცილებულ (ქალებს) სამკვიდრო, წესისამებრ, რაც სავალდებულოა ღვთისმოშიშთათვის.
242. ასეთნაირად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგებ მოუხმოთ გონებას.
243. განა არ გინახავს ისინი ათასნი, რომელთაც სიკვდილის შიშით სახლებიდან გადაიხვეწნენ? მაშინ უთხრა ალლაჰმა მათ: „მოკვდით!“ მერე მან გააცოცხლა ისინი. ჭეშმარიტად, ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხის მიმართ, თუმცაღა ხალხის უმეტესობა უმადურია!
244. იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
245. ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაუბრუნებს იგი მას მრავალჯერი ნამატით? და ალლაჰი შეუზღუდავს და გასცემს უხვად (თავის წყალობას), და თქვენ მასთან მიიქცევით.
246. განა არ გინახავს ისრაილის წარჩინებული შვილნი, მუსას შემდგომ თავიანთ შუამავალს რომ უთხრეს: „გამოგვიგზავნე მეფე, რომ ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე!“ უთხრა: „იქნებ სავალდებულო იქმნას კიდეც ბრძოლა, თქვენ კი არ იბრძოლოთ?“ მიუგეს: „ვითომ რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე, როცა მოგვაშორეს ჩვენს სახლებს და ჩვენს შვილებს?“ მაგრამ როცა ბრძოლა დაეწერათ (სავალდებულო გახდა მათთვის), პირი იბრუნეს მათგან მცირედის გარდა. ალლაჰი კი უწყის ცოდვილებს.
247. და უთხრა მათ თავიანთმა შუამავალმა: „ალლაჰმა წარმოგიგზავნათ თქვენ ტალუთი მეფედ. თქვეს: „როგორ შეიძლება მისი ხელმწიფობა ჩვენზე, როცა ჩვენ უფრო მეტი მეუფეობის ღირსნი ვართ და თან იგი არც სიმდიდრეს ფლობს.“ მიუგო მან: „ალლაჰმა ის გამოარჩია თქვენზე და უპირატესჰყო ცოდნითა (უბოძა ცოდნა) და ფიზიკურადაც (მიანიჭა ძალაუფლება), ალლაჰი უბოძებს ხელმწიფებას, ინებებს ვისაც. და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა.“
248. და უთხრა მათ შუამავალმა მათმა: „მისი მეფობის ნიშანი არის ის, რომ მოვა თქვენთან ზანდუკი, რომელშიც იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება თქვენი ღმერთისგან და დარჩენილი მათი, რაც მუსას ოჯახიდან დარჩა და ასევე ჰარუნის ოჯახიდან. ანგელოზები მოატარებენ მას (ხის ზანდუკს). ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი!“
-----
[„მოვა თქვენთან ზანდუკი“ — თორას ზანდუკი, გადმოცემის თანახმად, ამ სკივრმა წმინდა ადამიდან მოსემდე მიაღწია.
„რაც მუსას და ჰარუნის ოჯახიდან დარჩა“ — მოსეს კვერთხი და თორადან წერილები. ასევე აარონის კვერთხი და ჩალმა, რომელსაც წმინდა მოსე ომის დროს თან დაატარებდა, მაგრამ როდესაც ჯალუთთან ომში დამარცხდნენ ისრაელის ძენი, ჯალუთმა თან წაიღო სკივრი, მასში ცუდი რაღაცაები ჩაყარა, რის გამოც თავს უბედურება დაატყდათ, სკივრი ქალაქგარეთ გაიტანეს, უზენაესმა ალლაჰმა იგი ოთხი ანგელოზის მეშვეობით ტალუთის სახელმწიფოში მიატანინა და ჰქმნა ტალუთის ხელმწიფობის ნიშნად.]
-----
[„მოვა თქვენთან ზანდუკი“ — თორას ზანდუკი, გადმოცემის თანახმად, ამ სკივრმა წმინდა ადამიდან მოსემდე მიაღწია.
