„იუსუფი“ — იოსები; მექური, 111 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ელიფ. ლამ. რა. ეს აიათებია ცხადი წიგნისა.
2. ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულად, ეგების მოგეხმოთ გონებისთვის!
3. ჩვენ გიყვებით შენ (მუჰამმედ) საუკეთესო ამბებს, რაც ამ ყურანით შთაგაგონეთ, თუმცაღა აქამდე, დიახაც, რომ უმეცართა შორის იყავი.
4. აკი, უთხრა იუსუფმა თავის მამას (იაკობს): „ჰეი, მამაჩემო! მე ვნახე (სიზმარში) თერთმეტი ვარსკვლავი, მზე და მთვარე. დავინახე ისინი თაყვანს მცემდნენ.
5. მიუგო: „შვილო ჩემო! არ მოუყვე ეს შენი სიზმარი შენს ძმებს, თორემ მახეს დაგიგებენ. ჭეშმარიტად, ეშმაკი ადამიანთა აშკარა მტერია.
6. აი ასე რჩეულად გყოფს შენი ღმერთი და შენ გასწავლის სიზმრების ახსნას. მისი წყალობა აღსრულდება შენზე და იაღყუბის ოჯახზე (შვილებზე), როგორც უწინ აღსრულდა იგი (შუამავლური მისია) შენს წინაპრებზე: იბრაჰიმზე და ისჰაყზე. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!“
7. ვფიცავ, იუსუფისა და მისი ძმების ამბავში სასწაულნია მათთვის, ვინც მას ეძიებს!
-----
[იუსუფის ძმები იყვნენ 12 ძმა, ოღონდ სხვადასხვა დედისგან.]
8. აკი, უთხრეს (ერთმანეთს იუსუფის ძმებმა): „დიახაც, რომ იუსუფი და მისი (ღვიძლი) ძმა (ბუნიამინი) უფრო საყვარელნი არიან ჩვენი მამისთვის, ვიდრე ჩვენ. და ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ (უფრო მეტნი და ძლიერნი მათზე), ხოლო მამაჩვენი ცხად გზააბნევაშია.
9. მოჰკალით იუსუფი ან გაასახლეთ სადმე სხვა მიწაზე, რათა სახე მამათქვენის ისევ თქვენ მოგეპყრათ. და იქმენით ამის შემდგომ მშვიდობისმთესველი ხალხი.“
10. მაშინ მათგან ერთ-ერთმა (იუსუფის ყველაზე უფროსმა ძმამ, რუბილმა) თქვა: „არ მოკლათ იუსუფი. თუკი ხართ რაიმეს გამკეთებლები, ჩააგდეთ იგი ჭის ფსკერში, რომ რომელიმე ქარავანმა გადააწყდეს და აიყვანოს.“
11. უთხრეს: „მამაჩვენო! რატომ არ გვანდობ იუსუფს, მაშინ, როცა ჩვენ მისთვის კეთილმოსურნენი ვართ?
12. გამოგზავნე იგი ჩვენს ერთად ხვალ (ტყეში). დაე, დატკბეს და მოილხინოს, ჩვენ კი დავიცავთ მას!“
13. მიუგო: „თქვენს ერთად მისი წამოსვლა აღმაშფოთებს მე. რამეთუ მეშინია, რომ უყურადღებოდ დარჩებით მისადმი და მას მგელი შეჭამს.“
-----
[იმ ტერიტორიაზე უამრავი მგელი დაძრწოდა, ხოლო იუსუფი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ამიტომაც საფრთხე არსებობდა მასზე მგლის თავდასხმისა.]
14. უთხრეს: „თუკი მოხდა ისე, რომ შეჭამა იგი მგელმა, მაშინ, როცა ამდენი ვართ, მაშინ ჩვენ წარწყმედილნი დავრჩებით.“
15. როცა წაიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ ჩაეგდოთ იგი ჭის ფსკერში, მაშინ ჩვენ ზეშთავაგონეთ მას, რომ უთუოდ შენ (ერთ დღეს) აცნობებ მათ რაც ჩაიდინეს, როცა ეს აღარ ემახსოვრებათ.
16. და გვიან ღამით ტირილით მივიდნენ მამასთან.
17. უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, იუსუფი კი ჩვენს საგზალთან დავტოვეთ, მაშინ მგელმა შეჭამა იგი. შენ მაინც არ დაგვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთ.“
18. და მიუტანეს მისი პერანგი ცრუ სისხლით. უთხრა: „არა! თქვენ თქვენმა სულმა შეგაცდინათ ამ საქმეში (თქვენ განზრახ გააკეთეთ ეს). მაგრამ მე ძლიერი მოთმინება მმართებს. მხოლოდ ალლაჰია მფარველი იმისგან, რასაც თქვენ აღმიწერთ.“
19. და მოვიდა ქარავანი [რითაც მედიენიდან ეგვიპტეში მიდიოდნენ, და იმ ჭასთან ახლოს შეისვენეს, სადაც იუსუფი ჩააგდეს საკუთარმა ძმებმა]. გაგზავნეს თავიანთი მეთულუხენი. როცა თულუხი ჩაუშვა, გაოცებულმა წამოიძახა: „ჰეი, სამახარობლო, ეს ყმაწვილია!“ და დამალეს იგი გასაყიდ საქონლად. ხოლო ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან.
