„იუნუს“ — იონა; მექური, 109 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ელიფ. ლამ. რა. ეს არის აიათები ბრძენი წიგნისა.
2. ნუთუ ხალხისთვის გასაოცარია, რომ ჩვენ შთავაგონეთ კაცს (მუჰამმედ შუამავალს) მათი წიაღიდანვე, რათა შეეგონებინა ისინი და ეხარებინა, რომელთაც ირწმუნეს – ჭეშმარიტად, მათთვისაა უფლის წინაშე ჭეშმარიტი უპირატესობა. თქვეს ურწმუნოებმა: „ეგ (მუჰამმედი) აშკარა გრძნეულია.“
3. ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღმართა. იგი განაგებს ყველა საქმეს. არ არსებობს შემწე, თუ არა ნება მისი. ასეთია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მაშ, თაყვანი ეცით მას. ნუთუ არ დაფიქრდებით?!
4. მასთანაა ყველა თქვენგანის მისაქციელი. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. ჭეშმარიტად, იგი უბადლოდ აჩენს და მერე უკუმოაქცევს მასთან, რათა სამართლიანად მიუზღოს, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს. ხოლო რომელთაც უარყვეს, მათთვისაა სასმელი მდუღარე და მწარე ტანჯვა იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
5. იგია, რომელმაც დაადგინა მზე სხივად და მთვარე ნათელად. მან დაუდგინა სამოძრაო გზანი მათ, რათა თქვენ გცოდნოდათ წელთაღრიცხვა და გამოანგარიშება. არ გაუჩენია ალლაჰს ყოველივე ეს, თუ არა მხოლოდ ჭეშმარიტებით. იგი განმარტავს აიათებს შეგნებულ ხალხთათვის.
-----
["და მზე დაცურავს თავის სამოძრაო გზაზე. სწორედ ესაა ძლევამოსილის, ბრძენის განგება!" (სურა 36:38).
ასტრონომების გამოანგარიშების მიხედვით, მზე საათში 720 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და დღის განმავლობაში 17 200 000 კმ/დღე მანძილს ფარავს. მზის მიზიდულობის სისტემაში, მის ირგვლივ არსებული პლანეტები და თანამგზავრები იგივე მანძილს ფარავენ. გარდა ამისა, სამყაროში არსებული ყველა ვარსკვლავი იგივე სისტემით მოძრაობს...]
6. ჭეშმარიტად, ღამისა და დღის მონაცვლეობაში და რაც ალლაჰმა გააჩინა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, სასწაულებია ღვთისმოშიშ ხალხთათვის.
7. ისინი, რომელნიც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას (აღდგომას), კმაყოფილი არიან ამქვეყნიური ცხოვრებით და დასჯერდნენ მას, და რომელნიც ჩვენი სასწაულების მიმართ უსულგულო არიან,
8. აი, მათი თავშესაფარი ცეცხლია იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!
9. მათ კი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე თავიანთი ღმერთი. იმიტომ, რომ ირწმუნეს, მათი უფალი სწორი გზით წარმართავს მათ სიკეთე უხვ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება.
10. მათი შეძახილი იქ (სამოთხეში): „დიდება შენდა, ღმერთო ჩემო!“ და მათი ცხოვრება – მშვიდობაა! და მათი ბოლო შეძახილი: „ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს!“
11. და რომ დაეჩქარებინა ალლაჰს ხალხთათვის უბედურება ისევე, როგორც სიკეთის დაჩქარება სურთ, მათი აღსასრული გარდაუვალი გახდებოდა. მაგრამ რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებენ, მივატოვებთ თავიანთ აღვირახსნილობაში ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებული.
12. და როცა კაცს უბედურება ეწევა, გვევედრება ჩვენ წამოწოლილი ან მჯდარი ან ფეხზე მდგომი. მაგრამ როცა ავარიდებთ მას უბედურებას, ისე ჩაივლის, თითქოს არც ეთხოვოს ჩვენთვის შეწევნა თავსდატეხილი უბედურების გამო. აი, ასე მოეკაზმათ ზღვარგადასულებს, რასაც სჩადიან.