„რაც მუსას და ჰარუნის ოჯახიდან დარჩა“ — მოსეს კვერთხი და თორადან წერილები. ასევე აარონის კვერთხი და ჩალმა, რომელსაც წმინდა მოსე ომის დროს თან დაატარებდა, მაგრამ როდესაც ჯალუთთან ომში დამარცხდნენ ისრაელის ძენი, ჯალუთმა თან წაიღო სკივრი, მასში ცუდი რაღაცაები ჩაყარა, რის გამოც თავს უბედურება დაატყდათ, სკივრი ქალაქგარეთ გაიტანეს, უზენაესმა ალლაჰმა იგი ოთხი ანგელოზის მეშვეობით ტალუთის სახელმწიფოში მიატანინა და ჰქმნა ტალუთის ხელმწიფობის ნიშნად.]
249. როდესაც გაემართა ტალუთი ჯარითურთ, უთხრა მათ: „ალლაჰი გამოგცდით თქვენ მდინარით; ვინც დალიოს მისგან, არ არის ჩემიანი, ხოლო ვინც არ დარწყულდეს და მხოლოდ ერთი პეშვი ამოიღოს თავისი ხელით, მაშინ ის ჩემიანია.“ და დალიეს, მცირედის გარდა მათგან. და როცა გადალახეს მდინარე მან და რომელთაც ირწმუნეს, თქვეს: „არ შეგვწევს ჩვენ დღეს ძალა ჯალუთზე და მის ჯარზეო“; ხოლო თქვეს, რომელთაც სჯეროდა, რომ ალლაჰს შეხვდებოდა: „რამდენ მცირე გუნდს უძლევია დიდი გუნდისთვის ალლაჰის ნებით! და ალლაჰი იმათთანაა, რომელნიც მომთმენნი არიან.
250. და როცა ჯალუთისა და მისი ლაშქრის პირისპირ დადგნენ, თქვეს: „ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე!“
251. და დაამარცხეს ისინი ალლაჰის ნებით. მოკლა დავუდმა ჯალუთი, და ალლაჰმა მას (დავუდს) უბოძა ხელმწიფება და სიბრძნე, და შეასწავლა მას, რაც ისურვა. ალლაჰს რომ არ აღეკვეთა ზოგიერთი ადამიანების ბოროტება ზოგიერთით, ჭეშმარიტად, მოიშლებოდა სისტემა დედამიწისა, მაგრამ ალლაჰი მფარველია, მწყალობელია სამყაროთა მიმართ!
-----
[დავუდი — მეფე დავითი, რომელსაც ებოძა "ზებური", იგივე "ფსალმუნნი".]
-----
[დავუდი — მეფე დავითი, რომელსაც ებოძა "ზებური", იგივე "ფსალმუნნი".]
252. აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ (მუჰამმედ). და, ჭეშმარიტად, შენა ხარ შუამავალთაგანი.
253. ჩვენ შუამავალთაგან ერთი ნაწილი აღმატებულ ვჰქმენით სხვა დანარჩენზე. ალლაჰმა მათგან ზოგს დაელაპარაკა, ზოგნი კი ხარისხით უმაღლესჰყო. და ჩვენ ვუბოძეთ მარიამის შვილ ღისას ცხადი მოწმობანი და გავაძლიერეთ (განვამტკიცეთ) იგი წმინდა სულით [გაბრიელ მთავარანგელოზის სულით]. ალლაჰს რომ ენება, მათ (შუამავალთა) მერე მოსულნი, იმის შემდგომ, რაც მათ ცხადი მოწმობანი მოევლინათ, ერთმანეთს არ მოკლავდნენ. მაგრამ გაუგებრობას მიეცნენ. მაშინ მათგან ზოგიერთმა ირწმუნა და ზოგმა უარყო. ალლაჰს რომ ენება, ისინი არ მოკლავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ალლაჰი იქმს, ინებებს რასაც.
254. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიღეთ (გახარჯეთ) რაც თქვენ გიბოძეთ იქიდან, სანამ მოსულა დღე, რომელშიც არც ვაჭრობა, არც მეგობრობა და არც შუამდგომლობა არ იქნება. და ურწმუნონი არიან უსამართლონი.
255. არ არის ღვთაება, გარეშე მისი, ალლაჰისა, უკვდავისა, მარადისა, თვლემა არ ეუფლება მას და არცა ძილი. მისია, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა ნება მისი. მან იცის, რაც მათ უწინარესაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, ინებებს რასაც. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და დაცვა მათი არ უმძიმს მას. და იგი უზენაესია, დიდებულია.
256. იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, ის მყარ საყრდენს ჭაეჭიდება, რომლის ნგრევა შეუძლებელია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
257. ალლაჰი მფარველია (მეგობარია) მათი, რომელთაც იწამეს. ისინი გამოჰყავს მას (ალლაჰს) სიბნელიდან სინათლეში. და რომელთაც უარყვეს მათი მფარველნი (მეგობარნი), ტაღუთია (ეშმაკია), რომელსაც ისინი გაჰყავს სინათლიდან სიბნელეში. აი, ისინი არიან ცეცხლის (ჯოჯოხეთის) მკვიდრნი, ისინი იქ დარჩებიან სამუდამოდ.
258. განა არ გინახავს, ვინც იბრაჰიმს ედავებოდა მისი ღმერთის გამო, რომელმაც მას (ნემრუდს) ხელმწიფება უბოძა? აი, უთხრა იბრაჰიმმა: „ჩემი ღმერთი ისაა, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს!“ თქვა (ნემრუდმა): „მეც ვაცოცხლებ და ვკლავ!“ იბრაჰიმმა უთხრა: „ჭეშმარიტად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, მაშ, შენ დასავლეთიდან ამოიყვანე!“ მაშინ, გაოგნდა (ენა ჩაუვარდა), რომელმაც უარყო. და არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს!
259. ან მსგავსად მისა, ვინც დასახლებას ჩაუარა, რომელიც დაქცეული, მიწასთან გასწორებული იყო, თქვა: „როგორ აღადგენს ამას ალლაჰი, მას მერე რაც ის დაქცეულა?“ და მოაკვდინა კაცი ალლაჰმა ასი წლით, მერე გააცოცხლა იგი. შეეკითხა: „რამდენ ხანს დაჰყავი?“ მიუგო (კაცმა): „დავჰყავი დღე ან ნაწილი დღისა?“ მიუგო: „არამც და არამც! ასი წელი დაჰყავი! შეხედე შენს საჭმელ–სასმელს, არ გაფუჭებულა. და შეხედე შენს ვირს, რათა გქმნათ შენ სასწაულად ხალხისთვის, და შეხედე ძვლებს, როგორ შევაერთებთ და შევასხამთ ხორცს“. და როცა ნათელი გახდა მისთვის, თქვა: „უკვე ვუწყი, რომ ალლაჰს ძალუძს ყოველივე!“
260. და როცა შეევედრა იბრაჰიმმა: „ღმერთო ჩემო, მახილვინე მე, როგორ აცოცხლებ მკვდრებს“, ბრძანა (ალლაჰმა): „ნუთუ არ გწამს?“ მიუგო (იბრაჰიმმა): „პირიქით, ოღონდ დასაშოშმინებლად გულისა ჩემისა.“ უთხრა: „მაშინ დაიჭირე ოთხი ჩიტი, შეიჩვიე შენთან, შემდეგ ყოველ გორაკზე თითო ნაჭერი დადე მათი, და მოუხმე მათ, ისინი ქროლვით გამოქანდებიან შენსკენ.“ – და იცოდე, რომ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
261. იმათი მდგომარეობა, რომელნიც თავის ქონებას ხარჯავენ ალლაჰის გზაზე, იმ მარცვლის მდგომარეობას ჰგავს, რომელმაც შვიდი თავთავი გამოიღო, თითო თავთავში კი ასი მარცვალია. და ალლაჰი გაუმრავლებს, ინებებს ვისაც. ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისშემძლეა.