20. და ის გაყიდეს მცირე ფასად. სულ რაღაც რამდენიმე დირჰემად [ოც ან ოცდაათ დირჰემად], ისედაც არაფრად უღირდათ იგი.
21. და ეგვიპტელმა (რომლის სახელია ღეზიზი), რომელმაც იყიდა იგი, უთხრა თავის მეუღლეს (ზელიჰას): „კეთილად მოეპყარი მას! ეგებ რამეში გამოგვადგეს ან შვილად ავიყვანთო.“ – აი, ასე დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე (ეგვიპტის მიწაზე), რათა გვესწავლებინა მისთვის სიზმრების ახსნა. და ალლაჰი ძლევამოსილია თავის საქმეში, თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას.
22. და როცა ზრდასრული შეიქნა იგი (ოცდაათი წლის), ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა. აი, ასე ვუზღავთ კეთილისმქმნელთ!
23. ქალმა ისურვა მისგან, რომლის სახლშიც ცხოვრობდა იგი, ვნების აღსრულება. მან ჩარაზა კარები და უთხრა: „მოდი ჩემთან!“ მიუგო: „ალლაჰმა დამიფაროს! ჭეშმარიტად, იგი (რომელმაც მიყიდა) ჩემი ბატონია. მან კარგად მომეპყრო (და მე არ ვუღალატებ მის ოჯახს). ჭეშმარიტად, ცოდვილნი ვერ გადარჩებიან!“
24. და ვფიცავ, რომ ქალმა ისურვა მასთან თანაცხოვრება, და რომ არ დაენახა თავისი ღმერთის აშკარა ნიშანი, ისიც (იუსუფიც) ისურვებდა მასთან თანაცხოვრებას. აი, ასე ავაცილეთ მას სიავე და გარყვნილება. ჭეშმარიტად, იგი ჩვენი გულწრფელი მსახურთაგანი იყო.
25. ორივენი გაიქცნენ კარისკენ. და ჩამოახია ქალმა მას პერანგი უკნიდან. და კართან გადააწყდნენ ქალის პატრონს. ქალმა უთხრა: „რა სასჯელს იმსახურებს ის, ვინც შენი ოჯახისთვის სიავე მოინდომა, თუ არა დილეგში ჩაგდებას, ან მწარე სასჯელსო.“
26. თქვა (იუსუფმა გასასამართლებლად): „თვითონ ისურვა ჩემთან თანაცხოვრება!“ ქალის ოჯახიდან ერთ-ერთმა ასეთი გამოსავალი შესთავაზა: „თუ მისი პერანგი წინიდანაა ჩამოხეული, იგი (ქალი) მართალს ამბობს და იგი (იუსუფი) ცრუთაგანია.
27. და თუ მისი პერანგი უკნიდანაა ჩამოხეული, იგი (ქალი) ცრუობს, და იგი (იუსუფი) მართალთაგანია.“
28. ხოლო როცა დაინახა (მისმა ქმარმა) მისი პერანგი უკნიდან იყო ჩამოხეული, უთხრა (ღეზიზმა თავის ცოლს, ზელიჰას): „ეს თქვენი (ქალების) ხრიკებია. თქვენი მზაკვრობა კი, ჭეშმარიტად, უდიდესია.
29. ჰეი, იუსუფ! არავის მოუყვე ეს (რათა არ მოედოს ეს ამბავი ქალაქს)! შენ კი (ზელიჰა) პატიება ითხოვე, რამეთუ ცოდვილთაგანი ხარ!“
-----
[მერე ეს ამბავი მაინც მოედო ქალაქს, ოღონდ არა იუსუფისგან.]
30. და ქალაქში ქალები ალაპარაკდნენ: „ღეზიზის ცოლმა თავის მსახურთან თანაცხოვრება მოიწადინა, მისთვის გული დაუწვავს სიყვარულს და ჩვენ ვხედავთ მას, აშკარა გზააბნევაშია.“
31. ხოლო როცა ქალმა გაიგო მათი ჭორიკნობა, მოსაწვევი გაუგზავნა მათ, მოუწყო მათ მუთაქა-სავარძლები, და თითოეულს დანა მისცა. მერე ქალმა უთხრა (იუსუფს): „გადი მათთან!“ ქალებმა რომ დაინახეს იგი, აღფრთოვანდნენ და ხელები დაისერეს (მაგრამ ტკივილი არ უგრძვნიათ). და თქვეს: „დიდება ალლაჰს! ეს (იუსუფი) ადამიანი არ არის, ეს თუ იქნება ღირსეული ანგელოზიო!“
32. უთხრა (ზელიჰამ, როცა დაინახა, რაც დაემართათ ქალებს იუსუფის დანახვაზე): „აი ის, ვის გამოც მკიცხავდით მე (მეც ასეთნაირად მოვიხიბლე იუსუფის დანახვაზე). ვფიცავ, რომ მასთან თანაცხოვრება ვისურვე. მაშინ უარყო, მაგრამ თუ იმას არ გააკეთებს, რაც ვუბრძანე, უთუოდ, დილეგში ჩააგდებენ და უთუოდ, დამცირებულთა შორის აღმოჩნდება!“
33. შეევედრა (იუსუფი): „ღმერთო ჩემო! დილეგი ჩემთვის უფრო უკეთესია იმაზე, რისკენაც მიხმობენ, დილეგში ყოფნა მირჩევნია იმის გაკეთებას, რასაც მაიძულებენ, და თუ მათ მზაკვრობას არ ამაცილებ, შეიძლება გადავიხარო მათკენ და უგუნურთა შორის აღმოვჩნდე!“
34. მაშინ შეისმინა ღმერთმა მისმა ვედრება მისი, ამგვარად ააცილა მას მზაკვრობა მათი. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
35. მერე, აშკარა საბუთების ხილვის შემდეგაც (რაც იუსუფის უდანაშაულობას ამტკიცებდა), მათ მაინც საჭიროდ ჩათვალეს გარკვეული ვადით დილეგში ჩაესვათ.
