„ნაჰლ“ — ფუტკარი; მექური, 128 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. მოვიდა ალლაჰისა ბრძანება. მაშ, ნუ ეცდებით მის დაჩქარებას. დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!
2. გარდმოავლენს იგი თავისი ბრძანებით ანგელოზს სულით [ჯებრაილს შთაგონებით], ინებებს ვისზეც თავის მსახურთაგან (შუამავალთაგან), რათა შეაგონონ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარეშე ჩემი. მაშ, მოკრძალებულნი იყავით ჩემს წინაშე.
3. მან გააჩინა ჭეშმარიტებით ცანი და მიწა. და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!
4. მან გააჩინა ადამიანი ერთი წვეთიდან, ამისდა მიუხედავად, იგი აშკარა მეტოქედ გარდაექცა.
5. და ცხოველებიც გააჩინა თქვენთვის, მათშია სითბო [მათი მატყლისგან და ბეწვისგან სამოსს იკეთებთ] და სარგებელი [მას იყენებთ საკვებად და შესაჯდომად, ასევე მიწის დასამუშავებლად], და თანაც მიირთმევთ მათგან.
6. და თქვენთვისაა შვება მათში, როცა საღამოს მოერეკებით და როცა უშვებთ დილით.
7. და გადაგაქვთ ტვირთი მხარეებში, სადაც დიდი გაჭირვებით თუ მიაღწევდით. ჭეშმარიტად, ღმერთი თქვენი შემბრალებელია, მწყალობელია!
8. და (გააჩინა) დასამშვენებლად და ასამხედრებლად ცხენები, ჯორები და ვირები დაადგინა. და გააჩენს იმას, რაც არ იცით თქვენ.
9. ჭეშმარიტ გზაზე დადგენა ალლაჰს ეკუთვნის. და არსებობს მრუდე გზაც. და რომ ენება, ყველას ერთიანად სწორ გზაზე დაგადგენდათ.
10. იგია, რომელმაც მოავლინა ზეციდან წყალი თქვენთვის. მისით იკლავთ წყურვილს და მისით აღმოცენდებიან მცენარეები, რომელთა შორისაც საქონელს აძოვებთ.
11. იგი ამ წყლით თქვენ მარცვლეულს, ზეთის ხილს, ხურმას, ვაზს და ყოველგვარ ნაყოფს აღმოგიცენებთ. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია გონიერ ხალხთათვის.
12. და თქვენს განკარგულებაში მოგცათ ღამე და დღე, მზე და მთვარე. ვარსკვლავებიც მისი ნებით თქვენს განკარგულებაში არიან. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია გონიერ ხალხთათვის.
13. და რა არ გააჩინა თქვენთვის დედამიწაზე სხვადასხვა ფერებით. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია ხალხთათვის, გულისხმაჰყონ რომელთაც.
14. და იგია, რომელმაც თქვენს განკარგულებაში მოგცათ ზღვა, რათა მიირთვათ მისგან ქორფა ხორცი (თევზი) და მოირეწოთ სამკაული, რომელსაც იკეთებთ თქვენ. შენ ხედავ გემებს, რომლებიც კვეთენ მას, რათა თქვენ ეძიოთ მისი სიკეთე. და ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
15. და დაადგინა მიწაზე ურყევი მთები, რათა არ შერყეულიყავით თქვენ, და მდინარეები და გზები, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ!
-----
[ყურადღებას თუ მივაქცევთ მთებს, – მათ დიდი როლი აკისრიათ. ისინი ამაგრებენ დედამიწას, რათა არ შეირყეს. წმ. ყურანის მოვლინების პერიოდში ამის შესახებ ადამიანებმა არაფერი იცოდნენ, ეს მხოლოდ ცივილიზებული და განვითარებული ტექნოლოგიური აღმოჩენების შემდეგ იქნა შესწავლილი. გეოლოგების მტკიცებით მთები დედამიწის ქერქის ანუ ლითოსფეროს ქილების შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ორი შრის შეჯახების შედეგად მყარი შრე, სუსტი შრის ქვემოთ დარჩება და სუსტი შრე კი ზემოდან მთების სახით განლაგდება, ქვეშ დარჩენილი მყარი შრე კი, ქვეშ სიღრმეს იკეთებს, როგორც მიწის ზედაპირზე, ისევე მიწის ქვეშაც მას ძირი აქვს. მეცნიერულ წყაროებში მთების აღწერა შემდეგნაირადაა: „კონტინენტების მთიანი ნაწილი განსაკუთრებით სქელია და მანტო სიღრმეშია ჩაზრდილი, ამ ფორმით დედამიწის ქერქი, დედამიწის ზედაპირზე და დედამიწის ქვეშ სიღრმეში ერთმანეთს აკავებს და ამაგრებენ, რომ არ იმოძრაონ, ისინი მაგმა შრესაც ამაგრებენ და უძრავს ხდიან;“ მთების ეს ვალდებულება სულ ახლოხანში იქნა აღმოჩენილი გეოლოგებისა და სეისმოლოგების მიერ.]
