„ენბია“ — წინასწარმეტყველნი; მექური, 112 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. მოუახლოვდა ადამიანებს ანგარიშსწორების დრო, ხოლო ისინი წინდაუხედავად პირს იბრუნებენ.
2. თავიანთი ღმერთიდან მათთან მოსულ ყველა ახალ დარიგებას, უთუოდ, ირონიით ისმენენ.
3. მათი გულები უგრძნობია, და მალულად ჩურჩულებენ, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს: „განა ეს (მუჰამმედი) ისეთივე ადამიანი არ არის, როგორიც თქვენ? ნუთუ თქვენ აჰყვებით ჯადოქრობას, რომელსაც თვალნათლივ ხედავთ?“
4. უთხრა: „ჩემი ღმერთი უწყის სიტყვას ცაში და მიწაზე. და იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!“
5. თქვეს: „არა, ეს აბურდულ-დაბურდული სიზმრებია! არა, იგი მან გამოიგონა! არა, იგი პოეტია! მაშ, მოგვიტანოს სასწაული იმისი მსგავსი, როგორითაც უწინ წარმოგზავნილები მოდიოდნენო!“
6. არც ერთმა დასახლებამ, რომელიც ჩვენ დავღუპეთ, არ ირწმუნა. განა ესენი ირწმუნებენ?
7. და არ წარმოგვიგზავნია შენამდე, გარდა ადამიანისა, რომელთაც ზეშთავაგონებდით. მაშ, თუკი არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მფლობელთ!
8. და ჩვენ არ დაგვიდგენია ისინი სხეულად, რომელიც არ საჭიროებს კვებას და არ ყოფილან ისინი უკვდავნი.
9. მერე ჩვენ შევასრულეთ მათთვის მიცემული აღთქმა, ასე გადავარჩინეთ ისინი, ვინებეთ ვინც და დავღუპეთ თავგასულნი!
10. ვფიცავ, რომ ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ თქვენდა წიგნი, მასშია დიდება თქვენი. იმედია, გონს მოეგებით!
11. რამდენი დასახლება დავანგრიეთ, რომელშიც იყვნენ უსამართლონი და მათ მერე სხვები დავადგინეთ!
12. ამგვარად, როცა შეიგრძნობენ ჩვენს სასჯელს, მაშინ ეგენი გაიქცევიან მისგან!
13. არ გაიქცეთ და მიბრუნდით იქ, სადაც ნებადართული გქონდათ განცხრომით ცხოვრება, თქვენს სახლებში, რამეთუ თქვენ დაიკითხებით!
14. თქვეს: „ვაი, ჩვენ! უეჭველად, უსამართლონი ვიყავით!“
15. ისინი ასე გოდებდნენ, სანამ არ ვქმენით გამხმარ თივად!
16. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.
17. ჩვენ რომ გართობის დადგენა გვდომებოდა, უთუოდ, მას ჩვენი წიაღიდან დავიდგენდით. ამის გაკეთება რომ გვდომებოდა, ასე მოვიქცეოდით!
18. არა! ჩვენ ვადგამთ ჭეშმარიტებას სიცრუეზე ზედა, მაშინ მას გაანადგურებს. ნახავთ, რომ იგი აღარ არსებობს. და თქვენ (წარმართებო) სასჯელი იმისთვის, რასაც თხზავთ (ალლაჰის შესახებ)!
19. მას ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან (ანგელოზები), არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც იღლებიან ამით!
20. ისინი ადიდებენ დღისითა და ღამით, შეუსვენებლად!
21. ნუთუ მათ დაიდგინეს ღვთაებები დედამიწიდან [ქვები, ოქრო, ვერცხლი და ა.შ.]? ისინი გააცოცხლებენ?
22. რომ ყოფილიყო ორივეში (ცაში და დედამიწაზე) ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებები, უთუოდ ორივე აირევ-დაირეოდა (არსებული სისტემა მოიშლებოდა). თუმცაღა ტახტრევანის გამჩენი ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც მიაწერენ!
23. იგი არ არის პასუხისმგებელი იმისა, რასაც იქმს. ხოლო ისინი პასუხს აგებენ!
24. ნუთუ დაიდგინეს მის გარდა ღვთაებები? უთხარი: „მოიტანეთ თქვენი მტკიცებანი! ესაა შეხსენება მათთვის, ვინც ჩემთანაა და შეხსენება მათთვის, ვინც ჩემ უწინ იყო.“ თუმცა მათი უმრავლესობა არ უწყიან ჭეშმარიტებას და პირს იბრუნებენ!
25. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!“
26. და თქვეს: „მოწყალემ შვილი დაიდგინა (ანგელოზთაგან)!“ დიდება მას! არა, ისინი (ანგელოზები) პატივდადებული მსახურნი არიან!
27. არ ასწრებენ მას სიტყვას და ისინი მისი ბრძანების თანახმად მოქმედებენ.
28. იგი უწყის, რაც მათ უწინარესაა და რაც მათ შემდგომაა. და ისინი ვერავის შუამდგომლობას შეძლებენ, თუ არა ვისითაც იგი კმაყოფილია, ხოლო ისინი მისი შიშით ძრწიან!
29. და ვინც მათგან იტყვის: „უეჭველად, მეც ღმერთი ვარ, მის გარდა [ეს არის ეშმაკი, რომელიც ეცდება დაავიწყოს ადამიანს მისი გამჩენი ღმერთი, რათა თავის მსახურებაში მოაქციოს იგი]“, სწორედ მაშინ დავსჯით მას ჯოჯოხეთით. სწორედ ასე ვუზღავთ უსამართლონს (წარმართებს)!
30. ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს, რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით, და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან. ნუთუ მაინც არ ირწმუნებენ?
-----
[გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად ცა ერთიანი იყო. შემდეგ კი ალლაჰის განგებით, იგი შვიდ სართულად გაიყო. ასევე მიწაც ერთიანი იყო, შემდეგ შვიდ სართულად გაიყო. სწორედ ესენია პირველი კატეგორიის მტკიცებულებები უზენაესი ალლაჰის ძალაუფლებისა;
ზოგადად თეოლოგია შეიცავს გარკვეულ ხარისხებს, სადაც გადმოცემულ კონკრეტულ მუხლს/აიათს შეიძლება ჰქონდეს ორმაგი ან რამდენიმე მნიშვნელობა, როგორიცაა სულიერი (აბსტრაქტული) და მატერიალური, რაც ითვალისწინებს მათ შორის მსგავსებას, ურთიერთკავშირს და ურთიერთანაზომიერებას (მაგალითად, იხილეთ (სურა 2:29) და (სურა 65:12));
„ნუთუ ვერ დაინახეს“ – რა თქმა უნდა, იმ დროის მექელები ვერ დაინახავდნენ ან როგორ უნდა დაენახათ? არამედ უნდა ერწმუნათ გადმოცემული... აქ საყურადღებოა ის, რომ მოცემული აიათის მატერიალური თვალსაზრისით, დღეს ჩვენ უკვე „დავინახეთ“, რაც აღმოჩენილ იქნა განვითარებული ტექნოლოგიებით მეცნიერების მიერ – „დიდი აფეთქება“, რომელიც 15 მილიარდი წლის წინ, პატარა წერტილივით არსებული საგნის აფეთქებით წარმოიშვა "არაფრისგან" (სურა 6:101).]
31. და ჩვენ დავადგინეთ მიწაზე მტკიცე მთები, რათა არ შეარყიოს (დედამიწამ) ისინი; და რომ მათ გაეგნოთ ჭეშმარიტი გზა, მასზე დავადგინეთ ფართო უღელტეხილები!
-----
[ყურადღებას თუ მივაქცევთ მთებს, – მათ დიდი როლი აკისრიათ. ისინი ამაგრებენ დედამიწას, რათა არ შეირყეს. წმ. ყურანის მოვლინების პერიოდში ამის შესახებ ადამიანებმა არაფერი იცოდნენ, ეს მხოლოდ ცივილიზებული და განვითარებული ტექნოლოგიური აღმოჩენების შემდეგ იქნა შესწავლილი. გეოლოგების მტკიცებით მთები დედამიწის ქერქის ანუ ლითოსფეროს ქილების შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ორი შრის შეჯახების შედეგად მყარი შრე, სუსტი შრის ქვემოთ დარჩება და სუსტი შრე კი ზემოდან მთების სახით განლაგდება, ქვეშ დარჩენილი მყარი შრე კი, ქვეშ სიღრმეს იკეთებს, როგორც მიწის ზედაპირზე, ისევე მიწის ქვეშაც მას ძირი აქვს. მეცნიერულ წყაროებში მთების აღწერა შემდეგნაირადაა: კონტინენტების მთიანი ნაწილი განსაკუთრებით სქელია და მანტო სიღრმეშია ჩაზრდილი, ამ ფორმით დედამიწის ქერქი, დედამიწის ზედაპირზე და დედამიწის ქვეშ სიღრმეში ერთმანეთს აკავებს და ამაგრებენ, რომ არ იმოძრაონ, ისინი მაგმა შრესაც ამაგრებენ და უძრავს ხდიან. მთების ეს ვალდებულება სულ ახლოხანში იქნა აღმოჩენილი გეოლოგებისა და სეისმოლოგების მიერ.]