36. და შევიდა მასთან ერთად დილეგში ორი ჭაბუკი. თქვა მათგან ერთ-ერთმა (მეღვინემ): „მე (სიზმრად) ვნახე – ყურძენს ვწურავდი.“ და თქვა მეორემ (მზარეულმა): „მე კი დამესიზმრა – თავით პური მიმქონდა და ჩიტები კენკავდნენ მისგან. – გვამცნე ამის ახსნა, რამეთუ, ჩვენ ვხედავთ, რომ შენ კეთილთაგანი ხარ.“
-----
[„ორი ჭაბუკი“ — ესენი იყვნენ ეგვიპტის მეფის მონები: ერთი მეფის მეღვინე, მეორე კი მზარეული. მათი დანაშაული კი ის იყო, რომ ხელმწიფისთვის ამბოხის მოწყობას აბრალებდნენ. როცა გაიგეს, რომ იუსუფი სიზმრებს ხსნიდა, მიმართეს მას სიზმრების ასახსნელად.]
37. მიუგო: „არ მოვა თქვენთან საჭმელი, რომლითაც იკვებებით (ძილში), ვიდრემდის მე არ გამცნობთ თქვენ იმის ახსნას. ესაა იმათგან, რაც ჩემმა ღმერთმა შემასწავლა. ჭეშმარიტად, მე მივატოვე სარწმუნოება იმ ხალხისა, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უარყოფენ იმქვეყნიურ ცხოვრებას.
38. და მივჰყევი ჩემი წინაპრების: იბრაჰიმის, ისჰაყის და იაღყუბის სარწმუნოებას. შეუძლებელია, ჩვენ ვინმე თანაზიარი გავუხადოთ ალლაჰს. აი ეს (ერთღმერთიანობა) ალლაჰის მადლია ჩვენზე და ადამიანებზე, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა უმადურია.
39. ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! განა უამრავი ღმერთების ყოლა ჯობია, თუ ერთადერთი ძლევამოსილი ალლაჰის?!
40. მის გარდა, რასაც ეთაყვანებით, მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც შეარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. ჭეშმარიტად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას!
41. ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! ერთი თქვენთაგანი თავის ბატონს ღვინოს მიართმევს, მეორე კი ჩამოხრჩობილი იქნება და ჩიტები თავს დაუკორტნიან. გადაწყვეტილია საქმე, რომლის ახსნაც გინდოდათ.“
42. და უთხრა (იუსუფმა მეღვინეს), რომელიც, უეჭველად, უნდა გადარჩენილიყო მათგან: „უამბე ჩემზე შენს ბატონს (რომ დილეგში ზის ჭაბუკი, რომელიც უდანაშაულოა)!“ მაგრამ დაავიწყა ეშმაკმა მას (მეღვინეს), თავის ბატონზე მოყოლა, ამიტომ დაჰყო (იუსუფმა) დილეგში კიდევ რამდენიმე წელი (შვიდი ან თორმეტი წელი).
43. და თქვა მეფემ [ეგვიპტის მეფე რაინმა, ვალიდის ძემ]: „უეჭველად, სიზმარი ვნახე შვიდ მსუქან ძროხას ჭამდა შვიდი გამხდარი ძროხა, და შვიდი მწვანე თავთავი, შვიდი გამხმარი თავთავის გვერდით. ჰეი, დიდებულნო, განმიმარტეთ ჩემი სიზმარი თუ იცით სიზმრის ახსნა!“
44. უთხრეს: „რთული სიზმრებია, ჩვენ არ ვიცით ასეთი სიზმრების ახსნა.“
45. იმათგანს, რომელიც გადარჩა (მეღვინეს), დიდი ხნის მერე გაახსენდა (იუსუფი) და თქვა: „მე გაცნობებთ თქვენ მის ახსნას, ახლავე გამგზავნეთო.“
46. ,,ჰეი, იუსუფ, კაცო მართალო! აგვიხსენი რას ნიშნავს, შვიდ მსუქან ძროხას რომ შვიდი გამხდარი ძროხა ჭამს და შვიდი მწვანე თავთავი რომ შვიდი გამხმარი თავთავის გვერდითაა? ეგების დავბრუნდე ხალხთან, რათა გაიგონ მაგათმა!“
47. უთხრა: „შვიდ წელიწადს თესეთ ჩვეულებისამებრ, და რასაც მოიმკით, დატოვეთ იგი თავისივე თავთავში, გარდა იმ მცირედისა, რასაც მიირთმევთ.
