„იბრაჰიმ“ — აბრაამი; მექური, 52 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომელიც ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ შენზე (ო, მუჰამმედ), რათა გამოიყვანო ხალხი წყვდიადიდან ნათელში, მათი უფლის ნებით, ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზაზე,
2. ალლაჰის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ვაი, ურწმუნოთ, საშინელი სასჯელის გამო!
3. რომელთაც საიქიოზე უფრო მეტად უყვართ მიწიერი ცხოვრება, და აცდუნებენ (ხალხს) ალლაჰის გზიდან, და სურთ მისი გამრუდება. სწორედ ეგენი არიან ღრმა ცდომილებაში.
4. და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთი შუამავალი, თუ არა თავისი ხალხის ენით, რათა განემარტა მათთვის. დიახაც, რომ ალლაჰი ცდომილებაში დატოვებს, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც. და იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
5. და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენივე სასწაულებით: ,,რომ გამოეყვანა თავისი ხალხი (ისრაელის ძენი) წყვდიადიდან ნათელში და გაეხსენებინა მათთვის ალლაჰის დღეები (ის დღეები, როცა ალლაჰის წყალობა უხვად გადმოდიოდა მათზე).“ ჭეშმარიტად, ამაშია სასწაულები ყოველ მომთმენელთა და მადლიერთათვის!
6. და აკი, უთხრა მუსამ თავის ხალხს: „გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა გიხსნათ მან ფარაონის ხალხისგან, როდესაც განიცდიდით თქვენ საშინელ სასჯელს, გიკლავდნენ ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს. და მასში იყო თქვენთვის უდიდესი გამოცდა თქვენი ღმერთისგან!
7. და აკი, გაუწყათ ღმერთმა თქვენ: „თუ ნამდვილად მადლიერნი იქნებით, უთუოდ, წყალობას გიმრავლებთ და თუ უმადურნი იქნებით, ჭეშმარიტად, სასჯელი ჩემი საშინელია!“
8. და უთხრა მუსამ: „რომც უარყოთ თქვენ და ყველამ, ვინცაა დედამიწაზე... ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია!“
9. განა არ მოსულა თქვენთან ამბავი მათი, რომელნიც თქვენს უწინ იყვნენ: ნუჰის ხალხი და ადიელები (ჰუდის ხალხი) და სემუდელები (სალიჰის ხალხი) და რომელნიც მათ შემდგომ იყვნენ? არავინ იცის მათზე, გარდა ალლაჰისა. მივიდნენ მათთან მათივე წიაღიდან შუამავალნი ცხადი მტკიცებულებებით, მაგრამ მათ ხელები გაიშვირეს მათი სახისკენ და უთხრეს: „უარვყავით ჩვენ ის, რითაც თქვენ ხართ წარმოგზავნილნი და ჩვენ ღრმა ეჭვში ვიმყოფებით, რისკენაც მოგვიწოდებთ!“
10. მათმა შუამავლებმა უთხრეს: „ნუთუ ეჭვი გეპარებათ ცათა და დედამიწის გამჩენ ალლაჰში? გიხმობს თქვენ, რათა მოგიტევოს შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს დათქმულ დრომდე (აღსასრულამდე).“ უპასუხეს: „თქვენ მხოლოდ ადამიანები ხართ ჩვენნაირი. თქვენი წადილია, რომ ჩამოგვაცილოთ იმას, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემდნენ. მაშ, წარმოგვიდგინეთ ჩვენ ცხადი მტკიცებანი!“
-----
[„რათა მოგიტევოს შეცოდებანი თქვენი“ — ისლამი წინანდელ ცოდვებს მიუტევებს, და როცა ადამიანი გამუსლიმდება, ისლამში შემოვა როგორც ახალშობილი, რომელსაც არანაირი ცოდვა არ აწევს.]
11. უთხრეს მათ შუამავლებმა მათმა: „ჩვენ მხოლოდ თქვენისთანა ადამიანები ვართ, მაგრამ ალლაჰი უბოძებს წყალობას თავის მსახურთაგან, ინებებს ვისაც. და ჩვენ არ ძალგვიძს, წარმოგიდგინოთ მტკიცებანი, თუ არ იქნება ალლაჰის ნება. მაშ, მორწმუნენი ალლაჰს სასოებდნენ!
