Страницы

სურა 100 „ადიათ“

„ადიათ“ — მორბენალნი;  მედინური, 11 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 ვფიცავ, ქოშინით მორბენალ (ცხენებს),

2 ნაპერწკლების დამყრელთ!

3 დილაადრიან მოულოდნელად თავდამსხმელთ!

4 შემმუსვრელთ,

5 რომელნიც იმათ (მტერთა) რაზმებში შეიჭრნენ!

6 ჭეშმარიტად, ადამიანი თავისი ღმერთის წინაშე უმადურია

7 და ამის მოწმე თავადაა!

8 ჭეშმარიტად, ის მტკიცეა თავის სიყვარულში აქაური ფუფუნებისადმი!

9 განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს?

10 და გამოაშკარავდება ის, რაც გულებშია?

11 ჭეშმარიტად, იმ დღეს ღმერთი მათი ამ ყველაფრის მცოდნეა!