16. და ნიშნები [ზოდიაქო, როგორც მთები და მდინარეები, რითაც გაიკვლევთ გზას], და ვარსკვლავებით ისინი დაადგებიან სწორ გზას.
17. განა ის, ვისაც გაჩენა შეუძლია, ჰგავს იმას, ვისაც გაჩენა არ შეუძლია? ნუთუ აღარ უნდა გულისხმაჰყოთ თქვენ?
18. და თუ ალლაჰის მოწყალებათა ჩამოთვლას დაიწყებთ, ვერ დათვლით. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
19. და ალლაჰი უწყის, რას მალავთ თქვენ და რას აცხადებთ თქვენ.
20. და რომელთაც უხმობენ ალლაჰის ნაცვლად, ვერაფერს გააჩენენ ეგენი, რამეთუ თავად გაჩენილნი არიან.
21. ისინი მკვდრები არიან და არა ცოცხალნი, და არ იციან მათ, როდის იქნებიან აღდგენილნი.
22. თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია. მაგრამ ჯერ კიდევ, რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, გულები მათი უარმყოფელია და ეგენი არიან ქედმაღალნი.
23. უსათუოდ, ალლაჰი უწყის, რას მალავენ და რას აცხადებენ და არ უყვარს მას მედიდურნი!
24. და როცა ეკითხებიან მათ: „რა გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმა (მუჰამმედზე)?“ პასუხობენ: „ზღაპრებია უწინდელი!“
25. რათა იტვირთონ სრულად თავიანთი ტვირთნი აღდგომის დღეს და ტვირთნი მათნი, რომელნიც მათ აცდუნეს უვიცობით, დიახაც, რომ საზარელია რასაც იტვირთავენ ეგენი!
26. იმზაკვრეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, მაგრამ ალლაჰის სასჯელმა მათი შენობები საძირკველიდან დაანგრია და ჭერი ჩამოექცათ თავზე, და აწია მათ ტანჯვა იქიდან, საიდანაც არ ელოდნენ!
27. მერე, აღდგომის დღეს, დაამცირებს მათ და ეტყვის: „სად არიან ჩემი მოზიარენი, რომელთა გამოც უთანხმოება გქონდათ (მორწმუნეებთან)?“ თქვეს, რომელთაც ებოძათ ცოდნა: „უეჭველად, დღეს დამცირება და სასჯელი ურწმუნოებს დაატყდებათ.“
28. ანგელოზები როცა მიიბარებენ მათ, რომელნიც თავიანთი სულის წინაშე უსამართლონი იყვნენ, მორჩილებას გამოხატავენ – ჩვენ არანაირი სიავე არ ჩაგვიდენიაო! „არამც და არამც! ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიოდნენ ეგენი!“
29. აბა, იქ სამუდამო სამყოფლად, ჯოჯოხეთის კარებში შედით. მედიდურთა თავშესაფარი რაოდენ საზარელია!
30. და ეტყვიან, რომელნიც ღვთისმოშიშნი იყვნენ: „რა გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმა?“ უთხრეს: „სიკეთე.“ რომელთაც ჰქმნეს სიკეთე, ამქვეყანაში სიკეთეა მათთვის და საიქიო სასუფეველი ბევრად უკეთესია. ღვთისმოშიშთა სასუფეველი რაოდენ მშვენიერია!
