Страницы

სურა 93 „დუჰა“

„დუჰა“ — დილა;  მექური, 11 აიათი.


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

1 ვფიცავ, დილას!

2 და ღამეს, როცა მისი სიბნელე იმატებს!

3 შენს ღმერთს არ მიუტოვებიხარ, და არ გაგწყრომია!

4 ჭეშმარიტად, მომავალი ცხოვრება (საიქიო) გექნება უკეთესი, ვიდრე წინა (მიწიერი)!

5 და ჭეშმარიტად, სულ მალე გებოძება შენი ღმერთისგან და შენ კმაყოფილი დარჩები!

6 განა არ გპოვა ობოლი და არ შეგიფარა მან?

7 გზააბნეული გპოვა და სწორ გზაზე დაგადგინა?

8 ღატაკი გპოვა და გაგამდიდრა?

9 ამიტომ ობოლი არ დაჩაგრო

10 და მათხოვარს არ გაუწყრე!

11 და უკვე დროა შენი ღმერთის მადლი ამცნო (ხალხს)!