„მუზზემმილ“ — ტანსაცმელში გახვეული; მექური, 20 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო!
2. აღავლინე ლოცვა ღამით, თუნდაც მცირედი,
3. ან მისი ნახევარი ან გამოაკელი მას ცოტა,
4. ან დაამატე მასზე და ლამაზად იკითხე ყურანი, აუჩქარებლად (დინჯად).
5. ჭეშმარიტად, ჩვენ ზეგარდმოვავლენთ შენზე მძიმე სიტყვას (ყურანს),
6. უეჭველად, ღამით წამოდგომა (ძნელია, მაგრამ) უფრო ქმედითია და უფრო ნაყოფიერი.
7. უეჭველად, შენთვის დღისით უფრო დიდი დატვირთულობაა.
8. და ახსენე სახელი შენი ღმერთის და მთელი ძალისხმებით იღვაწე მისკენ ყველაფრისგან შორს.
9. იგია ღმერთი აღმოსავლეთისა და დასავლეთის. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, იგი დაიდგინე მფარველად!
10. და მოითმინე, რასაც ისინი ამბობენ, განუდექი მათ ღირსეული განდგომით.
11. მე დამიტოვე ცრუდ შემრაცხველნი დოვლათის პატრონნი და მათ გადაუწი ცოტა დრო.
12. ჭეშმარიტად, ჩვენს წიაღ მძიმე ბორკილებია და აალებული ცეცხლია,
13. საკვები, რომელიც ყელში გაეჩხირება და სასჯელი მწარე.
14. იმ დღეს შეზანზარდება მიწა და მთები და გარდაიქცევა მთები მიმოფანტულ ქვიშის ბორცვებად.
15. ჭეშმარიტად, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენთან შუამავალი მოწმედ თქვენ წინააღმდეგ ისევე, როგორც წარვგზავნეთ ფარაონთან შუამავალი.
16. მაშინ ეურჩა ფარაონი შუამავალს, ამიტომაც შევიპყარით იგი მძლავრი შეპყრობით.
17. ამრიგად, როგორ დაიცავთ თავს თუ უარყოფთ იმ დღეს, რომელიც ბავშვებს გააჭაღარავებს?
18. ზეცა გაიპობა მისით (ბოლო დღის მრისხანებით) და აღთქმა მისი (ალლაჰისა) აღსრულდება!
19. ჭეშმარიტად, ეს შეგონებაა! დაე, მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა.
20. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი უწყის, რომ შენ ლოცვას აღავლენ სულ მცირე ღამის ორ მესამედ ან ამის ნახევარს, ან მის მესამედს, და ერთი ჯგუფი იმათგან, რომელნიც შენთან ერთად არიან. და ალლაჰმა გამოთვალა დღე და ღამე, იგი უწყის, რომ თქვენ ვერ გამოთვლიდით მას. ამიტომაც მოგიტევათ თქვენ. მაშ, იკითხეთ რაც გეიოლებათ ყურანისგან. იგი უწყის, რომ თქვენგან ერთი ნაწილი ავად გახდებოდა და სხვა დანარჩენები იმოგზაურებდნენ დედამიწაზე ალლაჰის წყალობის საძიებლად. და კიდევ სხვები იბრძვიან ალლაჰის გზაზე. მაშ, იკითხეთ რაც გეიოლებათ მისგან და აღავლინეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და ასესხეთ ალლაჰს კეთილი სესხი. და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან, უფრო დიდი სიკეთედ და უდიდეს საზღაურად. და ალლაჰს მიტევება შესთხოვეთ, რამეთუ ალლაჰი შემწყალეა, მწყალობელია!