„ენღამ“ — საქონელი; მექური, 165 აიათი.
82 რომელთაც ირწმუნეს და მათ რწმენას უსამართლობის სამოსით (კერპთაყვანისცემით) არ ბურავენ, აი მათთვისაა უსაფრთხოება და სწორ გზაზე ადგანან ისინი.
137. და ასე მრავალი კერპთაყვანისმცემელი იქამდე მონუსხეს კერპებმა, რომ საკუთარი შვილების ხოცვას (მსხვერპლშეწირვით) მიჰყვეს ხელი. რათა დაეღუპათ საკუთარი თავები და აემღვრიათ მათივე რწმენა. ხოლო რომ ენება ალლაჰს, არ იზამდნენ ამას. მერე თავი ანებე მაგათ და იმას, რასაც იგონებენ ისინი!
-----
[საყურადღებოა, რომ ამ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებიც ბავშვებს ხოცავდნენ მსხვერპლშეწირვით, ალლაჰი არ მოუწოდებს მათი დახოცვისკენ, რატომ? იმიტომ, რომ ისინი პირველნი თავს არ ესხმიან და ომს არ უცხადებენ მუჰამმედს და მის მიმდევრებს საკუთარ მიწა-წყალზე. არამედ მუჰამმედისა და ზოგადად მუსლიმების ვალია მხოლოდ ენით შებრძოლება და შეგონება მათი (სურა 25:52, 56-57). ხოლო, როცა თავს ესხმიან, მათ აქვთ თავდაცვის უფლება.]
151. უთხარი შენ: „მოდით და წაგიკითხავთ იმას, რაც აგიკრძალათ ღმერთმა თქვენმა: რომ არაფერი თანაუზიაროთ მას და კეთილ მოეპყრათ მშობლებს, არ დახოცოთ თქვენნი შვილები სიდუხჭირის გამო. მხოლოდ ჩვენ გაძლევთ სარჩოს თქვენც და მათაც; და არ გაეკაროთ სიბილწეს, ცხადსაც და დაფარულსაც, და არ მოკლათ სულიერი, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართალის აღდგენისა. აი, ასე დაგიწესათ თქვენ, რათა ეგებ კეთილგანსაჯოთ!“
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 დიდება ალლაჰს, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, და დაადგინა ბნელნი და ნათელი. მერე თავიანთ ღმერთს თანასწორს უტოლებენ, რომელთაც არ ირწმუნეს.
2 იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ტალახისგან, მერე დააწესა ვადა (რომლის დასრულებისთანავე აღესრულებით) და მასთანაა ვადა განსაზღვრული (ხელმეორედ გაჩენისა–აღდგომისა). და თქვენ კიდევ ეჭვი გეპარებათ?!
3 და იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, უწყის რასაც ფარავთ და რასაც აცხადებთ თქვენ, და უწყის რასაც იხვეჭთ.
4 და მათ ერთი აიათიც არ მოვლენიათ თავიანთი ღმერთისგან, რომ მათ მისდა სახე არ შეექციათ.
5 ამრიგად, როცა მათ მოუვიდათ ჭეშმარიტება, ცრუდ ჩათვალეს. სულ მალე მოუვათ ამბები, რასაც გასცინოდნენ ისინი.
6 განა ვერ ხედავენ [დამასკოში როცა მოგზაურობენ] რამდენი თაობა გავანადგურეთ მაგათ უწინ? მათ მივეცით ისეთი ძალაუფლება დედამიწაზე, როგორიც არ მოგვიცია თქვენთვის. და ჩვენ მოვავლინეთ ზეციდან მათდა უხვად წვიმა და დავადგინეთ მათ ქვემოთ მომდინარე მდინარეები. მაგრამ გავანადგურეთ ისინი თავიანთი ცოდვების გამო და მოვიყვანეთ სხვა თაობა მათ შემდგომ.
7 და რომ შენდა გარდმოგვევლინა წიგნი გრაგნილზე და თავიანთი ხელით შეხებოდნენ ისინი მას, უეჭველად, იტყოდნენ რომელთაც უარყვეს: „ეს მხოლოდ აშკარა ჯადოსნობაა!“
8 და თქვეს მათ: „ანგელოზი რომ ზემოვლენოდა მას?“ ხოლო ანგელოზი რომ მოგვევლინა (არ ირწმუნებდნენ), უთუოდ აღსრულდებოდა საქმე, შემდეგ მათ არ მიეცემოდათ გადავადება! (რათა მიტევება ეთხოვათ ალლაჰისადმი).
9 და რომ ანგელოზი დაგვედგინა შუამავლად, მას ადამიანის სახით მოვავლენდით და უთუოდ ბუნდოვანს გავუხდიდით, რასაც ბუნდოვანს ხდიან ისინი.
10 ვფიცავ! შენამდე უკვე შუამავალნი აიგდეს მასხრად, და რომელნიც მასხრად იგდებდნენ, თავს დაატყდათ იგი, რასაც იგდებდნენ.
11 უთხარი: „წადით, მოიარეთ ქვეყანა და შემდეგ ნახეთ თუ როგორი იყო აღსასრული ცრუდ შემრაცხველნისა.“
12 ჰკითხე: „ვისია ის, რაც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა?“ უპასუხე: „ალლაჰისაა!“ დაწერა მან თავის თავზე მწყალობლობა. ჭეშმარიტად, ის შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, რაშიც ეჭვი არ არსებობს. და რომელნიც საკუთარ სულს ავნებენ, სწორედ ისინი არ არიან მორწმუნენი.
13 და მისია ყველაფერი, რაც ღამეში და დღეშია. და იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
14 უთხარი შენ: „განა მეგობრად ავირჩევ ვინმეს, გარდა ალლაჰისა, ცათა და ქვეყნის გამჩენისა? იგია დამპურებელი, მაგრამ თავად არ საჭიროებს მას.“ უთხარი: „ჭეშმარიტად, მე მებრძანა ვიყო პირველი იმათგან, ვინც ჰმორჩილა (გამუსლიმდა) და არ ვიყო წარმართთაგანი.“
15 უთხარი: „ჭეშმარიტად, მე მეშინია დიდი დღის სასჯელის, თუკი ვეურჩები ჩემს ღმერთს.“
16 ვინც ამ დღეს თავს დააღწევს მისგან, მაშ, შეწყალებულ იქმნა იგი. და სწორედ ესაა აშკარა გადარჩენა!
17 და თუ უბედურება დაგატეხოს ალლაჰმა, ამისაგან დამხსნელი არავინაა, გარეშე მისა. და თუ სიკეთეს მოგაწევს, სწორედ იგია ყოვლისშემძლე.
18 და ძლევამოსილია იგი თავის მსახურებზე. და ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
19 ჰკითხე შენ: „რა არის ყველაზე დიდი მოწმეობა?“ უპასუხე: „ალლაჰია მოწმე ჩემსა და თქვენს შორის, და შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება [ყოველ ადამიანს და ასევე ჯინებსაც]. როგორღა ამოწმებთ თქვენ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთები არიან?“ მიუგე: „არ ვამოწმებ!“ უთხარი შენ: „მხოლოდ იგია ღმერთი ერთი, და ჭეშმარიტად, შორსა ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ თქვენ!“
20 რომელთაც ჩვენ ვუბოძეთ წიგნი, იცნობენ მას [მუჰამმედ შუამავალის თვისებებს, რომ ის უნდა მოვლენოდა კაცობრიობას, რაც მათ წიგნებში ნათლადაა მოხსენებული], როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. რომელთაც საკუთარ თავს ავნეს, არ ირწმუნებენ ისინი.
21 და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს ან უარყოფს მის აიათებს. ჭეშმარიტად იგი, უსამართლონს არა ჰქმნის წარმატებულს!
22 და იმ დღეს შევკრებთ ყველა იმათგანს და რომელნიც ალლაჰს თანაზიარს უჩენდნენ მათ ვეტყვით: „სად არიან ეგ თქვენი თანაზიარნი, რომელთაც თქვენვე იგონებდით?“
23 მერე რაღა საბოდიშო უნდა გამონახონ, თუ არა სთქვან: „ვფიცავთ ალლაჰსა, ღმერთსა ჩვენსა, ჩვენ არ ვყოფილვართ წარმართნი!“
24 შეხედე (ო, მუჰამმედ) როგორ იტყუებენ თავს და როგორ დაიფარა მათგან ის, რასაც იგონებდნენ.
25 და მათ შორის ისეთებიც არიან, რომ მოდიან მოსასმენად შენთან [როცა კითხულობ ყურანს]. და ჩვენ საბურველი დავადეთ მაგათ გულებს, რათა ვერ გაიგონ ის, და სიყრუე მათ ყურებში. და რომც დაინახონ ყველა სასწაული, მაინც არ იწამებენ ისინი მას; მაშინაც, თუკი მოვიდნენ შენთან, დავას დაგიწყებენ. ისინი იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „სხვა არაფერია ეს, თუ არა ზღაპრები პირველყოფილთა.“
26 და ისინი აბრკოლებენ მისგან სხვებს და თავადაც შორდებიან მას. მაგრამ ამით მხოლოდ თავს იღუპავენ ისინი და ვერც კი გრძნობენ ამას!
