„მარიამი“ — იესოს დედა; მეუქრი, 98 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ყაფ. ჰა. ია. ღაინ. სად.
2. (ეს) შენი ღმერთის წყალობით თავისი მსახურის, ზაქარიას გახსენებაა.
3. აკი, მან შეევედრა თავის ღმერთს ღაღადით საიდუმლოდ. [გულით და ღამით, ვინაიდან, ღამით შესრულებული ვედრება უმალ შესმენილ იქნება].
4. თქვა: „ღმერთო ჩემო! ძვლები გამომეფიტა და თავი გამიჭაღარავდა; მე კი არ ვყოფილვარ შენდამი აღვლენილი ვედრებისას უბედური.
5. და მე მეშინია ჩემს შემდეგ მომავალი ახლობლების, რამეთუ ჩემი ცოლი უნაყოფო შეიქმნა; მაშ, მე შვილი მაჩუქე!
6. მემკვიდრე იყოს ჩემი და მემკვიდრე იაღყუბის (იაკობის) მოდგმის, ჰქმენ იგი, ღმერთო ჩემო, კმაყოფილად!“
7. „ჰეი, ზაქარია, ჭეშმარიტად, ჩვენ გახარებთ ძეს, რომლის სახელიცაა იაჰია [იოანე "ნათლისმცემელი"]. მის უწინარეს ეს სახელი არავის უტარებია!“
8. თქვა: „ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება შემეძინოს მე ძე, როცა ჩემი ცოლი უკვე უნაყოფოა და მე უკიდურესად მხცოვანი?
9. უთხრა: „სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა: „იგი ჩემთვის იოლია! თავდაპირველადაც ხომ მე გაგაჩინე, როცა არაფერი იყავი?“
10. უპასუხა: „ღმერთო ჩემო! დამიდგინე მე ნიშანი!“ უთხრა: „შენი ნიშანი ის იქნება, რომ არ დაელაპარაკო ხალხს სამი ღამის განმავლობაში [სამი დღე-ღამე], სრულიად ჯანმრთელმა!“
11. ამის შემდეგ გამოვიდა მიჰრაბიდან თავის ხალხთან და მათ ანიშნა: „რომ ელოცათ დილით და საღამოს!“
12. „ჰეი, იაჰია, აიღე წიგნი (თევრათი, თორა) მტკიცედ!“ ჯერ კიდევ ბავშვს [სამი წლის ასაკში], ჩვენ მივჰმადლეთ სიბრძნე
13 ჩვენგან, გულმოწყალება და სისპეტაკე. და იყო იგი ღვთისმოშიში,
14 კეთილი მშობლებისადმი, და არა ულმობელი, ურჩი!
15. და მშვიდობა მას დღეს, როცა დაიბადა და დღეს, როცა მოკვდა და დღეს როცა ცოცხალი აღდგება!
16 და მოიხსენიე წიგნში (ყურანში) მარიამი. როცა განერიდა იგი თავის ოჯახს აღმოსავლეთისკენ,
17 შემდეგ დაიდგინა მათგან გამყოფი ფარდა. მაშინ ჩვენ წარვგზავნეთ მასთან ჩვენი სული (გაბრიელ მთავარანგელოზი), რომელიც მის წინაშე სრულყოფილი კაცის იერით წარსდგა.
18 უთხრა (მარიამმა): „მე მივეკედლები მოწყალეს შენგან, თუკი ღვთისმოშიში ხარ შენ.“
19 მიუგო: „მე მხოლოდ შუამავალი ვარ შენი ღმერთისგან, რომ გაჩუქო შვილი სპეტაკი.“
20 უთხრა: „როგორ მეყოლება ძე, როცა მე კაცი არ შემხებია და არ ვყოფილვარ მე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?“
21 მიუგო: „სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა – ეს ადვილიაო ჩემთვის, რომ დავადგინოთ იგი სასწაულად ხალხთათვის და წყალობად ჩვენგან. ეს საქმე გადაწყვეტილია!“
22 ამგვარად დაფეხმძიმდა იგი მასზე, შემდეგ შორისკენ (ოჯახიდან შორს) გაემართა ნაყოფთან ერთად.
23 შემდეგ მშობიარობის ტკივილმა ხურმის ხესთან მიიყვანა. თქვა: „ო, ნეტავ მომკვდარიყავი უწინ ამისა და სამარადჟამოდ დავიწყებული ვყოფილიყავი!“
24 მაშინ მოესმა მას ხმა წიაღიდან [ეს იყო გაბრიელი, რომელიც მის ქვემოთ იმყოფებოდა]: არ დამწუხრდე, უკვე შენმა უფალმა შენს ფეხებს ქვეშ ნაკადული დაადგინა [და ამოხეთქა ნაკადულმა].
