მექური, 135 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 ტა. ჰა.
2 არ გარდმოგვივლენია შენზე (ო, მუჰამმედ) ყურანი იმისთვის, რომ სირთულეში ჩავარდე (რათა დაიღალო, ვინაიდან, შენ აიათის მოვლენის შემდეგ მთელი ღამე ლოცვაში ფეხზე დგომით გაატარე, ცოტა შეამსუბუქე),
3 არამედ მხოლოდ შეგონებად მათთვის, ვისაც ეშინია (თავისი ღმერთის).
4 ზეგარდმოვლენილია იმისგან, ვინც გააჩინა მიწა და ცანი მაღალნი.
5 მოწყალე არშზე ამაღლდა!
6 მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და მიწასა ზედა და ისიც, რაც მათ შორისაა, და ისიც, რაც ნიადაგს ქვეშაა!
7 და შენ სიტყვაც რომ განაცხადო, უეჭველად, იგი უწყის საიდუმლოსაც და დაფარულსაც!
8 არ არის ღვთაება, გარდა მისი - ალლაჰისა! მას ეკუთვნის ყველაზე მშვენიერი სახელები!
9 მოვიდა შენამდე მუსას ამბავი?
10 აკი, დაინახა ცეცხლი, მაშინ უთხრა თავის ოჯახს: „აქ დარჩით! უეჭველად, მე ცეცხლი შევამჩნიე. ეგების მე მოგიტანო თქვენ მისგან ნაკვერჩხალი ან ვპოვო ცეცხლზე მეკვლე, რომელიც გზას გაგვიკვლევს“ [მოსეს ღამის სიბნელეში გზა ჰქონდა აბნეული].
11 როცა მივიდა მასთან, ხმა გაისმა: „ჰეი, მუსა!
-----
[ეს იყო მწვანე ხე, რომელზეც თეთრი ცეცხლი იყო გარშემოხვეული. სინამდვილეში ეს არ იყო ცეცხლი, არამედ ღვთიური სინათლე.]
12 უეჭველად, მე ვარ შენი ღმერთი. მაშ, გაიხადე ფეხსაცმელები! უეჭველად, შენ იმყოფები ტუვას წმინდა ხეობაში.
13 და მე შენ აგირჩიე, ამიტომაც ყურად იღე ის, რაც ზეშთაგეგონება!
14 უეჭველად, მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. მაშ, მხოლოდ მე მეცი თაყვანი და ლოცვად დადექი ჩემი გახსენებისათვის!
15 უეჭველად, წარღვნის საათი დადგება. ლამისაა თავს დავუმალო იგი, რამეთუ უნდა მიეგოს ყველა სულს საზღაური, რისკენაც ისწრაფოდა!
16 მაშ, უკუარგაქციოს მისგან, ვისაც არ სწამს მისი და აყოლილია ვნებებს, თორემ დაიღუპები!
17 რა გაქვს მარჯვენა ხელში, ჰეი მუსა?“
18 მიუგო: „იგი ჩემი კვერთხია. მას ვეყრდნობი და მისით ხის ფოთლებს ვბერტყავ ჩემი ცხვრებისთვის. სხვა გამოყენებასაც ვპოულობ მისთვის.“
19 უთხრა: „ჰეი, მუსა! დააგდე ეგ!“
20 დააგდო იგი, უმალვე გარდაიქცა იგი სწრაფმოძრავ გველად.
21 უთხრა: „აიღე იგი, ნუ გეშინია, თავდაპირველ სახეს დავუბრუნებთ მას.
22 და ჩაიდე შენი ხელი უბეში, ამოვა იგი სპეტაკი თეთრი, კიდევ ერთ სასწაულად,
23 რათა გაჩვენოთ შენ უდიდეს ჩვენს სასწაულთაგან ერთ-ერთი!
24 წადი ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!
25 უთხრა: „ღმერთო ჩემო! გამიფართოვე გული ჩემი (რათა შევძლო ამ დიდი მისიის – შუამავლური მისიის ტარება)
26 და გამიადვილე მე საქმე ჩემი!
27 და მოხსენი დაბრკოლება ჩემი ენიდან,
28 რათა გაიგონ ჩემი ნათქვამი.