13. ვფიცავ, ჩვენ გავანადგურეთ თქვენამდე თაობები, როდესაც უსამართლოდ მოიქცნენ და როდესაც მათთან მივიდნენ მათი შუამავლები ცხადი სასწაულებით და მაინც არ ირწმუნეს მათ. აი ასე მივუზღავთ ცოდვილ ხალხს.
14. მერე თქვენ დაგადგინეთ მათ შემდგომ დედამიწის მემკვიდრეებად, რათა გვენახა, როგორ მოიქცეოდით.
15. და როცა მათ ჩვენი აიათები აშკარა სასწაულებად ეკითხებოდათ, რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებდნენ, ამბობდნენ: „მოიტანე სხვა ყურანი ამისგან განსხვავებული (რომელშიც არ იქნება ჩვენი ღმერთების დამცირება) ან შეცვალე იგი!“ უთხარი: „არ შეიძლება, რომ მე შევცვალო თვითნებურად. მე მხოლოდ იმას მივდევ, რაც შთამეგონა. მე მეშინია, თუ ვეურჩები ჩემს ღმერთს – დიდებული დღის სასჯელისა!“
16. უთხარი: „ალლაჰს რომ ენება, არ წაგიკითხავდი ამას და მას არ გამცნობდი თქვენ. აქამდე ხომ მთელი წლები თქვენთან ერთად დავყავი. განა, არ მოუხმობთ გონებას?“
17. მაშ, ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს ან უარყოფს მის აიათებს, ჭეშმარიტად, ნეტარ არ იქნებიან ცოდვილნი.
18. და ღმერთის ნაცვლად თაყვანს სცემენ სხვას, რომელიც არც ზიანს აყენებს მათ და არც სიკეთე მოაქვს მათთვის. და ამბობენ: „ისინი არიან შუაკაცნი ჩვენი ღმერთის წინაშე!“ უთხარი: „განა აუწყებთ ღმერთს რაიმე ისეთს, რაც არ იცოდეს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა?“ – დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რასაც თანამოზიარედ უდგენენ!
19. და არ იყო ხალხი, თუ არა ერთიანი თემი, მერე კი უთანხმოება მოუვიდათ. და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა (გადავადება საზღაურისა), უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ.
20. და ამბობენ (მექას მკვიდრნი): „არ შეიძლებოდა, რომ გარდმოვლენოდა მას სასწაული მისი ღმერთისგან?“ მაშინ უთხარი: „დაფარული მხოლოდ ალლაჰისაა. მაშ, დაელოდეთ და ჭეშმარიტად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები.“
21. და როცა ადამიანებს ვაგემეთ ჩვენ წყალობა მას შემდეგ, რაც უბედურება დაატყდათ, მაშინვე ხრიკების ხლართვა დაიწყეს ჩვენი აიათების წინაშე. უთხარი: „ალლაჰი უსწრაფესია ხრიკების მოწყობაში!“ ჭეშმარიტად, ჩვენი შუამავალნი (ანგელოზები) იწერენ, რასაც ხლართავთ თქვენ!
22. იგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ ხმელეთსა და ზღვაზე. თქვენ მგზავრობთ გემებით, რომლებიც თქვენთან ერთად დაცურავენ ზურგის ქარით და გახარებთ ეს. მაგრამ უეცრად დაუბერავს გრიგალი და აზვირთებული ტალღები შემოეკვრებიან ყოველი მხრიდან. ისინი გადაწყვეტენ, რომ ალყაში არიან და ალლაჰს შეევედრებიან წრფელი რწმენით, – თუ გვიხსნი ამისგან, ჭეშმარიტად, ჩვენ მადლიერთა შორის ვიქნებითო!
23. ხოლო როცა გადაარჩენს მათ, ისინი უსამართლოდ თავაშვებულობენ ქვეყანაზე. ჰეი, ხალხო! თქვენი თავგასულობა, მხოლოდ თქვენს საწინააღმდეგოდვე, ამქვეყნიური სიტკბოებაა. მერე ჩვენთანაა მისაქციელი თქვენი, მაშინ გამცნობთ თქვენ, რასაც სჩადიოდით.