12. და რად არ უნდა ვსასოებდეთ ალლაჰს, მან ხომ ჩვენ ჭეშმარიტი გზები გვიჩვენა? ჩვენ უთუოდ მოვითმენთ თქვენგან ყოველგვარ შეურაცხყოფას. მაშ, მსასოებელნი ალლაჰს უნდა სასოებდნენ!“
13. და რომელთაც უარყვეს, უთხრეს თავიანთ შუამავალთ: „თქვენ, უთუოდ, გაგაძევებთ ჩვენი მიწიდან ან, უთუოდ, ჩვენს რწმენას უნდა დაუბრუნდეთ.“ მაშინ შთააგონა მათ თავიანთმა ღმერთმა: „ჩვენ უსათუოდ აღვგვით უსამართლო ცოდვილთ!
14. და თქვენ უსათუოდ დაგამკვიდრებთ მიწაზე მათ შემდგომ. აი ეს (შეწევნა და გამარჯვება) მათთვის, ვისაც ეშინია ჩემი სამსჯავროსი და ჩემი მუქარის!“
15. და მათ შესთხოვეს გამარჯვება (ალლაჰი შეეწია შუამავლებს თავიანთი ხალხის წინაშე), და ყველა ქედფიცხელი ურჩი განადგურდა.
16. მის (დამარცხების) შემდეგაა ჯოჯოხეთი და დარწყულებული იქნებიან ჩირქნარევი წყლით.
17. მის დალევას შეეცდება, და არ იქნება ყელში გადასვლა მისი. და მოვა მასთან სიკვდილი ყოველი მხრიდან, მაგრამ არ იქნება მისი სიკვდილი და მის მერე კვლავ სასტიკი სასჯელია.
18. რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, მათი საქმენი ჰგავს ფერფლს, რომელსაც ქარი მიმოფანტავს ქარიშხლიან დღეს. ვერაფერს შეძლებენ იმით, რაც მოიხვეჭეს. აი, ეს არის ღრმა ცდომილება!
19. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა გააჩინა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით? თუკი ინებებს მოგაშთობთ და მოიყვანს ახალ თაობას (თქვენს მაგივრად),
20. და ეს არაა ალლაჰისთვის ძნელი!
21. და ყველანი უკლებლივ წარსდგნენ ალლაჰის წინაშე. მაშინ უთხრეს უძლურებმა იმათ, რომელნიც მედიდურნი იყვნენ: „ჩვენ ვიყავით თქვენზე დაქვემდებარებულნი. ახლა თქვენ თუ შეგიძლიათ ალლაჰის სასჯელისგან რაიმე მაინც აგვაშოროთ?“ უთხრეს: „რომ ალლაჰს დავედგინეთ ჭეშმარიტ გზაზე, უთუოდ თქვენც დაგადგენდით ჭეშმარიტ გზაზე. სულერთია ჩვენთვის, მოვთქვით გოდება თუ მოვითმინეთ, მაინც არ არის ჩვენთვის გადარჩენა!“
22. და თქვა ეშმაკმა, როცა საქმე აღსრულდა [როცა სამოთხისეულნი სამოთხეში შევიდნენ და ჯოჯოხეთისეულნი ჯოჯოხეთში]: „ალლაჰმა აღგითქვათ თქვენ აღთქმა ჭეშმარიტებისა, და მეც შეგპირდი თქვენ, მაგრამ პირობა დავარღვიე. თქვენზე დაძალება არ შემეძლო, მე მხოლოდ მოგიწოდე თქვენ, თქვენ კი დამმორჩილდით. ამიტომ ნუ მისაყვედურებთ. უსაყვედურეთ თქვენს თავს. და მე არა ვარ თქვენი შემწე და თქვენც არა ხართ ჩემი შემწე. მე თავიდანვე უარვყავი თქვენს მიერ ჩემი (ალლაჰისადმი) თანამოზიარედ დადგენა.“ (ბრძანა ალლაჰმა): „სწორედ უსამართლოთათვისაა – სასჯელი მწარე!“
23. რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, სამოთხეში იქნებიან შეყვანილნი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, და სადაც თავიანთი ღმერთის ნებით სამუდამოდ დამკვიდრდებიან. და იქ მათი ქათინაურ-სალამია: ,,მშვიდობა!“
24. ნუთუ ვერ აღიქვი, როგორ მოჰყავს ალლაჰს იგავად კეთილი სიტყვა („არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა“)? ის კეთილ ხეს ჰგავს, მყარია მისი ფესვები და ზეცაშია აწვდილი ტოტები მისი.