29 და მე დამიდგინე შემწე ჩემივე სახლეულიდან,
30 ძმა ჩემი ჰარუნი!
31 და გამიმაგრე მისით ზურგი
32 და თანამონაწილე გახადე იგი ჩემს საქმეში
33 იმისთვის, რომ მრავალჯერ გადიდოთ ქებით
34 და გაგიხსენოთ შენ მრავალჯერ!
35 უეჭველად, შენ გვხედავ ჩვენ!“
36 მიუგო: „ჰეი, მუსა! უკვე მოგეცა შენ, რაც ითხოვე!
37 და ვფიცავ, უწინაც მოვავლინეთ შენდა წყალობა!
38 აკი, შთავაგონეთ დედაშენს (შენი მოვლინება მაშინ, როცა ფარაონი ყველა იუდეველის ახალშობილს კლავდა), რაც იყო შთასაგონებელი:
39 „რომ ჩასვი იგი (ახალშობილი) ზანდუკში, შემდეგ ჩაუშვი მდინარეში (ნილოსში), ამგვარად, იგი გამოიტანოს მდინარემ ნაპირზე. აიყვანს მას ჩემი მტერი და მისი მტერი.“ და მე გადმოვაგდე სამოსელი სიყვარულისა შენ ზედა, რათა აღზრდილიყავი ჩემი მფარველობის ქვეშ!
40 აკი მივიდა და შენი (ფარაონის სახლეულთან, რათა გაეგო შენი ამბავი), მაშინ უთხრა: „ხომ არ მიმესწავლებინა თქვენთვის ის, ვინც იზრუნებს მასზეო?“ ამგვარად ჩვენ დაგაბრუნეთ დედაშენთან, რათა გაეხარა მის თვალს და არ ედარდა. შენ მოკალი კაცი და გიხსენით მწუხარებისგან და გამოგცადეთ მძიმე განსაცდელით. ჰეი,მუსა! მრავალი წელი დაჰყავი მედიენის ხალხს შორის და ახლა მოხვედი დადგენილ დროს.
41 და გამოგარჩიე შენ ჩემთვის! (შუამავლური მისიისათვის).
42 წადით შენ და შენი ძმა ჩემი სასწაულებით და ნუ იქნებით უძლურნი ჩემს გახსენებაში! (ჩემი წერილის ხალხისადმი გადაცემაში).
43 ორივე მიდით ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!
44 ასე რომ, უთხარით მას რბილი სიტყვა, ეგების შეიგნოს ან შეშინდეს!“
45 თქვეს (მოსემ და აარონმა): „ღმერთო ჩვენო! უეჭველად, ჩვენ გვეშინია, რომ შემოგვიტიოს ან გადავიდეს ზღვარს!“
46 მიუგო: „ნუ შეგეშინდებათ! უეჭველად, მე თქვენთან ერთად ვარ. მე მესმის და ვხედავ (რასაც იტყვის და გააკეთებს).
47 მაშ, მიდით მასთან და ასე უთხარით: „უეჭველად, ჩვენ შენი ღმერთის შუამავალნი ვართ. გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაილის ძენი და ნუ დასჯი მათ! მოვედით ჩვენ შენთან სასწაულით შენი ღმერთისგან. და მშვიდობაა მისთვის, ვინც ადგას ჭეშმარიტ გზას!
48 უეჭველად, ჩვენ ზეშთაგვეგონა, რომ სასჯელი ეწევა იმას, ვინც სიცრუედ შერაცხა (რაც შვენ ზემოგვევლინა) და პირი იბრუნა!“
49 უთხრა (ფარაონმა): „ვინ არის თქვენი ღმერთი, ჰეი მუსა?“
50 მიუგო: „ჩვენი ღმერთი იგია, რომელმაც ყოველივეს სახე მიანიჭა, მერე კი სწორ გზაზე დაადგინა!“
51 უთხრა: „მაშინ რა მოელით უწინდელ თაობებს?“
52 მიუგო: „ამის ცოდნა წიგნშია ჩემს ღმერთთან. ჩემი ღმერთი არც შეცდება და არც დაავიწყდება!