24. წუთისოფლის იგავი ჰგავს წყალს, რომელიც ზეციდან მოვავლინეთ და რომლის მეშვეობითაც შეერწყმის და აღმოცენდება დედამიწის მცენარეულობა, რითიც იკვებებიან ადამიანები და ცხოველები. როცა დედამიწა შეიმკობა და გალამაზდება, მის მკვიდრთ ეგონებათ, რომ შესწევთ მასზე ძალა, ჩვენი ბრძანება მოუვა მას ღამით ან დღისით. ჩვენ ვაქცევთ მას მიმოლეწილად, თითქოს გუშინ არც ყოფილიყოს. აი, ასე განვმარტავთ აიათებს გონიერ ხალხთათვის!
25. და ალლაჰი მოუხმობს კეთილდღეობის სავანისკენ და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც.
26. იმათთვის, ვინც თესა სიკეთე, უფრო უკეთესი (ელოდება – სამოთხე) და მეტიც (უზენაესი ალლაჰის დანახვა). არ იქნება მათ სახეებზე არც მტვერი და არც დამცირება. აი, ეგენი არიან სამოთხის მკვიდრნი, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ!
27. და რომელთაც ცოდვები მოიხვეჭეს, ცოდვის საზღაური სიავის ტოლფასი იქნება. მათ გადაეკვრებათ დამცირება. და მათ ალლაჰის წინაშე არანაირი მფარველი არ მოეძებნებათ. თითქოსდა დაიფარა მათი სახეები წყვდიადი ღამის ნაფლეთებით. აი, ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ!
28. და იმ დღეს შევკრებთ ჩვენ ყველა იმათ. მერე ვეტყვით, რომელთაც თანაზიარი გაუჩინეს (ალლაჰს): „დარჩით ადგილებზე თქვენს თანაზიარებთან ერთად.“ მერე განვაცალკევებთ მათ ერთმანეთისგან. და უთხრეს (წარმართებს) თავიანთმა თანაზიარებმა: „თქვენ მხოლოდ ჩვენ არ გვცემდით თაყვანს.
29. მაშ, ალლაჰი კმარა მოწმედ თქვენსა და ჩვენს შორის. ჭეშმარიტად, არაფერი ვიცოდით თქვენი თაყვანისცემის თაობაზე.“
30. იქ იგემებს ყველა სული, რაც ადრე იღვაწა და დაბრუნებული იქნებიან ალლაჰთან, თავიანთ ჭეშმარიტ პატრონთან და გადაიკარგება მათგან ის, რასაც იგონებდნენ.
31. უთხარი: „ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს სამყაროთა?“ მაშინ ისინი იტყვიან: „ალლაჰი!“ მაშ უთხარი: „განა არ უნდა შეგეშინდეთ?“
32. აი, ესაა ალლაჰი, ჭეშმარიტი ღმერთი თქვენი! რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მიღმა, თუ არა გზააბნევა? და რაოდენ ხართ თავგასულნი!
33. აი, ასე ახდა შენი ღმერთის სიტყვა იმათ მიმართ, რომელთაც გზას გადაუხვიეს. ჭეშმარიტად, არ ირწმუნებენ ეგენი.
34. უთხარი: „განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც ჯერ გააჩენს, მერე დააბრუნებს მას?“ მიუგე: „ალლაჰი ჯერ აჩენს, მერე კი აბრუნებს მას. მაშ, ჭეშმარიტებას როგორღა ანებებთ თავს და ცდომილებას უბრუნდებით?!“
35. უთხარი: „განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ?“ მიუგე: „ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტებისკენ. მაშ, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ, უფრო ღირსია, რომ მიჰყვნენ მას, თუ ვინც ვერ დაედგინება ჭეშმარიტებას, თუ არ დაადგენენ მას? და რა გემართებათ თქვენ, როგორღა ნსჯით?“
36. და მათი უმრავლესობა საკუთარ ვარაუდს მისდევს, უეჭველად, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს შეჰმატებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან ეგენი.
37. ეს ყურანი ალლაჰისაა, მის გარდა სხვაზე მისი მიწერა შეუძლებელია. ვინაიდან, სამყაროთა ღმერთისგან დასტურია იმისა, რომელიც მათ ხელთ იყო (თევრათი, ფსალმუნნი, სახარება) და იგია წიგნი განმარტებების, რომელშიც ეჭვი არ არსებობს.