27 და ნეტავი განახა ისინი, როცა წარსდგებიან ცეცხლის წინაშე, მაშინ იტყვიან: „ნეტავ მოვქცეულიყავით უკან (დედამიწაზე) და აღარ შევრაცხავდით სიცრუედ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდით მორწმუნეთაგანი!“
28 არა, ის განეცხადათ მაგათ, რასაც ადრე მალავდნენ. და თუნდაც რომ დააბრუნონ, მაინც იმას დაუბრუნდებოდნენ, რაც აკრძალული ჰქონდათ. და სწორედ ისინი არიან ცრუნი!
29 და თქვეს: „ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ამქვეყნიურით შემოიფარგლება და მკვდრეთით აღდგენილი არასდროს ვიქნებით.“
30 და ნეტავ განახა ისინი, როცა წარსდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე, იგი (ალლაჰი) ეტყვის (ანგელოზების მეშვეობით): „განა ეს (აღდგომა და ანგარიშსწორება) არ არის ჭეშმარიტება?“ თქვეს: „დიახ, ვფიცავთ ჩვენს ღმერთს!“ ეტყვის: „მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც უარყავდით თქვენ!“
31 წაწყმედილნი არიან, რომელნიც ალლაჰთან წარსდგომას სიცრუედ მიიჩნევდნენ, ხოლო როცა უეცრად ჟამი დაუდგათ, თქვეს: „ვაი ჩვენდა, რომ ზღვარს გადავედით იქ.“ და ისინი იტვირთავენ ზურგზე თავიანთ ცოდვებს. და რა საზიზღარია, რასაც იტვირთავენ!
32 და არაფერია ამქვეყნიური ცხოვრება თუ არა თამაში და გართობა. და იმქვეყნიური ცხოვრება, უთუოდ, უკეთესია მათთვის, რომელნიც იყვნენ მოკრძალებულნი. განა კიდევ არ მოეგებით გონს?
33 ჩვენ კარგად ვუწყით, რომ რასაც ისინი ამბობენ, ნამდვილად განიცდი. მაგრამ სინამდვილეში შენ კი არ გრაცხენ ცრუდ ისინი, არამედ ცოდვილნი ალლაჰის აიათებს განზრახ უარყოფენ.
34 და ვფიცავ, რომ შენამდეც ცრუდ მიჩნეული იქმნენ შუამავალნი. მაგრამ მათ მოითმინეს ის, რომ ცრუდ ირაცხებოდნენ და იდევნებოდნენ, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. და ვერავინ შეცვლის ალლაჰის სიტყვებს. და უკვე მოვიდა შენთან ამბავი შუამავალთა.
-----
[უზენაესი ალლაჰი ამ წმინდა აიათის მეშვეობით ანუგეშებს მუჰამმედ შუამავალს.]
-----
[უზენაესი ალლაჰი ამ წმინდა აიათის მეშვეობით ანუგეშებს მუჰამმედ შუამავალს.]
35 და თუ გემძიმა შენ მათი ჭეშმარიტების უარყოფა და თუ გძალუძს, ეძიე ხვრელი მიწაში ან კიბე ცაში, რათა მოუტანო იმათ რამე სასწაული [რის გაკეთებაც არ შეგიძლია, მოითმინე, სანამ ალლაჰის შეწევნა მოგევლინება]. და რომ ყოფილიყო ალლაჰის ნება, მოუყრიდა მათ თავს ჭეშმარიტ გზაზე. ამიტომაც შენ არ იყო უმეცართაგანი!
36 მხოლოდ ისინი შეისმენენ, რომელნიც ისმენენ. მკვდრებს კი ალლაჰი გააცოცოხლებს. შემდეგ მასთან მიიქცევიან.
37 და თქვეს: „ეგებ ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენოდა მას თავისი ღმერთისგან!“ თქვი შენ: „ჭეშმარიტად, შემძლეა ალლაჰი სასწაული გარდმოავლინოს, მაგრამ მათგან უმრავლესმა არ უწყიან ეს.“
38 არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე ცხოველი და არცა ჩიტი, თავისი ორი ფრთით მფრინავი, თუ არა თემნი თქვენნაირი, ჩვენ წიგნში (ლევჰი მაჰფუზში) არაფერი გამოგვიტოვებია, მერე კი თავიანთ ღმერთთან იქნენ შეკრებილნი.
-----
[ლევჰი მაჰფუზი — ის არის ჰაერში შვიდი ცის ზემოთ, რომელიც თეთრი მარგალიტისგანაა დამზადებული. იქ არის დაწერილი ყველა ზეციური წიგნი. ყველა ორიგინალი იქ ინახება, არავის შეუძლია მისი შეცვლა. ეშმაკსაც არ შეუძლია მასთან მიახლოება. იქიდან გარდმოევლინებოდა ზეციური წიგნები ალლაჰის ნებით.]
-----
[ლევჰი მაჰფუზი — ის არის ჰაერში შვიდი ცის ზემოთ, რომელიც თეთრი მარგალიტისგანაა დამზადებული. იქ არის დაწერილი ყველა ზეციური წიგნი. ყველა ორიგინალი იქ ინახება, არავის შეუძლია მისი შეცვლა. ეშმაკსაც არ შეუძლია მასთან მიახლოება. იქიდან გარდმოევლინებოდა ზეციური წიგნები ალლაჰის ნებით.]
39 და რომელთაც ჩვენი აიათები ცრუდ ჩათვალეს, ყრუნი და მუნჯნი არიან წყვდიადში. ალლაჰი გზიდან აცდენს, ინებებს ვისაც და სწორ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც!
40 უთხარი შენ (ო, მუჰამმედ, მექას მკვიდრთ): „განა ვერ აცნობიერებთ თქვენ, რომ გეწიოთ ალლაჰის რისხვა ან დაგიდგეთ ჟამი (აღსასრულისა), ვისმე მოუხმობთ ალლაჰის გარდა, თუკი ხართ მართალნი?“ [თუ კერპები რაიმე სარგებელს მოგცემთ, მაშ მოუხმეთ მათ].
41 არა! მხოლოდ მას შეთხოვთ და ის აგაცილებთ, რასაც სთხოვთ იმას, თუკი ინებებს; და დაივიწყებთ, რასაც ზიარუქმნიდით.
42 ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ შენზე უწინაც თემებთან (შუამავალნი), და გაჭირვება და უბედურება ვაწიეთ მაგათ, ეგების შეევედრონ!
43 იქნებ შევედრებოდნენ, როცა ეწიათ უბედურება, მაგრამ სად... გულები ჰქონდათ გაქვავებული. ხოლო ეშმაკმა მორთულ-მოკაზმული მოაჩვენა მათ, რასაც სჩადიოდნენ.
44 და როცა დაივიწყეს ის, რითიც შეგონებულნი იყვნენ ისინი, მაშინ გავუხსენით კარნი ყოველნი და ხარობდნენ იმით, რაც ებოძათ, მოულოდნელად ვაწიეთ (სასჯელი). უკვე სასოწარკვეთილნი დარჩნენ ისინი.
45 ასე ამოწყდა მოდგმა იმ ხალხის, რომელნიც სჩადიოდნენ უსამართლობას. ხოლო ალლაჰს, სამყაროთა უფალს, ეკუთვნის დიდება! [შუამავალთა შეწევნა და ურწმუნოთა განადგურება მხოლოდ ალლაჰს ძალუძს].
46. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ, მექას მკვიდრთ): „როგორ ფიქრობთ თქვენ, თუ ალლაჰი წაგართმევთ სმენასა და მხედველობას, და დაგილუქავს გულებს, ვინღაა ღმერთი ალლაჰის გარდა, რომ დაგიბრუნოს თქვენ იგი?” შეხედე, როგორ განვუმარტავთ აიათებს (ერთღმერთიანობის თაობაზე), მაგრამ შემდეგ მაინც პირს იბრუნებენ ისინი.
46. უთხარი შენ (ო, მუჰამმედ, მექას მკვიდრთ): „როგორ ფიქრობთ თქვენ, თუ ალლაჰი წაგართმევთ სმენასა და მხედველობას, და დაგილუქავს გულებს, ვინღაა ღმერთი ალლაჰის გარდა, რომ დაგიბრუნოს თქვენ იგი?” შეხედე, როგორ განვუმარტავთ აიათებს (ერთღმერთიანობის თაობაზე), მაგრამ შემდეგ მაინც პირს იბრუნებენ ისინი.