31. ისინი შევლენ სამოთხის ბაღებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. მათთვისაა იქ, ინებებენ რასაც. აი, ასე მიუზღავს ალლაჰი ღვთისმოშიშთ,
32. რომელთაც ანგელოზები მართლებად მიიბარებენ. ეტყვიან: „მშვიდობა თქვენ! შედით სამოთხეში იმის წყალობით, რასაც სჩადიოდით!“
33. ნუთუ ისინი ელოდებიან მხოლოდ ანგელოზების მოსვლას ან შენი ღმერთის ბრძანების მოვლენას? ასევე მოიქცნენ, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. და არ მოქცევია ალლაჰი მათ უსამართლოდ, არამედ თავად მოექცნენ უსამართლოდ საკუთარ თავს.
34. აჰა, რაც ჰქმნეს იმისთვის დაატყდათ მათ სიავენი და გარს შემოერტყა იგი მათ, რასაც დასცინოდნენ.
35. და თქვეს, რომელთაც თანაზიარი დაუდგინეს (მექას წარმართებმა): ,,ალლაჰს, რომ ენება, არც ჩვენ და არც ჩვენი მამები არ ვეთაყვანებოდით მის გარდა არავის, და არ ავკრძალავდით არაფერს მისი ბრძანების გარეშე!“ აი, ასე მოიქცნენ, რომელნიც იყვნენ მათ უწინ. განა შუამავალთ ევალება რამე, გარდა ცხადი შეტყობინებისა?
36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან არიან ისეთნიც, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას და არიან ისეთნიც, რომელთაც დამსახურებულად განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული ურწმუნონის!
37. და რომც ძალიან გინდოდეს შენ (მუჰამმედ), მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, ალლაჰი მაინც არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმათ, რომელნიც ააცდინა, და მათ არ ეყოლებათ შემწე!
38. და დაიფიცეს ალლაჰზე: „არ გააცოცხლებს ალლაჰი, ვინც მოკვდება!“ როგორ არა, ეს მისი (ალლაჰის) აღთქმაა ჭეშმარიტებით, მაგრამ არ უწყის ამას ადამიანთა უმრავლესობა!
39. რათა ცხადი გახადოს მათთვის, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, და რათა ამცნოს, რომელთაც უარყვეს, რომ იყვნენ ცრუნი.
40. როცა ჩვენ რამეს ვინებებთ, საკმარისია ვუთხრათ მას: „იქმენ!“ და უმალვე იქმნება ისიც.
41. და რომელთაც გადასახლდნენ ალლაჰისთვის მას მერე, რაც შეავიწროვეს, უთუოდ, მაგათ დედამიწაზე საუკეთესოდ დავამკვიდრებთ და, უთუოდ, საზღაური საიქიოსი უფრო დიდია, რომ იცოდნენ მაგათ,
42. რომელთაც მოითმინეს და თავიანთ ღმერთს სასოებენ!
43. და არ მოგვივლენია ჩვენ შენამდე, თუ არა ადამიანნი, რომელთაც შთავაგონებდით. თუ თქვენ არ იცით, მაშ, ჰკითხეთ მცოდნეებს (სწავლულებს),
44. ცხადი სასწაულები და წიგნები. და მოვავლინეთ შენზე შეხსენება (ყურანი), რათა განუმარტო ხალხს, რაც ზეგარდმოვუვლინეთ მათ, ეგების დაფიქრდნენ!
45. ნუთუ უკვე დარწმუნდნენ, რომელნიც ბოროტებას ხლართავენ, რომ ალლაჰი არ მოაქცევთ მათ მიწის ქვეშ ან არ აწევთ მათ სასჯელს იქიდან, საიდანაც არ მოელიან?
46. ან შეიპყრობს იგი მათ, როცა აქეთ-იქით დაძრწიან და ვერ შეძლებენ თავის დაძვრენას?
47. ან შეიპყრობს იგი, როცა მათ შიში მოერევათ? ჭეშმარიტად, შენი ღმერთი შემბრალებელია, მწყალობელია!
48. ნუთუ ვერ დაინახეს მათ ალლაჰის გაჩენილები და მათი ჩრდილნი, რომელნიც იხრება მარჯვნივ და მარცხნივ ალლაჰისადმი თაყვანისცემით, სეჯდეს აღმსრულე, მოკრძალებულად?!
49. და ალლაჰის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა ყოველი სულიერი და ანგელოზნი. და ისინი არ მედიდურობენ.
50. ეშინიათ თავიანთი ღმერთის, მათი მბრძანებელის და ასრულებენ იმას, რაც დაევალათ.
51. და ბრძანა ალლაჰმა: „არ დაიდგინოთ ორი ღმერთი, იგი მხოლოდ ერთია. მაშ, მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ!“
52. მას ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ყოველთვის მას უნდა ემორჩილებოდეთ. ნუთუ გექნებათ ვინმეს შიში, ალლაჰის გარდა?
53. და თქვენ რაც სიკეთე გაბადიათ, ყველაფერი ალლაჰისგანაა. მერე თუ რაიმე უბედურება გეწევათ, მაშინ მას შეევედრეთ!
54. მერე, როცა თქვენ სიავეს მოგაცილებს, თქვენგან ერთი ჯგუფი თავიანთ ღმერთს მოზიარენს უდგენს,
55. რათა უარყონ იგი, რაც ჩვენ ვუბოძეთ. აბა, გაერთეთ, და მალე შეიტყობთ თქვენ!...
56. და წილს უდგენენ იმას, რაც მათ ვუბოძეთ იქიდან, რასაც არ უწყიან. ვფიცავ ალლაჰს! უთუოდ მოგეკითხებათ ყოველივე იმის გამო, რასაც თხზავდით!
57. და ალლაჰს უდგენენ ქალიშვილებს [ანგელოზები ალლაჰის ქალიშვილები არიანო]. დიდება მას! თავისთვის კი იტოვებენ იმას, რაც სურთ.
58. და როცა რომელიმე მათგანს ქალიშვილს ახარებენ, დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო.
59. ემალება ხალხს უხეირო ცნობის გამო. დაიტოვოს სირცხვილად შვილი თუ მიწაში ჩამარხოს? ერთი შეხედე, რა საზიზღარია მათი განაჩენი!
-----
[იმ უმეცართა პერიოდის არაბები არაფრად მიიჩნევდნენ მანდილოსნებს; ახალ შობილი გოგონა თუ აღმოჩნდებოდა - ხოცავდნენ, ცოცხლად მარხავდნენ.]
60. რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, ცუდი თვისებები ახასიათებთ. და ალლაჰისთვისაა თვისებები უზენაესი, და იგია ძლევამოსილი, ბრძენი!
61. და რომ დასაჯოს ალლაჰმა ადამიანები თავიანთი უსამართლობის გამო, არ დარჩებოდა მასზე (დედამიწაზე) სულიერი. მაგრამ გადაუვადებს მათ დათქმულ ვადამდე. და როცა მათი დრო დადგება, ვერ შეძლებენ ისინი ამის გადაწყვეტას ან დაჩქარებას ერთი საათითაც კი!
-----
[„გადაუვადებს მათ“ — ამ სიტყვებიდან გამოიკვეთება ღვთის მიერ დიდი მოწყალება - ვინაიდან, სანამ „გადავადებული“ აქვს ადამიანს, იქნებ მან მიხვდეს, ირწმუნოს და გამოასწოროს (მოინანიოს), რათა ეპატიოს მას და შეწყალებულ იქნას.]
62. და ისინი მიაწერენ ალლაჰს იმას, რაც თავად არ მოსწონთ. და ცრუობენ მათი ენები, რომ მათთვისაა სიკეთე. ეჭვი არ არის, რომ მათთვის ცეცხლია, და უსათუოდ მიტოვებულნი იქნებიან ისინი!
63. ვფიცავ ალლაჰს, შენამდეც წარვგზავნეთ ხალხთან (შუამავალნი), მაგრამ ეშმაკმა შეულამაზა მათ თავიანთი საქმენი. იმ დღეს ის არის მათი მფარველი და მათთვისაა სასჯელი მწარე!
64. ჩვენ არ გარდმოგვივლენია შენზე წიგნი, თუ არა იმისთვის, რომ განუმარტო მათ ის, რაზეც ვერ თანხმდებიან, და გზად ჭეშმარიტად და წყალობად მორწმუნე ხალხთათვის!
65. და ალლაჰმა ზეციდან მოავლინა წყალი და გააცოცხლა მისით მიწა მისი სიკვდილის შემდეგ. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული გამგონ ხალხთათვის!
66. და თქვენთვის ცხოველებში გაკვეთილია. თქვენ გასმევთ იმას, რაც მათ მუცლებშია, ნახევრად მოუნელებელ საკვებსა და სისხლს შორის, სუფთა რძეს, სასიამოვნო დასალევს მათთვის, ვინც სვამს.