48. შემდეგ დადგება შვიდი მკაცრი წელი, რომელნიც შესჭამენ იმას, რაც მოაგროვეთ (იმ მოსავლიან შვიდ წელიწადში), გარდა იმ მცირედისა, რასაც დაზოგავთ.
49. მერე, ამის შემდგომ, მოვა წელი, რომელიც ხალხს უხვ წვიმას მოუტანს და დაწურავენ (ყურძენს და მსგავსს) მასში ისინი.“
50. და ბრძანა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი (რომელმაც ახსნა სიზმარი)!“ ხოლო როცა მივიდა მასთან (იუსუფთან) ელჩი, უთხრა (იუსუფმა): ,,მიბრუნდი შენს ბატონთან და ჰკითხე მას დიაცების მდგომარეობა, რომლებმაც ხელები დაისერეს. ჭეშმარიტად, ჩემმა ღმერთმა უწყის მათ ხრიკებს.“ [დაბრუნდა ელჩი მეფესთან და იუსუფის დანაბარები გადასცა, მეფემ უმალვე ქალბატონები შეკრიბა].
51. უთხრა: „რას ლაპარაკობდით, როცა იუსუფის ცდუნებას ლამობდით?“ მიუგეს: „დიდება ალლაჰს! ცუდი არა ვიცით მასზე!“ ღეზიზის ცოლმა თქვა: „ახლა ჭეშმარიტება გაცხადდა! მე ვლამობდი მის ცდუნებას. ხოლო იგი, ჭეშმარიტად, მართალთაგანია.“
52. „აი ეს, რათა იცოდეს (ღეზიზმა უდანაშაულობის მტკიცებულება), ჭეშმარიტად, მე არ მიღალატია მისთვის მის არყოფნისას, ხოლო, ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჰქმნის წარმატებულს მზაკვრობას მოღალატეთა.
53. და არ ვამბობ, ჩემი სული ყოვლად უბიწოა. ჭეშმარიტად, სული, გარდა იმათი, ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი, დიახაც რომ ყველას სიავისკენ უბიძგებს. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი შემნდობია, მწყალობელია!“
54. და თქვა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი, მას პირად მრჩევლად დავიდგენ!“ ხოლო, როცა დაელაპარაკა მას, თქვა: „უეჭველად, ამიერიდან ჩვენთან უმაღლესი ჩინის მფლობელი და სანდო ხარ შენ.“
55. უთხრა (იუსუფმა): „დამადგინე ამ ქვეყნის (ეგვიპტის) ხაზინათა განმკარგველად, რადგანაც მე საუკეთესო მეუნჯე და ხაზინადარი ვარ!“
56. აი, ამგვარად დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა მას ეცხოვრა იქ, სადაც უნდოდა. მოვუვლენთ ჩვენს წყალობას, ვინებებთ ვისაც და არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელთ!
57. და უთუოდ იმქვეყნიური საზღაური ბევრად უკეთესია, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი გახდნენ.
[დადგა გვალვის წლები და ეს გვალვა ყველაზე მეტად ქანაანს და დამასკოს დაატყდა].
58. და იუსუფის ძმები მოვიდნენ [ბუნიამინის გამოკლებით, რადგანაც შეიტყვეს, რომ ეგვიპტეში ისინი სურსათ-სანოვაგეს შეიძენდნენ] და წარსდგნენ მის წინაშე. მაშინვე იცნო ისინი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
-----
[როგორც ახსნა სიზმარი იუსუფმა, ისე განვითარდა მოვლენები. რა თქმა უნდა, წინა შვიდ წელიწადს თავთავებითურთ შეინახეს. ხოლო როდესაც დადგა გვალვის წლები (ეს ეგვიპტის ყველა მეზობელ ქვეყანას დაატყდა თავს), იქვე მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები იუსუფის მამის ოჯახიდან ათი ძმა ჩავიდა ეგვიპტეში სარჩო-სანოვაგის საყიდლად ისე, როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩადიოდნენ. აი, ამ გარემოებამ ხელი შეუწყო იუსუფის ძმებისა და იუსუფის შეხვედრას. რა თქმა უნდა, მათ ვერ იცნეს იუსუფი, ვინაიდან, დაახლოებით 21 წელი იყო გასული და იუსუფი გარეგნულად საკმაოდ შეცვლილი იყო. იუსუფმა ჰკითხა: თქვენ საიდან ხართო? მიუგეს: ჩვენ ქანაანიდან ვართ, იაღყუბის, ალლაჰის შუამავლის შვილებიო. კიდევ შეეკითხა: რამდენი ძმა ხართ? მიუგეს: ჩვენ 12 ძმა ვიყავით, ერთი გარდაიცვალა, ერთი კი, სულ პატარა, მამაჩვენთან დარჩაო.]