38. ან ამბობენ: „იქნებ, მან შეთხზა იგი.“ უთხარი: „მაშ, მოიტანეთ ერთი სურა მისი მსგავსი და მოუხმეთ ვისი იმედიც გაქვთ ალლაჰის გარდა, თუ თქვენ ხართ მართალნი!“
39. არა! ცრუდ შერაცხეს იგი, რის ცოდნასაც ვერ შესწვდნენ და რადგან მისი განმარტება მათ არ მოსვლიათ; ასევე ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მანამდე. მაშ, შეხედე, როგორი იყო უსამართლონის აღსასრული!...
40. და მათ შორის არიან ისეთნი, ვინც ირწმუნებენ მას და მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც არ ირწმუნებს მას. და შენმა ღმერთმა უკეთ უწყის უსამართლობის გამავრცელებლები!
41. და თუ ცრუდ შეგრაცხეს შენ, მაშინ უთხარი: „ჩემი საქმე მე მეკუთვნის, და თქვენი თქვენ გეკუთვნით. თქვენ შორსა ხართ იმისგან, რასაც მე ვაკეთებ, და მეც შორსა ვარ იმისგან, რასაც თქვენ აკეთებთ!“
42. და მათ შორის არიან ისეთნიც, რომლებიც გისმენენ შენ. განა შეძლებ შეასმინო ყრუნს, მით უმეტეს, თუ არ უხმობენ გონს?
43. და მათ შორის არიან ისეთნიც, რომლებიც გიყურებენ. განა შეძლებ დაადგინო სწორ გზაზე ბრმანი, თუკი ისინი ვერ ხედავენ?
44. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსამართლოდ არ მოექცევა ხალხს, მაგრამ ხალხი თავიანთ სულებს უსამართლოდ ექცევიან.
45. და იმ დღეს შეჰყრის მათ, თითქოს არ დაუყვიათ, გარდა დღის ერთიოდ საათისა. ისინი ერთმანეთს შეიცნობენ. ჭეშმარიტად, წაგებულნი არიან, რომელთაც ცრუდ ჩათვალეს ალლაჰთან შეხვედრა და არ იყვნენ სწორ გზაზე მდგარნი.
46. და რომ გაჩვენოთ შენ ნაწილი იმისა, რაც მათ აღვუთქვით (სასჯელი მოვუვლინოთ შენს სიცოცხლეში) ან მიგიბაროთ შენ (სანამ სასჯელს მოვუვლენდეთ მათ), მაინც მისაქციელი მათი ჩვენთანაა. მერე, ალლაჰი მოწმეა იმისა, რასაც ისინი სჩადიან.
47. და ყველა თემს ჰყავს შუამავალი. როცა შუამავალი მიდიოდა მათთან, მათ შორის სამართლიანი განაჩენი აღევლინებოდა. და ისინი არ იჩაგრებოდნენ.
48. და ისინი ამბობენ: „როდისღაა ეს აღთქმა (სასჯელი), თუ ხართ მართალნი?“
49. უთხარი: „თუკი ალლაჰი არ ინებებს, მე ისიც კი არ ძალმიძს, ჩემ სულს ვავნო ან ვარგო. ყოველი თემისთვის დადგენილია დრო. როცა დადგება დრო აღსასრულისა, ისინი თუნდაც ერთი საათით, ვერც მის გადავადებას შეძლებენ და ვერც დაჩქარებას.“
50. უთხარი: „რას ფიქრობთ, ალლაჰის სასჯელი რომ გეწიოთ ღამით ან დღისით? განა, რატომ სურთ ცოდვილთ მისი დაჩქარება?“ [რამეთუ სჯობს უმალ მოინანიონ და გამოასწორონ თავიანთი მდგომარეობა, რათა არ დაატყდეთ სასჯელი].
51. განა, მაშინ ირწმუნებთ, როცა იგი თავს დაგატყდებათ?! ახლა – კი! მაგრამ უწინ თქვენ მას აჩქარებდით!