67. ხურმის ნაყოფიდან და ვაზიდან თქვენ იღებთ სასმელს და კეთილ სარჩოს. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული გონიერ ხალხთათვის!
68. შენმა ღმერთმა ზეშთააგონა ფუტკარს: „გაიკეთე საცხოვრებელი მთებში, ხეებსა და ხალხის ნაშენებზე.
69. შემდეგ მიირთვი ნაყოფნი ყოველგვარი და ასეთნაირად შენი ღმერთის გზებს დაადექი, რომელიც ხსნილია შენთვის.“ მისი მუცლიდან გამოდის სხვადასხვა ფერის სასმელი (თაფლი), რომელშიც ხალხთათვის განკურნებაა. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული გონიერ ხალხთათვის!
70. და ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ. მერე კი მიგიბარებთ. და თქვენგან ზოგიერთს მიაღწევინებს იმ უსიამოვნო ასაკამდე, რომელიც დაავიწყებს იმას, რაც ადრე იცოდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლეა!
71. და ალლაჰმა აღამაღლა თქვენგან ერთი ნაწილი მეორეზე ქონებითა და სარჩოთი. ხოლო რომელნიც აღმატებულ იქმნენ, საარსებოს არ მისცემენ, ვინც მათ ხელთქვეშაა, რათა ისინი არ გაუთანაბრდნენ მათ. ნუთუ ალლაჰის წყალობას უარყოფენ ეგენი?
72. და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის მეუღლენი თქვენი სულიდანვე და გიბოძათ თქვენ თქვენი მეუღლეებიდან შვილები, შვილიშვილები და მოგმადლათ სიკეთეებიდან. ნუთუ ისევ კერპებისა სწამთ? და ნუთუ ეგენი ალლაჰის წყალობას უარყოფენ?
73. და ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა სხვას, რომელთაც არ ხელეწიფებათ მათთვის სარჩოს მიცემა არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, და არ შეუძლიათ მათ (არაფრის გაკეთება, რადგან ისინი ხომ კერპებია).
74. არავინ შეადაროთ ალლაჰს! ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის, და თქვენ არ უწყით!
75. და ალლაჰმა მაგალითად მოიტანა იგავი მონისა, რომელიც სხვისი კუთვნილებაა და არაფერი ხელეწიფება, ხოლო ვისაც ჩვენ ვუბოძეთ მშვენიერი სარჩო, იგი გაიღებს მისგან დაფარულად და აშკარად; განა თანასწორნი არიან ისინი (მონა და თავისუფალი)? ქება-დიდება ალლაჰს! დიახაც, დიდი ნაწილი მათგან არ უწყიან.
76. და ალლაჰმა აგრეთვე მაგალითად მოიყვანა იგავი ორი კაცისა. ერთი მათგანი მუნჯია, არაფრის შემძლე, ტვირთად აწევს თავის პატრონს. სადაც არ უნდა გაგზავნონ, ხეირი არ მოაქვს (ურწმუნო ადამიანის ნამოქმედარიც მსგავსია მისი). განა თანასწორია იგი იმისა, ვინც ჭეშმარიტებას მეტყველებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგას?
77. და ალლაჰს ეკუთვნის უხილავი ცათა და ქვეყნისა. წარღვნის მოსვლა თვალის დახამხამების ტოლია ან უფრო სწრაფიც. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
78. და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით; და გიბოძათ თქვენ ყურთასმენა, და თვალთახედვა და შემეცნების უნარი, ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
79. ნუთუ მათ არ უნახავთ ჩიტები, მორჩილნი ცის კამარაზე? არავინ აკავებს მათ, გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაულები მორწმუნე ხალხთათვის!
80. და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის სახლები საცხოვრებლად. და ასევე დაადგინა თქვენთვის საქონლის ტყავებიდან სადგომი საცხოვრებლად, რომელსაც ადვილად ატარებთ მგზავრობისას, ან როცა დაბინავდებით. და მათი მატყლისგან, სტევისგან [აქლემის ბეწვისგან] და ბეწვისგან სამოსელი და ავეჯი, სარგებლად დანიშნულ ვადამდე.