59. და როცა გაამზადებინა მათთვის მარცვლეულის მარაგი, უთხრა: „მომიყვანეთ მამით თქვენი ძმა (ბუნიამინი, რათა დავრწმუნდე, რომ თქვენ მართალს ამბობთ). განა ვერ ხედავთ, უეჭველად, მე მთლიან საწყაოს ვიძლევი და რომ მე საუკეთესო მასპინძელი ვარ?
60. ხოლო თუ არ მოიყვანთ მას ჩემთან, მაშინ ჩემგან მარცვლეულის მარაგს ვერ მიიღებთ და ჩემს ახლომახლოს აღარ გაიაროთ!“
61. თქვეს: „შევეცდებით იგი გამოვთხოვოთ თავის მამას და, უეჭველად, ასე მოვიქცევით.“
62. და უთხრა თავის მსახურებს: „მათი ფული მათსავე ნივთებში ჩადეთ, ეგება, როცა თავიანთ ოჯახთან დაბრუნდებიან, ნახონ და უკან მობრუნდნენ!“
63. ხოლო, როცა დაბრუნდნენ თავიანთ მამასთან, უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! ჩვენ აგვეკრძალა მარცვლეულის მარაგი. გამოგზავნე ჩვენს ერთად ჩვენი ძმა, რათა მარცვლეულის მარაგი მივიღოთ. და, უეჭველად, დავიცავთ მას ჩვენ.“
64. უთხრა: „განა, განდოთ თქვენ იგი, როგორც განდე თქვენ მისი ძმა წინათ? მაგრამ ალლაჰი საუკეთესო მფარველია და მწყალობელთა მწყალობელია იგი!“
65. და როცა გახსნეს თავიანთი ბარგი, ნახეს მათთვის უკან დაბრუნებული ფული. თქვეს: „ჰეი, მამაჩვენო! რაღა ვინატროთ მეტი? ესაა ჩვენი ფული. უკან დაგვიბრუნეს ჩვენ და ჩვენ შევძლებთ სარჩო ვიშოვოთ ჩვენი ოჯახისთვის, დავიცვათ ჩვენი ძმაც და შევიმატოთ ერთი აქლემის საპალნე. ეს კი ცოტაოდენია.“
66. უთხრა: „ვერ გამოვგზავნი მას თქვენთან ერთად, სანამ არ დადებთ აღთქმას ალლაჰის წინაშე, რომ უკან ჩამოიყვანთ, თუ არ დაგატყდებათ რაიმე უბედურება თქვენ.“ მაშინ მათ აღთქმა დადეს, უთხრა: ალლაჰია მოწმე, რასაც ვამბობთ ჩვენ.“ [ამის მერე მისცა უფლება მათთან ერთად წასვლისა].
67. უთხრა: „ჰეი, შვილნო ჩემნო! ნუ შეხვალთ (ეგვიპტეში) ერთი კარიბჭით, და შედით სხვადასხვა კარიბჭით. მე ვერ შევცვლი ალლაჰის განგებას თქვენ თაობაზე. რადგან განსჯა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, მას ვსასოებ. მაშ, მას უნდა სასოებდეს ყველა მსასოებელი!“
68. და შევიდნენ ისე, როგორც დაარიგა მამამ. მაგრამ ამან ვერ ააცილა ისინი ალლაჰის განგებას. ეს მხოლოდ იაღყუბის სურვილი იყო, რომელიც აღასრულეს. და ჭეშმარიტად, იგი ცოდნას ფლობდა, რომელიც ჩვენ შევასწავლეთ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა არ უწყიან.
69. და როცა ისინი წარსდგნენ იუსუფთან, ღვიძლი ძმა თავისთან წაიყვანა. უთხრა: „უეჭველად, მე შენი ძმა ვარ! არ ინაღვლო იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ“
70. ხოლო როცა გაამზადებინა მათი მარცვლეულის მარაგი, ჩადო თავისი ღვიძლი ძმის ნივთებში ფიალა (ოქროსგან დამზადებული). ერთმა გზირმა შესძახა: „ჰეი, მექარავნენო, უეჭველად, თქვენ ქურდები ხართ!“
71. მათკენ მიბრუნდნენ და უთხრეს: „რა დაკარგეთ?“
72. მიუგეს: „დავკარგეთ მეფის თასი. ვინც მას მოიტანს, ერთი აქლემის საპალნე (მარცვლეულის მარაგი) მას და ამის თავდები მე თვითონ ვარ.“
73. ძმებმა თქვეს: „ვფიცავთ ალლაჰს! თქვენ კარგად იცით, რომ ამ მხარეში სიავეების ჩასადენად არ მოვსულვართ და ჩვენ ქურდები არ ვართ.“
74. უთხრეს: „თუკი თქვენ აღმოჩნდებით მატყუარები, მაშინ რა სასჯელი ეკუთვნის მას?“
75. თქვეს: „სასჯელი იმისა, ვისაც თავის აბგაში აღმოუჩნდება, თავად თვითონაა სასჯელი. ასე ვსჯით უსამართლონს.“
-----
[„თავად თვითონაა სასჯელი“ — ქურდი თვითონვე მოიხდის ამას საკუთარი თავით, ერთი წელი მონობით. ვისი ქონებაც მოიპარა, მისი მონა უნდა გამხდარიყო, ვინაიდან, ეს იყო იბრაჰიმის ოჯახში სასჯელად დაწესებული.]