25 შეარხიე შენსკენ ხურმის შტო, რომ ჩამოცვივდეს შენთან მწიფე ნაყოფი;
26 ჭამე და სვი და გილოცავთ! მაგრამ თუ დაინახავ ვინმე სულიერს, მაშინ უთხარი (როცა შეგეკითხებიან ბავშვის თაობაზე): „მე აღვუთქვი მოწყალეს მარხვა, ამიტომაც დღეს არც ერთ ადამის შვილს არ დაველაპარაკები.“
-----
[მაშინ მარხვის ერთგვარი ფორმა იყო სხვაზე დაულაპარაკებლობა.]
27 ბავშვით ხელში თავის ხალხთან დაბრუნდა. უთხრეს: „ჰეი მარიამ, ძალიან ცუდი საქმე ჩაიდინე! (მოხვედი ბავშვით, რომლის მამა უცნობია).
28 დაო ჰარუნის, არ იყო მამაშენი ცუდი კაცი, და არც დედაშენი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი!“
29 (მარიამმა) მიუთითა მისკენ (ბავშვისკენ, რომ მას ელაპარაკეთო). უთხრეს: „როგორ ველაპარაკოთ მას ჩვენ, როცა იგი ჩვილია, აკვანში მწოლიარე?“
30 მიუგო (აკვნიდან ბავშვმა): „ჭეშმარიტად, მე ვარ მსახური ალლაჰისა. მან მიბოძა წიგნი (ინჯილი, ახალი აღთქმა) და დამადგინა მე წინასწარმეტყველად.
31 და დამადგინა დალოცვილი, სადაც არ უნდა ვიყო; სიცოცხლის ბოლომდე ლოცვა და ზექათი (მოწყალების გაღება) მიანდერძა!
32 და (დამადგინა) თავაზიანი ჩემი მშობელი დედისადმი, არ დავუდგენივარ ულმობელ მოძალადედ!
33 მშვიდობა იმ დღეს, როცა მე დავიბადე, იმ დღეს, როცა მოვკვდები და იმ დღესაც, როცა აღვდგები ცოცხალი!“
-----
[ქვეყნიერების აღსასრულისას, ყოველი არსება, თვით სიკვდილის ანგელოზიც კი – იგემებს სიკვდილს, ალლაჰის გარდა; შემდგომ, ალლაჰის ნებით კვლავ მოხდება აღდგომა და მის წინაშე წარსდგომა, – დადგება განკითხვის დღე.
ისლამის თანახმად, იესო ქრისტე არც მოუკლავთ და არც ჯვარზე გაუკრავთ, არამედ ალლაჰმა იგი ზეცაში აღამაღლა, ხოლო ბოლო ჟამს კვლავ მოხდება მისი ჩამობრძანება (მეორედ მოსვლა). პირველად ის გამოჩნდება დამასკოში, დილის ლოცვის დროს. იგი შეერკინება დეჯჯალს (ანტიქრისტეს) და დაამარცხებს მას, გარკვეული დროით მუჰამმედის მიმდევრებთან ერთად იცხოვრებს, ბოლოს კი გარდაიცვლება, როგორც ყველა ადამიანი (ამ დროს აღსრულდება იესოს სიტყვები: "მშვიდობა იმ დღეს, როცა მოვკვდები"), მუსლიმები ილოცებენ მის ნამაზს და მიაბარებენ მიწას;
ქვეყნიერების აღსასრულისა და აღდგომის შემდეგ (ამ დროს კი აღსრულდება იესოს შემდეგი სიტყვები: "მშვიდობა იმ დღეს, როცა აღვდგები ცოცხალი!"), განკითხვის დღეს, როდესაც დადგება იესოს მიმდევართა განკითხვის ჟამი, ალლაჰი ეტყვის იესოს: „ჰეი, იესო, მარიამის შვილო, განა შენ უთხარი ხალხს, დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღმერთად, ალლაჰის გარდა?“ მიუგებს: „დიდება შენდა! როგორ ვიტყოდი იმას, რაც არ ვიცი. მე რომ ეს მეთქვა, შენ გეცოდინებოდა. შენ უწყი იმას, რაც ჩემშია, მე კი არ ვიცი ის, რაც შენშია. ჭეშმარიტად, შენ ხარ ის, ვინც უწყის დაფარული. არაფერი მითქვამს მათთვის, გარდა ალლაჰის თაყვანისცემისა, ჩემი ღმერთისა და თქვენი ღმერთისა. და მე ვიყავი მოწმე მათდა, სანამ მათთან ვიყავი. ხოლო როცა მიმიბარე, შენ იყავი მათი მეთვალყურე. და შენ ხარ ყოვლისმოწმე. და თუ მათ დასჯი, ეჭვი არ არსებობს, რომ ისინი შენი მსახურნი არიან. და თუ მიუტევებ მათ, ეჭვი არ არსებობს, რომ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი!“ (სურა 5:116-118).]
