„ალაყ“ — სისხლის ლეკერტი; მექური, 19 აიათი.
[ეს არის პირველი გამოცხადება, რომელიც ზეშთაეგონა მუჰამმედს]
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა!
2 მან გააჩინა ადამიანი შედედებული სისხლისგან (ემბრიონისგან)!
3 იკითხე! ღმერთი შენი უსასრულო კეთილშობილების პატრონია,
4 რომელმაც კალმით (წერა) შეასწავლა!
5 შეასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!
6 არა! ჭეშმარიტად, ადამიანი გაამაყდება,
7 რამეთუ ხედავს, რომ გამდიდრდა!
8 ჭეშმარიტად, შენი ღმერთისკენ უნდა მიიქცეს ყველაფერი!
9 გინახავს კი ის, ვინც უკრძალავს,
10 როცა ლოცულობს მსახური?
11 გიფიქრია თუ არა, იქნებ ის (მსახური) ჭეშმარიტ გზას ადგას,
12 ან იქნებ სათნოებას უკარნახებს?
13 რას იტყვი, იქნებ უარყოს (შუამავალი) და სარწმუნოებას ზურგი აქციოს?!
14 განა არ იცოდა, ალლაჰი (მას) რომ ხედავდა?
15 მაგრამ არა! თუ არ მოიშლის, დიახაც, რომ ვწვდებით ქოჩორში!
16 იმ მატყუარას, ცოდვილს ქოჩრით ვითრევთ!
17 დაე, მოუხმოს თავის სათათბიროს!
18 ჩვენ მოვუხმობთ მრისხანე ზეციურ მცველებს!
19 მაგრამ არა! არ დაემორჩილო მას, არამედ თაყვანი ეცი ღმერთს და მასთან დაახლოებას ეცადე!