81. და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის საჩრდილობელი იმისგან, რაც გააჩინა. და დაადგინა თქვენთვის თავშესაფარი მთებში. დაადგინა თქვენთვის სამოსი, რომელიც სიცხისგან გიცავთ და სამოსი, რომელიც საფრთხისგან გიცავთ. ამგვარად, სრულჰქმნის თავის წყალობას თქვენზე, ეგების ჰმორჩილოთ!
82. და თუ ისინი პირს იბრუნებენ, ამის მერე შენი ვალი მხოლოდ აშკარა ცნობებაა.
83. ისინი შეიცნობენ ალლაჰის წყალობას და მერე უარყოფენ მას, რამეთუ უმრავლესობა მათგან ურწმუნოა.
84. და იმ დღეს წარვგზავნით ყოველი ერიდან თითო მოწმეს, ნებას არ მისცემენ (რათა თავი იმართლონ), რომელთაც უარყვეს და არ მიიღება სინანული მათი.
-----
[სინანული იმისა, რომ დაბრუნდნენ დედამიწაზე და იწამონ ალლაჰი, მაგრამ არ მიიღება ეს დაგვიანებული სინანული.]
85. და როცა ნახავენ სასჯელს, რომელნიც უსამართლონი იყვნენ, უკვე არ შეუმსუბუქდებათ მათ და არც გადაუვადდებათ.
86. და როცა დაინახეს წარმართებმა თავიანთი თანამოზიარენი, თქვეს: „ღმერთო ჩვენო! აი ისინი, ჩვენი თანაზიარნი, რომელთაც მოვუხმობდით შენს ნაცვლად.“ მაშინ ისინი სტყორცნიან სიტყვას: „ჭეშმარიტად თქვენა ხართ ცრუნი!“
87. იმ დღეს გამოხატავენ ისინი მორჩილებას ალლაჰის წინაშე და მიატოვებს მათ ის, რასაც თხზავდნენ.
88. რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას, ტანჯვა ტანჯვაზე მოვუმატეთ მათ, რამეთუ უკეთურებას თესავდნენ!
89. და იმ დღეს წარვგზავნით ყოველი ერის წინააღმდეგ მოწმეს თავიანთი წიაღიდანვე, და შენც დაგადგინეთ მოწმედ მათ წინააღმდეგ. და ზემოვავლინეთ ჩვენ შენზე წიგნი ყოველივეს განმარტებით, ჭეშმარიტ გზად, წყალობად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის!
90. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძანებს სამართლიანობას, სიკეთის კეთებას და ნათესავებზე დახმარებას. და კრძალავს სიძვას, გასაკიცხ ქმედებებს და უსამართლობას. იგი შეგაგონებთ თქვენ, ეგების გულისხმაჰყოთ!
91. და აღასრულეთ ალლაჰის აღთქმა, თუკი აიღებთ ვალდებულებას. და არ დაარღვიოთ ფიცი მას მერე, რაც დაამოწმეთ იგი, რამეთუ ამით ალლაჰი გაიხადეთ თავდებად. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ!
92. ნუ დაემსგავსებით იმ ქალს, რომელმაც დაარღვია თავისი დართული ძაფი მას მერე, რაც მაგრად დაძახა იგი. თქვენ ადგენთ ფიცს ხაფანგად ერთმანეთს შორის, რომ რომელი თემი იყოს თქვენგან ძლიერი და მრავალრიცხოვანი. ამით მხოლოდ გცდით ალლაჰი. აღდგომის დღეს კი იგი უთუოდ განგიმარტავთ თქვენ იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდით!
93. და რომ ყოფილიყო ალლაჰის ნება, უთუოდ ერთ თემად დაგადგენდათ თქვენ. მაგრამ იგი ცდუნებაში დატოვებს, ინებებს ვისაც და სწორ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც. და უთუოდ მოგეკითხებათ იმისათვის, რასაც სჩადიოდით!
94. და არ აქციოთ თქვენი ფიცნი თქვენს შორის ხაფანგად. და თუ ასე იქმთ, მისი გამყარების შემდეგ, მოგიცდებათ ფეხი ადგილიდან და იგემებთ სიავეს იმისთვის, რომ სხვებს აცდენდით ალლაჰის გზიდან. თქვენთვისაა დიდი სასჯელი!
95. და არ გაყიდოთ ალლაჰისთვის მიცემული აღთქმა მცირედ ფასად, თუმცა რომ იცოდეთ, იგი, რაც ალლაჰთანაა, უფრო უკეთესია თქვენთვის!