47 უთხარი შენ (ო, მუჰამმედ, წარმართებს): „როგორ ფიქრობთ თქვენ, თავს რომ დაგატყდეთ ალლაჰის სასჯელი უეცრად (ღამით) ან ცხადად (დღისით), განა განადგურდება ვინმე, ცოდვილი ხალხის გარდა?!“
48 ჩვენ არ წარმოვგზავნიდით შუამავალთ თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად; და რომელთაც იწამეს და სიკეთე თესეს, არცა შიში ექნეთ მათ და არცა სადარდებელი!
49 და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, აღვირახსნილობიდან გამომდინარე სასჯელი შეეხებათ მათ.
50 უთხარი შენ: „მე არ გეუბნები, ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი და არც იმას, რომ ვუწყი უხილავს; და მე არ გეუბნებით, ანგელოზი ვარ. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემომევლინა.“ უთხარი შენ: „განა თანასწორია ბრმა და მხედველი? ნუთუ არ დაფიქრდებით?“
51. და შეაგონე ამით (ყურანით), რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრებილი იქნებიან თავიანთ ღმერთთან, რომ არ იქნება მათთვის მის გარდა შემწე და მფარველი, ეგების ღვთისმოშიშნი გახდნენ ისინი!
52. და არ გააძევო! რომელნიც მისი წყალობის სურვილით ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი. შენ არ მოგეკითხება მათ გამო და არც მათ მოეკითხებათ შენ გამო. თუ გააძევებ მათ, მაშინ იქნები უსამართლოთაგან.
-----
[გადმოცემის თანახმად, ყურეიშელთა წინამძღოლებმა შუამავალს მიმართეს: „თუკი ამ მონებს: ემმარს, სუჰეიბს, ჰებბაბს, სელმანს (ალლაჰი კმაყოფილია მათგან) – ჩამოიცილებ, მაშინ ჩვენ შენთან მოვალთ და დაგელაპარაკებით.“ შუამავალმა მიუგო: „მე ვინა ვარ, რომ მორწმუნენი გავაძევო?!“ „კარგი, მაშინ როცა ჩვენ მოვალთ, მაშინ გააძევე და მერე ისევ შენთან იყვნენ!“ შუამავალმა იმ იმედით, რომ ისინი რწმენას მიიღებდნენ, დათანხმების მსგავსი გამომეტყველება მიიღო, სწორედ ამის თაობაზე ეს ძვირფასი აიათი იქნა მოვლენილი. მასში ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისლამი ჭეშმარიტ მორწმუნეებს.]
51. და შეაგონე ამით (ყურანით), რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრებილი იქნებიან თავიანთ ღმერთთან, რომ არ იქნება მათთვის მის გარდა შემწე და მფარველი, ეგების ღვთისმოშიშნი გახდნენ ისინი!
52. და არ გააძევო! რომელნიც მისი წყალობის სურვილით ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი. შენ არ მოგეკითხება მათ გამო და არც მათ მოეკითხებათ შენ გამო. თუ გააძევებ მათ, მაშინ იქნები უსამართლოთაგან.
-----
[გადმოცემის თანახმად, ყურეიშელთა წინამძღოლებმა შუამავალს მიმართეს: „თუკი ამ მონებს: ემმარს, სუჰეიბს, ჰებბაბს, სელმანს (ალლაჰი კმაყოფილია მათგან) – ჩამოიცილებ, მაშინ ჩვენ შენთან მოვალთ და დაგელაპარაკებით.“ შუამავალმა მიუგო: „მე ვინა ვარ, რომ მორწმუნენი გავაძევო?!“ „კარგი, მაშინ როცა ჩვენ მოვალთ, მაშინ გააძევე და მერე ისევ შენთან იყვნენ!“ შუამავალმა იმ იმედით, რომ ისინი რწმენას მიიღებდნენ, დათანხმების მსგავსი გამომეტყველება მიიღო, სწორედ ამის თაობაზე ეს ძვირფასი აიათი იქნა მოვლენილი. მასში ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისლამი ჭეშმარიტ მორწმუნეებს.]
53 ასე გამოვცადეთ ისინი ერთიმეორით (მდიდარი და ღარიბი, თავადი და მონა), რომ ეთქვათ (მდიდრებს ღარიბებზე): „ნუთუ ისინი არიან, ვისზეც ჩვენს შორის მოიღო წყალობა ალლაჰმა?!“ განა ალლაჰი უკეთ არ უწყის, ვინ არიან მადლიერნი?
54 და როცა მოვლენ შენთან, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები, უთხარი: „მშვიდობა თქვენდა (სალამ ალეიქუმ)!“ ღმერთმა თქვენმა თავს დაუწერა მწყალობლობა. რომელი თქვენგანიც უმეცრებით ჩაიდენს სიავეს, მერე მოინანიებს ამის შემდგომ და გამოასწორებს, ჭეშმარიტად, იგი (ალლაჰი) შემნდობია, მწყალობელია!
55 და ამგვარად განვმარტავთ აიათებს, რათა ცხადი გახდეს ცოდვილთა გზა.
56 უთხარი: „ჭეშმარიტად, ამეკრძალა, რომ თაყვანი ვცე, რომელთაც ალლაჰის ნაცვლად მოუხმობთ თქვენ.“ უთხარი: „მე არ ავყვები თქვენს სურვილებს, მაშინ გზასამცდარი ვიქნები და არ ვიქნები სწორ გზას დადგენილთაგანი მე.“
57 უთხარი: „ჭეშმარიტად, მე ვდგავარ ჩემი ღმერთის მიერ მოვლენილ ცხად მტკიცებულებაზე, ხოლო თქვენ იგი ცრუდ შერაცხეთ. მე არ ხელმეწიფება ის, რისი დაჩქარებაც თქვენ გსურთ. მხოლოდ ალლაჰს ძალუძს ეს. იგი გაცნობებთ ჭეშმარიტებას, და იგია საუკეთესო მსაჯული.“
58 უთხარი: „ნამდვილად ჩემს ხელთ რომ იყოს ის, რისი დაჩქარებაც თქვენ გსურთ, საქმე სისრულეში მოვიდოდა ჩემსა და თქვენს შორის.“ და ალლაჰი უკეთ უწყის უსამართლოებს.
59 და მისთანაა გასაღებნი დაფარულისა [საუნჯეთა ან მის ცოდნასთან მისაღწევი გზა], არავინ უწყის მის გარდა. და იცის, რაც ხმელეთზეა და ზღვაში. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება მისი ცოდნის გარეშე, და არცა მარცვალი ნედლი და ხმელი მიწის წყვდიადში, რომ არ იყოს ცხად წიგნში (ლევჰი მაჰფუზში).
60 და იგია, რომელიც ღამით მიგაბარებთ თქვენ, და იცის რას იხვეჭთ დღისით. მერე გაგაცოცხლებთ მასში, რათა აღსრულდეს დანიშნული დრო. შემდეგ მასთანაა მისაქციელი თქვენი. მერე ის გაცნობებთ თქვენ, რასაც სჩადიოდით.
61 და ძლევამოსილია იგი თავის მსახურებზე, და ავლენს თქვენდა მცველებს იგი. როდესაც რომელიმე თქვენგანს სიკვდილი ეწვევა, ჩვენი წარგზავნილები მიიბარებენ მას და მათ არაფერი გამოეპარებათ!
62 მერე ღმერთთან იქნებიან დაბრუნებულნი, თავიანთ ჭეშმარიტ მფარველთან. განა მის ხელთ არაა მსჯავრი? და იგი უსწრაფესი მოანგარიშეა!
63 უთხარი (ო, მუჰამმედ, მექას მკვიდრთ): „ვინ გიხსნით თქვენ ხმელეთისა და ზღვის სიბნელისაგან (როდესაც მოგზაურობთ). გულახდილ და იდუმალ ევედრებით მას: „თუკი ჩვენ ამისაგან დაგვიხსნის, ვიქნებით მადლიერნიო!“
64 ალლაჰი გიხსნით თქვენ ამისგან და ყოველივე ხიფათისგან. მერე კი თქვენ უჩენთ თანაზიარს.“
65 უთხარი: „მას ძალუძს სასჯელი მოგივლინოს ზემოდან ან თქვენ ფეხქვემოდან, ანდა სხვადასხვა მხარეებად შეგმოსოთ და ერთიმეორის მძლავრობა გაგემოთ თქვენ.“ შეხედე როგორ განვმარტავთ აიათებს, ეგებ ჩაწვდნენ ისინი!
66 და შენი ხალხი ცრუდ რისხავს მას (ყურანს), ხოლო იგი ჭეშმარიტებაა. უთხარი: „მე არ ვარ პასუხისმგებელი თქვენი (რამეთუ მხოლოდ შემგონებელი ვარ).“
67 ყოველ ამბავს განსაზღვრული დრო აქვს და სულ მალე გეუწყებათ თქვენ.