76. დაიწყო მათი აბგების დათვალიერება, თავისი ღვიძლი ძმის აბგაზე წინ. მერე ღვიძლი ძმის აბგიდან ამოიღო იგი (ფიალა). ასეთი მეთოდი შევამზადეთ იუსუფისთვის. ვერ შეძლებდა, რომ შეაკავებინა თავისი ძმა მეფის კანონიდან გამომდინარე [გაროზგვა ან დილეგში ჩაგდება], თუ არ ინებებდა ამას ალლაჰი. ჩვენ ხარისხით უმაღლესვჰყოფთ, ვინებებთ ვისაც, რამეთუ ცოდნის მქონეზე ზემოთ – ყოვლისმცოდნეა!
77. მათ თქვეს: „თუ ამან მოიპარა, მისმა ძმამაც მოიპარა უწინ.“ მაგრამ ეს იუსუფმა გულში ჩაიდო და არ გაუმხილა იგი მათ. თქვა: „მით უარესია თქვენი მდგომარეობა (ვინაიდან, მე და ჩემ ძმას არაფერი მოგვიპარია, ხოლო თქვენ თქვენი ძმა მოიტაცეთ საკუთარი მამისგან და ჭაში ჩააგდეთ) და ალლაჰი უწყის, რასაც ამბობთ.“
-----
[გადმოცემის თანახმად: იუსუფი თავის ყველაზე უფროს მამიდასთან, ისჰაყის ქალიშვილთან და იაღყუბის დასთან იმყოფებოდა. იაღყუბს მოენატრა იუსუფი და წავიდა მის წამოსაყვანად, მაგრამ მამიდას ძალიან უყვარდა იუსუფი და მისი გატანება არ უნდოდა. ჩუმად მამისგან დანატოვარი სარტყელი პერანგის შიგნით შემოახვია იუსუფს და როდესაც დამშვიდობებას აპირებდნენ იუსუფი და იაღყუბი, გამოაცხადეს, რომ სარტყელი იყო დაკარგული, რომელიც იუსუფს აღმოაჩნდა. ასეთნაირად შეძლო მამიდამ იუსუფის კიდევ ერთი წლით მასთან დაეტოვებინა. სწორედ, აი ამას აბრალებდნენ თავისი ძმები იუსუფს, როცა თქვეს: „უწინ მაგისმა ძმამაც მოიპარაო“]
78. უთხრეს: „დიდებულო ვეზირო! უეჭველად, ჩვენ ღრმად მოხუცი მამა გვყავს (რომელსაც ჩვენზე მეტად უყვარს ბუნიამინი და თან ამით გადააქვს თავისი დაკარგული შვილის ვარამი). დაიტოვე ჩვენგან ერთ-ერთი ამის სანაცვლოდ. უეჭველად, ჩვენ ვხედავთ, რომ შენ კეთილისმქმნელთაგანი ხარ.“
79. მიუგო: „ალლაჰმა დაგვიფაროს, რომ სხვა ავიყვანოთ ნაცლად იმისა, ვისთანაც აღმოვაჩინეთ ჩვენი ქონება. თუკი ჩვენ ასე მოვიქცევით, მაშინ უთუოდ უსამართლონი ვიქნებით!“
80. ხოლო როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, მოსათათბირებლად განმარტოვდნენ. მათგან უფროსმა თქვა (რუბილმა, რომელმაც იუსუფის ჭაში ჩაგდება ურჩია ძმებს და ამით სიკვდილს გადაარჩინა): „განა, არ იცით, რომ მამათქვენმა აღთქმა დაგადებინათ ალლაჰის წინაშე და მის წინაც, რაც იუსუფის მიმართ ჩაიდინეთ? ამიტომ არ წავალ ამ ქვეყნიდან, ვიდრე ნებას არ მომცემს მამაჩემი ან არ განმსჯის ალლაჰი, რამეთუ იგი საუკეთესოა მსაჯულთა შორის!
81. თქვენ დაბრუნდით მამათქვენთან და ასე უთხარით: ჰეი, მამაჩვენო! შენმა შვილმა ნამდვილად იქურდა. ჩვენ მხოლოდ იმას ვმოწმობთ, რაც ვიცით, ხოლო ჩვენ არ ვიცით იდუმალი.
82. ჰკითხე ქალაქს, რომელშიც ვიყავით და ქარავანს, რომელთან ერთადაც დავბრუნდით. უეჭველად, ჩვენ სიმართლეს ვამბობთ.“
83. თქვა: „არა! სულმა თქვენმა კეთილად მოგაჩვენათ ეს საქმე [თქვენ დააბრალეთ მასაც, როგორც იუსუფს გაუკეთეთ ადრე]. აწ ძლიერი მოთმინება მმართებს. ეგების, ალლაჰი ყველას დამიბრუნებს. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!“
84. გატრიალდა მათგან და თქვა: „ოჰ! საცოდავი იუსუფი!“ და ორივე თვალზე სითეთრე მოედო [შავებზე თეთრი გადაეფარა, დაბრმავდა]. მაგრამ გულში იკლავდა მწუხარებას.