96. რაც თქვენთანაა, გათავდება; ხოლო რაც ალლაჰთანაა არ გამოილევა. და რომელთაც მოითმინეს, უთუოდ მივაგებთ თავიანთ საზღაურს უფრო უკეთესით, რაც უკეთებიათ!
97. ვინც სიკეთე ჰქმნა კაცთაგან თუ ქალთაგან და იგი მორწმუნეა, მაშინ, უთუოდ, მას ტკბილი ცხოვრებით ვაცხოვრებთ და უთუოდ მივაგებთ მათ თავიანთ საზღაურს უფრო უკეთესით, რაც უკეთებიათ!
98. მაშ, როცა კითხულობ ყურანს, ჯერ ალლაჰს მიეკედლე იმ ჩაქოლილი ეშმაკისაგან!
-----
[„მივეკედლები ცოცხალ ღმერთს მაცდური ეშმაკისაგან“ — „ეუზუბილლაჰი მინე შეიტაანი რრაჯიიმ“.
„სახელითა ალლაჰისა — „ბისმი ლლაჰი“.
„მოწყალისა, მწყალობელისა“ — „არ-რაჰმაანი, არ-რაჰიიმ“.]
99. ეშმაკს არ შესწევს ძალა მათზე, რომელთაც ირწმუნეს და რომელნიც თავიანთ ღმერთს სასოებენ!
100. მხოლოდ მბრძანებლობა შესწევს მას იმათზე, რომელნიც მას ემორჩილებიან და რომელნიც ალლაჰს მოზიარენს უდგენენ (წარმართობენ).
101. და როცა ჩვენ ჩავანაცვლეთ ერთი აიათი მეორე აიათით, რამეთუ ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის რა უნდა მოავლინოს – ამბობენ: „შენ (მუჰამმედ) მხოლოდ ცრუ ხარ!“ არა, მათგან უმეტესობას არ ესმის (ჭეშმარიტება).
102. უთხარი: „იგი მოავლინა ჭეშმარიტებით წმინდა სულმა (ჯებრაილმა) შენი ღმერთისგან, რათა განმტკიცდნენ, რომელთაც ირწმუნეს, და ჭეშმარიტ გზად (სახელმძღვანელოდ) და ხარებად მუსლიმთათვის!“
103. და ვფიცავ, ვიცით რომ ისინი ამბობენ: „მას მხოლოდ ადამიანი ასწავლისო.“ მაგრამ ენა მისი, ვისზეც ისინი ცრუდ მიუთითებენ უცხოურია, მაშინ როცა ეს – სუფთა და გასაგებ არაბულზეა.
104. არ წარუძღვება ალლაჰი იმათ, ვინც არ ირწმუნა ალლაჰის აიათები და მათთვისაა სასტიკი სასჯელი!
105. მხოლოდ სიცრუეს თხზავენ ისინი, რომელთაც არ სწამთ აიათების. და სწორედ ეგენი არიან ცრუნი!
106. ყოველმა, ვინც მიიღო ალლაჰის რწმენა და მერე უარყო, – გარდა იმათი, ვინც ძალით იძულებნული იყო, მაგრამ გულში ინახავდა მტკიცე რწმენას, – ხოლო მათ, ვინც ნებაყოფლობით გაუღო გული ურწმუნოებას, მაშინ მათთვისაა რისხვა ალლაჰისა და დიდი სასჯელი!
107. აი ეს იმიტომ, რომ მათ ძალიან შეუყვარდათ ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიურ ცხოვრებასთან შედარებით. და, ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უწინამძღვრებს ურწმუნო ხალხს!
108. სწორედ ესენი არიან, რომელთა გულებზე, ყურებზე და თვალებზე ალლაჰმა ბეჭედი დაუსვა, და არიან ცნობამიხდილნი!
109. უსათუოდ წაგებულნი იქნებიან საიქიოშიც.
110. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი – მათთვის, ვინც დატოვა თავისი სახლები და წავიდა ჰიჯრაში, განსაცდელისა და დევნის შემდეგ, მერე კი იბრძოდნენ რწმენისთვის და მოთმინებით იტანდნენ ამ ყველაფერს – ჭეშმარიტად, ღმერთი შენი მიმტევებელია, მყწალობელია.
