„ინფიტარ“ — გაპობა; მექური, 19 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 როცა ცა გაიპობა!
2 და როცა ვარსკვლავები აირევ-დაირევა!
3 და როცა ზღვები აბობოქრდება და გადმოიღვრება!
4 და როცა საფლავები ამოტრიალდება!
5 მაშინ შეიტყობს (ყველა) სული, რა წაიმძღვარა და რა გადადო!
6 ჰეი, ადამიანო! რაა შენი შემცდენი შენისა ღმერთისა გულუხვისა წინაშე,
7 რომელმაც გაგაჩინა შენ, მერე გიბოძა სხეული გამართული და თანაზომიერი,
8 და როგორც ინება, ისეთი ფორმით ჩამოგაყალიბა (სხვადასხვანაირი ფორმა მოგცათ (ყოველი ადამიანის გენეტიკური შიფრი განსხვავებულია))?
9 არა, მიუხედავად ამისა, სიცრუედ რაცხავთ განკითხვის დღეს!
10 და ჭეშმარიტად, თავზე გადგანან მცველები (ანგელოზები)
11 ღირსეულნი, საქმეთა აღმნუსხველნი!
12 იციან, რასაც აკეთებთ!
13 ჭეშმარიტად, ღვთისნიერნი ნეტარებაში იმყოფებიან!
14 და ჭეშმარიტად, ცოდვილები აგიზგიზებულ ცეცხლში არიან,
15 განკითხვის დღეს იქნებიან შენთებული (ჯოჯოხეთში)
16 და ეგენი თავს ვერ დააღწევენ იქიდან!
17 რამ გამცნოს, რა არის „განკითხვის დღე“?
18 მერე, რამ გამცნოს, რა არის „განკითხვის დღე“?
19 იმ დღეს ვერც ერთი სული ვერაფერს იღონებს სხვა სულისთვის; და იმ დღეს მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის!