„აღლა“ — უზენაესი; მექური, 19 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 განადიდე სახელი ღმერთისა შენისა, უზენაესისა!
2 რომელმაც გააჩინა და გაათანაზომიერა!
3 რომელმაც (ყველაფერი) ზომიერად ჰყო და დაადგინა ჭეშმარიტ გზას!
4 და რომელმაც აღმოაცენა ბალახი მდელოზე!
5 მერე აქცია იგი შავ ნაყარ-ნუყარად!
6 (ყურანს) ჩვენ წაგიკითხავთ შენ, ამის შემდეგ არ დაგავიწყდება!
7 იმის გამოკლებით, რაზეც იქნება ნება ალლაჰის. ის უწყის გაცხადებულს და დაფარულს!
8 ჩვენ გაგიიოლებთ შენ, რათა იყოს ადვილი!
9 შეაგონე შენ, თუ კი შეგონება სარგებელს მოიტანს!
10 შეისმენს ის, ვინც მოკრძალებულია (ღვთის მიმართ)
11 და ბედნავსი (ბედკრული,ურწმუნო) განშორდება მას,
12 რომელიც ყველაზე მძვინვარე ცეცხლში იქნება შენთებული!
13 შემდეგ იქ არც მოკვდება და არც იცოცხლებს!
14 ჭეშმარიტად, ნეტარ იქმნა, ვინც განიწმინდა!
15 და (განწმენდილმა სულმა) სახელი ღმერთისა მისი ახსენა და ლოცვა აღავლინა!
16 მაგრამ არა! თქვენ ამქვეყნიურ ცხოვრებას ამჯობინებთ,
17 თუმცა საიქიო ცხოვრება უფრო უკეთესია და მუდმივი!
18 ჭეშმარიტად, ეს უწინდელ ფურცლებშიც იყო მოცემული,
19 ფურცლები იბრაჰიმისა და (წიგნი) მუსასი! [ათი ფურცელი ებოძა აბრაამს].