85. უთხრეს: „ვფიცავთ ალლაჰს! შენ კიდე იუსუფზე ფიქრს აგრძელებ. ბოლოს და ბოლოს თავს დაისნეულებ ან დაიღუპავ.“
86. მიუგო: „მხოლოდ ალლაჰს შევჩივი ჩემს ნაღველს და დარდს. და მე ვუწყი ალლაჰისგან იმას, რასაც თქვენ არ უწყით (რომ იუსუფის სიზმარი ჭეშმარიტებაა და იგი ცოცხალია).
87. ჰეი, შვილნო ჩემნო! წადით, იუსუფი და მისი ძმა კარგად მოძებნეთ. და ალლაჰის წყალობის იმედს ნუ გადაიწურავთ. ჭეშმარიტად, არ ეწურებათ იმედი ალლაჰის მოწყალებიდან, გარდა ურწმუნო ხალხისა.“
88. ხოლო როცა წარსდგნენ ისინი მის წინაშე, უთხრეს: „ჰეი, დიდებულო ვეზირო! ჩვენ და ჩვენს ოჯახს გაჭირვება გვეწვია. და მოვედით მხოლოდ მცირედი ქონებით. მაგრამ მოგვეცი მის სანაცვლოდ სრული საწყაო, და გვიმოწყალე ჩვენ. ჭეშმარიტად, ალლაჰი დააჯილდოვებს გულმოწყალეებს.“
89. უთხრა: „გაიხსენეთ თუ არა, რა უყავით იუსუფს და მის ძმას, როცა იყავით უმეცარნი?“
90. უთხრეს: „ნუთუ ნამდვილად იუსუფი ხარ შენ?“ მიუგო: „მე იუსუფი ვარ, ეს კი ჩემი ძმაა! ალლაჰმა ჩვენ (ყველას) მოწყალება გვიბოძა. რადგანაც, ვინც ღვთისმოშიშია და მოითმენს, ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელთ!“
91. თქვეს: „ვფიცავთ ალლაჰს, უთუოდ ალლაჰმა უპირატესგყო ჩვენზე და ჩვენ დიახაც რომ შევსცოდეთ!“
92. მიუგო: „დღეს არ არს კიცხვა თქვენზე. დაე, ალლაჰმა შეგინდოთ, რამეთუ იგი მოწყალეთა უმოწყალესია!
[ამის შემდეგ იკითხა მამის მდგომარეობა; მათ მიუგეს, რომ იგი დაბრმავდა].
93. წაიღეთ ეს ჩემი პერანგი და გადააფარეთ მამაჩემს სახეზე. მხედველობა დაუბრუნდება. და მთელი ოჯახით ჩემთან დაბრუნდით.“
-----
[ამ პერანგის თაობაზე მრავალი გადმოცემა არსებობს. 1. ეს პერანგი ჯებრაილის მეშვეობით სამოთხიდან იყო გამოტანილი, რომელიც იბრაჰიმს ეცვა, როცა ცეცხლში მოისროლა ნემრუდმა. იუსუფმა ამ პერანგის ზებუნებრივი ძალა იცოდა, ამიტომ მისი წაღება დაავალა ძმებს; 2. იგი იუსუფს სასწაულად მიეცა და ჯებრაილმა მას ზეშთააგონა, რომ იგი, პერანგი, გადაეფარებინათ მამის სახეზე და მას თვალები გაუმრთელდებოდა; 3. იუსუფმა გაიგო, რომ მამამისს თვალები დარდის გამო დაუბრმავდა, ამიტომაც გადაწყვიტა მისი პერანგის გატანება, სიხარულისგან თვალებში სინათლე მოუვაო. ეს ან თავისით მოიფიქრა ან ჯებრაილმა ზეშთააგონა.]
