„ფუსსილეთ“ — განმარტებულია; მექური, 54 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ჰა. მიმ.
2. ზეგარდმოვლენილია მოწყალისგან, მწყალობლისგან
3. წიგნი, რომლის აიათები განიმარტა ვრცლად არაბულ ენაზე, ყურანად მცოდნე ხალხთათვის,
4. ხარებად და შეგონებად. მაგრამ ზურგი აქცია უმრავლესობამ მათგან, უკვე ვერღა შეისმენენ.
5. და თქვეს: „ჩვენი გულები დახშულია იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ, რამეთუ ჩვენს ყურებში სიყრუეა და ჩვენსა და შენს შორის ფარდაა. მაშ, ჰქმენ (რაც გენებოს) და ჩვენც ვიქმთ (რაც გვსურს).“
6. უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. ზეშთამეგონა, რომ ღმერთი თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, წარსდექით მის წინაშე ჭეშმარიტი რწმენით და მიტევება შესთხოვეთ მას. და ვაი, წარმართთა მდგომარეობას!
7. რომელნიც არ გასცემენ ზექათს (სავალდებულო მოწყალებას), დიახ, ისინი საიქიოს უარმყოფელნიც არიან.“
8. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა საზღაური გამოულევი.
9. უთხარი: „განა თქვენ ნამდვილად უარყოფთ მას, რომელმაც გააჩინა დედამიწა ორ დღეში და უდგენთ მას თანასწორთ? სწორედ იგია სამყაროთა ღმერთი!
10. იქ დაადგინა მყარი მთები, მოჰმადლა ბარაქა და მასზე ოთხ დღეში გაანაწილა საბადებელი საყოფისად სარჩოს მაძიებელთათვის.
11. შემდგომ მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო, რომელიც იყო კვამლი. მერე უთხრა მას და მიწას: „მოდით ნებით ან უნებლიეთ.“ მიუგეს: „მოვედით კეთილი ნებით.“
12. ამგვარად, მან გამოსახა ისინი შვიდ ცად ორ დღეში და შთააგონა ყოველ ზეცას თავისი მოვალეობა. და შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დაცვად. სწორედ ესაა განწესება ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.“
-----
[ყურანში გამოყენებული სიტყვა “ცა” ანუ ზეცა, ასევე დედამიწაზეც მიგვითითებს, ამ სიტყვას თუ დავაკვირდებით, ის ზეცის ატმოსფეროს შრეებზე მიგვითითებს. როგორც ვიცით, შრეები ერთი-მეორეზე სიმაღლეშია განლაგებული და ისინი თავიანთ დანიშნულებას ასრულებენ, როგორც წმინდა აიათები გვამცნობენ, მაგ. სურა 86:11-ში. მეცნიერულ წყაროებში ეს შრეები ასეა განლაგებული:
1) ტროპოსფერო
2) სტრატოსფერო
3) ოზონოსფერო
4) მეზოსფერო
5) თერმოსფერო
6) იონოსფერო
7) ეგზოსფერო.]
13. და თუ კედევ ზურგს იქცევენ, მაშინ უთხარი: „მე გაგაფრთხილეთ მეხით, მსგავსი ადისა და სემუდის ხალხის მეხისა.“
14. აკი, მივიდნენ მათთან შუამავალნი წინიდან და უკნიდან: „რომ არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა.“ თქვეს: „რომ ენება ჩვენ ღმერთს, უთუოდ, ანგელოზებს ზეგარდმოავლენდა. ამიტომაც, უეჭველად, რითიც თქვენ წარმოიგზავნეთ, მისი უარმყოფელნი ვართ.“
15. მაგრამ ადის ხალხი შემდგომ უმართებულად გამედიდურდა დედამიწაზე და თქვა: „ვინ არის ჩვენზე უფრო ძალ-ღონიერი?“ განა ვერ დაინახეს, რომ ალლაჰი, რომელმაც გააჩინა ისინი, აღემატება მათ ძალით? და ისინი ჩვენს აიათებს განზრახ უარყოფდნენ.
16. მაშინ ჩვენ მოვავლინეთ მათზე სუსხიანი ქარიშხალი ავბედით დღეებში, რათა გვეგემებინა დამამცირებელი სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ხოლო სასჯელი საიქიოში უფრო დამამცირებელია და ისინი არ იქნებიან შეწევნილნი.
17. ხოლო რაც შეეხება სემუდეველებს, ისინი დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე, ამისდა მიუხედავად, მათ ირჩიეს სიბრმავე ჭეშმარიტების წინაშე, ამიტომაც შეიპყრო ისინი დამამცირებელი სასჯელის მეხმა იმისთვის, რასაც იხვეჭდნენ.
18. ხოლო გადავარჩინეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშობდნენ.