32. და ჩვენ დავადგინეთ ზეცა [ატმოსფერო] დამცავ სახურავად, მაგრამ მათ მასში არსებულ სასწაულებს პირი აქციეს!
-----
[უპირველესად, ატმოსფერო გარშემოკრულია დედამიწაზე, ის ცოცხალი არსებებისათვის საშიშ გამოსხივებას ფილტრავს და იცავს უთვალავი მავნე გამოსხივებისგან; დედამიწისაკენ მომავალ უთვალავ მეტეორიტს აფეთქებს და არ აღწევს ჩვენამდე, ასეთი მეტეორების ჩამოვარდნით დედამიწაზე სიცოცხლე მოისპობოდა. ატმოსფერო ისეთი ქმნილებაა, რომ მხოლოდ ჩვენთვის საჭირო სხივებს, ანუ ხილულ სხივებს, ინფრაწითელ სხივებს და რადიოტალღების სხივებს ატარებს. ატმოსფეროს მხრიდან განსაზღვრულად გამოსხივებული ულტრაიისფერი სხივები მცენარეთა ფოტოსინთეზის განხორციელებაში და ყველა ცოცხალი არსების სიცოცლის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ადგილს იჭერს. მზის მიერ გამოსხივებული ულტრაიისფერი სხივების დიდი ნაწილი ატმოსფეროს ოზონის შრეში გაიფილტრება და სასარგებლო ნაწილი აღწევს დედამიწამდე. ასევე ის ბევრ რამისგან იცავს დედამიწას: ატმოსფეროს გარეთ მყოფ –270 გრადუს გამყინვარებისაგან კვლავ ატმოსფერო გვიცავს. დედამიწის დამცავი საფარი მხოლოდ ატმოსფერო არ არის. დედამიწის მაგნიტური ველიდან წარმოქმნილი კიდევ ერთი შრე დედამიწის დასაცავად ფარის როლს ასრულებს და დედამიწას საზიანო გამოსხივებისგან იცავს. მზიდან და სხვა დანარჩენი ვარსკვლავებისგან გამოსხივებული სხივები ადამიანებისათვის მომაკვდინებელია. მზეზე არსებული ხშირი აფეთქებები იწვევს მომაკვდინებელ სხივებს, დედამიწას მაგნიტური ველი ატმოსფერო და ოზონის დამცავი შრეები იცავენ ამ საფრთხისაგან. გამოსხივება ისე მძლავრია, რომ დედამიწას გაანადგურებდა. გასულ წლებში მზეზე მომხდარი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი გამოსხივების ენერგია, რომ შევაფარდოთ ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს, ის 100 მილიარდ ატომურ ბომბის ტოლად იქნა გაანგარიშებული. მოკლედ რომ ავხსნათ, დედამიწას საუკეთესო გარსი აკრავს გარშემო, რომელიც იცავს ყველა საფრთხისაგან, სიცოცხლეს უნარჩუნებს ყველა არსებას.]
33. და იგია, რომელმაც გააჩინა ღამე და დღე, მზე და მთვარე; ყველა პლანეტა დაცურავს თავის ორბიტაზე!
-----
[ასტრონომების გამოანგარიშების მიხედვით, მზე საათში 720 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და დღის განმავლობაში 17 200 000 კმ/დღე მანძილს ფარავს. მზის მიზიდულობის სისტემაში, მის ირგვლივ არსებული პლანეტები და თანამგზავრები იგივე მანძილს ფარავენ. გარდა ამისა, სამყაროში არსებული ყველა ვარსკვლავი იგივე სისტემით მოძრაობს...
"და მზე დაცურავს თავის სამოძრაო გზაზე. სწორედ ესაა ძლევამოსილის, ბრძენის განგება!" (სურა 36:38).
"იგია, რომელმაც დაადგინა მზე სხივად და მთვარე ნათელად. მან დაუდგინა სამოძრაო გზანი მათ, რათა თქვენ გცოდნოდათ წელთაღრიცხვა და გამოანგარიშება. არ გაუჩენია ალლაჰს ყოველივე ეს, თუ არა მხოლოდ ჭეშმარიტებით. იგი განმარტავს აიათებს შეგნებულ ხალხთათვის" (სურა 10:5).]
34. და შენ უწინ არც ერთი კაცისთვის უკვდავება არ დაგვიდგენია ჩვენ. მაშ, შენ რომ მოკვდე, ისინი უკვდავები შეიქმნებიან?
-----
[ეს აიათი მოევლინა მაშინ, როცა მექას ურწმუნოებმა თქვეს: მუჰამმედი უკვდავი არ არისო.]