94. და როცა ქარავანი გასცილდა (ეგვიპტის საზღვრებს), თქვა მათმა მამამ: „უეჭველად, მე ვგრძნობ იუსუფის სურნელს, თუკი უგუნურად არ შემრაცხავთ.“
95. უთხრეს: „ვფიცავთ ალლაჰს, უეჭველად, შენ კვლავინდებურად გზააბნევაში ხარ!“
96. ხოლო როცა მოვიდა მახარობელი [იაღყუბის შვილი იეჰუზა, რომელმაც ადრე იუსუფის სისხლიანი პერანგი მიუტანა, ვითომც მგელმა შეჭამაო, ახლა კი მან ისურვა, როგორც ადრე დაანაღვლიანა თავისი მამა, ისევ მე უნდა გავახაროო], გადააფარა მას იგი სახეზე და მაშინვე დაუბრუნდა მხედველობა. უთხრა: „განა არ მითქვამს თქვენთვის, ჭეშმარიტად, მე ვუწყი ალლაჰისგან იმას, რასაც არ უწყით თქვენ?“
97. უთხრეს: „ჰეი მამაჩვენო! ჩვენი ცოდვების გამო შენდობა შესთხოვე. უეჭველად, ჩვენ განზრახ ცოდვა ჩავიდინეთ!“
98. მიუგო: „თქვენთვის შენდობას შევთხოვ ჩემს ღმერთს ახლო ხანში. ჭეშმარიტად, იგი შემნდობია, მწყალობელია.“
99. ხოლო როცა ისინი მივიდნენ იუსუფთან, მოეხვია მშობლებს და უთხრა: „შემოდით ეგვიპტეში, ალლაჰის ნებით, უსაფრთხოდ!“
100. აიყვანა მან თავისი მშობლები ტახტზე და მათ აღასრულეს მისთვის სეჯდე [იუსუფის გადარჩენისთვის და მასზე უამრავი სიკეთის ბოძებისთვის, ალლაჰის წინაშე მუხლი მოიყარეს]. და თქვა: „ჰეი, მამავ ჩემო! ეს არის განმარტება იმისა, რაც წინათ სიზმრად ვნახე. ჩემმა ღმერთმა ცხადჰყო იგი. სიკეთე მიყო, როცა დილეგიდან გამომიყვანა და თქვენც მოგიყვანათ უდაბნოდან მის მერე, რაც ეშმაკმა შუღლი ჩამოაგდო ჩემსა და ჩემს ძმებს შორის. ჭეშმარიტად, ღმერთი ჩემი სიკეთის მიმცემია, ინებებს ვისთვისაც. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-----
[მშობლებმა იუსუფთან დაახლოებით 17 ან 24 წელი იცხოვრეს. იაღყუბმა იუსუფს ანდერძი დაუტოვა, რომ როცა გარდაიცვლებოდა თავისი მამის გვერდით დაესაფლავებინა. და მართლაც, როდესაც გარდაიცვალა იგი, იუსუფმა დაასაფლავა მამამისის - ისჰაყის გვერდით. მერე ეგვიპტეში დაბრუნდა და 23 წელი იცოცხლა.]
101. ღმერთო ჩემო! შენ მე მიბოძე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. ცათა და დედამიწის გამჩენო, შენ ხარ ჩემი მფარველი წუთისოფელში და საიქიოში. მიმიბარე შენ მუსლიმად და დამამკვიდრე კეთილისმქმნელთა შორის!“ [ჩემს წინაპრებს შორის; ამის შემდეგ იცოცხლა დაახლოებით ერთი კვირა და გარდაიცვალა 120 წლის ასაკში].
102. აი ეს უხილავი ამბავთაგანია, რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ. შენ არ ყოფილხარ მათ ერთად, როცა ჩუმად შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს თავიანთი საქმენი და მზაკვრობდნენ ეგენი.
103. ძალიანაც რომ გსურდეს შენ (ო, მუჰამმედ), ადამიანთა უმრავლესობა მაინც არ ირწმუნებენ.
104. და შენ არ ითხოვ იმისთვის (ყურანისთვის) მათგან საზღაურს. ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.
105. და რამდენი სასწაულია ცათა და ქვეყანაზე (რომელიც ალლაჰის ერთადერთობაზე მიანიშნებს), ისინი კი უყურადღებოდ ჩაუვლიან და მისგან პირს იბრუნებენ? (არ დაფიქრდებიან ამ ყველაფერზე?)
106. მათგან უმეტესი ისე არ ირწმუნებენ ალლაჰს, თუ არ დაუდგენენ თანაზიართ.
107. განა უსაფრთხოდ გრძნობენ თავს იმისგან, რომ დაატყდებათ ალლაჰის ყველაფრის მომცველი რისხვა ან უეცრად დადგება ჟამი აღსასრულისა, და ისინი არ უწყიან ამას?
108. უთხარი: „ეს არის ჩემი მისია. მოვიპატიჟებ ალლაჰისკენ ცხადი მტკიცებულებით მეც და ჩემზე მომყოლებიც. დიდება ალლაჰს! და მე არა ვარ წარმართთაგანი.“
109. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენამდეც, თუ არა კაცნი სოფელთა მკვიდრთაგან, რომელთაც ზეშთავაგონებდით? განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე (მექას მკვიდრთ)? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, და უთუოდ სამყოფელი იმქვეყნიური უფრო უკეთესია მათთვის, რომელნიც იყვნენ ღვთისმოშიშნი. იმედია, გონს მოეგებით (ჰეი, მექას მკვიდრნო და ირწმუნებთ)!
110. მაშინ, როცა შუამავალთ იმედი გადაეწურებოდათ და კიდეც ეგონათ, რომ მათ ნამდვილად ცრუდ შერაცხავდნენ, მათთან შეწევნა მიდიოდა ჩვენი. ასე გადარჩნენ ისინი, ვინებეთ რომელნიც. მაგრამ ცოდვილი (წარმართი - კერპთაყვანისმცემელი) ხალხის მიმართ ჩვენი სასჯელი შეუქცევადია!
111. ვფიცავ, ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის დარიგებაა მათ (შუამავალთა) ამბავში. და არ არის (ეს ყურანი) შეთხზული სიტყვა; რამეთუ დასტურია იგი მის წინათ არსებულისა, და განმარტება ყოველივესი, ერთადერთ ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნე ხალხთათვის!