68 და როცა დაინახავ, რომელნიც ამაოდ ჩაიჭრებიან ჩვენს აიათებში, უმალვე პირი აქციე, სანამ სხვა საუბარზე გადავლენ. ხოლო თუ ეშმაკი გადაგავიწყებს, მაშინ გახსენებისთანავე აღარ დაჯდე უსამართლო ხალხის გვერდით!
69 და მაგათ გამო ანგარიში არ მოეკითხება იმათ, ვისაც ღვთისა ეშინია, მხოლოდ შეახსენონ უნდა, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!
70 მიატოვე, რომელნიც თავიანთ რწმენას სათამაშოდ და სამასხარაოდ იგდებენ, და უცდუნებია ამქვეყნიურ ცხოვრებას. და შეაგონე ამით, რომ ღუპავენ სულს, რაც მოიხვეჭა და მას არავინ ეყოლება მფარველი და შემწე, გარდა ალლაჰისა. და თუნდ ყველა გამოსასყიდი გადაიხადონ, არ მიიღება მისგან. ესენი არიან, რომელნიც თავს იღუპავენ თავისი შენაძენით. და მათთვისაა სასჯელი წყალი მდუღარე და სასჯელი მწარე, იმის გამო, რომ ისინი ურწმუნონი იყვნენ.
71 უთხარი: „ნუთუ იმას მოუხმობთ ალლაჰის მაგივრად, რაც არც გვარგებს და არც გვავნებს? და უკან მოვიქცეთ იმის მერე, რაც სწორ გზას დაგვადგინა ალლაჰმა, იმის მსგავსად, რომელიც აცდუნა ეშმაკმა და გზააბნევაში დაძრწის. მეგობრები მას სწორი გზისკენ უხმობენ – მოდი ჩვენთანო!“ უთხარი: „ჭეშმარიტად, ალლაჰის გზა (ისლამი) ერთადერთი სწორი გზაა. და გვებრძანა ჩვენ ვჰმორჩილოთ სრულებით სამყაროთა მეუფეს!“
72 აღავლინეთ ლოცვა, და გეშინოდეთ მისი (ალლაჰისა), და იგია რომელთანაც იქნებით შეკრებილნი!
73 და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. და ის დღე, როცა იტყვის: „იქმენ“ და უმალ იქმნება ისიც [ყველა გაჩენილი აღდგება საფლავებიდან]. მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა. მას ეკუთვნის ცხადი მეუფება იმ დღეს, როცა (მეორედ) ჩაიბერება საყვირში [მთავარანგელოზი ისრაფილის მიერ]. იგი უწყის უხილავს და ცხადს, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
74 აკი უთხრა იბრაჰიმმა აზერს, თავის მამას: „ნუთუ კერპებს იდგენ შენ ღმერთებად? მე გხედავთ შენა და შენს ხალხს აშკარა ცდომილებაში.“
-----
[აზერი იყო მისი მეტსახელი, ხოლო მისი ნამდვილი სახელია თარიჰი.]
-----
[აზერი იყო მისი მეტსახელი, ხოლო მისი ნამდვილი სახელია თარიჰი.]
75 და ასე ვაჩვენებდით იბრაჰიმს ცათა და ქვეყნის მეუფებას, რათა ყოფილიყო მტკიცე მორწმუნეთაგანი.
76 როცა დაფარა ღამემ იგი, დაინახა ვარსკვლავი და უთხრა (თავის ხალხს): „ესაა ღმერთი ჩემი (როგორც თქვენ ამბობთ)!“ მაგრამ როცა გაქრა, თქვა: „მე არ მიყვარს ქრობადი.“
77 როცა დაინახა მთვარე ამომავალი, უთხრა: „ესაა ღმერთი ჩემი.“ მაგრამ როცა გაქრა, თქვა: „უთუოდ, თუ არ დამადგენს სწორ გზაზე ღმერთი ჩემი, გზაამცდარ ხალხთაგან ვიქნები მე.“
78 როცა დაინახა მზე ამომავალი, უთხრა: „ესაა ღმერთი ჩემი, ეს უფრო დიდია.“ მაგრამ როცა გაქრა, უთხრა: „ხალხო ჩემო! ჭეშმარიტად, მე თქვენ თანაზიართაგან (კერპთაგან) შორსა ვარ.
79 ჭეშმარიტად, მე ვპოვე სათაყვანო (ალლაჰი), რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, და მივიქეცი ერთღმერთიანობისაკენ, და მე არ გავუჩენ თანაზიარს!“
80 და შეედავა მას ხალხი მისი [შეიძლება კერპებისგან ზიანი მოგადგესო]. უთხრა: „ნუთუ მეკამათებით ალლაჰის გამო (ერთღმერთიანობაზე), როცა ჭეშმარიტ გზას დამადგინა მან? და არ მეშინია მე იმისა, რაც თანაზიარი გიქმნიათ მისთვის, გარდა თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რაიმე. ჩემი ღმერთი ყოველივეს გარემოიცავს ცოდნით, ნუთუ არ შეიგნებთ თქვენ?
81 როგორ უნდა მეშინოდეს იმის, ვინც თქვენ თანაზიარი გაუხადეთ [როცა მათ არც ვნება შეუძლიათ და არც რგება]; და თქვენ არ გეშინიათ, რომ თანაზიარი გაუხადეთ ალლაჰს (თაყვანისცემაში), რაზეც მოწმობა არ მოუვლენია თქვენთვის? და რომელია ღირსი ამ ორი მხარიდან უსაფრთხოების, თუკი თქვენ იცით (ჭეშმარიტება), თქვით?“
82 რომელთაც ირწმუნეს და მათ რწმენას უსამართლობის სამოსით (კერპთაყვანისცემით) არ ბურავენ, აი მათთვისაა უსაფრთხოება და სწორ გზაზე ადგანან ისინი.
83 და აი ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ მისი ხალხის წინააღმდეგ. ავამაღლებთ ხარისხებით იმათ, ვინებებთ ვისაც. ჭეშმარიტად, ღმერთი შენი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
84 და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და იაღყუბი და სწორ გზაზე დავადგინეთ ყველა, წინათ ჭეშმარიტ გზაზე დავადგინეთ ნუჰი და მისი შთამომავლები: დავუდი და სულეიმანი და ეიუბი და იუსუფი და მუსა და ჰარუნი. და ასეთნაირად მივაგებთ სიკეთისმქმნელთ!
85 და ზაქარია და იაჰია და ღისა და ილიასი ყველანი იყვნენ კეთილმოღვაწენი.
86 და ისმაილი, იესეღი, იუნუსი და ლუტი და ყველა აღმატებულვჰყავით სამყაროთა ზედა.
87 მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან ამოვარჩიეთ და დავადგინეთ სწორ გზაზე.
88 ასეთია ალლაჰის ჭეშმარიტი გზა, თავის მსახურთაგან იმას დაადგენს მასზე, ინებებს ვისაც. და თუ თანაზიარს შეუქმნიან, ამაო იქნება ის, რასაც აკეთებდნენ.
89 ისინი არიან, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა. და თუ ისინი (მექას მკვიდრნი) უარყოფენ მას, გადავაბარებთ ჩვენ ხალხს, რომელნიც არ უარყოფენ მას.
90 აი ისინი, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას. მაშ, გაყევით მათ ჭეშმარიტ გზას. უთხარი: „არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს ამის გამო. ეს მხოლოდ შეხსენებაა სამყაროთათვის.“
91. და არ იცნეს (იუდეველებმა) ალლაჰი ჭეშმარიტი შეცნობით, როცა ამბობენ – ალლაჰს არც ერთი კაცისთვის არაფერი მოუვლენიაო. უთხარი შენ: „მაშინ ვინ მოავლინა წიგნი, რომელიც მუსამ სინათლედ და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად მოიტანა, თქვენ რომ გრაგნილებად ქმენით, აჩენთ ზოგიერთს (რომელიც მოგწონთ) და ბევრ რასმე კი მალავთ [მაგალითად, მუჰამმედ შუამავლის თვისებებს თორაში], და შეისწავლეთ თქვენ (ყურანიდან), რაც არ იცოდით არც თქვენ და არცა მამებმა თქვენმა?“ თქვი შენ: „ალლაჰმა (მოავლინა იგი, ყურანი)!“ მერე მიატოვე ისინი, დაე, გაერთონ თავიანთი ამაო საუბრით!