262. რომელნიც გაიღებენ თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე, შემდეგ კი რასაც გასცემენ უკან ყვედრებასა და დამცირებას არ მიაყოლებენ, მათი საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, მათ არც შიში ექნებათ და არც არასდროს დამწუხრდებიან.
263. კეთილი სიტყვა და მიტევება უკეთესია ისეთ მოწყალებაზე, რომელსაც თან ახლავს წყენა. და ალლაჰი ყოვლადმდიდარია, შემწყნარებელია.
264. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაცემული მოწყალება ამაოდ არ ჰქმანთ დაყვედრებითა და დამცირებით; იმის მსგავსად, რომელიც ხალხის დასანახად გასცემს თავის ქონებას, და არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მდგომარეობა მისი იმ კლდეს ჰგავს, რომლის ზემოდან მიწაა, ღვართქაფი დაეცა მას და დარჩა სალი ქვა. ისინი ვერაფერს განაგებენ რაც შეიძინეს, იქიდან. რამეთუ ალლაჰი არ დაადგენს ურწმუნოებს ჭეშმარიტ გზას.
264. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაცემული მოწყალება ამაოდ არ ჰქმანთ დაყვედრებითა და დამცირებით; იმის მსგავსად, რომელიც ხალხის დასანახად გასცემს თავის ქონებას, და არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მდგომარეობა მისი იმ კლდეს ჰგავს, რომლის ზემოდან მიწაა, ღვართქაფი დაეცა მას და დარჩა სალი ქვა. ისინი ვერაფერს განაგებენ რაც შეიძინეს, იქიდან. რამეთუ ალლაჰი არ დაადგენს ურწმუნოებს ჭეშმარიტ გზას.
265. ხოლო მდგომარეობა იმათი, რომელნიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილით და განსამტკიცებლად მათი სულისა, მგვანია ბაღისა გორაკზე, რომელსაც ეცემა დროულად წვიმა და ორმაგ ნაყოფს იძლევა; ხოლუ თუ არა წვიმა, მაშინ ნამი ეცვარება. და ალლაჰი მხილველია, რასაცა იქმთ, იმისა.
266. ნუთუ ისურვებს ვინმე თქვენგან, რომ ბაღი ჰქონდეს ფინიკისა და ვაზისა, რომელშიც ყველანაირი ნაყოფია, სადაც ძირს ნაკადულები მიედინება, ამ დროს ეწვიოს სიბერე, თან შთამომავლობაც სუსტი ჰყავდეს, ხოლო ბაღს ცეცხლიანი ქარიშხალი დაატყდეს და დაწვას?! ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს. ეგებ დაფიქრდეთ!
267. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაეცით იმ საუკეთესოთაგან, რაც მოიხვეჭეთ და რაც მიწიდან აღმოვაცენეთ თქვენთვის. და არ განიზრახოთ მისგან ყველაზე ცუდი გასაცემად, რისი ამღებიც არ იქნებოდით თქვენ, გარდა თვალმოხუჭვისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
268. ეშმაკი სიღატაკეს გპირდებათ და სიგლახეს გიბრძანებთ თქვენ. ხოლო ალლაჰი თავის მიტევებასა და წყალობას გპირდებათ. და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა!
269. (ალლაჰი) სიბრძნეს აძლევს, ინებებს ვისაც. ხოლო ვისაც სიბრძნე მიეცა, უთუოდ, დაჯილდოვდა იგი უხვი სიკეთით. და ვერ ჩაწვდება ამას, თვინიერ გონიერისა.
270. და რა მოწყალებაც არ უნდა გაიღოთ ან რა აღთქმაც არ უნდა დადოთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის მას. და შემწენი არა ჰყავთ ცოდვილებს!
270. და რა მოწყალებაც არ უნდა გაიღოთ ან რა აღთქმაც არ უნდა დადოთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის მას. და შემწენი არა ჰყავთ ცოდვილებს!
