Страницы

სურა 104 „ჰუმეზე“

„ჰუმეზე“ — ცილისმწამებელი;  მექური, 9 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 ვაი, ყველა ზურგს უკან მკილავს და სხვისი წუნის მკვლევს!

2 რომელმაც ქონება მოიხვეჭა და აგროვებს,

3 და თვლის, რომ სიმდიდრე სამარადჟამოდ აცოცხლებს!

4 არამც და არამც! (თავი დაანებოს ამ ილუზიას, ქონება მას ვერ გადაარჩენს) უეჭველად, ჰუტამაში (ჯოჯოხეთში) იქნება ჩაგდებული!

5 (ო, შუამავალო) შენ იცი თუ არა, რა არის „ჰუტამა“?

6 (ჰუტამა) ალლაჰის მიერ აალებული ცეცხლია,

7 რომელიც გულს მოედებათ.

8 ის (ჰუტამა) გადაეხურება და დაიკეტება მათ ზემოთ,

9 უზომო სვეტებს შორის!