-----
[„არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა“ — (არაბულად) - „ლა-ილლაჰა ილ-ალლაჰ“.
„მუჰამმედია შუამავალი ალლაჰისა“ — „მუჰამმედენ რესულ ალლაჰ“.]
25. ნაყოფს იძლევა იგი ყოველ დროს, თავისი ღმერთის ნებით. და მოჰყავს ალლაჰს იგავები ადამიანთათვის, ეგების შეიგონონ!
26. და ავი სიტყვის მდგომარეობა უფესვო ხის მდგომარეობას ჰგავს, რომელიც მიწაზე ეცემა, რადგან საყრდენი არ გააჩნია.
27. ალლაჰი განუმტკიცებს ჭეშმარიტებას, რომელთაც ირწმუნეს მტკიცე სიტყვით („არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა“) ამყვეყნადაც და იმქვეყნადაც. და აცდენს ალლაჰი უსამართლონს. და იქმს ალლაჰი, ინებებს რასაც.
28. განა არ გინახავს ისინი (ურწმუნო ყურეიშელები), რომელთაც ალლაჰის სიკეთე უმადურობაზე (ურწმუნოებაზე) გაცვალეს და თავიანთი ხალხი დასაღუპავ სამკვიდროში წაიყვანეს,
29. ჯოჯოხეთში, სადაც შენთებული იქნებიან. და რა საზარელი სამყოფელია!
30. და დაუდგინეს ალლაჰს თანამოზიარენი, რათა აეცდინათ ხალხი მისი გზიდან. უთხარი: „დატკბით ერთხანს (ამქვეყნიური სიტკბოებით), რომლისგანაც თქვენი მისაქციელი ცეცხლშია!“
31. უთხარი ჩემს მსახურთ, რომელთაც ირწმუნეს, აღავლინონ ლოცვა და გაიღონ მოწყალება იქიდან, რაც მათ მივმადლეთ, ფარულად თუ აშკარად, სანამ დადგებოდეს დღე (აღდგომისა), რომელშიც არც აღებ-მიცემობა იქნება და არც ამხანაგობა.
32. ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა, და გარდმოავლინა ციდან წყალი, რომლითაც აღმოაცენა ნაყოფნი სარჩოდ თქვენთვის. და მან თქვენს მბრძანებლობაში გადმოგცათ გემები, რათა გაგეპოთ ზღვები მისი ბრძანებით და დაგიმორჩილათ მდინარეები.
33. და დაგიმორჩილათ თქვენ მზე და მთვარე, განუწყვეტლივ მოძრავნი [რომელნიც მოძრაობენ თავთავიანთ ორბიტაზე და არ გადაუხვევენ]; და დაგიმორჩილათ თქვენ ღამე (რათა დაისვენოთ) და დღე (რათა მოიპოვოთ სარჩო).
34. და გიბოძა თქვენ ყველაფერი, რაც შესთხოვეთ მას. და თუ ალლაჰის წყალობათა ჩამოთვლას დაიწყებთ, ვერ დათვლით. ჭეშმარიტად, ადამიანი უსამართლოზე უსამართლო და უმადურია.
35. და აკი, შესთხოვა იბრაჰიმმა: „ღმერთო ჩემო! ჰქმენ ეს ქალაქი უსაფრთხოდ და დამიფარე მე და ჩემი შვილები, რომ არ ვეთაყვანოთ კერპებს!
-----
[ქალაქი – მექა. უზენაესმა ალლაჰმა შეისმინა აბრაამის ვედრება და ჰქმნა ნაკრძალად, სადაც ადამიანის სისხლის დაღვრა აკრძალულია და არ შეიძლება იქ უსამართლობის ჩადენა.]
36. ღმერთო ჩემო! მათ მრავალი ადამიანი აცდუნეს. აწ, ვინც მე გამომყვება, იგი ჩემიანია. ხოლო ვინც მე მეურჩება, ჭეშმარიტად, შენა ხარ მიმტევებელი, მწყალობელი.