271. თუ აშკარად გაიღებთ თქვენსა მოწყალებანსა, კარგია ეს. ხოლო თუ ფარულად გაიღებთ მას და მიაგებთ გლახაკებს, უკეთესია ეს თქვენთვის და (ალლაჰი) დაფარავს თქვენ ჩადენილ ცოდვათაგან ნაწილს. და ალლაჰმა უწყის ის, რასაც სჩადიხართ.
272. (მუჰამმედ) არაა შენი ვალი მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, არამედ ალლაჰი ადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ინებებს ვისაც. რა სიკეთესაც გაიღებთ, ეგ მხოლოდ თქვენთვისვეა უკეთესი. თქვენ ხომ ისედაც არ გაიღებთ მოწყალებას, თუ არა ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილი. რა სიკეთესაც გაიღებთ, სრულადვე დაგიბრუნდებათ და თქვენ არ დაიჩაგრებით!
273. ღარიბთათვისაა (მოწყალება), რომელთაც თავი მიუძღვნეს ალლაჰის გზას და არ შეუძლიათ შემოიარონ დედამიწა (ივაჭრონ და მოიგონ). უვიცთ მდიდარნი ჰგონიათ ისინი მათი თავმდაბლობიდან გამომდინარე, შენ გამოიცნობ მათ მათივე სახეებიდან, მოწყალებას არ სთხოვენ ხალხს დაჟინებით. და რა სიკეთესაც გაიღებთ, ჭეშმარიტად, იცის ის ალლაჰმა.
274. რომელნიც გასცემენ მოწყალებას თავიანთი ქონებიდან ღამითა თუ დღისით, ფარულად თუ აშკარად, სწორედ, იმათ აქვთ საზღაური თავიანთ უფალთან. და არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ ისინი.
275. რომელნიც მევახშეობას ეწევიან, (აღდგომის დღეს) ვერ აღსდგებიან (სხვაგვარად), თუ არა ისე, როგორც აღსდგება ეშმაკის შეხებით გაგიჟებული. აი, ეს იმისთვის, რომ თქვეს მათ: „ვაჭრობა ხომ იგივე მევახშეობაა!“ ალლაჰმა კი ნება დართულ ჰყო ვაჭრობა და აკრძალა მევახშეობა. ვისაც დარიგება მოუვიდა თავისი ღმერთისგან და თავი ანება, მისია რაც უწინ იყო (აკრძალვის მოვლენამდე): და საქმე მისი ალლაჰს ეკუთვნის; ხოლო ვინც დაუბრუნდეს, ისინი არიან ბინადარნი ცეცხლისა, სადაც სამუდამოდ დარჩებიან.
276. ალლაჰი კრძალავს მევახშეობას [სპობს: პროცენტიდან შემოსულ მონაგებს, რასაც არ აქვს ბარაქა] და ამრავლებს მოწყალების გაღებას [ხვავსა და ბარაქას მიჰმადლის მას, ვინც მოწყალებას გაიღებს ალლაჰის გზაზე]. და ალლაჰს არ უყვარს არც ერთი ურწმუნო და ცოდვილი.
277. ხოლო რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი საქმენი, დადგნენ ლოცვად და გაიღეს ზექათი, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, და არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ ისინი.
278. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და თუ ხართ (ჭეშმარიტი) მორწმუნენი, უარი თქვით დარჩენილ პროცენტზე!
279. თუკი (ამას) არ იქმთ, მაშინ იცოდეთ, რომ ალლაჰსა და მის შუამავალს უცხადებთ ომს. ხოლო თუ მოინანიებთ, თქვენია ძირითადი კაპიტალი. არცა დაჩაგრავთ და არცა დაიჩაგრებით.
280. და თუ მევალე გასაჭირშია (არ შეუძლია ვალის გასტუმრება), მაშინ გადაუვადეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. და თუ აჩუქებთ, უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ.