111. იმ დღეს ყოველი ადამიანი განსჯის თავის თავს. ყოველ ადამიანს მიეზღვება სრულად იმისათვის, რასაც სჩადიოდა, და არ დაიჩაგრებიან ისინი!
112. და ალლაჰმა მაგალითად მოიყვანა იგავი სოფლისა, რომელიც უსაფრთხო და დაცული იყო [ესაა მექა და მისი მკვიდრნი]. იქ მოდიოდა ყოველი მხრიდან უხვი სარჩო, მაგრამ უმადურობა გამოიჩინეს ალლაჰის სიკეთეებისადმი. მაშინ ალლაჰმა აგემა შიმშილი და შიში იმისთვის, რასაც სჩადიოდნენ!
113. და ვფიცავ, რომ მოევლინათ მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, მაგრამ იგი ცრუდ შერაცხეს, ამგვარად სასჯელმა შეიპყრო ეგენი, რამეთუ უსამართლონი იყვნენ!
114. მაშ, ალალად და კეთილად მიირთვით, რაც რამ ალლაჰმა სარჩოდ გიბოძათ და იყავით მადლიერნი ალლაჰის წყალობის, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით თქვენ!
115. მან ხომ მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალათ თქვენ და ის, რაც დაიკლა ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად. ხოლო ის, ვინც იძულებული გახდება, მაგრამ არ დაარღვევს (სხვის) უფლებას, და ზღვარს არ გადავა (მიირთმევს მხოლოდ რაც საარსებოდ ესაჭიროება). ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
116. და არ თქვათ ტყუილი, როგორც თქვენი ენა შეჩვეულია: ეს ნებადართულია, ეს კი – აკრძალულიო, რითაც შეთხზავთ სიცრუეს ალლაჰზე. ჭეშმარიტად, რომელნიც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ, ვერ იქნებიან ნეტარნი!
117. სულ მცირე სარგებელი და მწარე სასჯელი მათთვის!
118. და იუდეველებს ავუკრძალეთ ის, რაც შენ გითხარით უწინ. და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უსამართლოდ (აკრძალვის თაობაზე), არამედ მათ საკუთარ სულთ მოექცნენ უსამართლოდ! (რადგანაც არ ჰმორჩილეს ალლაჰს და ურჩობდნენ).
119. ჭეშმარიტად, რომელთაც ჰქმნეს სიავე უვიცობით, მაგრამ მოინანიეს და გამოასწორეს, ღმერთი შენი ამის შემდგომ შემნდობია, მწყალობელია!
120. ჭეშმარიტად, იბრაჰიმი ალლაჰის მორჩილი, ჰანიფი (მონოთეისტი) წინამძღოლი იყო. და წარმართთაგანი არ ყოფილა იგი.
121. მადლიერი წყალობათა მისსა, გამოარჩია იგი და ჭეშმარიტ გზას დაადგინა.
122. და ჩვენ ვუბოძეთ მას სიკეთენი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იგი იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც მართალთა შორის იქნება!
123. შემდგომ ჩვენ ზეშთაგაგონეთ შენ: „შეუდექი, როგორც ჰანიფი (ერთმორწმუნე), იბრაჰიმის რჯულს, რომელიც არ იყო წარმართთაგანი!“
124. დაწესებულ იქნა მათთვის მხოლოდ შაბათი დღე, რომელთაც უთანხმოება ჰქონდათ მასში. და, ჭეშმარიტად, ღმერთი შენი აღდგომის დღეს განსჯის მათ შორის, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ!
125. მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით, ეკამათე მათ საუკეთესო მეთოდით. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი უკეთ უწყის, თუ ვინ აცდა თავის გზას და უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფთ!
126. და თუ შეიპყრობთ მათ, მაშინ დასაჯეთ იმდენით, რამდენადაც დაგსაჯეს თქვენ. მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, დიახაც იგი უკეთესია მომთმენთათვის!
127. და მოითმინე, რამეთუ შენი მოთმინება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შეწევნითაა. და ნუ იდარდებ მათზე და არ შეწუხდე იმის გამო, რომ მზაკვრობენ!
128. ჭეშმარიტად, ალლაჰი მათთანაა, რომელნიც ღვთისმოშიშნი და თავშეკავებულნი არიან, და რომელნიც სიკეთის მქმნელნი არიან!