52. მერე ებრძანათ მათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდა: „იგემეთ ტანჯვა მარადისობისა! განა მოგეგებათ სხვა რამ, თუ არა ის, რასაც მოიხვეჭდით?“
53. შენგან სურთ შეიტყონ (სასჯელის შესახებ): „განა ეს მართალია?“ მიუგე: „დიახ, ჩემ ღმერთს ვფიცავ! ეს სრული ჭეშმარიტებაა და ამას ვერ გაექცევით!“
54. ყოველ სულს, რომელსაც ცოდვა უქმნია, რაც კი დედამიწაზე რამ არის მისი რომ იყოს, უთუოდ, გაიღებდა მას გამოსასყიდად. შეიპყრობს მათ სინანული, როცა ნახავენ ტანჯვას. და განსჯილ იქნა მათ შორის ჭეშმარიტებით და არ დაიჩაგრებიან ისინი. [მიიღებენ ზუსტად იმას, რაც დაიმსახურეს].
55. განა, ალლაჰს არ ეკუთვნის, რაც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა? განა არ არის ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტი?! – მაგრამ მათმა უმეტესობამ არ იცის.
56. იგი აცოცხლებს და აკვდინებს და სწორედ მის წიაღ იქნებით მიქცეულნი.
57. ჰეი, ხალხო! თქვენთან ნამდვილად მოვიდა შეგონება თქვენი ღმერთისგან განკურნებად იმისა, რაც გიზით გულებში, ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნეთათვის!
58. უთხარი: „მხოლოდ ალლაჰის სიკეთით (ისლამით) და წყალობით (ყურანით) იხარონ! იგი უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ.“
59. უთხარი: „რას იტყვით სარჩოზე, რომელიც გიბოძათ ალლაჰმა და რომლის ნაწილიც გამოაცხადეთ აკრძალულად, ხოლო ნაწილი კი ნებადართულად?“ უთხარი: „ალლაჰმა მოგცათ ამის ნება თუ ცილს სწამებთ მას?“
60. და რას ფიქრობენ აღდგომის დღეზე, რომელნიც ალლაჰზე ტყუილს თხზავენ? ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა ხალხის მიმართ, მაგრამ მათი უმეტესობა უმადურია.
61. და რა მდგომარეობაშიც უნდა იყო და რასაც უნდა კითხულობდე ყურანიდან, და რა საქმითაც უნდა იყო დაკავებული, როგორც უნდა ჩაიძიროთ მასში, ჩვენ უთუოდ, მოწმედ ვართ თქვენდა. არაფერია დაფარული შენი ღმერთისგან არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, თუნდ იყოს იოტისოდენა, ან მასზე მცირე ან მეტი, რომ არ იყოს ცხად წიგნში (ლევჰი მაჰფუზში).
62. მაშ, იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ღმერთის მეგობრებს არც შიში ექნებათ და არც ინაღვლებენ ისინი!
63. მათ, რომელთაც ირწმუნეს და იყვნენ მოკრძალებულნი,
64. მათთვისაა ხარება ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. ალლაჰის სიტყვები შეუცვლელია. სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება!
65. ნუ დაგამწუხრებს მათი ნათქვამი, ჭეშმარიტად, ძლევამოსილება სრულიად ალლაჰისაა. იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!
66. მაშ, იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და რას მისდევენ ისინი, რომელნიც თაყვანს სცემენ ალლაჰის ნაცვლად თანამოზიარენს? მხოლოდ ვარაუდს გაჰყვებიან და მხოლოდ სიცრუეს შეთხზავენ ისინი.
67. იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე, რათა მოისვენოთ მასში; და დღე მანათობელად. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია შემსმენ ხალხთათვის.
68. თქვეს: „ალლაჰმა ძე აირჩიაო (აიყვანაო)“. დიდება მას! იგი მდიდარია [არაფერი ესაჭიროება; შვილი სურს იმას, ვისაც ესაჭიროება], მას ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და დედამიწასა ზედა! თუ თქვენთან მოინახება ამის შესახებ მტკიცებულება? ნუთუ ცილს სწამებთ ალლაჰს იმაში, რაც არ იცით?
69. უთხარი: „რომელნიც ტყუილს თხზავენ ალლაჰზე, ნეტარ ვერ იქნებიან!“
70. მათთვისაა ამქვეყანაზე წარმავალი სიტკბოება, მერე ჩვენთანაა მათი მისაქციელი, შემდეგ ვაგემებთ სასტიკ სასჯელს იმისთვის, რასაც უარყოფდნენ!