91. და არ იცნეს (იუდეველებმა) ალლაჰი ჭეშმარიტი შეცნობით, როცა ამბობენ – ალლაჰს არც ერთი კაცისთვის არაფერი მოუვლენიაო. უთხარი შენ: „მაშინ ვინ მოავლინა წიგნი, რომელიც მუსამ სინათლედ და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად მოიტანა, თქვენ რომ გრაგნილებად ქმენით, აჩენთ ზოგიერთს (რომელიც მოგწონთ) და ბევრ რასმე კი მალავთ [მაგალითად, მუჰამმედ შუამავლის თვისებებს თორაში], და შეისწავლეთ თქვენ (ყურანიდან), რაც არ იცოდით არც თქვენ და არცა მამებმა თქვენმა?“ თქვი შენ: „ალლაჰმა (მოავლინა იგი, ყურანი)!“ მერე მიატოვე ისინი, დაე, გაერთონ თავიანთი ამაო საუბრით!
92 და ეს წიგნი (ყურანი), მოვავლინეთ იგი უბიწოდ, დასტურად იმისა, რომელიც არის მათთან, რათა შეაგონო უმმულ ყურა და ვინცაა მის შემოგარენში, და რომელთაც ირწმუნეს საიქიო, სწამთ იგი და თავიანთ ლოცვებს იცავენ.
-----
[უმმულ ყურა — დედაქალაქის (მექას) მკვიდრნი.]
-----
[უმმულ ყურა — დედაქალაქის (მექას) მკვიდრნი.]
93 და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც იგონებს ალლაჰზე სიცრუეს ან ამბობს: „მე ზეშთამეგონაო“; არადა არაფერი ზეშთაგონებია. და ვინც თქვა: „მე მალე მოვავლენ იმის მსგავსს, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინაო.“ ნეტავი იმ დროს განახა უსამართლონი, როცა გულფიცხ სიკვდილში იქნებიან და ანგელოზები ხელს გაიშვერენ მათკენ: „აღმოიხადეთ თქვენ სულნი თქვენნი. დღეს მოგეგებათ სასჯელი დამამცირებელი იმისთვის, რომ ალლაჰზე უმართლოს ამბობდით, და თქვენ იყავით მედიდურნი მისი აიათების წინაშე.“
94 და ვფიცავ! მოხვედით ჩვენთან ეულნი [ქონების გარეშე მარტოდ მარტო ყველასაგან გამოცალკევებულნი], როგორც ჩვენ გაგაჩინეთ თავდაპირველად და ზურგსუკან მოიტოვეთ რაც გიბოძეთ. და ვერ ვხედავთ თქვენს ერთად თქვენს შემწეებს (კერპებს), რომლებზეც ირწმუნებოდით, რომ უფლის წინაშე მეოხენი არიან თქვენთვის. ვფიცავ, გაწყდა თქვენ შორის კავშირები და გაგეცალა თქვენგან, რასაც ირწმუნებოდით.
95 ჭეშმარიტად, ალლაჰი განაპობს მარცვალსა და კურკას და აღმოაცენებს მისი თესლიდან; ამოჰყავს მკვდრისაგან ცოცხალი; და ცოცხალიდან მკვდარის ამომყვანია. აი, ესაა ალლაჰი. მაშ, როგორღა უარყოფთ თქვენ!
96 გამპობია ცისკრის, და დაადგინა ღამე მოსასვენებლად, ხოლო მზე და მთვარე (დროთა) გამოსათვლელად. ესაა განწესება ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.
97 და იგია, რომელმაც დაამყარა თქვენთვის ვარსკვლავები, რათა გზა გაიკვლიოთ იმით ხმელეთისა და ზღვის ბნელეთში. ასე დაწვრილებით განვმარტეთ აიათები ხალხისთვის, რომელთაც შემეცნების უნარი აქვთ.
98 და იგია, რომელმაც თქვენ გაგაჩინათ ერთი არსებიდან, შემდეგ (დაგიდგინათ) სამყოფელი და განსასვენებელი. ამგვარად დაწვრილებით განვმარტეთ აიათები ხალხთათვის, რომელთაც ჩაწვდომის უნარი აქვთ.
99 და იგია, რომელმაც ზეციდან წყალი გარდმოავლინა. და ამით ჩვენ აღმოვაცენეთ ყველაფერი მცენარეული, ასე აღმოვაცენეთ მწვანე ნაზარდი, რომლისგან რიგში გაწყობილ თავთავს აღმოვაცენებთ, და პალმის ბუტკოებისგან ჩამოხუნძლული მტევნები, და ზვრების, ზეთისხილისა და ბროწეულის ბაღები, ერთმანეთის მგვანი და განსხვავებული. შეხედეთ ნაყოფსა მისსას, როცა ისხამს და მწიფდება. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულნია მორწმუნე ხალხთათვის.
100 და ალლაჰს ჯინები დაუდგინეს თანაზიარად, არადა მან გააჩინა ისინი. და უვიცად მას ძენისა და ასულნის ყოლა გამოუგონეს. დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რაც დასწამეს.
101 ცათა და ქვეყნის არაფრისგან გამჩენია! როგორ ეყოლება მას ძე, როცა მეუღლე არ ჰყოლია. და გააჩინა მან ყოველი, და იგი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.
-----
[მოცემული აიათი გადმოგვცემს ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის შესახებ, რომელიც დღევანდელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილის მსგავსია. – დღეს ასტრო-ფიზიკა გვიჩვენებს, რომ სამყარო "დიდი აფეთქებით" შეიქმნა, რომელიც 15 მილიარდი წლის წინათ, პატარა წერტილივით არსებული საგნის აფეთქებით წარმოიშვა "არაფრისგან".
"ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს, რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით, და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან. ნუთუ მაინც არ ირწმუნებენ?" (სურა 21:30).
ასევე აღნიშნულია სამყაროს გაფართოებაც:
"და ზეცა ავაგეთ ძლიერებით და ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ გამვრცობი!" (სურა 51:47).]
-----
[მოცემული აიათი გადმოგვცემს ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის შესახებ, რომელიც დღევანდელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილის მსგავსია. – დღეს ასტრო-ფიზიკა გვიჩვენებს, რომ სამყარო "დიდი აფეთქებით" შეიქმნა, რომელიც 15 მილიარდი წლის წინათ, პატარა წერტილივით არსებული საგნის აფეთქებით წარმოიშვა "არაფრისგან".
"ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს, რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით, და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან. ნუთუ მაინც არ ირწმუნებენ?" (სურა 21:30).
ასევე აღნიშნულია სამყაროს გაფართოებაც:
"და ზეცა ავაგეთ ძლიერებით და ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ გამვრცობი!" (სურა 51:47).]
102 იგია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, გამჩენი ყველაფრის. თაყვანი ეცით მას. და იგია ყველას მეთვალყურე.
103 თვალნი ვერ მისწვდება მას (და გონებითა და შემეცნებით ვერავინ ჩასწვდება მას), ხოლო ის მისწვდება თვალნს. და ყოვლისჩამწვდომი, ყოვლისშემცნობია იგი.
104 ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთისგან გებოძათ ხილული მოწმობანი. და ვინც შეიმეცნა, თავის სასიკეთოდ, და ვინც უარყო, თავის საზიანოდ. და მე (მუჰამმედი) არა ვარ თქვენდა მცველი!
105 და ასე ავხსნით ჩვენ აიათებს, რათა მათ თქვან: „გისწავლია შენ.“ და განვმარტავთ მას ხალხისთვის, რომელთაც შემეცნება სურთ.
106 და მისდიე იმას, რაც ზეშთაგეგონა შენი უფლისგან, არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, და ზურგი აქციე წარმართებს.
107 და რომ ენება ალლაჰს, არ გაუჩენდნენ თანაზიარს მას. და ჩვენ არ დაგვიდგენიხარ მათდა მცველად და არცა თავდები ხარ მათდა (რათა დააძალო).
108. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ იმათ, რომელნიც (კერპებს) მოუხმობენ ალლაჰის მაგიერ, რათა გაბოროტებულებმა ზღვარს არ გადავიდნენ და საკუთარი უმეცრებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ მას (ალლაჰს). და ასე აღვასრულეთ ჩვენ ყოველი ერისთვის თავისი საქმენი. მერე თავიანთ ღმერთთანაა მათი მიბრუნება (საიქიოში). მაშინ აცნობებს მათ, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
108. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ იმათ, რომელნიც (კერპებს) მოუხმობენ ალლაჰის მაგიერ, რათა გაბოროტებულებმა ზღვარს არ გადავიდნენ და საკუთარი უმეცრებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ მას (ალლაჰს). და ასე აღვასრულეთ ჩვენ ყოველი ერისთვის თავისი საქმენი. მერე თავიანთ ღმერთთანაა მათი მიბრუნება (საიქიოში). მაშინ აცნობებს მათ, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
109 და მათ (მექას ურწმუნოებმა) დაიფიცეს ალლაჰი უმტკიცესი ფიცით, რომ ნამდვილად თუ სასწაული მოევლინება, აუცილებლად ირწმუნებენ. უთხარი: „სასწაულები მხოლოდ ალლაჰთანაა. და არ გეცნობათ (თქვენ მუსლიმებო), რომ როცა მოევლინება იგი (სასწაული), მაინც არ ირწმუნებენ ისინი?“
-----
["გარკვეული სასწაულები, რომლებსაც ითხოვდნენ (ყურეიშელები), პრინციპში მიცემულ იქნა, მაგრამ არა ზუსტად ისე, როგორც მათ თქვეს, და არა მათ მიერ, არამედ ღმერთის მიერ დათქმულ დროს. იყო ასევე მრავალი მცირე ნიშანი, რომლის მოწმენიც მხოლოდ მორწმუნენი გახდნენ. მაგრამ ასეთი სასწაულები არასოდეს იყო ცენტრში, რადგანაც თვით გამოცხადებული წიგნი (ყურანი) იყო ცენტრალური სასწაული ღვთიური განგებისა, რომელიც იმხანად ხდებოდა, ზუსტად ისევე, როგორც იესო იყო ცენტრალური სასწაული განგებისა... ამიტომაც, როდესაც ისინი ითხოვენ სასწაულებს, ყურანის მთავარი პასუხია, მათ მიეთითოთ ისეთ სასწაულებზე, რომლებიც მანამდე ყოველთვის თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ მათ სასწაულებრიობას ვერ აღიქვამდნენ, ვერ ხედავდნენ." (წიგნი "ცხოვრება მუჰამმედისა" 2016წ. გვ. 109-110).]
