Страницы

სურა 95 „თინ“

„თინ“ — ლეღვის ხე;  მექური, 8 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 ვფიცავ, ლეღვსა და ზეთისხილს!

2 და სინას მთას!

3 და ამ ქალაქს, დაცულს (უსაფრთხოს)!

4 ჭეშმარიტად, ჩვენ ადამიანი „საუკეთესო ფორმად“ გავაჩინეთ!

5 მერე კი ვაქციეთ იგი უმდაბლეს საფეხურზე!

6 გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მათთვისაა ჯილდო ულევი!

7 (ო, ადამიანო!) მაშ, შენ ამის შემდეგ რა გემართება, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ცრუდ რაცხავ?

8 განა არ არის ალლაჰი სამართლიანი მსაჯული მსაჯულთა შორის?