ჯინები; მექური, 28 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1. თქვი: შთამეგონა მე, რომ მოისმინა კრებულმა ჯინთაგან, რის შემდეგ თქვეს: „ჭეშმარიტად, მოვისმინეთ ყურანი საოცარი!“
2. მას მიჰყავს ჭეშმარიტი გზისკენ, უკვე ვირწმუნეთ იგი და აღარ დავუდგენთ თანაზიარს ჩვენს ღმერთს.
3. და ჭეშმარიტად, ჩვენი ღმერთის დიდებულება უზენაესია! არ დაუდგენია მას მეუღლე და არც ძე.
4. ჭეშმარიტად, ჩვენგან ერთი უგუნური ალლაჰის თაობაზე სიცრუეს ჩმახავდა.
5. და ჭეშმარიტად, ჩვენ ვფიქრობდით, რომ არასდროს იტყოდა ადამიანი და ჯინი ალლაჰის თაობაზე სიცრუეს.
6. და იყვნენ კაცნი ადამიანთაგან, რომელნიც ეკედლებოდნენ ჯინთაგან კაცთ, ამრიგად, გაუცხარეს მათ სიშმაგე.
7. და მათ ჩათვალეს ისე, როგორც თქვენ გეგონათ, რომ არსადროს აღმოაცენებს ალლაჰი არავის.
8. (თქვეს ჯინებმა) „ჭეშმარიტად, ჩვენ შევეხეთ ზეცას. მაშინ ვჰპოვეთ იგი სავსე მძლე მცველებით და მწველი ცეცხლებით.
9. და ჭეშმარიტად, ჩვენ ვსხდებოდით იქ სავარძლებში, რათა მიგვეყურადებია, მაგრამ ვინც ისურვებს ახლა მიყურადებას, მისთვისაა მწველი ცეცხლი დადარაჯებული.
10. და ჩვენ არ ვუწყით - ავი ნებაა დასახული იმათთვის, ვინც მიწაზეა თუ ნებაა მათთვის თავიანთი ღმერთისგან ჭეშმარიტ გზაზე დადგენა.
11. და ჭეშმარიტად, ჩვენში არიან კეთილის მქმნელნი და ჩვენში არიან გარეშე ამისა. და სხვადასხვა გზებს ვადგავართ.
12. და ჩვენ ვერასდროს აღვუდგებოდით ალლაჰის ნებას მიწაზე და ვერც გაქცევით ვძლევთ მას.
13. და როცა მოვისმინეთ ჭეშმარიტება (ყურანი), ვირწმუნეთ იგი. ხოლო ვინც ირწმუნა თავისი ღმერთის, ამის მერე არ შეეშინდება საზღაურის დაკლებისა და არც ჩაგვრის.
14. და ჭეშმარიტად, ჩვენს შორის არიან მუსლიმნი და გზასამცდარნი.“ მაშ, ვინც ალლაჰს ჰმორჩილა, სწორედ ეგენი ეძიებენ ჭეშმარიტებას.
15. მაგრამ რაც შეეხებათ გზასამცდართ, ისინი ამრიგად შეიქმნენ ჯოჯოხეთისთვის შეშად.
16. და რომ ისინი დამდგარიყვნენ გზაზე (ისლამის), უთუოდ, დავარწყულებდით უხვი წყლით.
17. რათა გამოვცადოთ ისინი ამის თაობაზე. და ვინც ზურგს იქცევს თავისი ღმერთის ხსენებიდან, უბიძგებს მას ცხარე სასჯელში.
18. ჭეშმარიტად, სალოცავები ალლაჰისაა და ამიტომ, არავის მოუხმოთ (ეთაყვანოთ) ალლაჰთან ერთად!
19. და როცა წამოდგა იგი მსახური ალლაჰისა და მოუხმობდა მას, ისე დაესეოდნენ (ჯინები) ლამის ზილავდნენ ერთმანეთს.
20. უთხარი: მე მხოლოდ ვეაჯები ჩემს ღმერთს და მას არავის არ დავუდგენ მოზიარედ.
21. უთხარი: უეჭველად, მე არ ძალმიძს თქვენთვის ზიანის მოყენება და არც სიკეთის მოტანა.
22. უთხარი: უეჭველად, მე ვერავინ დამიფარავს ალლაჰისგან და ვერ ვჰპოვებ მის გარდა თავშესაფარს.
23. (ჩემი მოვალეობა) მხოლოდ ალლაჰისგან გამოგზავნილის ცნობებაა. და ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, მაშინ უეჭველად, მისთვის ცეცხლია, სადაც დაჰყოფს სამუდამოდ.
24. ბოლოს როცა იხილავენ იმას, რაც აღეთქვათ, მაშინ სულ მალე შეიტყობენ, ვისი შემწეა ყველაზე უძლური და ვინაა ყველაზე მცირე რიცხობრივად.
25. უთხარი: არ ვიცი ახლოსაა იგი, რაც აღგეთქვათ თუ დაუდგენს მას ჩემი ღმერთი ხანგრძლივ დროს.
26. იგი უწყის უხილავს, ამიტომაც არავის აცნობებს უხილავის შესახებ,
27. გარდა ვინც მიაღწია სათნოებას შუამავალთაგან. მაშინ, იგი გადაისვრის მის წინიდან და უკნიდან მცველებს,
28. რათა იცოდნენ, რომ მათ უკვე ამცნეს წარმოგზავნილი თავიანთი ღმერთისა. გარემოიცვა იგი, რაცაა მათ წიაღში და გამოთვლილი აქვს ყოველი რაოდენობა.