35. ყველა სული იგემებს სიკვდილს. და ჩვენ გცდით თქვენ სიავითა და სიკეთით (როგორც სიღარიბე და სიმდიდრე, და როგორც ავადმყოფობა და ჯანმრთელობა), თუ როგორ მოიქცევით (მოთმინებას გამოიჩენთ თუ არა, ან მადლობას აღავლენთ თუ არა). და ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი!
36. და როცა დაგინახავენ შენ, რომელთაც უარყვეს, მხოლოდ გაცინვის თემად გადგენენ (და ამბობენ), „განა ესაა, რომელიც თქვენს ღვთაებებს ახსენებს?“ სწორედ ისინი არიან მოწყალის წიგნის უარმყოფელნი!
-----
[„გაცინვის თემად გადგენენ“ – არაბეთის იმ დროინდელ უმეცართა პერიოდში, მუჰამმედი იყო ობოლი, ღარიბი, უწიგნური, მთელი თავისი სიცოცხლე წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უზენაესი ალლაჰის ძალითა და შეწევნით, მუჰამმედი იყო წინასწარმეტყველი, ფილოსოფოსი, ორატორი, რჯულმდებელი, მებრძოლი, სულთა მეუფე, იდეების ნოვატორი, იმამი, სახელმწიფო მოღვაწე, სულიერი იმპერიის შემქმნელი დედამიწის სფეროს 20 რაიონში, მხურვალე მქადაგებელი, უნარიანი პოლიტიკოსი, მარჯვე ადმინისტრატორი და ნიჭიერი მხედართმთავარი. 631-632 წლისთვის იგი პრაქტიკულად მთელ არაბეთს აკონტროლებდა. კაცობრიობის ისტორიაში იგი ფაქტობრივად შეუდარებელი ადამიანია.]
37. გაჩენილია ადამიანი სულსწრაფი. სულ მალე გაჩვენებ თქვენ ჩემს აიათებს. ასე, რომ ნუ დააჩქარებთ!
38. და ამბობენ: „როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუკი თქვენ მართალს ამბობთ?“
39. რომ იცოდნენ, რომელთაც უარყვეს, ის ჟამი, როცა ვეღარ აიცილებენ ცეცხლს თავიანთი სახეებიდან და ვერც თავიანთი ზურგებიდან; და როცა აღარ ეყოლებათ შემწე!
40. ჭეშმარიტად, იგი მიეწევა მათ მოულოდნელად, ამგვარად ელდა დაეცემათ მათ. უკვე ისინი ვეღარ შეძლებენ მის არიდებას და არ მიეცემათ მათ გადავადება!
41. და ვფიცავ, შენამდეც გაცინვის საგანი გახდნენ შუამავალნი, მაგრამ მათ შემოერტყათ გარს იგი, რაზეც გასცინოდნენ!
42. უთხარი: „ვინ დაგიცავთ თქვენ დღისით და ღამით მოწყალისგან?“ მაგრამ ისინი პირს იბრუნებენ თავიანთი უფლის ხსენებისგან.
43. ნუთუ მათ ჰყავთ დამცავი ღვთაებები ჩვენს გარდა? არ ძალუძთ შეწევნა საკუთარი თავის და ვერც ეგენი ჰპოვებენ ჩვენგან შველას (სასჯელისგან)!
44. დიახ, ჩვენ გადავუვადეთ მათ და მათ მამებს იქამდე, სანამ იცოცხლეს. განა ჯერ კიდევ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ მიწაზე და როგორ ვაცლით მას კიდეებიდან (ალლაჰის ნებით, მუჰამმედ შუამავალი ართმევს მათ თავიანთ მიწებს)? მაშ, ეგენი არიან გამარჯვებული?
45. უთხარი: „მე თქვენ მხოლოდ ზეშთაგონებით შეგაგონებთ (და მე არაფერს არ წარმოვთქვამ, თუ არ იქნება ალლაჰის ნება).“ მაგრამ ყრუნი ვერ გაიგონებენ ძახილს მაშინაც კი, როცა შეაგონებენ!
46. ხოლო თუ მათ შეეხებათ სიო შენი ღმერთის სასჯელისგან, უთუოდ იტყვიან: „ვაი ჩვენ! უეჭველად, ჩვენ ვიყავით უსამართლონი (რომ თანაზიარს ვუდგენდით ალლაჰს და უარვყავდით მუჰამმედს)!“
47. და ჩვენ განვაწესებთ სამართლის სასწორებს აღდგომის დღეს, მაშინ არავინ არ დაიჩაგრება. და მდოგვის მარცვლის ოდენაც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისი ვართ ჩვენ ანგარიშმსწორებლებად!
48. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას და ჰარუნს ფურყანი [ჭეშმარიტების უმეცრებისგან განმასხვავებელი, ცუდისა და კარგის გამრჩეველი – თევრათი], სინათლედ და შეხსენებად ღვთისმოშიშთათვის,
49. რომელნიც უხილველად შიშობენ თავიანთი ღმერთისგან, და სწორედ ეგენი არიან მოშიშნი იმ საათისგან!
50. და ეს (ყურანი) დალოცვილი შეხსენება ჩვენს მიერაა ზეგარდმოვლენილი. ნუთუ თქვენ ჯერ კიდევ უარმყოფელნი ხართ მისი?
51. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ იბრაჰიმს არასწორის გარჩევის უნარი მანამდე (სრულწლოვანებამდე) და ჩვენ მას ვუწყოდით (რომ იგი იყო ჭეშმარიტ ადამიანთაგანი)!
52. აკი, უთხრა მან თავის მამას და თავის ხალხს: „რა არის ეს ქანდაკებები, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით?“
53. მიუგეს: „ჩვენ ვჰპოვეთ, მას ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამები (და ჩვენც მივყვებით მათ ტრადიციებს).“
54. უთხრა: „ვფიცავ, თქვენც და თქვენი მამებიც ცხად გზააბნევაში ხართ!“
55. უთხრეს: „შენ ჭეშმარიტება მოგვიტანე, თუ ერთ-ერთი მასხარა ხარ?“
56. უთხრა: „არა! თქვენი ღმერთი ცათა და ქვეყნის ღმერთია, რომელმაც ისინი გააჩინა. და მეც მოწმეთაგანი ვარ ამ სიმართლისა!
57. და ვფიცავ ალლაჰს! უთუოდ ვუმზაკვრებ თქვენს კერპებს, როცა წახვალთ და შებრუნდებითო!“
58. მერე ისინი დაამსხვრია ნაწილ-ნაწილად, გარდა მათგან დიდისა (მას ცული კისერზე ჩამოკიდა), ეგების მათ მისთვის მიემართათ!
59. თქვეს: „ვინ მოექცა ასე ჩვენს ღვთაებებს? უეჭველად, იგი უსამართლოთაგანია!“
60. უთხრეს (ერთმანეთს): ,,გავიგონეთ, ყმაწვილი, სახელად იბრაჰიმი აუგად იხსენიებდა მათ.“
61. თქვეს: „მაშ, მოიყვანეთ იგი ხალხის თვალწინ, ეგების მათ დაამოწმონ!“ (კერპებმა დაამოწმონ, რომ მან გაანადგურა ისინი).
62. უთხრეს (იბრაჰიმს სახალხოდ მოყვანის შემდეგ): „ჰეი, იბრაჰიმ! განა შენ მოექეცი ასე ჩვენს ღვთაებებს?“
63. მიუგო: „არა, იქნებ ეს ჰქმნა მათგან უდიდესმა. მაშ, ჰკითხეთ მათ, თუკი შეძლებენ პასუხის გაცემას!“
64. მაშინ თავიანთ თავს მიუბრუნდნენ და თქვეს: ,,უეჭველად, თქვენ ხართ უსამართლონი!“
65. მერე თავისას დაუბრუნდნენ (ნემრუდმა უთხრა იბრაჰიმს): ,,ვფიცავ, იცოდი შენ, რომ ამათ ლაპარაკი არ შეეძლოთ!“
66. უთხრა: „ნუთუ ჯერ კიდევ თაყვანს სცემთ სხვას, მაგიერ ალლაჰისა, რასაც თქვენთვის არც სარგებლის მოტანა შეუძლია და არც ზიანის მიყენება?
67. გრცხვენოდეთ თქვენ და რასაც თქვენ ეთაყვანებით, ალლაჰის გარდა! განა არ უნდა მოუხმოთ გონებას?“
68. თქვეს: „დაწვით იგი (იბრაჰიმი) და გამოექომაგეთ თქვენს ღვთაებებს, თუკი რაიმეს გამკეთებელნი ხართ თქვენ!“ [ამის მერე აბრაამი დაამაგრეს ქვის სატყორცნზე და მოისროლეს ცეცხლში].
69. ჩვენ ვთქვით: „ჰეი, ცეცხლო! იქმენ სიგრილედ და უვნებლად იბრაჰიმის მიმართ!“
70. და ისურვეს მისი ვნება, მაგრამ ჩვენ ისე მოვაწყეთ, რომ მათ ნახეს უდიდესი ზარალი!
71. და ჩვენ გადავარჩინეთ იგი და ლუტი და მივიყვანეთ მიწაზე, რომელიც ვქმენით დალოცვილად სამყაროთათვის!