281. უფრთხილდით იმ დღეს, როცა იქნებით დაბრუნებულნი ალლაჰთან. მაშინ სრულად მიეგება ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი.
282. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ერთმანეთისგან ვალს იღებთ გარკვეული ვადით, დაწერეთ ეს (ხელწერილი). და დაწეროს ეს სამართლიანად მწერალმა თქვენ შორის. უარი არ თქვას მწერალმა. ისე დაწეროს, როგორც ალლაჰმა ასწავლა მას. მევალემ უკარნახოს და ეშინოდეს მას ალლაჰის, მისი ღმერთისა და არ დააკლოს არაფერი. და თუ ის, ვინც მევალეა, გონებასუსტია ან უძლური, ან თავად კარნახი არ ძალუძს, მაშინ მისმა მეურვემ უკარნახოს სამართლიანად და აიყვანეთ მოწმედ თქვენგან ორი კაცი. თუ ორი კაცი არ იქნება, ერთი კაცი და ორი ქალი, ვისზეც თანახმა ხართ, როგორც მოწმეზე; ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ქალს შეეშლება, შეახსენოს მეორემ. და უარი არ თქვან მოწმეებმა, როცა ეძახიან. არ დაიზაროთ ვალის თავისი ვადით ჩაწერაზე, დიდი (მნიშვნელოვანი) იქნება ის თუ მცირე (უმნიშვნელო). ეს ალლაჰის წინაშე ყველაზე სამართლიანი და ყველაზე საღი (მყარი) მოწმეობისთვისაა, და ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოა, რომ ეჭვი არ შეგეპაროთ. მაგრამ თუ ერთმანეთში ნაღდი ფულით გადაბარებაა, მაშინ ცოდვად არ გეთვლებათ, თუკი ამას არ დაწერთ. აიყვანეთ მოწმეები გარიგების დადებისას და არც მწერალსშეხვდეს რამე უსიამოვნება და არც მოწმეს; და თუ იქმთ ამას (ზიანს მიაყენებთ), უსათუოდ ეს თქვენი ჭეშმარიტი გზიდან გადახვევაა. და გეშინოდეთ ალლაჰისა! ალლაჰი გასწავლით, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
283. და თუ იქნებით მოგზაურობაში და ვერ ჰპოვოთ მწერალი, მაშინ საბუთად საკმარისია საწინდე (გირაო). და თუ ვინმე თქვენგანი ენდობა მეორეს, ვისაც ენდნენ, უკან დააბრუნოს საწინდე და ეშინოდეს ალლაჰის, მისი ღმერთის და არ დამალოთ მოწმეობა, და ვინც დამალავს – ცოდვილი გული აქვს. და ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ!
284. ალლაჰისაა ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. განაცხადებთ თუ დაფარავთ რაც გაქვთ სულში, ამაზე ალლაჰი განგსჯით. და მიუტევებს, ინებებს ვისაც, და დასჯის, ინებებს ვისაც. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
285. ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და (იწამეს) მორწმუნეებმაც. იწამა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის შუამავალთაგან არც ერთს! და თქვეს მათ: „შევისმინეთ და ვიქმენით მორჩილნი! ღმერთო ჩვენო, (გევედრებით) მიტევებასა შენსას და შენდა მოვიქცევით!“
286. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს. მისი იქნება რა სიკეთესაც მოიხვეჭს და მის წინააღმდეგ, რა ავიც მოიხვეჭოს. „ღმერთო ჩვენო! ნუ მოგვკითხავ, თუკი დაგვავიწყდა ან შევცდით! ღმერთო ჩვენო! არ გვატვირთო მძიმე ტვირთი, როგორც იმათ ატვირთე, ვინც ჩვენ უწინარეს იყო!... ღმერთო ჩვენო! არ დაგვაკისრო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს და მოგვიტევე ჩვენ, შეგვინდე და შეგვიწყალე! შენ ხარ მბრძანებელი ჩვენი და დაგვეხმარე ურწმუნო ხალხის წინაშე!“