-----
["გარკვეული სასწაულები, რომლებსაც ითხოვდნენ (ყურეიშელები), პრინციპში მიცემულ იქნა, მაგრამ არა ზუსტად ისე, როგორც მათ თქვეს, და არა მათ მიერ, არამედ ღმერთის მიერ დათქმულ დროს. იყო ასევე მრავალი მცირე ნიშანი, რომლის მოწმენიც მხოლოდ მორწმუნენი გახდნენ. მაგრამ ასეთი სასწაულები არასოდეს იყო ცენტრში, რადგანაც თვით გამოცხადებული წიგნი (ყურანი) იყო ცენტრალური სასწაული ღვთიური განგებისა, რომელიც იმხანად ხდებოდა, ზუსტად ისევე, როგორც იესო იყო ცენტრალური სასწაული განგებისა... ამიტომაც, როდესაც ისინი ითხოვენ სასწაულებს, ყურანის მთავარი პასუხია, მათ მიეთითოთ ისეთ სასწაულებზე, რომლებიც მანამდე ყოველთვის თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ მათ სასწაულებრიობას ვერ აღიქვამდნენ, ვერ ხედავდნენ." (წიგნი "ცხოვრება მუჰამმედისა" 2016წ. გვ. 109-110).]
110 და ჩვენ შევუქცევთ მათ გულებსა და თვალებს, როგორც არ ირწმუნეს მისი თავდაპირველად, და მივატოვებთ მათ თავიანთ აღვირახსნილობაში, სადაც გამუდმებით დაძრწიან!
111 და რომ ნამდვილად ჩვენ ზემოგვევლინა მათთან ანგელოზნი, დალაპარაკებოდნენ მათ მკვდრები, და შეგვეკრიბა მათ წინაშე სრულიად ყოველი, მაინც არ ირწმუნებდნენ, თუ არ იქნებოდა ალლაჰის ნება. მაგრამ უვიცნი არიან უმრავლესნი მათგან.
112 და ამგვარად, ყველა შუამავალს მივუჩინეთ მტრები ეშმაკნი კაცთაგან და ჯინთაგან, ისინი ერთმანეთს მოკაზმული სიტყვით ჩასჩურჩულებენ ცდუნებას. და რომ ყოფილიყო ნება ღმერთისა შენი, ამას ვერ გააკეთებდნენ. მაშ, თავი ანებე მათ და იმას, რასაც იგონებენ!
113 დაე, გადაიხარონ იმისაკენ მათი გულები, რომელთაც არ სწამთ იმქვეყნის და კმაყოფილი იყვნენ ამით. და მათ გააგრძელონ მოხვეჭა, რასაც იხვეჭდნენ.
114 განა, ვეძიო მსაჯულად (ჩემსა და თქვენს შორის) ალლაჰის გარდა? და იგია, რომელმაც ზემოგივლინათ წიგნი დაწვრილებით განმარტებული (ნათლად გარჩეული ჭეშმარიტება ცდომილებისაგან). და რომელთაც ჩვენ ვუბოძეთ წიგნი, მშვენივრად უწყიან, რომ იგი ზემოვლენილია შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებით. მაშ, ნუ იქნები ეჭვიანთაგან!
115. და სრულყოფილ იქმნა (აღსრულდა) შენი ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტად და მართლად. მისი სიტყვების შეცვლა არავის ძალუძს, ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნეა იგი.
115. და სრულყოფილ იქმნა (აღსრულდა) შენი ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტად და მართლად. მისი სიტყვების შეცვლა არავის ძალუძს, ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნეა იგი.
116 და თუ დაჰყვები შენ იმ მრავალთ, დედამიწაზე რომ არიან, ისინი ალლაჰის გზას აგაცდენენ შენ. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და მხოლოდ სიცრუეს თხზავენ.
117 ჭეშმარიტად, ღმერთმა შენმა უკეთ უწყის, მის გზას ვინ აცდა, და ყველაზე უკეთ უწყის, სწორ გზაზე მდგარნი.
118 მაშ, ჭამეთ ის, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები (დაკვლის დროს), თუკი ხართ მისი აიათების დამჯერნი.
119 და რა გემართებათ თქვენ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, რამეთუ მან უკვე განგიცხადათ [სურა 5:3] რაც აკრძალა თქვენთვის, იმის გამოკლებით, თუკი იძულებული იყოთ თქვენ. ჭეშმარიტად, მათგან უმეტესნი უვიცობით გზას აცდნენ თავიანთი ვნებებით. მაგრამ ღმერთმა შენმა ყველაზე უკეთ უწყის, ზღვარგადასულნი არიან ვინც.
120 და თავი ანებეთ ცოდვას ცხადსაც და ფარულსაც. ჭეშმარიტად, რომელნიც ცოდვას იქმნენ, სულ მალე იმათ მიეზღვებათ იმისთვის, რასაც იტვირთავდნენ.
121 და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული! იგი (სიბილწეა) ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა. და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს (ურწმუნოებს), რათა გეკამათონ თქვენ [და ის ხორცი ალალად გადააქციონ]. და თუ დაჰყვებით მათ, ჭეშმარიტად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!
122 ან კი, ვინც იყო მკვდარი (სულიერად) და ჩვენ აღვადგინეთ და სინათლე მივანიჭეთ, რომლითაც ხალხში ივლის, განა მსგავსია მისი, ვინც წყვდიადშია და ვერასდროს დააღწევს მას თავს? ასე მოიკაზმა ურწმუნოთათვის ის, რასაც სჩადიან.
123 და ამგვარად, იქ ყველა დასახლებაში ცოდვისმქმნელნი დავადგინეთ თავკაცებად, რათა იმზაკვრონ. თუმცა ისინი ვერავის უმზაკვრებენ, გარდა თავიანთი თავისა, და ვერც კი გრძობენ ამას.
124 და როცა მოევლინათ მათ (მექელებს) აიათი (მუჰამმედის შუამავლობის დამადასტურებელი), თქვეს: „არ დავიჯერებთ, სანამ ჩვენც იგივე არ მოგვევლინება, რაც მოევლინათ ალლაჰის შუამავალთ.“ ალლაჰმა უკეთ უწყის, ვის უნდა მიანიჭოს თავისი შუამავლობა. სულ მალე ეწევათ ალლაჰისგან დამცირება და უდიდესი სასჯელი, რომელთაც შესცოდეს და მზაკვრობდნენ, იმისთვის.
125 და ვის ჭეშმარიტ გზაზე დადგენას ინებებს ალლაჰი, გახსნის იმის გულს ისლამისთვის. და ვის გზააბნევაში დატოვებასაც ინებებს, შეუკუმშავს იმას გულს, და შეუწუხებს ისე, თითქოს ცაში ადიოდეს. და ასე მიაგებს ალლაჰი სასჯელს [მიუჩენს ეშმაკს, რათა ააცდინოს ჭეშმარიტებას], რომელთაც არ სწამთ.
126 აი, ესაა გზა ჭეშმარიტი შენი უფლისა. სათითაოდ განვუმარტეთ ჩვენ აიათები ხალხს, გულისხმაჰყოს რომელმაც.
127 მათთვისაა მშვიდობის სამყოფელი თავიანთ ღმერთთან, და იგია მათი მფარველი, რასაც სჩადიოდნენ იმისგან.