53 (იგია) რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა აკვნად და გახსნა (გაადვილა) თქვენთვის იქ გზები და გარდმოავლინა ზეციდან წყალი.“ რომლითაც განსხვავებული სახის მცენარეებიდან აღმოვაცენეთ წყვილებად.
54 ჭამეთ და აბალახეთ თქვენი საქონელი. ჭეშმარიტად, ამაში გონიერთათვის სასწაულებია!
55 მისგან (მიწისგან) გაგაჩინეთ თქვენ, და მასშივე დაგაბრუნებთ და მისგან გამოგიყვანთ კიდევ ერთხელ!
56 და ვფიცავ, რომ ჩვენ ვახილვინეთ მას (ფარაონს) ჩვენი ყველა სასწაული მისგან (მოსე შუამავლის ცხრა სასწაულთაგან ყველა), მაგრამ ცრუდ შერაცხა და გაჯიუტდა!
57 უთხრა (ფარაონმა): „ჰეი მუსა, ნუთუ იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რათა შენი ჯადოქრობით გაგვაძევო ჩვენ ჩვენსავე მიწიდან (ეგვიპტიდან და შენ გახდე მბრძანებელი ამ ქვეყნისა)?!
58 მაშ, ჩვენც, უთუოდ, გაჩვენებთ შენ ასეთივე ჯადოქრობას. ახლა დათქვი დრო ჩვენსა და შენს შორის, შესაფერის ადგილას, რომ არ გადავთქვათ იგი ჩვენ და არც შენ!“
59 მიუგო: „თქვენი (ჩვენთან შეხვედრის) დრო იყოს ზინათის დღე (ერთ-ერთი დღესასწაულის დღე), რათა შეიყაროს ხალხი დილით.“
60 ფარაონმა გაბრუნდა და წავიდა, მერე შეკრიბა თავისი ჯადოქრები და მოვიდა (ჯადოქრებთან ერთად დათქმულ დროს).
61 უთხრა მათ მუსამ: „ვაი, თქვენ! ნუ შეთხზავთ ალლაჰზე სიცრუეს, თორემ შეგმუსრავს სასჯელით. ხელი მოეცრება იმას, ვინც სიცრუეს თხზავს!“
62 იმათ ერთმანეთში თათბირი დაიწყეს თავიანთი საქმის თაობაზე და ეს საუბარი საიდუმლოდ შეინახეს.
63 თქვეს: „ეს ორი, დიახაც, ჯადოქარია. სურთ, რომ გაგაძევოთ თქვენ თქვენივე მიწიდან თავიანთი ჯადოქრობით და მოგიშალონ გზანი თქვენი უზენაესი.
64 გააერთიანეთ თქვენი მზაკვრობა, მერე მწკრივად გამოდით. ის გახდება წარმატებული დღეს ვინც გაიმარჯვებს!“
65 უთხრეს: „ჰეი, მუსა! შენ ისვრი პირველი თუ ჩვენ ვისროლოთ?“
66 უთხრა: „არა, თქვენ ისროლეთო!“ როცა მათი თოკები და მათი კვერთხები, თავიანთი ჯადოქრობიდან გამომდინარე, მოეჩვენა მას, როგორც მუცელზე ჩქარა მოსიარულე (გველი),
67 მაშინ მუსამ თავისთავში შიში იგრძნო.
68 ვუთხარით ჩვენ: „ნუ გეშინია! უეჭველად, შენ ხარ გამარჯვებული!
69 და ისროლე, რაც მარჯვენაში გიჭირავს (კვერთხი) და ის გადაყლაპავს იმას, რაც მათ ჰქმნეს. მათი ნამოქმედარი მხოლოდ ჯადოქრის მზაკვრობაა. და ვერ იქნება ჯადოქარი წარმატებული, საიდანაც არ უნდა მოვიდეს!“ [მოსემ გადააგდო თავისი კვერთხი და გადაყლაპა ჯადოქრების ნამოქმედარი].
