„მუნაფიყუნ“ — თვალთმაქცნი; მედინური, 11 აიათი.
2. დაიდგინეს თავიანთი ფიცნი ფარად, ამგვარად აღუკვეთეს ალლაჰის გზა (სხვებს). ჭეშმარიტად, რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ისინი!...
3. აი, ეს იმისთვის, რომ ირწმუნეს, მერე უარყვეს. ამრიგად მათი გულები იქნა დალუქული, ამიტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ.
4. ხოლო როცა უცქერ მათ, გაოცებს მათი გარეგნობა და თუ საუბარს დაიწყებენ, უსმენ მათ სიტყვებს (ვინაიდან, ისინი ტკბილმოუბარნი არიან). ჰგვანან მიბჯენილ ძელთ. ყოველი ჩქამი მათ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰგონიათ. ისინი მტრები არიან, მაშ, უფრთილდით მათ. დაე, ალლაჰმა განგმიროს ისინი, როგორ აქცევენ (ჭეშმარიტებას) ზურგს!
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. როცა მოვიდნენ შენთან თვალთმაქცნი, თქვეს: „ვამოწმებთ, ჭეშმარიტად, შენ ალლაჰის შუამავალი ხარ.“ ალლაჰი უწყის, რომ შენ მისი შუამავალი ხარ. და ალლაჰი ამოწმებს, რომ თვალთმაქცნი დიახაც ცრუნი არიან.
2. დაიდგინეს თავიანთი ფიცნი ფარად, ამგვარად აღუკვეთეს ალლაჰის გზა (სხვებს). ჭეშმარიტად, რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ისინი!...
3. აი, ეს იმისთვის, რომ ირწმუნეს, მერე უარყვეს. ამრიგად მათი გულები იქნა დალუქული, ამიტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ.
4. ხოლო როცა უცქერ მათ, გაოცებს მათი გარეგნობა და თუ საუბარს დაიწყებენ, უსმენ მათ სიტყვებს (ვინაიდან, ისინი ტკბილმოუბარნი არიან). ჰგვანან მიბჯენილ ძელთ. ყოველი ჩქამი მათ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰგონიათ. ისინი მტრები არიან, მაშ, უფრთილდით მათ. დაე, ალლაჰმა განგმიროს ისინი, როგორ აქცევენ (ჭეშმარიტებას) ზურგს!
5. როდესაც ეტყვიან მათ: „მოდით, თქვენთვის მიტევება სთხოვოს ალლაჰის შუამავალმა!“ ირონიულად თავებს გააქნევენ. და დაინახავ გაამაყებულნი როგორ იქცევენ სახეს.
6. სულერთია მათთვის, პატიებას შესთხოვ თუ არა, აღარასოდეს მიუტევებს მათ ალლაჰი, რამეთუ ალლაჰი არ უწინამძღვრებს გზასამცდარ ხალხს!
7. ეგენი არიან, რომელნიც ამბობენ: „არ გაიღოთ იმათზე, ვინც ალლაჰის შუამავალთან ერთადაა, რათა დაიშალონ.“ მაშინ, როცა ალლაჰს ეკუთვნის საგანძური ცათა და მიწის, მაგრამ თვალთმაქცნი არ შეიმეცნებენ.
8. ამბობენ: „თუ მედინაში დავბრუნბდებით უთუოდ, უძლიერესები სუსტებს გამოაძევებენ.“ არამც და არამც! დიდება ალლაჰს ეკუთვნის, მის შუამავალს და მორწმუნეებს, მაგრამ თვალთმაქცნი არ უწყიან ამას.
9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოგაცდინოთ თქვენ თქვენმა ქონებამ და შვილებმა ალლაჰის მოხსენიებისაგან, რამეთუ ვინც იქმს ამას, სწორედ ისინი არიან წარწყმედილნი.
10. და გაიღეთ მოწყალება იქიდან, რაც ჩვენ მოგმადლეთ, ვიდრეღა სიკვდილი გეწეოდეთ თქვენგან რომელიმეს. მაშინ ასე იტყვის: „ღმერთო ჩემო! განა არ შეიძლებოდა სიკვდილი გადაგევადებინა ჩემთვის მცირე ხნით? ამგვარად მოწყალებას გავიღებდი და ვიქნებოდი საუკეთესოთაგანი.“
11. და არ გადაუვადებს ალლაჰი არავის, როცა დადგება დანიშნული ჟამი. ჭეშმარიტად, უწყის ალლაჰმა, რასაც იქმთ!