128 და იმ დღეს, შეკრებს მათ ყველას (და ეტყვის უზენაესი ალლაჰი): „ჰეი, ჯინების გუნდო! ბევრი ხალხი შემოგიკრებიათ თქვენ გარშემო.“ და თქვეს მათმა მეგობრებმა: „ღმერთო ჩვენო, სარგებელი მივიღეთ ჩვენ ერთურთისგან. და მივაღწიეთ ვადას (აღდგომისა), შენ რომელიც დაგვიდგინე.“ უთხრა: „ცეცხლია თქვენი სამყოფელი. იქ დარჩებით სამუდამოდ, თუ სხვა რამ არ ინება ალლაჰმა.“ ჭეშმარიტად, ღმერთი შენი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
129 და ასე ერთიმეორეს დავუდგენთ ჩვენ უსამართლოებს იმისათვის, რაც მოუხვეჭიათ მაგათ.
-----
[„ერთიმეორეს დავუდგენთ უსამართლოებს“ — საზოგადოება, რომელიც არის დესპოტი, მათ უზენაესი ალლაჰი დაუდგენს დესპოტ მმართველს, ხოლო რომელი საზოგადოებაც არის ლმობიერი და სამართლიანი, მათ დაუდგენს სამართლიან მმართველს.]
-----
[„ერთიმეორეს დავუდგენთ უსამართლოებს“ — საზოგადოება, რომელიც არის დესპოტი, მათ უზენაესი ალლაჰი დაუდგენს დესპოტ მმართველს, ხოლო რომელი საზოგადოებაც არის ლმობიერი და სამართლიანი, მათ დაუდგენს სამართლიან მმართველს.]
130 ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენი წიაღიდან, რომელნიც გამცნობდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ თქვენ ამ დღესთან შეხვედრის გამო? თქვეს მათ: „ჩვენ ვმოწმობთ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ.“ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.
131 ეს [შუამავალთა წარგზავნა] იმიტომ, რომ ღმერთი შენი როდია უსამართლოდ გამნადგურებელი სოფელთა თუ მკვიდრთა მათთა ისე, რომ არ იყვნენ შეგონებულნი.
132 და ყველასთვისაა ხარისხები, რაც უკეთებიათ, და ღმერთი შენი როდია უგულისყურო იმისადმი, რასაც აკეთებენ.
133 და ღმერთი შენი ყოვლადმდიდარია, აღსავსეა მოწყალებით და თუ ინებებს, წაგიყვანთ თქვენ და თქვენს შემდგომ სხვას ჩაანაცვლებს, ინებებს ვისაც, როგორც თქვენ გაგაჩინათ სხვა ხალხის შთამომავალნიდან.
134 ჭეშმარიტად, რაც აღთქმულ გექნათ, დიახაც აღსრულდება და თქვენ ვერ აღუდგებით მას!
135 უთხარი: „ჰეი, ხალხო ჩემო! იმოქმედეთ თქვენ შეძლებისამებრ. ჭეშმარიტად, მე ვიღწვი. სულ მალე შეიტყობთ, ვისი იქნება ბოლო ქვეყნისა. ჭეშმარიტად, უსამართლონი ვერ იქნებიან ნეტარნი!“
136 და მაგათ წილი დაუდგინეს ალლაჰს იმისაგან, რაც ნათესი და საქონელი მას გაუჩენია, და თქვეს: „ეს ალლაჰისთვის“, მათი გაგებით, „ხოლო ეს ჩვენი კერპებისთვის.“ მაგრამ, რაც მათი კერპებისაა, არ მიდის ის ალლაჰთან, და რაც ალლაჰისაა, მათ კერპებთან მიდის ის. და რა ცუდია ის, რასაც ადგენენ ისინი!
137. და ასე მრავალი კერპთაყვანისმცემელი იქამდე მონუსხეს კერპებმა, რომ საკუთარი შვილების ხოცვას (მსხვერპლშეწირვით) მიჰყვეს ხელი. რათა დაეღუპათ საკუთარი თავები და აემღვრიათ მათივე რწმენა. ხოლო რომ ენება ალლაჰს, არ იზამდნენ ამას. მერე თავი ანებე მაგათ და იმას, რასაც იგონებენ ისინი!
-----
[საყურადღებოა, რომ ამ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებიც ბავშვებს ხოცავდნენ მსხვერპლშეწირვით, ალლაჰი არ მოუწოდებს მათი დახოცვისკენ, რატომ? იმიტომ, რომ ისინი პირველნი თავს არ ესხმიან და ომს არ უცხადებენ მუჰამმედს და მის მიმდევრებს საკუთარ მიწა-წყალზე. არამედ მუჰამმედისა და ზოგადად მუსლიმების ვალია მხოლოდ ენით შებრძოლება და შეგონება მათი (სურა 25:52, 56-57). ხოლო, როცა თავს ესხმიან, მათ აქვთ თავდაცვის უფლება.]
138 და თქვეს თავიანთი ჭკუით (კერპთაყვანისმცემლებმა): „ეს საქონელი და ნათესები ხელშეუხებელია. ვერ მიირთვამს მისგან ვერავინ, თუ არ იქნება ჩვენი ნება. და საქონელი, რომლის ზურგიც აკრძალულია (ასამხედრებლად), და საქონელი, რომელზეც ალლაჰის სახელს არ ახსენებენ“ – [ცხოველის დაკვლის დროს კერპების სახელებს მოიხსენიებენ და ამბობენ „კერპებზე წილის დადგენა ალლაჰმა გვიბრძანაო“]. ამგვარად მასზე სიცრუეს იგონებდნენ, სულ მალე მიეზღვებათ მათ, რასაც იგონებდნენ იმისთვის!
139 და თქვეს: „ის, რაც ამ საქონლის მუცელშია, ნებადართულია (საჭმელად) ჩვენი კაცებისთვის და აკრძალულია ჩვენი ქალებისთვის; მაგრამ თუ მკვდრად შობილი იქნება – ყველასთვის ნებადართულია.“ სულ მალე მათ თავიანთი მსაზღვრელის შესაბამისად მიუზღავს იგი (ალლაჰი). ჭეშმარიტად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
140 უთუოდ, წახდენილ იქმნენ, რომელთაც უგუნურებითა და უმეცრებით დახოცეს თავიანთი შვილნი. და რომელთაც, ალლაჰზევე გადაბრალებით, ალლაჰის საზრდოდ ნაბოძნი აიკრძალეს. ჭეშმარიტ გზას ამცდარნი არიან ისინი და არ იქნება, რომ დაადგნენ ჭეშმარიტ გზას!
141 და იგია, რომელმაც გააჩინა ბაღები ძირსგართხმული (მსგავსი საზამთროსი) და ამაღლებული (მსგავსი ხისა), და ხურმა, და ნათესნი სხვადასხვა ნაყოფიანი, ზეთის ხილი და ბროწეული ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული. მიირთვით მათი ნაყოფი, როცა დამწიფდება, და მომკის დღეს გაეცით წილი მისგან. და არ იყოთ მფლანგველნი. ჭეშმარიტად, მას არ უყვარს მფლანგველნი!
142 და საქონელი საპალნედ და საჭმელად. მიირთვით ის, რაც ალლაჰმა თქვენ გიბოძათ და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალს. ჭეშმარიტად, აშკარა მტერია იგი თქვენი.
143 (ალლაჰმა გააჩინა) რვა წყვილი: ცხვარი ორი, და თხა ორი. უთხარი: „აგიკრძალათ ორი მამრი თუ ორი მდედრი, თუ ის, რაც მდედრების მუცელშია? თუკი თქვენ ხართ მართალნი, ცოდნით მიპასუხეთ მე!“
144 და წყვილი აქლემი და წყვილი მსხვილფეხა საქონელი. უთხარი: „აგიკრძალათ ორი მამრი თუ ორი მდედრი, თუ ის, რაც მდედრების მუცელშია? იქნებ მოწმენი იყავით, როცა ალლაჰმა გიბრძანათ ეს? მაშ, ვინაა ამაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს, რათა აცდუნოს ხალხი უმეცრებით? ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაადგენს უკეთურ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე.“
145. უთხარი: ვერ ვპოულობ გამოცხადებაში, რომელიც მე მივიღე შთაგონებით, აკრძალულს (ხორციდან), გარდა ლეშისა, დაღვრილი სისხლისა, ან ღორის ხორცისა, რადგან ის საზიზღრობაა ანდა უწმინდურება, (ხორცი), რომელიც ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად დაიკლა; მაგრამ თუკი იძულებული იყოს ვინმე (გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და სხვა საჭმელს ვერ პოულობდეს, მირთმევა ნებადართულია), არა ზღვარგადასულობითა [არა გაძღომამდე, არამედ მხოლოდ საზრდოდ] და არა მოძალადეობით. ჭეშმარიტად, ღმერთი შენი შემნდობია, მწყალობელია.