70 მაშინ ჯადოქრები მიწაზე გაერთხნენ სეჯდეთი, თქვეს: „ჩვენ ვიწამეთ ჰარუნისა და მუსას ღმერთიო!“
71 თქვა (ფარაონმა): „ნუთუ ირწმუნეთ მისი მანამ, ვიდრე მე ნებას მოგცემდი თქვენ? უეჭველად, იგი თქვენი უფროსია, რომელმაც შეგასწავლათ თქვენ ჯადოქრობა. მაშ, უთუოდ, მოგკვეთ ხელ-ფეხს სხვადასხვა მხრით და პალმის ხეზე გაგაკრავ. და ნამდვილად გაიგებთ ვისი სასჯელია უფრო მკაცრი და ხანგრძლივი!“
72 უთხრეს: „შეუძლებელია გამჯობინოთ შენ იმას, რომელმაც მოავლინა ცხადი მტკიცებებით და რომელმაც გაგვაჩინა ჩვენ. ასე, რომ შენ ჰქმენ რაც გენებოს, რამეთუ შენი მსჯავრი მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ვრცელდება!
73 უეჭველად, ჩვენ ვირწმუნეთ ჩვენი ღმერთი, რათა მოგვიტევოს შეცდომები ჩვენი და ჯადოქრობა, რომელიც შენ გვაიძულე. ხოლო ალლაჰი საუკეთესოა და მარადიული!“
74 უეჭველად, ვინც წარსდგება თავისი ღმერთის წინაშე ცოდვილი (ურწმუნო, როგორც ფარაონი), მისთვისაა ჯოჯოხეთი, რომელშიც არც მოკვდება და არც იცოცხლებს!
75 და ვინც წარსდგება მის წინაშე მორწმუნე, და ვისაც უქმნია სიკეთენი, აი, მათთვისაა უმაღლესი ხარისხები!
76 ედემის ბაღები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დაჰყოფენ მარად. და აი ესაა საზღაური იმათი, ვინც განიწმინდა!
77 და ვფიცავ, რომ ჩვენ ზეშთავაგონეთ მუსას: „რომ ღამით გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად და ზღვაზე გაუდე მათ მშრალი გზა. და არ შეშინდე და არ შეძრწუნდე, ვაითუ მდევარი დამეწიოსო!“
78 ფარაონი თავისი ჯარით დაედევნა მათ, მაგრამ ზღვამ შთანთქა ერთიანად.
79 ფარაონმა აცდუნა თავისი ხალხი და არ დაადგინა სწორ გზაზე.
80 ჰეი, ისრაილის ძენო! ჩვენ გიხსენით თქვენი მტრებისგან და აღთქმა დაგიდეთ ტურის მარჯვენა ფორდობზე. ჩვენ აგრეთვე ზეგარდმოგივლინეთ მანანა და მწყერი.
81 მიირთვით ფაქიზთაგან, რაც ჩვენ სარჩოდ მოგმადლეთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, თორემ მოგეწევათ ჩემი რისხვა. ხოლო ვისაც ჩემი რისხვა დაატყდება, უკვე დაღუპულია იგი!
82 და უეჭველად, მივუტევებ იმათ, ვინც მოინანია, ირწმუნა, ჰქმნა სიკეთე და მერე ჭეშმარიტ გზას დაადგა!
83 „ჰეი, მუსა! შენ რამ დაგაჩქარა შენი ხალხისგან (რათა წამოსულიყავი შენი ხალხისგან აღთქმის – თევრათის ასაღებად)?“
84 მიუგო: „ისინი ჩემს ნაკვალევს ადგანან, ღმერთო ჩემო! მე ვიჩქარე შენსკენ, რომ იყო კმაყოფილი.“
85 უთხრა (ალლაჰმა): „უეჭველად, ჩვენ გამოვცადეთ შენი ხალხი შენს შემდეგ (რაც შენ წამოხვედი შენი ხალხისგან) და სამირმა აცდუნა ისინი (მათ ხბო დაიდგინეს სათაყვანოდ).
