Страницы

სურა 88 „ღაშიე“

„ღაშიე“ — დამბურველი;  მექური, 26 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 მოაღწია შენამდე მბავმა „წარღვნისმა“, თავზარდამცემმა?

2 სახენი იმ დღეს, თავჩაღუნული სირცხვილითა,

3 ტყუილად დაღალულ-დაქანცული,

4 (ისინი) შენთებული იქნებიან გავარვარებულ ცეცხლში!

5 მდუღარე წყაროს წყლით დარწყულდებიან,

6 საკვებად კი მხოლოდ მწარე დარიის ეკლები (ექნებათ),
-----
[დარია — მცენარე, რომელიც ჯოჯოხეთში ხარობს და რომელიც მომწამლავია.]

7 რომელიც არც გამოკვებავს და არც ანაყრებს.

8 და იქნება იმ დღეს სახენი გაბრწყინებული,

9 თავიანთი საქმეებით კმაყოფილნი

10 (დამკვიდრებულნი არიან) უმაღლეს სამოთხეებში!

11 იქ ვერ გაიგებ ფუჭსიტყვაობას!

12 იქ არის მოჩუხჩუხე წყაროები!

13 იქ არის მაღალი სავარძლები!

14 და (წინიდან) გამზადებული თასები (სასმელის მისართმევად)!

15 და ჩამწკრივებული ბალიშები!

16 და გაფენილი ხალიჩები!

17 ნუთუ არ შეხედავენ აქლემებს, როგორღა გაჩენილა?

18 და ზეცას, როგორ ამაღლებულა?

19 და მთებს, როგორ დგანან მტკიცედ (დედამიწაზე)?

20 და მიწას, როგორ გადაჭიმულა?

21 მაშ, შეაგონე, შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ!

22 შენ არა ხარ მათზე მოძალადე.

23 მაგრამ ვინც განუდგა (რწმენას) და უარყო (ყურანი),

24 ალლაჰი დასჯის მას უდიდესი სასჯელით!

25 ჭეშმარიტად, ჩვენდა მოიქცევიან!

26 ჭეშმარიტად, ჩვენ გვეკუთვნის ანგარიშგება მათზე!