34 სწორედ ამ ჭეშმარიტი სიტყვის მიხედვით, ღ'ისა მარიამის შვილია, რომელშიც ეჭვი ეპარებათ მათ.
35 შეუძლებელია, რომ ალლაჰმა დაიდგინოს შვილი. დიდება მას! როცა იგი გადაწყვეტს რაიმე საქმეს, საკმარისია მხოლოდ უთხრას მას: „იქმენ!“ და ისიც იქმნება.
36 და ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩემი ღმერთიცაა და თქვენიც! მაშ, თაყვანი ეცით მას, ეს ჭეშმარიტი გზაა!
37 ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ [ქრისტიანთა ჯგუფებს უთანხმოება მოუვიდათ: იესო ალლაჰის შვილია თუ მის ერთად ღმერთი ან სამებიდან ერთ-ერთიო]. იმ დიად დღეს (აღდგომისა), როცა გაცხადდება ყველაფერი, ვაი მათ მდგომარეობას, რომელთაც უარყვეს!...
38 როცა მოვა ის დღე ჩვენთან, (ჭეშმარიტებას) რა კარგად გაიგონებენ და რა კარგად დაინახავენ! მაგრამ დღეს უსამართლონი აშკარა ცდომილებაში იმყოფებიან!
39 და შეაგონე ისინი (მექას მკვიდრნი, ო, მუჰამმედ) სინანულის დღით (განკითხვის დღით), როცა საქმე გადაწყვეტილია (სასჯელი მათთვის), მაგრამ ისინი უგულისყურონი არიან და არ ირწმუნებენ!
40 ჭეშმარიტად, ჩვენ დავიმკვიდრებთ მიწას და მათ, ვინც მასზეა, ჩვენთან იქნებიან დაბრუნებულნი!
41 და გაიხსენე წიგნში იბრაჰიმი: ჭეშმარიტად, იგი მართალი და ერთ-ერთი წინასწარმეტყველი იყო!
42 აკი, უთხრა თავის მამას: „ო, მამაჩემო! რატომ ეთაყვანები იმას, რაც ვერ ისმენს, ვერ ხედავს და ვერაფრით შეგეწევა?!
43 ჰოი, მამაჩემო, მე მებოძა ცოდნისგან, რომელიც არ მოსულა შენთან; მაშ, მომყევი მე, დაგადგენ სწორ გზაზე!
44 ო, მამაჩემო, არ ეთაყვანო ეშმაკს! ჭეშმარიტად, ეშმაკი მოწყალის მიმართ ურჩია!
45 ო, მამაჩემო, ვშიშობ, რომ დაგატყდება სასჯელი მოწყალისაგან (თუ არ მოინანიებ) და შეიქმნები შემწე ეშმაკისა.“
46 უპასუხა: „ნუთუ შენ პატივს არ სცემ ჩემს ღმერთებს, ჰეი, იბრაჰიმ?! თუკი შენ თავს არ მიანებებ ამას, დიახაც, რომ ჩაგქოლავ. გამეცალე დიდი დროით (ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს)!“
47 მიუგო: „მშვიდობა შენდა! ჩემს ღმერთს შენთვის პატიებას ვთხოვ, ჭეშმარიტად, იგი მოწყალეა ჩემს მიმართ!
48 და მე გაგეცლები თქვენ და იმათ, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. და მე შევევედრები ჩემს ღმერთს. ჩემი ღმერთისადმი მსახურებაში უბედური არ ვიქნები ჩემი ვედრებით!“
49 როდესაც იგი გაეცალა მათ და იმას, რასაც ისინი ეთაყვანებოდნენ ალლაჰის მაგივრად, ჩვენ მას ვუბოძეთ ისჰაყი და იაღყუბი და ჩვენ დავადგინეთ ორთავე შუამავლებად.
50 და ვაჩუქეთ მათ ჩვენი წყალობისგან და ჩვენ დავადგინეთ მათთვის უზენაესი ენა, როგორც ჭეშმარიტების ენად!
51 და ახსენე წიგნში მუსა: ჭეშმარიტად, იგი გამორჩეული ადამიანი იყო. ის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, ერთ-ერთი მაცნე იყო!