86 მაშინ მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული, დამწუხრებული და უთხრა: „ხალხო ჩემო! განა არ აღუთქვამს თქვენს ღმერთს საუკეთესო აღთქმა? ამის მიუხედავად, ნუთუ აღთქმის ვადა ხანგრძლივი გეჩვენათ (დრო ჩემგან განშორებისა)? ნუთუ მოგინდათ იწვნიოთ თქვენი ღმერთის რისხვა, ამიტომ გატეხეთ ჩემთან დადებული აღთქმა?“
87 მიუგეს: „არ დაგვირღვევია შენთვის მოცემული აღთქმა ჩვენი ნებით. მაგრამ იმ ხალხის დიდძალი სამშვენისებით დახუნძლული ვიყავით, ამიტომაც ჩავყარეთ ისინი ცეცხლში. მერე ასევე ჩაყარა სამირმაც.“
88 ამგვარად გამოძერწა მათთვის ბღავანა ხბოს ქანდაკება, მაშინ უთხრეს (სამირმა და მისმა თანამოაზრეებმა): „ეს თქვენი ღვთაებაა და ღვთაება მუსასი, მაგრამ მას დაავიწყდა [თავისი ღმერთი და მასთან სათხოვნელად მთაზე წავიდა]!“
89 ნუთუ ჯერ კიდევ ვერ ხედავენ, რომ პასუხსაც ვერ სცემდა იგი (ხბო) და არ შესწევდა უნარი მათთვის არც ზიანის მიყენების და არც სიკეთის მოტანის?
90 და ვფიცავ, უთხრა მათ ჰარუნმა მანამდე (სანამ მოსე დაბრუნდებოდა): „ხალხო ჩემო! თქვენ ამით მხოლოდ გამოიცადეთ. და უეჭველად, თქვენი ღმერთი მოწყალეა. მაშ, მე გამომყევით და დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას!“
91 მიუგეს: „არ მოვიშლით მის თაყვანისცემას, სანამ მუსა არ დაბრუნდება ჩვენთან!“
92 უთხრა (მოსემ): „ჰეი, ჰარუნ! როცა ნახე, რომ გზას აცდენენ მათ, რამ შეგიშალა ხელი (რომ შეგეჩერებინა ისინი)?
93 რატომ მე არ მომყევი? ნუთუ აღუდექი ჩემს საქმეს?“
94 მიუგო: „ჰეი, დედაჩემის ძეო! ნუ მწვდები წვერში და თავზე. უეჭველად, მე შემეშინდა, რომ მეტყოდი: შენ განხეთქილება ჩამოაგდე ისრაილის ძეთა შორის და არ შეასრულე ჩემი სიტყვაო!“
95 ჰკითხა: „მაშ, შენ რაღა თქვი, ჰეი სამირ?“
96 მიუგო: „მე დავინახე ის, რასაც ესენი ვერ ხედავენ. მაშინ ავიღე ერთი მუჭა (მიწა) შუამავლის (ჯებრაილის) ნაკვალევიდან (ცხენის ნაკვალევიდან), მერე იგი ჩავყარე (გადამდნარ ოქროში). აი, ასე დამიმშვენა ჩემმა სულმა (შემიმკო, მაცდუნა, მომაწონა, რომ ხალხისთვის მეთქვა ეს არის თქვენი ღვთაებაო).“
97 უთხრა (მუსამ): „მაშ, გამეცალე! უეჭველად, შენ სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ის გექნება სათქმელი: „არ მომეკაროთ!“ და უეჭველად, შენთვისაა აღთქმა (სასჯელისა), რომელსაც ვერ გაექცევი. და გაიხედე შენი ღვთაებისკენ, რომელზეც მიჯაჭვული იყავი. უთუოდ, ჩვენ დავწვავთ მას. მერე უთუოდ მას ვაქცევთ ფერფლად და ზღვაში მოვისვრით! [მოსე სწორედ ასე მოიქცა, ის ქანდაკება დაამტვრია, დაწვა და ფერფლი ზღვაში მოისროლა].
98 თქვენი ღვთაება მხოლოდ ალლაჰია, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს. მას ცოდნით ყველაფერი დაუფარავს!
99 აი, ასე მოგითხრობთ იმ ამბებთაგან, რომელნიც უწინ მოხდა. და შენ უკვე გიბოძეთ ჩვენგან წიგნი (ყურანი, შეხსენება)!