19. იმ დღეს შეიკრიბებიან ალლაჰის მტრები ცეცხლის წინ. ამრიგად, ისინი გამოემწყვდევიან.
20. ბოლოს, როცა მიაღწევენ მასთან, დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ სასმენელნი მათი და თვალნი მათი და კანნი მათი იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
21. და ეტყვიან თავიანთ კანთ: „რატომ დაამოწმეთ ჩვენს წინააღმდეგ?“ მიუგებენ: „ჩვენ აგვალაპარაკა ალლაჰმა, რომელმაც ყველაფერი აამეტყველა.“ რამეთუ მან გაგაჩინათ თავდაპირველად და მასთან იქნებით მიბრუნებულნი.
22. და თქვენ არ გქონდათ რიდი იმისა, რომ არ ემოწმებინა თქვენს წინააღმდეგ თქვენს სასმენელთ, თვალთ და კანთ. თუმცაღა თქვენ გეგონათ, რომ ალლაჰი არ უწყის ბევრ იმას, რასაც სჩადიხართ.
23. სწორედ ამგვარმა ვარაუდმა თქვენი ღმერთის შესახებ წაგიყვანათ დაღუპვისკენ. ამიტომაც აღმოჩნდით წაგებულთა შორის.
24. ახლა უკვე რომც მოითმინონ, მაინც ცეცხლია მათი თავშესაფარი, და თუ დანდობას ითხოვენ, არ იქნებიან დანდობილთა შორის.
25. და მივუჩინეთ მათ ახლო მეგობრები. ამრიგად შეალამაზეს მათთვის აწმყო, მომავალი და გაცხადდა სიტყვა მათზე და ყველა თემზე, რომელნიც განადგურდნენ მათ უწინ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. უეჭველად, ისინი აღმოჩდნენ წაგებულნი.
26. და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არ მოისმინოთ იგი ყურანი და ატეხეთ მასზე ღრიანცელი და იმასხრეთ მასზე, ეგების თქვენ გაიმარჯვოთ.“
27. ამის შემდეგ, რომელთაც უარყვეს, ვაგემებთ მკაცრ სასჯელს და უთუოდ, მივუზღავთ ყველაზე ცუდს იმისგან, რასაც სჩადიოდნენ.
28. სწორედ ესაა საზღაური ალლაჰის მტერთა, ცეცხლია მათთვის იქ მარადიულ სამყოფლად. საზღაურად იმისთვის, რომ უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.
29. და იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „ღმერთო ჩვენო! გვაჩვენე ისინი, რომელთაც აგვაცდინეს ჩვენ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. მოვიქცევთ მათ ფეხთქვეშ, რათა იყვნენ მდაბიონი.“
30. უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი, ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები: „ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით, და იხარეთ სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული.
31. ჩვენ თქვენი მფარველები ვართ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმქვეყნიურშიც. და თქვენთვისაა იქ, რასაც სულნი თქვენი ინატრებენ! და თქვენთვისაა იქ, რასაც მოითხოვთ,
32. ჯილდოდ შენმდობისგან, მწყალობლისგან!“
33. ვინც ალლაჰისკენ მოუხმო, ჰქმნა სიკეთე და თქვა: „უეჭველად, მე მუსლიმთაგანი (მორჩილთაგანი) ვარ“, განა არის მასზე უკეთესი ვინმე სიტყვით?
34. არ არის თანასწორი სიკეთე და სიავე. დახვდი სიავეს იმით, რომელიც საუკეთესოა. მაშინ იგი მტრობა, რაც შენსა და მას შორის იყო, გექცევა გულითად მეგობრად.
35. მიენიჭება ეს სიკეთე მარტოოდენ იმათ, ვინც მოთმინებას იჩენს და თავშეკავებას, მფლობელებს უდიდესი ხვედრისა.
36. მაგრამ შენ, უთუოდ, გეწევა ცდუნება ეშმაკისგან. მაშ, ალლაჰს მიეკედლე! ჭეშმარიტად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
37. მისი სასწაულებიდანაა ღამე და დღე, მზე და მთვარე. არ აღავლინოთ თაყვანისცემა არც მზისთვის და არც მთვარისთვის, არამედ თაყვანისცემა აღასრულეთ ალლაჰისთვის, რომელმაც გააჩინა ისინი, თუკი მხოლოდ მას სცემთ თაყვანს.
38. და თუ ესენი (ურწმუნონი) ჯერ კიდევ ამპრტავნობენ, ისინი, რომელნიც შენი ღმერთის წინაშე არიან, ხომ ქებას აღავლენენ მისთვის დღისით და ღამით, და მათ არ ბეზრდებათ.