71. და მოუყევი მათ ნუჰის ამბავი. აკი, უთხრა მან თავის ხალხს: „ჰეი, ხალხო ჩემო! თუ გიმძიმთ ჩემი თქვენთან ყოფნა და შესმენა ალლაჰის აიათებისა, უკვე მე ალლაჰს მივენდე. მაშ, შეიკრიბეთ თქვენ თანამოზიარეებთან ერთად და გადაწყვიტეთ, რა უნდა ჰქნათ. მაგრამ თქვენი საქმე მწუხარებად არ გექცეთ. მერე მე განმსაჯეთ და ნუ გადამივადებთ.
72. მაგრამ თუ ზურგს შეაქცევთ, მე ხომ თქვენგან საზღაური არ მინდა, ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რამეთუ მე ნაბრძანები მაქვს, რომ ვიყო მუსლიმთაგანი.“
73. მაგრამ იგი ცრუდ შერაცხეს, მერე ვიხსენით იგი და ვინც მასთან ერთად იყო გემში. და დავადგინეთ ისინი მემკვიდრეებად, ხოლო ჩავძირეთ წყალში ისინი, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. მაშ, შეხედე როგორი იყო აღსასრული შეუგნებელთა?!
74. შემდეგ, მასზე მიყოლებით, წარვგზავნეთ შუამავალნი (იბრაჰიმი და სალიჰი) მათ ხალხთან. მივიდნენ მათთან ცხადი სასწაულებით, მაგრამ არ ირწმუნეს, რაც ადრე უარყვეს. ასე ვასვამთ გულებზე ბეჭედს ზღვარგადასულებს!
75. შემდეგ წარვგზავნეთ მათ მერე მუსა და ჰარუნი ფარაონთან და მის დიდებულებთან ჩვენი სასწაულებითურთ. მაგრამ გამედიდურდნენ და გარდაიქცნენ ცოდვილ ხალხად.
76. ხოლო როცა მათ მოევლინათ ჭეშმარიტება ჩვენგან, თქვეს: „ეს აშკარა ჯადოქრობაა!“
77. უთხრა მუსამ: „როცა თქვენ ჭეშმარიტება მოგევლინათ, განა მის შესახებ ასე ამბობთ, რომ ეს ჯადოქრობაა? ჯადოქრები ვერ იქნებიან ნეტარნი!“
78. თქვეს: „განა იმისთვის მოხვედი, რომ იმ გზას აგვაცდინო, რაზეც ვპოვეთ ჩვენი წინაპრები, რასაც ჩვენი მამები მისდევდნენ და რომ თქვენ ორმა იგდოთ ხელთ ამ (ეგვიპტის) მიწაზე ბატონობა? ჩვენ ვერაფრით დაგეთანხმებით თქვენ!“
79. და თქვა ფარაონმა: „მომგვარეთ ყველა მცოდნე ჯადოქარი!“
80. ხოლო როცა ჯადოქრები გამოცხადდნენ, უთხრა მათ მუსამ: „ისროლეთ ის, რისი სროლაც გინდათ!“
81. მაგრამ როცა ისროლეს (ჯოხები და თოკები), უთხრა მუსამ: „რაც თქვენ გააკეთეთ, ჯადოქრობაა. ჭეშმარიტად, ალლაჰი მალე ამაოს ჰქმნის მას. ალლაჰი არ გამართავს ამრევთა საქმეს.
82. და ალლაჰი დაამკვიდრებს ჭეშმარიტებას თავისივე სიტყვებით, თუნდ ეს არ ესიამოვნოთ ცოდვილთ!“
83. ამის მერე არ ირწმუნეს მუსა, გარდა თავისი ხალხიდან ერთი ტომისა, იმის შიშით, რომ ფარაონი და მისი ხალხი უბედურებას დაატეხავდნენ. და მართლაც, ფარაონი თვითმპყრობელი იყო დედამიწაზე და ყოვლად ზღვარგადასული.
84. და უთხრა მუსამ: „ხალხო ჩემო! თუ თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, მაშ, მიენდეთ მას, თუ თქვენ ხართ მორჩილნი (მუსლიმნი)!“
85. მაშინ თქვეს: „ჩვენ მივენდეთ ალლაჰს. ღმერთო ჩვენო, ნუ გვქმნი გამოცდად უსამართლო ხალხთათვის!