100 ვინც პირს იბრუნებს მისგან, მაშინ უეჭველად, იგი აღდგომის დღეს მძიმე ტვირთს იტვირთავს! (უდიდესი ცოდვით აღსდგება).
101 ისინი მარადიულად მის ქვეშ დარჩებიან, მათთვის რაოდენ ცუდი ტვირთია აღდგომის დღეს!
102 იმ დღეს ჩაიბერება საყვირში [მეორე ჩაბერვა] და იმავე დღეს შევკრებთ ცოდვილებს დაბრმავებულთ!
103 გადასჩურჩულებენ ერთმანეთს – მხოლოდ ათიოდე დღე დავჰყავით დედამიწაზეო!
104 ჩვენ უკეთ ვუწყით რასაც ამბობენ. მათგან ყველაზე სამართლიანი მსწრაფველი იტყვის – მხოლოდ ერთიოდე დღე დავჰყავითო.
105 და გკითხავენ მთების შესახებ (რა მდგომარეობაში იქნება წარღვნის დროს), უთხარი: ჩემი უფალი გააცამტვერებს მათ ერთი შებერვით (როგორც უდაბნოში ქვიშას, ისე აიტაცებს ქარი).
106 და მოასწორებს ქვეყნიერებას იმგვარად,
107 რომ ვეღარ იხილავთ ვერც მაღლობებს და ვერც ჩაღრმავებას
108 იმ დღეს გაჰყვებიან ისინი მხმობელს (მთავარანგელოზთაგან ისრაფილის ხმას) და თავს ვერ დაიძვრენენ ამისგან. და გაიკმინდება ხმები მოწყალის წინაშე, მაშინ ვეღარაფერს გაიგონებ, თუ არა ჩურჩულს!
109 იმ დღეს არ წაადგება შუამდგომლობა არავის, გარდა ვისაც ნებას დართავს მოწყალე და ვისი სიტყვითაც კმაყოფილი იქნება!
110 უწყის მათ მომავალს და მათ წარსულში არსებულს, მაგრამ ვერ ჩასწვდებიან ამას ცოდნით!
111 ყველა სახე დაიხრება უკვდავის, მარადისისა წინაშე და წარწყმედილნი იქნებიან, ვინც უსამართლობის ტვირთი იტვირთა!
112 ხოლო ვინც იქმს სიკეთეებს და ამავე დროს მორწმუნეა, არც ტანჯვისგან შეშინდეს და არც გაღარიბებისგან!
113 და ამგვარად გარდმოვავლინეთ იგი ყურანი არაბულ ენაზე და ზედმიწევნით განვუმარტეთ მასში ჩვენი აღთქმულთაგანი, ეგების გონებისთვის მოეხმოთ ან გაფრთხილებულიყვნენ!
114 ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია! ნუ იჩქარებ ყურანის კითხვას (აიათის), სანამ არ დასრულდება შენთვის მისი ზეშთაგონება და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა!“
115 და ვფიცავ, მანამდე ვუბრძანეთ ადამს (რომ არ მიერთვა იმ ხის ნაყოფი), მაგრამ დაივიწყა მან და ვერ ვჰპოვეთ იგი მტკიცე!
116 და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს გარდა იბლისისა, მან უარი განაცხადა.
117 მაშინ ვუთხარით: „ჰეი, ადამ! უეჭველად, ეს მტერია შენი და შენი ცოლის. არ გაგაძეოთ სამოთხიდან, თორემ შეიქმნები უბედური!
118 უეჭველად, შენთვის იქ არ იქნება შიმშილი და არც სიშიშვლე!
119 და უეჭველად, შენ იქ არც წყურვილი შეგაწუხებს და არც მზის სიცხე!“
120 მაშინ ეშმაკმა ეჭვი ჩაუგდო მას, უთხრა: „ჰეი, ადამ! გინდა გაჩვენო ხე მარადისობისა და მეუფება მარადიული?“
121 ორივემ შეჭამა მისგან, მაშინ ცხადი იქმნა მათი სასირცხო ადგილები. დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიფარება სხეულზე. და ადამი ეურჩა თავის ღმერთს და გზა აებნა.