39. და მისი სასწაულებიდანაა, რომ შენ მიწას ნამდვილად გამომხმარს ხედავ, ხოლო როცა ჩვენ მოვავლენთ მასზე წყალს, ის მოძრაობას იწყებს და ფუვდება. უეჭველად, რომელმაც გააცოცხლა იგი, უთუოდ, გამცოცხლებელია მკვდართა. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისშემძლეა.
40. უეჭველად, რომელნიც გმობენ ჩვენს აიათებს, ვერ დაიმალებიან ჩვენს წინაშე. განა ვინც მოხვედრილ იქნება ცეცხლში უკეთესია, თუ ვინც აღდგომის დღეს მოვა დაცული?! ჰქმენით, რაც გენებოთ! ჭეშმარიტად, იგი ხედავს რასაც სჩადიხართ.
41. უეჭველად, რომელთაც უარყვეს შეხსენება, როცა მოევლინა მათ (უთუოდ, დავსჯით). ჭეშმარიტად, იგი წიგნია ძლევამოსილი.
42. სიცრუე ვერ გაეკარება მას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან. ზეგარდმოვლენილია ბრძენისგან, ყოვლადქებულისგან.
43. შენზე ნათქვამი არაფერია, თუ არა რაც შუამავალთ ეუბნებოდნენ შენს უწინ. უეჭველად, შენი ღმერთი მიმტევებელია, სასტიკსასჯელიანია.
44. და რომ დაგვედგინა იგი ყურანი უცხო ენაზე, უთუოდ, იტყოდნენ: „ნეტავ, განმარტებული ყოფილიყო მისი აიათები - წიგნი უცხო ენაზე და მოციქული კი არაბი?!“ უთხარი: „იგი იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს, ჭეშმარიტი გზაა და განკურნებაა. ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს, მათ ყურებში სიყრუეა და ბრმანი არიან მის მიმართ. აი, ეგენი, ვისაც უხმობენ შორეთიდან.“
45. და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი (თევრათი), მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში (როგორც ყურანის შემთხვევაში). და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა (გადავადება), უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული (ამქვეყანასვე), და უეჭველად, ეგენი მის (ყურანის) მიმართ ორჭოფობენ.
46. ვინც ჰქმნა სიკეთე, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ჰქმნა ავი, იგი თავის საზიანოდაა. და როდია შენი ღმერთი, უსამართლო მსახურთა მიმართ?!
47. მასთან მიიქცევა საათის ცოდნა. და არც ერთი ნაყოფი არ აღმოცენდება თავისი ღივიდან და არ დაფეხძიმდება არც ერთი მდედრი და ვერ შობს მისი ცოდნის გარეშე. და იმ დღეს, როცა მოუხმობს მათ: „სად არიან ჩემი მოზიარენი?“ მიუგებენ: „მოგახსენებთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის მოწმე (იმისა, რომ შენ გყავს მოზიარე)“.
48. და გაეცალნენ მათგან, რასაც მოუხმობდნენ უწინ და დარწმუნდნენ, რომ არ არის მათთვის გადარჩენა.
49. და არ ბეზრდება ადამიანს სიკეთის თხოვნა, მაგრამ თუ შეეხება მას სიავე, სასოწარკვეთა მოიცავს და იმედს კარგავს.
50. და თუ ვაგემეთ მას წყალობა ჩვენგან, შემდგომად იმ სიავის დატეხისა, აუცილებლად იტყვის: „ეს ჩემია და მე არა მგონია, რომ დადგეს საათი. და თუ ნამდვილად მობრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უეჭველად, ჩემთვის მის წინაშე, იქნება საუკეთესო“. დაე, უთუოდ, ვამცნობთ რომელთაც უარყვეს, იმას, რაც ჩაიდინეს და უთუოდ, ვაგემებთ მათ სასტიკ სასჯელს.
51. და როცა ადამიანს წყალობას ვუბოძებთ, პირს იბრუნებს (წარმართობისკენ) და გაიძურწება (ღმერთს არ შესწირავს მადლობას, უამრავი წყალობის სანაცვლოდ). და თუ სიავე მიეწევა, იწყებს გაუთავებელ ვედრებას.
52. უთხარი: „რას იტყვით, თუკი ეს (ყურანი) არის ალლაჰის წიაღიდან, მერე თქვენ უარყეთ იგი? ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვინც ღრმა განხეთქილებაშია?!“
53. სულ მალე ვუჩვენებთ მათ ჩვენს სასწაულებს ცის კაბადონზე და მათ სულებში, რათა განცხადდეს მათთვის, რომ იგი ჭეშმარიტებაა. განა არ კმარა, რომ იგი უწყის ყველაფერს?!
54. მაგრამ ფრთხილად! უეჭველად, ისინი ეჭვში არიან თავიანთ ღმერთთან შეხვედრის თაობაზე. კარგათ შეიმეცნეთ, ჭეშმარიტად, იგი ყველაფრის გარემომცველია.