145. უთხარი: ვერ ვპოულობ გამოცხადებაში, რომელიც მე მივიღე შთაგონებით, აკრძალულს (ხორციდან), გარდა ლეშისა, დაღვრილი სისხლისა, ან ღორის ხორცისა, რადგან ის საზიზღრობაა ანდა უწმინდურება, (ხორცი), რომელიც ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად დაიკლა; მაგრამ თუკი იძულებული იყოს ვინმე (გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და სხვა საჭმელს ვერ პოულობდეს, მირთმევა ნებადართულია), არა ზღვარგადასულობითა [არა გაძღომამდე, არამედ მხოლოდ საზრდოდ] და არა მოძალადეობით. ჭეშმარიტად, ღმერთი შენი შემნდობია, მწყალობელია.
146 და იმათ, რომელნიც იუდეველნი არიან, ავუკრძალეთ ჩვენ ყველაფერი კენტჩლიქიანი [ერთჩლიქიანი, რომელსაც ძროხასავით არ აქვს ჩლიქი]. და ჩვენ ავკრძალეთ მათთვის მსხვილფეხა რქოსანისა და ცხვრის ქონი, გარდა რასაც მათი ზურგი ატარებს, ან შიგნეულს ანდა რაც ძვალს ერთვის. ასე დავსაჯეთ ისინი მათსავე ზღვარგადასულობისთვის, და ჭეშმარიტად, ჩვენ სამართლიანნი ვართ!
147 და თუ ცრუდ შეგრაცხეს შენ, მაშინ უთხარი: „ღმერთი თქვენი ყოვლად მოწყალეა, და არ ასცდება რისხვა მისი დამნაშავე ხალხს!“
148 ასე იტყვიან, რომელნიც წარმართნი არიან: „ალლაჰს რომ ენება, წარმართები არ გავხდებოდით არც ჩვენ, და არც ჩვენი მამები და არც არაფერს ავკრძალავდითო.“ აი, ასე ცრუდ შერაცხეს (შუამავალნი), რომელნიც მათზე უწინ იყვნენ, სანამ არ იწვნიეს ჩვენი რისხვა. უთხარი შენ: „თუკი გაქვთ ცოდნა ამისა, გვიჩვენეთ იგი. თქვენ მხოლოდ ვარაუდს მიყვებით და მხოლოდ სიცრუეს იტყვით!“
149 უთხარი შენ: „უცილობელი საბუთი ალლაჰს ეკუთვნის, და რომ ენება, ნამდვილად, ყველას ჭეშმარიტ გზაზე დაგადგენდათ თქვენ!“
150 უთხარი შენ: „მოიყვანეთ თქვენი მოწმეები, რომელნიც დაამოწმებენ, რომ ალლაჰმა აკრძალა ეს (რაც აიკრძალეთ თქვენ).“ და თუ დაამოწმებენ, შენ არ დაამოწმო მათთან ერთად და არ აჰყვე მაგათ საწადელს, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები და რომელთაც არ ირწმუნეს საიქიო და თავიანთ ღმერთს თანაზიარს უქმნიან ისინი!
151. უთხარი შენ: „მოდით და წაგიკითხავთ იმას, რაც აგიკრძალათ ღმერთმა თქვენმა: რომ არაფერი თანაუზიაროთ მას და კეთილ მოეპყრათ მშობლებს, არ დახოცოთ თქვენნი შვილები სიდუხჭირის გამო. მხოლოდ ჩვენ გაძლევთ სარჩოს თქვენც და მათაც; და არ გაეკაროთ სიბილწეს, ცხადსაც და დაფარულსაც, და არ მოკლათ სულიერი, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართალის აღდგენისა. აი, ასე დაგიწესათ თქვენ, რათა ეგებ კეთილგანსაჯოთ!“
152 და არ მიეკაროთ ობლების ქონებას, სანამ სრულწლოვანებას მიაღწევენ, გარდა სასიკეთოდ; და ზომა-წონა ჭეშმარიტად შეასრულეთ, ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულიერს, გარდა რაც ძალუძს. და როცა თქვენს აზრს გამოთქვამთ, იყავით სამართლიანნი, თუნდ ნათესავი იყოს. და შეასრულეთ თქვენ ალლაჰის აღთქმა. აი, ასე დაგიწესათ მან, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ!
153 ეს არის ჩემი გზა პირდაპირი, მიჰყევით მას და ნუ გაჰყვებით ბილიკებს, რომლებითაც დაიფანტებით თქვენ მისი გზიდან. აი, რას გიწესებთ იგი, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!
154 შემდეგ ჩვენ მუსას წიგნი ვუბოძეთ სრულყოფად იმისთვის, ვინც სიკეთეს იქმოდა, და განსამარტად ყველაფრისა, და წარმართვად და წყალობად, ეგების თავიანთ ღმერთთან შეხვედრა ირწმუნონ მათ (ისრაელის ძეებმა).
155 და ეს წიგნი (ყურანი), რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ, უბიწოა. მაშ, მიჰყევით მას და იყავით ღვთისმოშიშნი (არ გაეკაროთ სისაძაგლეს), ეგების შეწყალებულნი იქმნეთ თქვენ!
156 რომ თქვათ: წიგნი მხოლოდ ზეგარდმოევლინა ჩვენ წინ ორ ხალხს (იუდეველებს, ქრისტიანებს) და წარმოდგენა არ გვაქვს რას კითხულობდნენ ისინი.
157 და რომ არ თქვათ: წიგნი რომ ჩვენ გარდმოგვლენოდა, დიახაც, მაგათზე უფრო სწორ გზაზე ვიდგებოდით, აჰა, თქვენ გებოძათ ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან, ჭეშმარიტი გზა და წყალობა. მაშ, ვინ არის იმაზე უფრო უსამართლო, რომელმაც ცრუდ ჩათვალა ალლაჰის აიათები და პირი იბრუნა მისგან. რომელნიც პირს იბრუნებენ ჩვენი აიათებისგან, სულ მალე დავსჯით მკაცრი სასჯელით იმისთვის, რომ პირს იბრუნებდნენ!
158 (ო, მუჰამმედ) ნუთუ ისინი მხოლოდ მათთან ანგელოზების ან შენი ღმერთის ან მისი ზოგიერთი სასწაულების (წარღვნის ნიშნების) მოსვლას ელოდებიან? იმ დღეს, როცა მოევლინება შენი ღმერთის ზოგიერთი სასწაული, ვერ შეეწევა თავისი რწმენა მის სულს, თუ მან აქამდე არ იწამა ან არ შეიძინა თავისი რწმენით სიკეთე. უთხარი შენ: „დაელოდეთ! უეჭველად, ჩვენც ველოდებით.“
-----
[„ზოგიერთი სასწაული“ — ერთ-ერთი არის მზის დასავლეთიდან ამოსვლა, რომელიც საჰიჰი ჰადისში არის დაფიქსირებული.]
-----
[„ზოგიერთი სასწაული“ — ერთ-ერთი არის მზის დასავლეთიდან ამოსვლა, რომელიც საჰიჰი ჰადისში არის დაფიქსირებული.]
159 ჭეშმარიტად, რომელთაც დაანაწევრეს თავიანთი რწმენა და შეიქმნენ სექტებად (იუდეველნი, ქრისტიანნი), შენ არაფერი გაქვს მათთან საერთო. მათი საქმე მხოლოდ ალლაჰთანაა. მერე აცნობებს (საიქიოში), რასაც სჩადიოდნენ ისინი.
160 ვინც წარსდგება კეთილი საქმით, იმას ათი იმდენი; და ვინც ავი საქმით წარსდგება, იმას მხოლოდ იმითვე მიეზღვება. და ისინი არ დაიჩაგრებიან.
161 უთხარი: „ჭეშმარიტად, ღმერთმა ჩემმა სწორ გზას, მტკიცე რწმენას, იბრაჰიმის სარწმუნოებას მაზიარა, და არ იყო წარმართთაგანი იგი.“
162 უთხარი: „ჭეშმარიტად, ჩემი ლოცვა და შესაწირი ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.
163 მოზიარე არ ჰყავს მას. მე ეს (ერთღმერთიანობა) მებრძანა, და მე ვარ პირველი მუსლიმთაგანი.“
164 უთხარი შენ: „განა ვეძიო მე სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა? როცა იგია ღმერთი ყოველივესი. და რასაც მოიხვეჭს ყოველი სული, ის მხოლოდ მისია და არ ზიდავს მზიდავი სხვის ტვირთს. მერე იქნება მიბრუნება თქვენს ღმერთთან, მაშინ იგი გაცნობებს თქვენ, რაზეც ერთმანეთში ვერ თანხმდებოდით,
165 და იგია, რომელმაც თქვენ დაგადგინათ დედამიწის გამგებლად და უპირატესგყოთ ერთიმეორეზე ხარისხებად, რათა გამოეცადეთ იმით, რაც გიბოძათ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი საზღაურის სწრაფმიმგებია. და ჭეშმარიტად, შემნდობი, მწყალობელია იგი.“