52 მოვუხმეთ მას ტურის (მთის) მარჯვენა მხრიდან და დავიახლოვეთ იგი საიდუმლო საუბრისთვის.
53 და ჩვენ ვაჩუქეთ მას, ჩვენი წყალობიდან ძმა თვისი ჰარუნი შუამავლად.
54 და ახსენე წიგნში ისმაილი: ჭეშმარიტად, იგი აღთქმის ერთგული, წინასწარმეტყველი და მაცნე იყო!
55 და იგი უბრძანებდა თავის ხალხს ლოცვასა და ზექათს (მოწყალების გაღებას), და მან მიაღწია თავის ღმერთთან კმაკოფილებას.
56 და ახსენე წიგნში იდრისი (ნოეს მამის ბაბუა): ჭეშმარიტად, იგი იყო მართალი შუამავალი!
57 და აღვამაღლეთ ჩვენ იგი მაღალ ადგილზე!
-----
[იდრისი ცოცხალია, გადმოცემების მიხედვით ღმერთმა ის აამაღლა მეოთხე ცაზე ან მეექვსე ან მეშვდეზე;
ეს არის სურა 19-ის 57-ე აიათი (19:57), რომელსაც აქვს საინტერესო დამთხვევა და შესაძლოა შეიცავდა წინასწარმეტყველებას, რადგან 1957 წელს კოსმოსში გაშვებულ იქნა კაცობრიობის ისტორიაში დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკ-1“).
58 აი, ისინი, რომლებზედაც ალლაჰმა ჯილდო მოიღო შუამავალთაგან, ადამის შთამომავალთაგან (იდრისზე), და რომელნიც აიყვანა ნუჰთან ერთად (კიდობანში) და იბრაჰიმის და ისრაილის შთამომავალთაგან და იმათგან, ვინც ჩვენ დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე და ვინც ჩვენ ვჰყავით რჩეულნი. მათ როცა ეკითხებათ მოწყალის აიათები, ტირილით სეჯდეს აღასრულებენ!
59 მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და მიეცნენ ვნებებს. სულ მალე გადაეყრებიან ღეიას,
-----
[„ღეია“ — ერთ-ერთი ჯოჯოხეთის სახელი.]
60 გარდა ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. მაშინ ისინი შევლენ სამოთხეში და მათ არანაირი უსამართლობა არ შეეხებათ!
61 ედემის ბაღები, რომელიც აღუთქვა მოწყალემ თავის მსახურთ უხილავად, ჭეშმარიტად, მისი აღთქმა აღსრულდება!
62 იქ ფუჭსიტყვაობას არ გაიგონებენ, მხოლოდ: „მშვიდობა!“ [ანგელოზებიდან, რომელნიც მათ ესალმებიან ან/და ერთმანეთის მისალმებას] და მათთვისაა იქ სარჩო დილას და საღამოს!
-----
[„დილას და საღამოს“ — ეს ამქვეყანასთან შედარებაა, ვინაიდან, სამოთხეში არ იქნება დაღამება, იქ ყოველთვის ნათელია.]
63 აი, ეს სამოთხე, რომელსაც ჩვენს მსახურთაგან დავუმკვიდრებთ იმას, ვინც იყო ღვთისმოშიში!
64 ჩვენ მხოლოდ შენი ღმერთის ბრძანებით გარდმოვევლინებით. მას ეკუთვნის, ის რაც ჩვენ წინაა, რაც ჩვენ უკანაა და ისიც, რაც ამათ შორისაა. შენი ღმერთი გულმავიწყი არ არის!
65 იგი ღმერთია ცათა და ქვეყნის და რაც ამათ შორისაა. მაშ, თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში! განა იცი ვინმე მისი თანამოსახელე?
66 და ამბობს ადამიანი: „ნუთუ მე სიკვდილის შემდეგ ცოცხალი უნდა აღვდგე?“
67 ნუთუ არ ფიქრობს ადამიანი, ჭეშმარიტად, ჩვენ გავაჩინეთ იგი წინათ, როცა არაფერი იყო?
68 შენ ღმერთს ვფიცავ, უთუოდ შევკრებთ მათ და ეშმაკებს, მერე მოვაცდევინებთ მათ ჯოჯოხეთის გარშემო დაჩოქილთ!
69 შემდეგ უთუოდ ყველა ჯგუფიდან გამოვარჩევთ იმათ, რომელნიც მოწყალის წინაშე ყველაზე ურჩნი იყვნენ.
70 მერე, დიახაც, რომ ჩვენ უკეთ ვუწყით, რომელნიც ღირსი არიან დაწვის!