72. და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და კიდევ იაღყუბი, და ვქმენით ისინი მართლებად!
73. ჩვენ დავადგინეთ ისინი წინამძღოლებად, რომლებიც ჩვენი ბრძანებით სწორ გზაზე ადგენდნენ (ხალხს). ჩვენ შთავაგონებდით მათ სიქველე ეკეთებინათ, ელოცათ, გაეღოთ ზექათი (სავალდებულო მოწყალება) და ისინი მხოლოდ ჩვენი თაყვანისმცემელნი იყვნენ!
74. და ლუტი, რომელსაც ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა და ვიხსენით იგი იმ სოფლისგან, სადაც სისაძაგლეებს სჩადიოდნენ. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთურნი და უზნეონი!
75. და შევიფარეთ იგი ჩვენს მოწყალებაში. უეჭველად, იგი ერთ-ერთი მართალთაგანი იყო!
76. და (გაიხსენე) ნუჰი, აკი შეგვევედრა წინათ. მაშინ ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება, ასე გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი უდიდესი უბედურებისგან (დახრჩობისგან).
77. და ჩვენ შევეწიეთ მას იმ ხალხისგან, რომელთაც ჩვენი სასწაულები ცრუდ შერაცხეს. უეჭველად, ისინი იყვნენ უკეთური ხალხი, ამიტომაც დავახრჩეთ ერთიანად!
78. და (გაიხსენე) დავუდი და სულეიმანი, აკი, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ყანის თაობაზე, როცა ღამით შეიჭრა მასში სხვისი ცხვრის ფარა. და ჩვენ ვიყავით მოწმენი მათი სამსჯავროსი.
-----
[გადმოცემის თანახმად, ცხვრების ფარა ვენახში შეიჭრა და ვენახი გაანადგურა. ვენახის მეპატრონემ დავით შუამავალთან მივიდა და ამ საკითხის განსჯა შესთხოვა. დავითმა დააკისრა ცხვრების მეტაპრონეს, ვენახის მეპატრონეზე ცხვრების გადაცემა, მაგრამ სოლომონ შუამავალმა დავითს ეს განაჩენი დაუწუნა და უთხრა: სჯობს ვენახის პატრონს ცხვარი გადავსცეთ და ცხვრის პატრონს ვენახი. სანამ იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანს ვენახს, როგორც იყო, მანამდე ისარგებლოს ვენახის პატრონმა საქონელიო.]
79. ამგვარად, ჩვენ ვამცნეთ სულეიმანს იგი და ორივეს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა. და ჩვენ დავუმორჩილეთ მთები და ჩიტები, რათა დავუდთან ერთად განედიდებიათ ღმერთი. და ეს ყველაფერი ჩვენ ვჰქმენით!
80. და ჩვენ შევასწავლეთ მას აბჯრის გაკეთების ხელოვნება თქვენთვის (ყველა ადამიანისთვის), რათა თქვენ თავი დაიცვათ საფრთხისგან. მაშ, ხართ თქვენ მადლიერნი (მექას მკვიდრნო)?!
81. და (დავუმორჩილეთ) სულეიმანს ძლიერი ქარი, დაქროდა მისი ბრძანებით დედამიწაზე, რომელიც დალოცვილი ვქმენით იქ (შამში, დამასკოში). და ჩვენ ყველაფერი ვიცით!
82. და (სულეიმანს მივეცით მის მბრძანებლობაში) ეშმაკთაგან, რომელნიც მისთვის ყვინთავდნენ (ზღვაში და ამოჰქონდათ მისთვის ძვირფასეულობა) და ასრულებდნენ სხვა საქმეებსაც (მშენებლობა). ჩვენ ვდარაჯობდით მათ!
-----
[დავითის ძე სოლომონი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ 13 წლის ასაკში ტახტზე ავიდა. შემდეგ კი შუამავლური მისია მიენიჭა. მისი სამეფო იერუსალიმში იყო. მან ააგო მესჯიდი აყსა შვიდი წლის მანძილზე. სოლომონ შუამავალს, როგორც შუამავლური საოცრება უზენაესი ალლაჰიდან, ებოძა ძალაუფლება, როგორიცაა ჩიტების ლაპარაკის გაგება, ასევე მისი მბრძანებლობა ჯინებზეც და ქარზეც ვრცელდებოდა. მან 40 წელი დაჰყო მეფედ და 53 ან 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, ძვ.წ. 962 ან 976 წელს. ამ აიათში სოლომონ შუამავლის ზოგიერთი საოცრებები არის მოხსენებული; ასევე სხვა აიათებშიც – (სურა 38:36-38), (სურა 34:12).]