86. გვიხსენ ჩვენ ურჯულო ხალხისგან, შენი წყალობით!“
87. და ჩვენ შთავაგონეთ მუსას და მის ძმას: „მოუმზადეთ სახლები ეგვიპტეში თქვენს ხალხს, და აქციეთ სახლები თქვენი ყიბლედ და დადექით ლოცვად. და ახარე მათ (გამარჯვება, შეწევნა და სამოთხე), ვინც მორწმუნეა!“
88. და უთხრა მუსამ: „ღმერთო ჩვენო! ნუთუ იმისათვის უბოძე შენ ფარაონს და მის დიდებულებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბრწყინვალება და სიმდიდრე, რათა გადამცდარიყვნენ შენივე გზისაგან? ღმერთო ჩვენო! მოჰგავე მათი სიმდიდრე და გაუსასტიკე გულები, რათა ვერ შეძლონ ირწმუნონ, სანამ არ ნახავენ მწარე სასჯელს!“
-----
[ასე შეევედრა მოსემ უზენაეს ალლაჰს მათ წინააღმდეგ და აარონიც დაემოწმა მას ვედრებაში.]
89. თქვა: „თქვენი ვედრება შეწყნარებულია. გააგრძელეთ ჭეშმარიტ გზაზე სიარული და არ გაჰყვეთ იმათ გზას, ვინც ცოდნას არ ფლობს!“
-----
[ამგვარად, მათი სიმდიდრე გაცამტვერდა და ფარაონი დაიხრჩო ზღვაში.]
90. ჩვენ გადავიყვანეთ ისრაილის ძენი ზღვაზე. მაგრამ დაედევნენ ისინი, ფარაონი და მისი ამალა, დასაჩაგრად და მტრულად. და როცა ფარაონი იხრჩობოდა, თქვა: „ვირწმუნე, რომ არ არის ღვთაება, გარდა მისი, რომელიც ირწმუნეს ისრაილის ძეთა. და მეც ერთ-ერთი მუსლიმთაგანი (მორჩილთაგანი) ვარ!“
91. ნუთუ ახლა! უწინ კი ურჩობდი და იყავი ბუნტისთავი.
92. მაშ, დღეს ჩვენ შენ გადაგარჩენთ სხეულად, რათა იქმნა სასწაულად შენს შემდგომთათვის. უეჭველად, უმეტესი ხალხთაგან, ჩვენი სასწაულების შესახებ ცოდნას არ ფლობენ.
93. და ვფიცავ, რომ ჩვენ დავასახლეთ ისრაილის ძენი მშვენიერ ქვეყანაში და სარჩოდ ვუბოძეთ სიკეთეთაგან. და არ ჰქონიათ უთანხმოება, ვიდრე ცოდნა არ ებოძებოდათ. ჭეშმარიტად, აღდგომის დღეს შენი ღმერთი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ!
94. ამის შემდეგ, თუ შენ (მუჰამმედ) ეჭვი შეგიპყრობს იმაში, რაც ჩვენ გარდმოგივლინეთ, მაშინ დაეკითხე, რომელნიც კითხულობდნენ წიგნს შენამდე [ძველ აღთქმას, სახარებას]. ვფიცავ, შენ გებოძა ჭეშმარიტება შენი ღმერთისგან. მაშ, ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი!
-----
[ამაზედ მიუგო საყვარელმა შუამავალმა: მე არც ვეჭვობ და არც არაფერს გეკითხებიო.]
95. და ნუ იქნები იმათგანი, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ალლაჰის აიათები, თორემ წაგებულთა რიგებში აღმოჩნდები.
96. ჭეშმარიტად, ისინი, ვისზეც დამტკიცდა შენი ღმერთის სიტყვები, არ ირწმუნებენ,
97. რომც იხილონ ყველა სასწაული, ვიდრე არ ეწევათ სასტიკი სასჯელი.