71 თქვენგან ჯოჯოხეთთან გაუვლელი არავინ დარჩება. შენი ღმერთის მიერ ეს კატეგორიულად გადაწყვეტილია.
72 მერე ჩვენ გადავარჩენთ ღვთისმოშიშებს, ხოლო უსამართლოებს მუხლებზე დაჩოქილს დავტოვებთ იქ!
73 და როცა ეკითხებოდათ მათ ჩვენი ცხადი აიათები, რომელთაც უარყვეს, მათ კითხეს მორწმუნეებს: „ჩვენ ორ ჯგუფს შორის რომელს აქვს უკეთესი მდგომარეობა და რომლისაა უკეთესი შემადგენლობა?“
74 და ჩვენ რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ, რომლებიც შემადგენლობითაც და იერითაც ბევრად უკეთესნი იყვნენ!
75 უთხარი მათ, რომელნიც არიან ცდომილებაში: „მწყალობელმა რომც გადაუწიოთ ცოტა დრო, ამით რა შეიცვლება მათთვის?“ როცა აღსასრული დადგება და ისინი მათდა აღთქმულ სასჯელს ან წარღვნას იხილავენ, სწორედ მაშინ გაიგებენ, რომლისაა ცუდი ადგილი და რომლის ლაშქარია სუსტი!
76 და მიუმატებს ალლაჰი ჭეშმარიტებას, რომელთაც ჭეშმარიტებას დაადგნენ, მუდმივი კეთილი საქმეები უკეთესია შენი ღმერთის წინაშე მადლით და უკეთესი საზღაურით!
77 განა არ გინახავს, რომელმაც უარყო ჩვენი აიათები და თქვა: მე, უთუოდ, მომეცემა ქონება და შვილებიო?
78 განა ემცნო მას დაფარული თუ მოწყალისგან აღთქმა მიიღო?
79 არამც და არამც! ჩვენ ჩავიწერთ მის ნათქვამს და გავუხანგძლივებთ სასჯელს გაძლიერებულს!
80 ჩვენ მისგან ვიმემკვიდრებთ, რასაც ამბობს (ხელიდან გამოვაცლით ქონებას და შვილებს) და იგი მოვა ჩვენ წინაშე მარტოსული!
81 და დაიდგინეს (მექას ურწმუნოებმა) ალლაჰის გარდა ღვთაებები (კერპები), რათა ყოფილიყვნენ ისინი სახელოვანი.
82 არამც და არამც! უარყოფენ ისინი (კერპები) მათ თაყვანისცემას და შეიქმნებიან მათ მოწინააღმდეგეებად (განკითხვის დღეს).
83 განა არ გინახავს, როგორ წარვგზავნეთ ეშმაკები ურწმუნოთა ზედა, მათ წასაქეზებლად, ასაღელვებლად?
84 ამიტომაც ნუ იჩქარებ მათ წინააღმდეგ (სასჯელის სურვილით). ჩვენ მხოლოდ მათთვის ვითვლით რიცხვს (დღეებსა და ღამეებს, ასევე ყველა ამოსუნთქვას).
85 იმ დღეს შევკრებთ ღვთისმოშიშებს მოწყალის წინაშე პატივისცემით!
86 და გავრეკავთ ცოდვილებს ჯოჯოხეთისკენ, როგორც მოწყურებულ ნახირს წყლის დასალევად!
87 ისინი ვერ ჰპოვებენ შუამდგომლობას, გარდა მათი, ვინაც აიღო მოწყალის წინაშე აღთქმა!
88 და თქვეს: „მოწყალემ შვილი დაიდგინაო“.
89 ვფიცავ, საშინელი სიბილწე თქვით თქვენ!
90 ლამისაა ცანი გაიპონ ამისგან, მიწა დასკდეს და მთები ჩამოიშალოს
91 იმის გამო, რომ მიაწერეს მოწყალეს ძე!
92 და არ შეშვენის მოწყალეს, რომ დაიდგინოს შვილი!
93 რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მოწყალის წინაშე ყველა წარსდგება, როგორც მსახური.
94 ვფიცავ, მან ყველა ცოდნით გარემოიცვა და თითო-თითოდ დათვალა!
95 და ყოველი მათგანი წარსდგება მის წინაშე აღდგომის დღეს მარტოდმარტო!
96 ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმე, დააჯილდოებს მოწყალე მათ სიყვარულით!
97 ჩვენ გავაიოლეთ იგი (ყურანი) შენი ენით (არაბულით), რათა ახარო მისით მორწმუნენი და შეაგონო ურჩნი!
98 და ჩვენ რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ? განა გიგრძვნია ან გაგიგონია მათგან ჩქამი?!