37. ღმერთო ჩვენო! მე დავასახლე ნაწილი ჩემი შთამომავლებისა [ისმაელი, ძე აბრაამისა და დედამისი აგარი] უნაყოფო ხეობაში (მექაში), შენი წმინდა სახლის (ქააბას) მახლობლად, რათა ლოცვა აღავლინონ. ზოგი ადამიანის გულში გააღვივე მათდამი კეთილგანწყობა, და ნაყოფთაგან უწყალობე სარჩო, ეგების შეიქმნან მადლიერნი!
38. ღმერთო ჩვენო! შენ უწყი, რას ვმალავთ და რას ვაცხადებთ. ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა, არც ქვეყანასა ზედა.
39. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც მე მაჩუქა სიბერეში ისმაილი [99 წლის ასაკში] და ისჰაყი [120 წლის ასაკში]. ჭეშმარიტად, ღმერთი ჩემი ვედრების შემსმენია!
40. ღმერთო ჩემო! მქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც, ლოცვის მართებულად აღმსრულებელნი. ღმერთო ჩვენო! შეისმინე ჩემი ვედრება!
41. ღმერთო ჩვენო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებს და მორწმუნეებს იმ დღეს, როცა შედგება ანგარიშგება!“
42. არ იფიქრო, რომ ალლაჰი უგულისყუროა იმის მიმართ, რასაც ურჯულონი აკეთებენ. მხოლოდ უვადებს მათ იმ დღემდე, როდესაც შიშით თვალები გაუცეცდებათ.
43. (იმ დღეს) თავაღერილი ირბენენ. თვალთახედვა არ დაუბრუნდებათ და გულნიც ცარიელია მათი.
-----
[აღდგომის დღეს, როცა საფლავებიდან წამოდგებიან და უზენაესი ალლაჰი მოუწოდებს მათ შესაკრებად, არ შეეძლებათ მათ წინ რაიმეს დანახვა.]
44. და შეაგონე (ო, მუჰამმედ) ადამიანები იმ დღით, როცა მათ ეწევათ სასჯელი. მაშინ იტყვიან, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს: „ღმერთო ჩვენო! გადაგვივადე ჩვენ (რათა დავბრუნდეთ დედამიწაზე) მცირე ხნით. შევისმენთ შენს მოწოდებას და გავყვებით შუამავალთ.“ ნუთუ თქვენ არ იყავით, იფიცებდით წინათ (დედამიწაზე) ჩვენი აღსასრული არ იქნებაო?
45. და თქვენ დამკვიდრდით იმათ სახლ-კარნში, რომელნიც იყვნენ უსამართლონი საკუთარი თავისადმი. და განგიმარტეთ თქვენ, როგორ მოვექეცით მათ, და მოგივლინეთ იგავები (ყურანში).
46. მახე დაუგეს [მუჰამმედ შუამავალს, – მათ სურდათ მისი მოკვლა ან სამშობლოდან გაძევება], მაგრამ ალლაჰის წინაშეა მათი მზაკვრობა, თუნდაც მათმა მზაკვრობამ შეძრას მთები.
47. და არ გეგონოს ალლაჰი არ შეასრულებს აღთქმას (შეწევნას), რომელიც თავის შუამავალთ აღუთქვა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია, შურისმგებელია!
48. იმ დღეს, როცა მიწა და ცანი შეიცვლება სხვა მიწითა და ცანით და წარსდგებიან ალლაჰის წინაშე, ერთადერთთან, ყოვლისშემძლესთან,
49. იმ დღეს იხილავ შენ ცოდვილებს გადაბმულთ [ეშმაკებზე გადაბმულთ] ბორკილებით;
50. პერანგი მათი კუპრისგანაა და გადაეკვრებათ მათ სახეებს ცეცხლი,
51. რათა მიაგოს ალლაჰმა ყოველ სულს ის, რაც მან მოიხვეჭა. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფანგარიშმგებია!
52. ეს (ყურანი) არის ცხადი ცნობარი ადამიანთათვის, რომ შეაგონონ ამით და იცოდნენ, რომ მხოლოდ იგია (ალლაჰი) ერთადერთი ღვთაება და რომ კეთილგანსაჯონ ბრძენკაცთა ჭკუასაკითხთა!