98. ნეტა, ყოფილიყო რომელიმე ქვეყანა, რომლის მკვიდრნიც ირწმუნებდნენ, და მათივე რწმენა გამოადგებოდა მათ! გარდა იუნუსის ხალხისა; როცა ირწმუნეს, ავხადეთ მათგან დამამცირებელი ტანჯვა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მივეცით მათ მიწიერი სიკეთენი განსაზღვრულ ვადამდე.
-----
[სასჯელის დატყდომის დროს ნეტავ ყველას ერწმუნა, რაც გამოადგებოდა თავის გადასარჩენად, – ასეთი ხალხი არ ყოფილა დედამიწაზე, გარდა იუნუსის ხალხისა.]
99. შენს ღმერთს რომ ენება, უთუოდ ყველა ერთბაშად ირწმუნებდა, ვინც კი დედამიწაზეა. მაშ, შენ აიძულებ ხალხს, რათა იქმნენ მორწმუნენი?
-----
[ო, მუჰამმედ, ალლაჰს რომ ენება, ჭეშმარიტად, ყველა, ვინც დედამიწაზეა ირწმუნებდა, მაგრამ ალლაჰმა ყოველი ადამიანი რწმენასა და ურწმუნოებას შორის თავის ნებაზე მიუშვა: ვისაც სურს ირწმუნებს, ვისაც სურს არ ირწმუნებს. შენი ვალი არ არის დააძალო ვინმეს რწმენა. შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ! და ასევე მორწმუნეების ვალია ადამიანის შეგონება მხოლოდ და არა დაძალება; ჯიჰადი – ბრძოლა ენით, სწავლა-განმანათლებლობით, საუკეთესო მეთოდებით შეგონება.]
100. და არ შესწევს არც ერთ სულს, რომ ირწმუნოს, თუ არა ნება ალლაჰისა. და აწევს რისხვას მას, რომელნიც არ მოუხმობენ გონს!
101. უთხარი: „შეხედეთ იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა [რომელიც მოწმობს ღვთის ერთადერთობას]. მაგრამ არც სასწაულები და არც შეგონება არ არგებს იმას, ვინც ურწმუნოა!“
102. განა მოელიან სხვა რამეს, გარდა იმათი დღეების მსგავსისა, ვინც განვლეს მათზე უწინ? უთხარი: „მაშ დაელოდეთ და მეც თქვენთან ერთად დაველოდები!
103. მერე ჩვენ ვიხსნიდით ჩვენს შუამავლებს და რომელთაც ირწმუნეს. (ო, მუჰამმედ) ასე, რომ ჩვენი ვალია მორწმუნეთა ხსნა.
104. უთხარი: „ჰეი, ხალხო! თუ ეჭვი გეპარებათ ჩემს სარწმუნოებაში, მე თაყვანს არ ვცემ, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის ნაცვლად. მე თაყვანს მხოლოდ ვცემ ალლაჰს, რომელიც თქვენ მიგიბარებთ, რამეთუ მებრძანა, რომ ვიყო მორწმუნეთაგანი!“
105. და მიჰმართე სახე შენი ერთღმერთიანობისკენ და ნუ იქნები წარმართთაგანი!
106. და არ შეევედრო ალლაჰის ნაცვლად იმას, რაც ვერც სიკეთეს მოგიტანს და ვერც ზიანს მოგაყენებს. ხოლო თუ ასე მოიქცევი, ჭეშმარიტად, შენ უსამართლოთა შორის აღმოჩნდები!
107. და თუ ალლაჰი ზიანს მოგივლენს შენ, უკვე აღარ იქნება მისგან მხსნელი, გარდა მისი. და თუ მოისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ შეაყოვნებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას, ინებებს ვისაც, თავის მსახურთაგან. და იგი შემნდობია, მწყალობელია!
108. უთხარი: „ჰეი, ხალხო! თქვენ მოგევლინათ ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგან. ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგება, უეჭველად, თავის სულს დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე. და ვინც ცდუნებას დაადგება, მხოლოდ ცდუნებაშია თავისსავე საზიანოდ. და მე არა ვარ თქვენდა გუშაგი (რათა დაგაძალოთ)!“
109. და მიჰყევი იმას, რაც შთაგეგონა შენ, და მოითმინე, ვიდრე ალლაჰი განსჯიდეს, და იგი საუკეთესო მსაჯულია მსაჯულთა შორის!