83. და (გაიხსენე) ეიუბი (იობი), აკი მოუხმო თავის უფალს: „უეჭველად, მე მეწია უბედურება და შენ ხარ ყოვლად მოწყალე მოწყალეთა შორის!“
-----
[იობი მდიდარი იყო, მაგრამ მას ეწია უბედურება, ქონებაც დაკარგა და შვილებიც. ასევე მას თავს დაატყდა ავადმყოფობა და იგი უზენაეს ალლაჰს მიეკედლა. ამ აიათით ნათლად ჩანს ვედრების მეთოდი. ის ალლაჰს ავადმყოფობისგან გათავისუფლებას კი არ სთხოვს, არამედ მისთვის რაც საუკეთესო იყო, იმას ევედრებოდა. ყოველი მუსლიმის ვედრებაც ასეთი უნდა იყოს. იობის ვედრება უზენაესმა ალლაჰმა მიიღო და იგი გაათავისუფლა ავადმყოფობისგან. მას უბოძა ადრინდელზე მეტი ქონება და შვილები. იობი ისლამის ლიტერატურაში მოთმინების მაგალითად მოიხსენიება.]
84. ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება, მოვაშორეთ უბედურება და ვუბოძეთ მას თავისი ოჯახი და ერთი იმდენიც მათთან ერთად ჩვენგან მოწყალებად და შეგონებად მსახურთათვის!
86. და შვიყვანეთ ჩვენ ისინი ჩვენეულ მოწყალებაში. უეჭველად, ისინი იყვნენ მართალთაგანი! (რათა მოითმინონ გაჭირვების ჟამს).
85. და(გაიხსენე) ისმაილი, იდრისი და ზულ-ქიფლი. ყოველი მათგანი იყო მომთმენი!
87. და (გაიხსენე) ზენნუნი (იონა) აკი, წავიდა განრისხებული (თავისი ხალხისგან და მიატოვა შუამავლობა). იფიქრა, რომ ჩვენ ვერ ვძლევდით მას. შემდეგ შეევედრა წყვდიადიდან [თევზის მუცელში მოინანია და ალლაჰს მიტევება შეევედრა]: „რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა შენი! დიდება შენდა! უეჭველად, მე უსამართლოთაგანი ვარ!“
-----
[ზენნუნი/იუნუსი — იონა, რომელიც თევზმა ჩაყლაპა.
„წავიდა განრისხებული“ — მან დიჯლეს ნაპირზე მივიდა და ერთ-ერთ სამგზავრო გემში ჩაჯდა. მან ჩათვალა, რომ საზღაური არ მიეზღვებოდა, როცა უნებართვოდ მიატოვა შუამავლობა. რომელ გემშიც ჩაჯდა, იმ გემმა ვერ შეძლო მოძრაობა და გემის კაპიტანმა განაცხადა: ვიღაცა ცოდვილი ზის გემზეო. მაშინ მიხვდა იონა, რომ მან დიდი ცოდვა ჩაიდინა და ზღვაში გადახტა, ამ დროს იგი თევზმა ჩაყლაპა.]
88. ამგვარად, ჩვენ შევისმინეთ მისი ვედრება და ვიხსენით იგი მწუხარებისგან. და ასე დავიხსნით ჩვენ მორწმუნეებს!
-----
[იონა თევზმა სანაპიროზე გამოაგდო. გადმოცემის თანახმად, მან თევზის მუცელში დაჰყო 4 საათი ან 3 დღე. როცა მან მიატოვა თავისი ხალხი და წავიდა, ზეცა გაშავდა. ხალხი შიშმა შეიპყრო და ყველამ ერთად თავი ანებეს კერპებზე თაყვანისცემას და ირწმუნეს უზენაესი ღმერთი. იონა შუამავალიც დაბრუნდა და გააგრძელა შუამავლობა.]
89. და (გაიხსენე) ზაქარია, აკი შეევედრა თავის ღმერთს: „ღმერთო ჩემო! არ დამტოვო ეული (უმემკვიდრო), რამეთუ შენ საუკეთესო მემკვიდრეობის მბოძებელი ხარ!“
90. შევისმინეთ მისი ვედრება და ვუბოძეთ მას იაჰია [იოანე "ნათლისმცემელი"] და ვქმენით მისი ცოლი ამის შემძლე. უეჭველად, ისინი ისწრაფოდნენ სიქველისკენ, გვიხმობდნენ სასოებით და შიშით, და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი!
91. და (გაიხსენე მარიამი) რომელმაც შეინახა პატიოსნება. მაშინ ჩვენ ჩავბერეთ მასში ჩვენი სულისგან (ჯებრაილისგან) და დავადგინეთ იგი და ძე მისი სასწაულად სამყაროთათვის!
92. უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება (ისლამი) ერთი და იგივე სარწმუნოებაა (რაც კი მოვლენილა ადამიდან მუჰამმედის ჩათვლით. ყველა აბსოლუტურად მონოთეიზმის მომწოდებელი იყო). და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, თაყვანი მეცით მე!
93. და გაიყვნენ ერთურთის მოწინააღმდეგეებად თავიანთ საქმეში. მაგრამ ყოველი ჩვენთან მოიქცევა!
94. მაშ, ვინც, როგორც მორწმუნე, იქმს სიქველეს, ღვაწლი მისი არ იქნება უარყოფილი. და უეჭველად, ჩვენ ვიწერთ ამას მისთვის!
95. და აკრძალულია იმ ქალაქის მკვიდრთათვის, რომელიც გავანადგურეთ, რომ ეგენი უკან დაბრუნდნენ!
96. ბოლოს და ბოლოს, როცა გათავისუფლდებიან იეჯუჯ-მეჯუჯი (გოგი-მაგოგი), ყოველი მთიდან თავს დაესხმიან!
97. და როცა მოახლოვდება ჭეშმარიტი აღთქმა (აღსასრული), სწორედ მაშინ, რომელთაც უარყვეს, მზერა გაუშტერდებათ: „ვაი ჩვენ! უგულისყურო ვიყავით ამის მიმართ. თურმე უსამართლონი ვყოფილვართ!“
98. უეჭველად, თქვენ (მექას მკვიდრნო) და ისინი, რასაც ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, შეშა ხართ ჯოჯოხეთისა, თქვენ იქ იქნებით მოთავსებულნი!
99. რომ ყოფილიყვნენ ეგენი ღვთაებები, არ შევიდოდნენ იქ. და ყველა (თავიანთ კერპებიანად) იქ იქნებიან სამუდამოდ!
100. მათთვის იქ მძაფრი კვნესაა, და ეგენი იქ ვერაფერს გაიგონებენ!
101. უეჭველად, რომელთაც ეწიათ ჩვენგან სიკეთე, სწორედ ეგენი მისგან შორს მყოფნი არიან!
102. არ მოესმინებათ მისი (ჯოჯოხეთის) ხმაური და ეგენი მარად იქნებიან მასში (სამოთხეში), რასაც ისურვებენ მათი სულები!
103. არ დაამწუხრებთ მათ უდიდესი შიში და ანგელოზები დახვდებიან მათ (როდესაც საფლავებიდან აღსდგებიან, და ეტყვიან მათ): „ეს თქვენი დღეა, რომელიც აღგეთქვათ!“
104. იმ დღეს ჩვენ ზეცას დავგრაგნით, როგორც გრაგნილებს წიგნთათვის. როგორც დავიწყეთ თავდაპირველად, ჩვენი აღთქმის თანახმად, აღვადგენთ მას ხელმეორედ. უეჭველად, ჩვენ ვართ მქმნელნი!
105. და ვფიცავ, ჩვენ ჩავწერეთ გახსენების (ლევჰი მაჰფუზის) შემდეგ ზებურში (ფსალმუნში), რომ ქვეყანას იმემკვიდრებენ ჩემი ერთგული მსახურნი!
106. უეჭველად, ამაში (ყურანში) ცნობარია თაყვანისმცემელ ხალხთათვის! (სამოთხეში მოსახვედრად).
107. და არ წარგვიგზავნიხარ შენ (ჰეი, მუჰამმედ), თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის (ადამიანებისთვის და ჯინებისთვის)!
108. თქვი: „მე მხოლოდ ზეშთამეგონა, რომ თქვენი უფალი ერთადერთი ღმერთია. ნუთუ კიდევ არ შეიქმნებით თქვენ მუსლიმებად?!
109. ამის მერე თუ ზურგს აქცევენ, მაშინ უთხარი: გამცნობთ თქვენ ყველას, განურჩევლად და არ ვუწყი ახლოსაა თუ შორს ის, რაც აღგეთქვათ!
110. უეჭველად, იგი უწყის, რასაც ცხადად წარმოთქვამთ და რასაც მალავთ!
111. არ ვიცი! იქნებ ეს (გადავადება) ერთგვარი გამოცდაა თქვენთვის და სარგებლობა განსაზღვრულ დრომდე (რათა მოინანიოთ)!“
112. თქვა (მუჰამმედ შუამავალმა): „ღმერთო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით (ჩემსა და ამ ურწმუნოებს შორის)! მოწყალე ღმერთი მფარველია ჩვენი იმისგან, რასაც თხზავთ თქვენ.