122 მერე გამორჩეული ჰქმნა იგი თავისმა ღმერთმა, შეუნდო და სწორ გზაზე დაადგინა!
123 უთხრა: „დაეშვით აქედან ყველამ, მტრებად მოქცეული ერთმანეთისთვის! ამის შემდეგ ჩემგან თქვენ უთუოდ ჭეშმარიტი გზა გებოძებათ. მაშინ ვინც მიყვება ჩემს ჭეშმარიტ გზას, იგი არ ჩავარდება ცდომილებაში (ამქვეყნად) და არ შეიქმნება უბედური (იმქვეყნად)!
124 ხოლო ვინც ჩემს შეხსენებას (ყურანს) სახეს შეაქცევს, მაშინ უეჭველად, მისთვის ცხოვრებაა მტანჯველი და აღვადგენთ მას აღდგომის დღეს ბრმად.
125 ჰკითხავს: „ღმერთო ჩემო! რატომ აღმადგინე ბრმად, მე ხომ ადრე მხედველი ვიყავი?“
126 უპასუხებს: „აი, ასე! შენთან მოვიდა ჩვენი აიათები, მაგრამ შენ ისინი დაივიწყე. ამიტომაც დღეს თავად იქნები დავიწყებული!“
127 და აი ასე მივუზღავთ, ვინც ზღვარს გავიდა და არ ირწმუნა თავისი ღმერთის აიათები. ხოლო იმქვეყნიური სასჯელი უფრო მძიმეა და მუდმივია!
128 ნუთუ ჯერ არ დამდგარან სწორ გზაზე, მიუხედავად იმისა, მაგათ უწინ რამდენი თაობა გავანადგურეთ, რომელთა საცხოვრებლებზეც დადიან? უეჭველად, ამაში სასწაულებია გონიერთათვის!
129 და რომ არ ყოფილიყო სიტყვა შენი ღმერთისა მანამდე (სასჯელის გადავადება მათთვის საიქიომდე, რომ იქნებ მოენანიათ) და განსაზღვრული დრო, უთუოდ გარდაუვალი იქნებოდა (პირდაპირი განადგურება მათი ამქვეყნად)!
130 მაშ, მოითმინე რასაც ისინი ამბობენ და ქებით განადიდე შენი ღმერთი (ილოცე) მზის ამოსვლამდე (დილის ლოცვა) და მის ჩასვლამდე (სამხრობის ლოცვა), და ღამის საათებში ადიდე იგი (ილოცე საღამოს ლოცვა და ძილის წინა ლოცვა). ასევე დღის განმავლობაში (შუადღის ლოცვა), ეგების შენ კმაყოფილებას ეწიო (ამათგან მოპოვებული მადლით)!
131 თვალი არ გაგექცეს იმისკენ, რითაც ჩვენ ვასარგებლეთ ზოგი იმათგანი მიწიერი ცხოვრების შემკულობანით, რათა ამით გამოგვეცადა ისინი. ხოლო სარჩო შენი ღმერთისა უფრო უკეთესია და მარადიულია!
132 და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, ჩვენ თავად გასაზრდოებთ შენ. ხოლო კეთილი აღსასრული ღვთისმოშიშებისთვისაა!
133 და თქვეს (წარმართებმა): „განა არ შეიძლებოდა მოეტანა (მუჰამმედს) ჩვენთვის სასწაული თავისი ღმერთისგან?“ განა არ მისვლიათ წინა წიგნთაგანს ცხადი მტკიცება?
134 და რომ, უეჭველად, ჩვენ დაგვეღუპა ისინი სასჯელით მანამდე, უთუოდ იტყოდნენ (განკითხვის დღეს): „ღმერთო ჩვენო! ნუთუ არ შეიძლებოდა მოგევლინა ჩვენდა შუამავალი, რომ გავყოლოდით შენს აიათებს, სანამ შევიქნებოდით დამცირებულნი და დაკნინებულნი?“
135 უთხარი: „ყველა (ჩვენც და თქვენც) ელოდება. მაშ, თქვენც დაელოდეთ. სულ მალე გაიგებთ ვინ არის სწორი გზის მკვიდრი, ვინ ადგას ჭეშმარიტ გზას!“