„ლეილ“ — ღამე; მექური, 21 აიათი.
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 ვფიცავ ღამეს, როცა ის ფარავს!
2 და დღეს, როცა ის გამოაშკარავდება!
3 და მას, ვინც მამრი და მდედრი გააჩინა!
4 ჭეშმარიტად, სწრაფვანი (საქმენი) თქვენი სხვადასხვანაირია!
5 მაგრამ ის, ვინც გასცემდა და ღვთისმოშიში იყო,
6 და დაამოწმა ყველაზე მშვენიერით (ქელიმეი თევჰიდით – „არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა“),
7 მაშინ ჩვენც წარმატებულს ვქმნით მას ოილი გზით!
8 და ვინც იძუნწებს (მიწიერით დაკმაყოფილდება) და თავისთავს ჩათვლის საკმარისად,
9 და ცრუდ მიიჩნევს მშვენიერს,
10 მას ადვილად მოვისვრით გზაზე, რომელიც სიძნელეებით არის სავსე
11 და ვეღარ იხსნის ქონება მისი, როცა ძირს ეშვება!
12 უეჭველად, ჩვენდაა ჭეშმარიტი გზით წარმართვა!
13 და უეჭველად, ჩვენ გვეკუთვნის წარსული და მომავალი!
14 და აი, მე შეგაგონე თქვენ ცეცხლისგან, რომელიც თანდათან უფრო ღვივდება!
15 არ მოხვდება იქ, გარდა ყველაზე ცოდვილისა,
16 რომელმაც ჭეშმარიტება სიცრუედ შერაცხა და პირი იბრუნა!
17 ამისგან (ჯოჯოხეთისგან) გამიჯნული იქნება მხოლოდ ღვთისმოშიში,
18 რომელიც გაიღებს თავის ქონებას, რათა განიწმინდოს!
19 და (ღვთისმოშიშნი) არ გაიღებენ იმისთვის, რათა დაჯილდოვდნენ ქონებით (ალლაჰისგან),
20 მხოლოდ სურვილით მისა, რათა უზენაესი ღმერთის კმაყოფილება მოიპოვონ!
21 და ჭეშმარიტად, სულ მალე ის იქნება კმაყოფილი!